7-ქალა

0:22 | 4.12.2016 | ნანახია 3238 - ჯერ

დუბაის ტურნირი

საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებმა, გაისად გასამართი რაგბი ევროპის სერიის და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს და დუბაის საერთაშორისო ტურნირებში იბურთავეს.

7-კაცა

7-კაცას რაგბი ევროპის გრან-პრის სერიები ელის, რომელიც პარალელურად რაგბი 7-ში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიცაა და დუბაიში მსოფლიო სერიის შემდეგ მეორე დონის ტურნირში - ‘კაცთა საერთაშორისო წვეულში’ (INTERNATIONAL INVITATION MEN) იასპარეზეს, რომელშიც სერიაში მონაწილე ქვეყნები მეორე, ხოლო დანარჩენები პირველი ნაკრებებით იყვნენ წარმოდგენილი.

ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში პალიკო ჯიმშელაძის შეგირდებმა ზამბია 19-12 დაამარცხეს, გერმანიასთან 14-24 და ირლანდიასთან 14-21 დამარცხდნენ. ჯგუფებში მესამეადგილოსან გუნდებს შორის უკეთესი ქულათა ბალანსით, საქართველო თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სამხრეთ აფრიკის აკადემიასთან 7-38 დამარცხდა; V-VIII ადგილების ნახევარფინალში, წინა დღესთან შედარებით გერმანელებისგან ერთით ნაკლები ლელო გავუშვით, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 12-17; დიდი ბრძოლა გავუმართეთ საფრანგეთის მეორე გუნდსაც, თუმცა მეტოქემ 19-12 იმარჯვა და ქართულმა 7-კაცამ ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულა.

7-ქალა

ქართული 7-ქალა ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ითამაშებს და დუბაიში ‘ქალთა ღია საერთაშორისო ჩათვლაში’ მონაწილეობდა. ჯგუფურ ეტაპზე ‘სქოთი თაიგერსთან’ (SCOTTY’S TIGERS) 0-38 და კრასნოდარის რეგიონის ქალთა ნაკრებთან 5-27 მარცხის შემდეგ, ქართველები ‘ძუ მგლებს’ (AUC WOLVERINES) დაუზავდნენ - 10-10. სინის ნახევარფინალში 7-ქალამ ‘პანთერსი’ (PANTHERS) 35-0 დაამარცხა და ფინალში ნაცნობ „ძუ მგლებს“ შეხვდა, თუმცა ამჯერად 5-22 დამარცხდა და მე-6 ადგილს დასჯერდა.

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:16 | 06.12.2016
BEERTRANCE (1073)

იქნებ სპონსორმა რაღაც დამატებითი თანხები გამოუყოს 7-კაცასთვის.

17:46 | 05.12.2016
qomagi (248)

როდემდე უნდა იყოს ჩვენი 7-კაცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში? თუ რაგბის სახეობა არ არის? ვიდრე 7-კაცას დონე არ გაიზრდება, კარგი უკანახაზელების პრობლემა კიდევ დიდხანს გვექნება. თან ოლიმპიური სახეობაც გახდა და ასეთი ფეხზე დაკიდება არ შეიძლება.

15:28 | 05.12.2016
krasni (587)

დროა ალბათ რაღაც გადამჭრელი ზომების მიღების ფედერაციიდან.

23:32 | 04.12.2016
temuchin (431)

მერამდენე სეზონი უნდა ჩავაგდოთ? ფუჭი იმედებით ვხვდები ყოველ სერიას მაგრამ ამაოდ

23:35 | 04.12.2016
temuchin (431)

დიდი იმედით ვხვდები უფრო სწორად, მაგრამ იმედი იმედად რჩება

13:03 | 04.12.2016
meleksa (132)

გერმანელები დარბიან ცხენებივით

00:48 | 04.12.2016
geogoli (367)

საწყენია ჩვენი შვიდკაცას ასეთი მდგომარეობა. იმედია მომავალში უკეთ გამოვლენ

0.106594