ამბები

13:01 | 30.11.2016 | ნანახია 4858 - ჯერ

14-წლამდელებში საუკეთესო „ხვამლია“

26-27 ნოემბერს თბილისში, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გაიმართა თბილისის სარაგბო ფესტივალის ფინალური ეტაპი, სადაც მონაწილეობა მიიღო 2002-2003 წლებში დაბადებულ მოზარდთა 16-მა გუნდმა. ფესტივალში მონაწილეობნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები და თბილისის გუნდები - „ლელო-სარასენსი“, „წიქარა“, „არმაზი“, „ჩოხოსნები“, „თბილისი“, „აკადემია“, „ხვამლი“, „ლოკომოტივი“, რუსთავის „ხარები“, პატარძეულის „ვეფხვები“, ქუთაისის „აია“, თელავის „კახელები“, ბოლნისის „ყოჩები“, გორის „ჯიქი“, ჩაქვის „პონტო“.

პირველ დღეს გაიმართა ჯგუფური ეტაპი. მეორე დღეს გუნდებმა გააგრძელეს ასპარეზობა პლეი-ოფის სისტემით. თამაშებმა ლამაზ და სანახაობრივ ბრძოლაში ჩაიარა, სტადიონზე მისულმა რამდენიმე ასეულმა მაყურებელმა ბევრი ლამაზი ლელო იხილა. ნახევარფინალში „თბილისმა“ დაამარცხა „აია“, ხოლო „ხვამლმა“ – „ლელო-სარასენსი“. მცირე ფინალი „ლელო-სარასენსის“ გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ფინალში „ხვამლმა“ დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში 12:5 დაამარცხა „თბილისი“.

ტურნირმა რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდაც გამოავლინა, რომლებიც სარაგბო აკადემიის მწვრთნელთა ყურადღების სფეროში მოექცნენ. ტურნირის საუკეთესო მელელოვე გახდა „ლელო-სარასენსის“ მორაგბე გიორგი ქობალია, ხოლო საუკეთესო მოთამაშის პრიზი - საქართველოს ნაკრების სათამაშო მაისური, რომელიც „ბორჯღალოსნების“ მე-10 ნომერმა ლაშა ხმალაძემ დააწესა, გადაეცა ხვამლის მოთამაშე დათო ნინიაშვილს. თუმცა, ორგანიზატორებმა არც სხვა ნორჩი მონაწილეები დატოვეს უყურადღებოდ და ყველა მათგანს სამახსოვრო სიგელი გადასცეს.

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:52 | 01.12.2016
GiorgiG83 (525)

5 წელი მაინც იქნება რაც ხვამლს დათო ცხვედიანი მუხიანში ავარჯიშებს
300 მდე ბავშვი ჰყავდა
სტადიონს ართმევდნენ, სანაცვლოდ რამე თუ მისცეს არ ვიცი, ენთუზიასტ დამხმარეებს ითხოვდა (სადაა ფარა) ამდენ ბავშვს 5-6 კაცი სჭირდებაო
კარგია შრომა რომ დაუფასდა - თუ არ ვცდები ყოჩების "ფარმ კლუბიც" გახდა ხვამლი - ეს უკეთესი

ლელოს და აიას კონკურენტი გამოუჩნდა

0.329993