სტატიები

12:17 | 5.12.2016 | ნანახია 4961 - ჯერ

შეგვერკინე!

ნოემბრის ტესტ-მატჩების დასრულების შემდეგ, 28-29 ნოემბერს მსოფლიო რაგბიმ ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გამართა. მას პირველი და მეორე დონის სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ჩატარდა მოწინავე 20 ნაკრების ბოლო ექვსი თამაშის - ივნისისა და ნოემბრის ტესტ-მატჩების სრული, დეტალური ანალიზი. შედგა საუბარი იმ გზების მოსაძებნად, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს დონეებს შორის სხვაობის შემცირებას, რაც ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესია.

ანალიზის თანახმად, "ბორჯღალოსნების" შერკინება დომინანტია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შერკინებების თითქმის 60% ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმით მოიგეს, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია და მთელი 10%-ით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ შოტლანდიას (შოტლანდია ივნისში ორჯერ ეთამაშა იაპონიას, ხოლო ნოემბერში ავსტრალიას, არგენტინას და საქართველოს შეხვდა). თითქმის 25%-იანი სხვაობაა საფრანგეთთან, უელსთან და რუმინეთთან. მთლიანობაში, შერკინებების 91% საქართველომ, უელსმა და რუმინეთმა (ივნისში ეთამაშა ნამიბიას, ურუგვაის და არგენტინა ბ-ს, ხოლო ნოემბერში - აშშ-ს, კანადას და ურუგვაის) მოიგეს.

შერკინების ხაზის რამდენიმე ასპექტში ბორჯღალოსნებს საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ნაკრებებს შორის, რაც კარგად ჩანს სლაიდერის ფოტოებზე.

მორკინალების დამსახურებით

რაგბი ყველაზე გუნდური თამაშია და მას ერთი და ორი კაცი ვერასდროს იგებს, თუმცა რაგბიში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ თამაშს შერკინება აკეთებს!

მოედანზე მყოფი ფორვარდები, რომელთაც 1-8-ნომრიანი კვართები მოსავთ, უზარმაზარ “შავ” სამუშაოს ასრულებენ, ქმნიან რიცხობრივ მეტობას ფრთებზე, შეტევით პლაცდარმს ხაზის მოთამაშეებისთვის და შესაძლოა, უბრალო მაყურებლისთვის მათი გარჯა ჩრდილში დარჩეს, რადგან იერიშები ლელოებით სხვებმა დაასრულონ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში თამაშს შერკინება აკეთებს და იგებს.

შერკინების მოთამაშეების როლი უდიდესია: ისინი “ფრონტის” წინა ხაზზე იბრძვიან, ბოლომდე იხარჯებიან რაქებში, პასუხისმგებელნი არიან მეტოქის დაცვის ხაზის გაგლეჯაზე და უპირატესობის შექმნაზე, ასევე მეტოქის ფორვარდების მიძალების შეჩერებაზე, ჩართულნი არიან მოლებში, იბრძვიან ბურთისთვის დერეფნებსა და შერკინებაში. თავის მხრივ, შერკინება მეტოქის ღონით, მიწოლაში დაჩაგვრას როდი ნიშნავს - ამ დროს მნიშვნელოვანია სინქრონული მოქმედება, ტექნიკა, ტაქტიკა და გამძლეობა.

ის, რომ დღეს ქართული რაგბი ასეთ სიმაღლეზეა და ქვეყანაში ასეთი პოპულარობით სარგებლობს, ქართველი მორკინალების დამსახურებაა. სარაგბო ქვეყნებში პროფესიონალ მწვრთნელს რომ კითხოთ - როგორია საუკეთესო შერკინების მქონე ნაკრებების სამეული, დიდი ალბათობით მათ ჩამონათვალში საქართველოც იქნება; ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში სამუდამოდაა დალექილი ბოლო წუთზე აყირავებული ამერიკის შერკინება და გამარჯვების ლელო, მოლებით მოგებული 30-40 მეტრი და პრაქტიკულად ყველა თამაშში ქომაგი დიდი იმედებით ელის პირველ შერკინებას, სადაც ბორჯღალოსნებს ბადალი არა ყავთ.

საუკეთესონი

დღესდღეისობით, ევროპის სამი წამყვანი ჩემპიონატის კლუბების შემადგენლობებს თუ გადავხედავთ, საფრანგეთის ტოპ 14-ში 10 ქართველი პირველხაზელი რეგულარულად თამაშობს და თუ ორი არა, ერთი მაინც ტურის სიმბოლურ ნაკრებში აუცილებლად ხვდება. საქართველო ერთი კვაჭითა და ერთი მეორეხაზელითაა წარმოდგენილი ინგლისის პრემიერშიპში, სადაც ქართული ფესვების მქონე, თუმცა ინგლისის მოქალაქე ბურჯი ვალ რაფავაც თამაშობს და ასევე ერთი ბურჯი გვყავს გინეს პრო 12-ში.

საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონში თამაშობენ თითო გამოკვეთილი მეორე და მესამეხაზელი, ხოლო მამუკა გორგოძე გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ორივე პოზიციას ფარავს. გორგოძე არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო რაგბში განსაკუთრებული მოვლანაა. მას რეგულარულად ასახელებენ ტოპ 14-ისა თუ ჩემპიონთა თასის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ და სხვადასხვა ვერსიის სიმბოლურ ნაკრებებშიც ხშირად ხვდება. გორგოძე რამდენჯერმე დასახელდა ტოპ 14-ის თვის საუკეთესო მორაგბედ და ფრანგებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აჯობა ზელანდიელ, აფრიკელ, ავსტრალიელ, არგენტინელ, ინგლისელ და უელსელ ვარსკვლავ-კონკურენტებს.

მამუკა 2011 წლის მსოფლიო თასის ორ და 2015 წლის მსოფლიო თასის ასევე ორ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა - მათ შორის ინგლისთან და მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან. 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ის ყველა ვერსიის სიმბოლურ ნაკრებში იყო და რაც მთავარია, თავად მსოფლიო რაგბის ვერსიის XV-ში 6-ნომრიანი მაისური ერგო - გორგოძე იყო ერთადერთი მორაგბე, რომლის გუნდიც პლეი ოფში ვერ გავიდა, თუმცა სიმბოლურში მაინც მოხვდა. 2013 წელს ის ევროპის საუკეთესო მორაგბეთა 15-კაციან სიაში იყო, 2011 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს, ხოლო 2010 წელს ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენისთვის განკუთვნილი ჯილდო დავით ზირაქაშვილს ერგო.

ქართველი მორკინალების ძალა უძველეს სარაგბო კლუბ “ბარბაროსებსაც” არაერთხელ დაჭირდა და დავით ქუბრიაშვილი იყო პირველი ჩვენებური, რომელმაც ამ ისტორიული კლუბის კვართი მოირგო, შემდგომ წლებში კი, გუნდში გოდერძი შველიძეს, დავით კაჭარავას, მამუკა გორგოძეს და კონსტანტინე მიქაუტაძეს უხმეს. “ბარბაროსებში” სათამაშოდ დაუძახეს დავით ზირაქაშვილს და მიხეილ ნარიაშვილსაც, თუმცა მათ კლუბებს იმ პერიოდში თამაშები ქონდათ. ქუბრიაშვილმა და გორგოძემ შავ-თეთრიკვართით ორ-ორჯერ ითამაშეს და მამუკამ ინგლისელებს ლელოც დაუდო, ხოლო მესამე გამოძახებისას მანაც კლუბს უერთგულა. მსოფლიოს წვეულ XV-ში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ითამაშა ზირაქაშვილმა, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან გორგოძემ.

ისევ ტოპ 14-ს დავუბრუნდეთ და მისი ერთ-ერთი ლიდერის, “მონპელიეს” სასტარტო შემადგენლობაში პირველი ოთხი ნომერი ქართველებს ეკუთვნით - ნარიაშვილი, მამუკაშვილი, ქუბრიაშვილი და მიქაუტაძე. შედეგად, ამ გუნდის შერკინება ვარსკვლავთკრებულთა ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეულია და ხშირად თამაშებს სწორედ შერკინების მიერ გამომუშავებული ჯარიმების ხარჯზე იგებს.

და როდესაც ეს ბიჭები, საქართველოს დროშის ქვეშ ერთიანდებიან, მაშინ პლანეტის ნებისმიერ გუნდს შეგვიძლია ამაყად ვუთხრათ - #შეგვერკინე! Com’on #WESCRUM

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:54 | 06.12.2016
maxo_65 (458)

ოფლოუდებიც, რაქების გაწმენდაც სასურველია უფრო სწრაფად მოხდეს..მოკლედ სისწრაფეებს უნდა მოვუმატოთ..უკანა ხაზმა შერკინების დონის ნახევარსაც თუ მიაღწია 10-ში ადგილი გარანტირებული გვაქვს...ახლაც ძალიან კარგი შუამარბები გვყავს, 9 ნომერიც ძალიან კარგია...მაგრამ 10 15 11 და 14 სასურველია უფრო უკეთესი იყოს...მოდიან მაგარი ბიჭები და დიდი იმედი მაქვს უფრო ძლიერი ნაკრები გვეყოლება...

14:17 | 06.12.2016
miriani (151)

აბა რააა

11:49 | 06.12.2016
miriani (151)

მოკლეედ 19-ს მსოფლიოს მერე ბევრი რამ შეიცვლება და იმედია სასიკეთოდ... მთავარია თაობათა ცვლა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოხდეს... 20 წლიანები გაცილებით დინამიურები და ხელით კარგად მოთამაშეები მოდიან... შერკინებაზე ბაზარიც არააა, უპრობლემოდ... იმედია ამ ხნის განმავლობაში საბავშვო რაგბს მიეხედება შესაბამისად, პლუს ევროპის საკლუბო დონეზე გასვლა და 5 წელიწადში შედეგი დაიდება. მე ამის მჯერა და იმედია ასეც იქნება!!!
წარმატებები ჩვენს საამაყო ბიჭებს... მარტო სიამაყისგან ყელში გაჩრილი ბურთი რად ღირს როცა მათ ვუყურებთ )

11:15 | 06.12.2016
BEERTRANCE (1073)

ოფფლოუდების დახვეწა გვინდა.

11:51 | 06.12.2016
miriani (151)

ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ეგ დაგვიანებულია გიგუშ ძამა, იმედია მომავალი თაობა ჩაერთვება ღირსეულად( აი ისენი გაცილებით უკეთაც თამაშობენ, 20 წლიანებს ვგულისხმობ, და აზროვნების სისხარტითაც უკეთესები იქნებიან

03:53 | 06.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

ვერ დაგეთანხმები რომ რამის მძევალია ნაკრები. გამოდის შერკინების სიძლიერე ხელს გვიშლის თამაშის გაშლაში. უბრალოდ სუსტი ხაზი გვყავს და ეგაა. ასევე გაშლილ თამაშში მოიკოჭლებს ჩვენი შერკინებაც, ბევრი ტექნიკური წუნი აქვთ. მიწოლას და გადაჯეგვას იმიტომ ცდილობენ რომ როცა გათამაშებას ცდილობენ ძალიან მალე კარგავენ ბურთს და არა პირიქით. აიღე და მიეძალეზე უარის თქმა ვერ დაგვაწყებინებს მარაოს გაშლას. მაგას ცალკე უნდა სწავლა და რო არ ვიცით იმიტომაც ვაწვებით იმით რაც ვიცით.
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მაგარი შერკინება გვყავს და ახლა სხვა ასპექტებშიც უნდა დავიხვეწოთ, ოღოდ არა იმაზე უარის თქმით რაშიც საუკეთესო ვართ მსოფლიოში. პრინციპში ასეც ხდება მომდევნო თაობებში -შერკინება ისეთივე დომინანტია როგორიც დიდებში, თუმცა ხელით უფრო ხარისხიანად ბურთაობენ.

23:52 | 05.12.2016
ოვალური კორბენი (276)

კორბენ შენს კომენტარს ველითო, ცოტა ნიშნისმოგებით ხომ არ იყო ნათქვამი ? DDDDDDDD
არაдა ჩემს პოსტებში თუ საдმე გაკვრით მაინც მაქვს ნათქვამი, შერკინება სუსტია მეთქი, საერთოд ხმას აღარ ამოვიღებ. მე იმას ვამბობ, რომ მიწოლის дა გაдაჯეგვის სტილის მძევალია ჩვენი ნაკრები дა გულშემატკივარიც дა ეს სტატიაც ამის გაგრძელებაა. უაზრობამдე მიдის ეს ყველაფერი. უზარმაზარი дისბალანსია მორკინალებსა дა უკანა ხაზს შორის дა თუ ეს თანдათან არ აღმოიფხვრა, კარგაд ვეღარ წავა საქმე.
კიдევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოд შერკინების дომინაცია ევროპულ дა სამხრეთულ ბობოლებთან კარგა ხანს ვერ მოგვცემს შეдეგს. შეдეგში ვგულისხმობ მოგებას дა საპატიო ანგარიშით წაგებასაც.
ვუსურვებ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ლაღ თამაშს.

20:55 | 05.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

სასწრაფოდ კლუბები და ფრანჩიზა ევროპაზე!!!!!!!!! ან სად იყავით აქამდე?????????????????????

20:53 | 05.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

კორბენ შენ კომენტარს ველით

17:54 | 05.12.2016
qomagi (248)

ღერძი და ხაზიც რომ ასეთივე დონის გვყავდეს, მიმიქარავს ზელანდია ვასკას სახით მაგარი 9 ნომერი გვეზრდება და იმედია ახალი თაობის ბიჭებიც უფრო მაღალი დონის რაგბს ითამაშებენ. წარმატებები ჩვენს სასახელო მორაგბეებს!!!

15:34 | 05.12.2016
geogoli (367)

მართლაც შეგვერკინოს ნებისმიერი გუნდის შერკინება. იმედია სხვა კომპონენტებითაც ვიამაყებთ უახლოეს მომავალში

15:25 | 05.12.2016
krasni (587)

ამ კომპონენტში კარგია, რომ ახალგაზრდებიც ერთერთი პირველები არიან მსოფლიოში. იქნებ როგორმე ხელით თამაში ამოვქაჩოთ. მაისამდე საკმაო დროა და ვნახოთ პატარა ბორჯღალოსნები რას შემოგვთავაზებენ მსოფლიო U20-ზე.

0.176482