უცხოური

17:42 | 7.12.2016 | ნანახია 2423 - ჯერ

მიქაუტაძე და ქუბრიაშვილი - ტოპ 14-ის სიმბოლურში

„ბორჯღალოსნები“ კოტე მიქაუტაძე და და დუდუ ქუბრიაშვილი ფრანგული სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკის“ ვებგვერდმა Rugbyrama.fr-მ ტოპ 14-ის მე-13 ტურის სიმბოლურ 15-ეულში შეიყვანა.

„მონპელიემ“ „გრენობლი“ სტუმრად 51:37 დაამარცხა და ბონუს-ქულაც მიითვალა.

კოტემ მოედანზე 72 წუთი გაატარა და 56-ეზე ლელო დადო. ეს მისი პირველი ლელოა „მონპელიეს“ კვართით. ტრადიციულად, სიმბოლურში მოხვედრილ მორაგბეებს მოკლე დახასიათებით წარადგენენ და მიქაუტაძის შემთხვევაში ვკითხულობთ: „ის დიდებული იყო „გრენობლთან“ მატჩში, ისევე, როგორც „მონპელიეს“ მთელი შერკინება. მიქაუტაძემ ამ თამაშში ლელოც დადო“.

ქუბრიაშვილმა 68 წუთი ითამაშა და მისი დახასიათება ასეთია: „მან მეტოქის ბურჯი ტაუმალოლო სრულად დაჩაგრა და „მონპელიეს“ შერკინების დომინირებაში უდიდესი წვლილი შეიტანა“.

მიქაუტაძისა და ქუბრიაშვილის გარდა „მონპელიეს“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ მიხეილ ნარიაშვილი და შალვა მამუკაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:16 | 08.12.2016
qomagi (248)

წარმატებები ლომებო!!!

0.07923