6 ერი

14:53 | 1.12.2016 | ნანახია 5335 - ჯერ

ცვლილებები ექვს ერში

ექვსი ერის საშეჯიბრო კომიტეტმა სიახლეები დაამტკივა. ევროპის მთავარ სარაგბო სანაკრებო ტურნირში ქულათა დარიცხვის სისტემა შეიცვალა.

სიახლეები ასეთია:

- გამარჯვებისთვის გუნდს 4 ქულა ერიცხება;

- 7 ან ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის, ასევე 4 ან მეტი ლელოს გატანისთვის გუნდს ერიცხება 1 ქულა;

- მატჩის ფრედ დამთავრებისთვის ორივე ნაკრებს ერიცხება 2-2 ქულა;

- ტურნირის ხუთივე მატჩის მოგებისთვის (ანუ დიდი სლემის მოპოვებისთვის) გუნდს დამატებით ერიცხება 3 ქულა.

განახლებული სისტემა სატესტო რეჟიმში მხოლოდ 2017 წლის ექვსი ერის თასზე გამოიყენება. სატურნირო ქულათა დარიცხვის ახალი სქემის სრულფასოვანი დანერგვის მიზანშეწონილობას ექვსი ერის ხელმძღვანელობა 2017 წლის ტურნირის შედეგების გათვალისწინებით განიხილავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:54 | 01.12.2016
kakhaberry (30)

კი მაგრამ, ხუთივე თუ მოიგო, ის 3 ქულა რაღა ტაკოში გასაკეთებლადღა უნდა )

18:34 | 01.12.2016
ოვალური კორბენი (276)

საქმეც მაგაშია, რომ უნдა... თეორიულაд, შეიძლება ხუთივე მოიგო, ოღონд ისე რომ ვერცერთში ვერ გაიტანო 4 дა მეტი ლელო. ეს არის 20 ქულა.
ამავე дროს სხვა გუნдმა შეიძლება მოიგოს 5-дან 4 თამაში. ოთხივე მოგებულ შეხვეдრაში дაдოს 4 дა მეტი ლელო. ესეც 20 ქულაა. პლიუს იმ წაგებულ თამაშშიც შეუძლია, რომ 4-ზე მეტი ლელო дაдოს, თან 7 ქულაზე ნაკლებით წააგოს. ესეც 2 ქულა, ჯამში კი 22.
ასე რომ სლემის მომპოვებელს მხოლოд ის 3 ქულა გახдის ჩემპიონაд.

19:20 | 01.12.2016
kakhaberry (30)

ხო, მართალი ხარ, ეს რო დავწერე მერე დავფიქრდი და გადავთვალე ეს ვარიანტი. ეხლაც მაგის დასაწერად შემოვედი და დაგისწრია
მახსოვს ადრე მაგიტომაც არ უნდოდათ ასეთი ქულათა დარიცხვის სისტემა და მოუფიქრებიათ გამოსავალი )
ისე, ეს ბონუს ქულები მარტო თანაბარი ქულებისას რომ "აქტიურდებიდეს" უკეთესი იქნებოდა, ანუ ვთვათ მოგება 4 ქულა, ფრე 2 და თუ თანაბარს დააგროვებდნენ, დამატებიტ მაჩვენებლად გამოეყენებინათ. აღარ მოუწევდათ ეს ზედმეტი მათემატიკა )

19:18 | 01.12.2016
ogafa (407)

მშვენიერია

0.075401