საქართველოს ნაკრებისა და “ტულუზის” ბურჯი ვასილ კაკოვინი მომავალი სეზონიდან საფრანგეთის ამჟამინდელი ჩემპიონის, “რასინგის” ღირსებას დაიცავს.
27 წლის პირველხაზელს, ვისაც ზურგს “ბორჯღალოსნების” რიგებში ჩატარებული 25 მატჩი უმაგრებს, მიმდინარე სეზონში “ტულუზში” მხოლოდ 6 მატჩი აქვს ნათამაშები.
როგორც გაირკვა, კაკოვინმა პარიზის გარეუბანში ბაზირებულ “რასინგთან” 3-წლიანი ხელშეკრულება დადო და ახალ კლუბს ზაფხულში შეუერთდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან მაგარი სისწრაფე აქვს ამ კაცს და შეიძლება ამის გამოყენება ჩვენს სასარგებლოდ.
ხაზის მოთამაშეებიდან თუ ბევრმა აჯობოს სისწრაფეში კაკოვინს უნამუსო ვიყოო
რატო არ იძახებენ ამ კაცს ნაკრებში ეგ მაინტერესებს მაგრად