სიახლეები

11:22 | 30.11.2016 | ნანახია 4222 - ჯერ

ჰოგი და ფორდი - "ბორჯღალოსნებთან" კარგი თამაშისთვის
ESPN Scrum-მა “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების” თხუთმეტეული გამოარჩია

ავტორიტეტულმა ESPN Scrum-მა შეადგინა “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების” გასული კვირის სიმბოლური ნაკრები. აქ შემოდგომის ტესტებში თავგამოჩენილი მორაგბეები იგულისხმებოდნენ და ბუნებრივია, ხსენებულ გამოცემას გაუჭირდა ცალკეული მოთამაშეების გამორჩევა, რადგან ირლანდიამაც, ინგლისმაც, უელსმაც და შოტლანდიამაც თავთავიანთი ტესტი მოიგეს, თანაც კარგი თამაშის ფონზე.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელებმა დრამატულ ბრძოლაში ავსტრალია 27:24 დაამარცხეს, ინგლისის ნაკრებმა არგენტინას 27:14 მოუგო, უელსმა სამხრეთ აფრიკა ოდნავ უფრო დიდი სხვაობით სძლია – 27:13, ხოლო შოტლანდიამ საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხა – 43:16.

მაგრამ საინტერესოა, რომ სქოთთაგან ნაკრებში მხოლოდ ორი კაცია – ყველაზე ნაკლები. ESPN Scrum-ის რჩეულთა შორის შოტლანდიელების გარდა 3 უელსელი, 4 ინგლისელი და 6 ირლანდიელია - უმძლავრესი ავსტრალიის დამარცხება უდავოდ დასაფასებელი მოვლენაა.

აქვე ESPN Scrum-ის თხუთმეტეული:

  1. სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია)
  2. ჯონი მეი (ინგლისი)
  3. ჯონათან ჯოზეფი (ინგლისი)
  4. გარი რინგროუზი (ირლანდია)
  5. კით ერლსი (ირლანდია)
  6. დენ ბიგარი (უელსი)
  7. კონორ მარი (ირლანდია)
  8. გეთლინ ჯენკინსი (უელსი)
  9. როს ფორდი (შოტლანდია)
  10. თაიგ ფურლონგი (ირლანდია)
  11. იენ ჰენდერსონი (ირლანდია)
  12. ჯორჯ კრუსი (ინგლისი)
  13. კრის რობშოუ (ინგლისი)
  14. ჯოშ ვან დერ ფლიერი (ირლანდია)
  15. ჯასტინ ტიპურიკი (უელსი)

სლავა გასპაროვი


კომენტარები (29)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:28 | 02.12.2016
maxo_65 (458)

კრიტიკა არასდროს დაგვიკლია, როცა ეს საჭირო იყო (საბედნიეროდ ასეთი რამ ცოტა იყო), ეს შეეხებოდა როგორც მოთამაშეებს, ასევე მწვრთნელებს, ჩემი აზრით 7-კაცა რაგბის შემთხვევაში ახლაც ბევრი კრიტიკა მიდის..პირადად მე ძალიან კარგად ვხედავ ჩვენი ბიჭების წარმატებას და როცა ვადარებ თუნდაც 4 წლის წინანდელ ნაკრებს, ვთვლი რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ..ასევე დიდი იმედი მაქვს კიდევ უფრო განვითარდებით და ახლო მომავალში 10-ში დავკვიდრდებით,ამის თქმის უფლებას ჩვენი ახალგაზრდები მაძლევენ.. იმის ილუზია არ გვაქვს რომ ოდესმე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავალთ..ხოლო რაც შეეხება შერკინების გაფეტიშებას, სულ გავაფეტიშებ და ვიამაყებ, ეს ჩემი საქმეა და არავის ამით ხელი არ ეშლება...და თან დარწმუნებული ვარ რომ არასწორად გვექცევიან 6 ერის შემთხვევაში, და ესეც ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავზე

03:03 | 03.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

დავი

18:15 | 02.12.2016
maxo_65 (458)

საკურებთან ლობჟანიძეს ლელოს რაც შეეხება, მე მომეჩვენა საკურებმა წესის დარღვევით გააჩერეს ვასკა, კერძოდ ბოჭვა ყელის არეში შესრულდა ( შეგიძლიათ ნახოთ)..ასე რომ, შოტლანდიასთან მსაჯის სტანდარტით, იაპონელებს საჯარიმო ლელოც ეკუთვნოდათ და სიმბინიც..D

16:46 | 02.12.2016
krasni (587)

არავის არ აწუხებს იმის ილუზია, რომ სკოტებს ვჯობივართ. კრიტიკა რა თქმა უნდა ყოველთვის კარგია, მაგრამ რატომ არ გინდათ იმის დანახვა, რომ ცდილობენ დიდი ანგარიშით წაგვაგებინონ გრანდებთან, მერე რამე პრეტენზია რომ არ გვქონდეს. ირლანდიელებს ეყოთ ნამუსი და აღიარეს მსაჯის მიკერძოება, სამწუხაროთ სკოტებს არა. და ვასკას პირველ ლელოზე, გორგოძე შეიძლება შეეხო შოტლანდიელს, მაგრამ ხელი არაფერში შეუშლია, ყოველ შემთხვევაში გვერდითი არბიტრის ცხვირწინ ხდებოდა ყველაფერი. აბა, 0-0-ის დროს მსაჯი ქოჩორზე გადაგვისვამდა ხელს. კი ხელით ბურთაობაში დაგვჩაგრეს, მაგრამ რაშიც შეგვეძლო დაგვეჩაგრა, იქ მსაჯი იყო "მოწოდების" სიმაღლეზე.

17:50 | 02.12.2016
ოვალური კორბენი (276)

კი ბატონო, ხანдახან გვჩაგრავენ дა არა მარტო ძლიერ გუნдებთან. შარშან ნამიბიასთან მართლაც ძალიან дაგვტანჯა მსაჯმა. თუმცა ამ თამაშში სქოთებთან, ვფიქრობ ის სხვაობა дაფიქსირдა, რაც რეალური იყო. მათ აღმავლობის ფაზა აქვთ, ჩვენ კი ზაფხულის მერე მოვუკელით. იგივე იაპონიასთანაც ხო არ дავუჩაგრივართ მსაჯს, дაჟე ლობჟანიძის საკამათო ლელოც ჩათვალა, მაგრამ გვაჯობეს საკურებმა дა მოგვიგეს. არაдა შესუსტებული სასტავი ყავдათ дა ფავორიტები ვიყავით.
ზოგაдაд, ჩვენთან გულშემატკივრების უმეტესობა ასეა მოწყობილი, თან ყველა სპორტში. თუ მსაჯს რაიმე იაღლიში მოუვიдა дა ის შეხვეдრა წავაგეთ (რაგბში, ფეხბურთში, კალათბურთში, ჩიдაობებში дა ა.შ.),ვსიო... ყველაფერი იმ მსაჯის дა მისი შეცдომის თუ მიკერძოების ბრალია DDDDDDDD
ზაფხულის ტესტებზე მგონი ფიჯისთან, წინასწარ რომ შევიტყვეთ, дოილი дა კლენსი იქნებიან მსაჯებიო, ატყдა აქ გინება дა ვაი-უშველებელი, მაგრამ ალალაд ვაჯობეთ дა მათი მსაჯობაც არავის გახსენებია.

18:42 | 03.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

კლენსის მსაჯობა არავის გახსენებია არა? მემგონი ყველას კარგად გვახსოვს

03:06 | 03.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

გეთანხმები იაპონიაზე! მაგრამ შოტლანდიასთან რეალური სხვაობა რა იყო მაგის ნახვის საშუალება არ მოგვეცა მსაჯის გამო და ამაზეა გულშემატკივრის აგრესია (მართლა გვაინტერესებდა და მაგიტომ)

13:01 | 02.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

კრიტიკა აუცილებელია და კარგია მაგრამ არა ჩასაფრებულის პოზიციიდან

12:57 | 02.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

უცნაური კომენტარებია ნამეტანი - შერკინების ფეტიშიო და ასე შემდეგ. მემგონი ვიღაც ვიღაცეებს კომპლექსები გაუჩნდათ შერკინების ხსენებაზე ელეთმელეთი მოსდით. საუკეთესო ვართ მაგაში მსოფლიოში და უნდა ვაფეტიშებდეთ კიდეც. ან კიდევ ბურთის გაშლას გიშლის შერკინება თუ ?????????????????????????????

16:27 | 02.12.2016
ოვალური კორბენი (276)

სწორეд გაფეტიშება ჰქვია მაგას 10:50 რომ წავაგებთ дა მაინც კმაყოფილი რო ვრჩებით, სამაგიეროд იმათი შერკინება ხო გავღუნეთო DDDDDDDDD

17:19 | 02.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

მემგონი მასეთი რაღაც შენს გარდა არავის უთქვამს. ვინ არის წაგებით კმაყოფილი? მე არ შემიმჩნევია ამ მარცხის გამო კმაყოფილება გამოეტქვას ყველა კომენტარი წავიკითხე. და კონკრეტულად შერკინების თამაშით უკმაყოფილო როგორ უნდა დარჩე არ მესმის.

17:36 | 02.12.2016
ოვალური კორბენი (276)

პათოსი ზუსტაд ეგაა ხოლმე, თორე წაგებით კმაყოფილი ბუნებრივია არავინ იქნება. дა дიдი ანგარიშით წაგებულ თამაშში ზოგაдაд რამით კმაყოფილი როგორ უნдა дარჩე არ მესმის. თუნдაც შერკინების...

02:56 | 03.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

აბა უკმაყოფილოც როგორ უნდა დარე ეგ მითხარი ეგაა რო ვერ გამიგია და მაგას გიხსნი ამდენი ხანია ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

16:22 | 02.12.2016
ოვალური კორბენი (276)

მთავარი არის შეдეგი,ტაბლო, ისევე როგორც ყველა სპორტში. უნдა ვიცოдეთ, რომ რაგბი კომპლექსური თამაშია дა ცალ-ცალკე განხილვა შერკინების, გაშლილი თამაშის, აუტების თუ ფეხით თამაშის არ არის სწორი. მოვიдა ის дრო, რომ უფრო ხშირაд მოგვიწევს მართლაც კარგ გუნдებთან თამაში дა მარტო შერკინებით ფონს ვერანაირაд ვერ გავალთ.
იქნებ ვთხოვოთ რაგბის საერთაშორისო ფეдერაციას дა მსოფლიო თასზე ცალკე სატურნირო ცხრილი მორკინალებისთვისაც გააკეთოს. უეჩველი ვიჩემპიონებთ дა გულის მოსაფხანაд მისწრება იქნება.
მე მინдა ჩვენი ნაკრების მუдმივი წინსვლა дა ზრдა. კრიტიკული აზრი მოგებული თამაშის მერეც дამიწერია дა ჩასაფრებული პოზიცია არაფერ შუაშია.

17:18 | 01.12.2016
საქართველო (2)

და იყო რათქმა უნდა ჩვენების შეცდომებიც

17:16 | 01.12.2016
საქართველო (2)

მსაჯის დამსახურაბად ვთვლი ანგარიშში ამხელა სხვაობას მე პირადად და არ ვაბრალებ წაგებას მსაჯს, მგონი არავის ჰქონდა იმის ილუზია რომ სკოტებს დავამარცხებდით

12:58 | 02.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

100%

16:14 | 01.12.2016
maxo_65 (458)

მე თუ მკითხავ, მკიდია 6 ერი, გაგვიჩალიჩოს ირბმა, ზაფხულში და შემოდგომაზე 6 კარგი ტესტი მაგარ გუნდებთან, და შეიტენონ 6 ერის გათამაშება ბებერ უკანალში.. საქართვლოსთანაა ასეთი დამოკიდებულება , თორემ ჩვენს ადგილზე რომ იყოს გერმანია ესპანეთი, ან თუნდაც რუსეთი, მაშინვ მიიღედნენ...მე ეს მაღიზიანებს და ვფიქრობ რომ სპეციალურად გვიჩალიჩებენ დიდი ანგარიშით სხვაობებს, რომ რამე პრეტენზია არ გვქონდეს,( ჩემი აზრით რათქმა უნდა)

14:39 | 01.12.2016
bachana1987 (27)

და ის არავის უნახია და არც აღუნიშნავს რომ იმ დედა მო....ლ კარლის თავისუფლად შეეძლო ვასკას ლელო არ ჩაეთვლა და გორგოძეზე ბლოკი დაედო როცა მეტოკეს ხელით შეეხო და რაGაც წამით შეაყოვნა რამაც ვასკას საშვალება მისცა რო ლელო არ დაედო ეგ რატმღაც არ დაინახეს რაგბის ვითომ აკადემიკოსებმა და პროფესორებმა

14:34 | 01.12.2016
bachana1987 (27)

როგორ აკრიტიკებ ნაკრებსო ერთი ამათ უყურე ჩემი ნაკრები მე უნდა გავაკრიტიკო და უფრო მეტი უნდა მოვითხოთ რომ პროგრესი უფრო მკაფიო და თვალსაჩინო გახდეს შერკინებით მართო 6 ერში ფეხს მერ მოიკიდებ უმრავი ბევრი მექანიზმია რომელიც უნდა დაიხვეწოს ნაკრების მინუსებზე მე თუ არ ვილაპარაკე და კიდევ ბევრმა სხვამ ისე არაფერი არ გამოვა როცა კარგად თამაშობენ კება დიდებას საც ვერავინ ვერ დამასრებს მაგრამ როცა საწიროა უნდა გააკრიტიკო კიდევაც პირდაპირ გასაკვირია გუნდის ნაკლოვანებებზე როცა მიუთითებ ზოგიერთი ჭკუა სუსტი და დილეტანი და ვითომ რაგბის მცოდნე გამოგიხტება და გიწყებს რჩევა დარიგებას ყველამ თავის საკმეებს მიხედოს და არა საჭირო მსაჯის დადანაშაულება იმ მეთიუ კარლის მიცვალებულებსაც შე...ცი დღეშე ამ ციტატას 100 დაპოსტავ დღეში მაგრამ მსაჯის დედის კურთხევით საკმეს არ ეშველება ეგ გაიგეთ

14:24 | 01.12.2016
bachana1987 (27)

რაგბი გადაარჩენს საქართველოს შერკინება შერკინება და კიდევ ერთხელ შერკინება ესეიგი რაგბი მარტო შერკინებაააა ხომ რა საჭიროა რაქი მოლი დერეფანი მარაო როცა შერკინება გაკვს რანაირი ლოგიკით მსჯელობ სასწაულია პირდაპირ

13:36 | 01.12.2016
ოვალური კორბენი (276)

maxo 65
როგორც ჩანს ორივე ჩვენს აზრზე дავრჩებით. შენ ფიქრობ რომ წინსვლა ამ ტესტებშიც იყო дა მარცხი მარტო ჩვენი ბრალი არაა. მე ვფიქრობ, რომ ამის მერე უფრო გართულдება ყველაფერი дა ბევრ რამეს მუქ ფერებში ვხეдავ. რაც მთავარია, ასე ბევრი ვფიქრობთ дა ჩვენს აზრს რომ გამოვთქვამთ, არ უნдა გვისაყვეдუროს ვინმემ, რომ ამით უიმეдობას дა ნიჰილიზმს ვთესავთ. საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ბევრი სიხარული გვაჩუქა, მაგრამ მინუსები თვალსაჩინოა дა ამაზე საუბარი ქვეყნის მტრობა дა მანქურთობა არაა.
ეხლა რაც შეეხება შერკინებას. კი ბატონო, კარგი სანახავია რომ მოწინააღმдეგეებს აქეთიქით მიმოვყრით ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს ძლიერებთან ეს შეдეგს აღარ მოიტანს.
ჩვენს წინ дარჩნენ ბობოლები. 6 ერის გუნдები дა სამხრეთული გრანдები, რომლებიც ძალიან აдვილაд გაგვისწორдებიან, თუ სტილი არ შევცვალეთ.
სამოასთან მოგების მერე дავწერე, რომ ეს სტილი აдრე თუ გვიან ჩიხში შეგვიყვანს дა განვითარება შეფერხдება, სტაგნაცია дაიწყება. ხომ ფაქტია, რომ ნელი გუნдი გვყავს дა არც ტაქტიკური მრავალფეროვნებით გამოვირჩევით. კარგია რომ, ახალგაზრдები მოдიან, რომლებსაც ხელით თამაში ეხერხებათ. თუმცა ისინი ჯერ იზრдებიან, მასა, კუნთი მოემატებათ дა ქურციკებიдან ბიზონებაд გაдაიქცევიან. ნაღдაд არ მინдა ასე მოხдეს, ამიტომაც უნдა შეიცვალოს ნაკრების სტილი, რომ ახლანдელი "აიღე მიეძალეს" ფილოსოფიის მძევლები არ გახдნენ ისინიც.

16:00 | 01.12.2016
maxo_65 (458)

არა არ ვფიქრობ რომ წინსვლა იყო, პირიქით, ზაფხულის ტესტების შემდეგ უფრო მეტს ველოდი..მით უმეტეს მაშინ 7-8 მორაგბ გვაკლდა..რაც შეეხება სტილს, ვფიქრობ ახალგაზრდბი იტყვიან მის სათქმლს 2-3 წელში

16:28 | 01.12.2016
maxo_65 (458)

სხვათა შორის ფიჯის რომლებსაც ზაფხულში მის მოედანზე მოვუგეთ, შოტლანდიაზე არანაკლები უკანა ხაზი ყავს, თუ მეტი არა...ცნობისთვის ფიჯის 7-კაცამ ოლიმპიადა მოიგო

13:51 | 01.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

ხოდა ეგ ახალგაზრდები თუ ისევ გერმანიასთან ათამაშე მერე კი შეილება რუმინეთმაც მოგვიგოს ერთ დღეს

12:41 | 01.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

ჩვენ მაგაზე დიდი სხვაობით ვიგებთ და ხუთი მაგდენითაც შეგვიძლია მოვიგოთ ერთა თასზე. მაგ ლოგიკით არც მანდაა მაშინ ჩვენი ადგილი და ვიყოთ მაშინ ჩვენთვის გავიყოთ ხოლმე და ერთმანეთში ვითამაშოთ

12:39 | 01.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

ექვს ერს რაც შეეხება ჯერ ადრეაო როო იძახით ადრე რისთვისაა ჩემპიონობისთვის? მაგისთვის ადრეა კი ბატონო. ჩვენ მონაწილეობაზე გვაქ პრეტენზია. შოტლანდიას ცოტა აქ ასეთი სხვაობით წაგებული ლიდერებთან? ადრე ყოფილა მაგათთვისაც მაშინ იტალიაზე რო აღარ ვთქვათ არაფერი. ყველა ვაცნობიერებთ რო პირველი წლები ბევრ თამაშს წავაგებთ დიდი ანგარიშით მარა მაგის გარეშე რანაირად ავიდეთ დიდი გუნდებსი დონეზე? რუმინეთს რაც დაემართა იგივე დაგვემართება. მაგათ უელსთან აქვთ მოგებული მარა დღეს პორტუგალია უგებს. აბა ველოდოთ ეხა ინგლისის დონეზე როდის ავალთ რუსეთთან თამაშით და მერე მიგვიღებენ ხო?

13:12 | 01.12.2016
ოვალური კორბენი (276)

ჯიგარო, ერთია ჩვენ რა გვინдა дა მეორეა რა უნдათ 6 ერის ორგანიზატორებს. ჩვენი არგუმენტი ისაა, იტალია თუ არის იქ, რომელიც საქართველოს дონისაა дაახლოებით, რატომ არ უნдა ვიყოთ ჩვენც ?
მაგრამ შევხეдოთ მეორე მხრიдან. რა შემატა მაგ ტურნირს იტალიის дამატებამ ამ 15 წლის მანძილზე ? არც არაფერი.
ჰოдა ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ საქართველოს дამატებაც არაფრისმომცემი იქნება. მათ ჩვენი პრობლემები ნაკლებაд აინტერესებთ.
ის მოსაზრებაც სასაცილო იყო, 6 ერი რომ არ ფართოვдება дა თავის წვენში იხარშებიან, იმიტომაც აჯობეს სამხრეთელებმა მსოფლიო თასზეო DDDDDDDD საინტერესოა რა უნдა ისწავლოს ჩვენგან ინგლისმა дა საფრანგეთმა, რომ ზელანдიასთან გამოაдგეს ?
საქართველომ შეძლო ის, რომ ექნება კარგი ტესტები რამдენიმე წლის მანძილზე. აქ თუ ვიყოჩაღებთ, შეიძლება მერე 6 ერზე ლაპარაკი.
ეს ბოლო 3 თამაშიც შანსი იყო, რომელიც ჩემი აზრით ვერ გამოვიყენეთ.

16:11 | 01.12.2016
maxo_65 (458)

მე თუ მკითხავ, მკიდია 6 ერი, გაგვიჩალიჩოს ირბმა, ზაფხულში და შემოდგომაზე 6 კარგი ტესტი მაგარ გუნდებთან, და შეიტენონ 6 ერის გათამაშება ბებერ უკანალში.. საქართვლოსთანაა ასეთი დამოკიდებულება , თორემ ჩვენს ადგილზე რომ იყოს გერმანია ესპანეთი, ან თუნდაც რუსეთი, მაშინვ მიიღედნენ...მე ეს მაღიზიანებს და ვფიქრობ რომ სპეციალურად გვიჩალიჩებენ დიდი ანგარიშით სხვაობებს, რომ რამე პრეტენზია არ გვქონდეს,( ჩემი აზრით რათქმა უნდა)

13:46 | 01.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

რა უნდა ისწავლოს? რავი ფიჯიმ შერკინება ავარჯიშა ჩვენთან მასტერკლასი მიიღო უფრო სწორედ მსოფლიოს წინ და ინგლისი და საფრანგეთი რატო ვერ ისწავლიან? თან დარწმუნებული ვარ ეგენიც 10დან 7ჯერ დაჯარიმდებიან ჩვენთან შერკინებაში

13:49 | 01.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

რომელიმე გრანდი წარმოიდგინე ევროპული ჩვენსავით რო დომინირებს შერკინებაში. დაუდგება იგივე ზელანდია? ზელანდიის შერკინებაც ისე ვათრიეთ როგორც იაპონიის ან ნამიბიის მე ვერანაირი განსხვავება ვერ დავინახე პირწმინდად წააგეს ყველა შერკინება

13:58 | 01.12.2016
ოვალური კორბენი (276)

არ არის ბატონო ეს შერკინება გაдამწყვეტი მაგ дონის თამაშებში. სხვა უპირატესობები აქვთ, რითაც გვჯობნიან дა ჩვენი მორკინალების дომინირებას აქარწკლებენ. მთავარი ხომ მაინც შეдეგია.
ამ შერკინების გაფეტიშება კარგს არაფერს მოგვიტანს. საბეдნიეროд მაღალი дონის ტესტები უფრო ხშირი იქნება дა дავრწმუნдებით მაგაში...
გავიგეთ, რომ მიწოლა-ჩიдაობაში მაგრები ვართ. ახლა дროა შევცვალოთ აქცენტები дა სხვა რამეებიც განვავითაროთ.

12:17 | 02.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

რა შუაშია გადამწყვეტი არ არის, (ჯერ ერთი ბევრი თამAაში მინახავს შერკინების გადაწყვეტილი ბევრი ჩვენი და ბევრიც ტოპ14) ჩვენგან რა უნდა ისწავლონოო და მაგაზე გაგეცი პასუხი ტოპ ათეულის გუნდმა თუ მსოფლიოს წინ მასტერკლასი გაიარა ჩვენთან ინგლისს და საფრანგეთს ხო რას ამბობ ვერ ვათრევთ მაგათნაირად

12:21 | 02.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

გრანდი წარმოიდგინე რომელიმე ჩვენსავით რო დომინირებდეს შერკინებაში რამხელა ძალა იქნებოდა თქო და მემგონი სწორედაც რომ ინგლისს და საფრანგეთს ზუსტადაც გამოადგებოდა იგივე ზელანდიასთან და ათასჯერ მეტადაც კი ვიდრე ჩვენ ვიყენებთ. ჩვენ რო ვერ ვიყენებთ ზუსტად მაგაშია საქმე თორე ინგლისი არც აუტში აჩუქებს შერკინებით მოპოვებულ ბურთს და არც წინ დაუვარდება

12:31 | 01.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

მსაჯებზე და მოედანზეც ვიტყვი
ესეიგი რახან შოტლანდია ჩვენზე სწრაფი და უკეთესი გუნდია, რახან დამსახურებულად გაიმარჯვეს ამიტომ მსაჯებზე სიტყვა არ უნდა დაგვცცდეს? მაგ ლოგიკით 10 კაცი რო გაეგდო და 5 დაეტოვა მოედანზე ხმა არ უნდა აამოგვეღო რადგან შოტლანდია ხო ჩვენზე უკეთესი გუნდია და მაინც მოგვიგებდა. ხოდა ის მ ა ი ნ ც მოგებული გვინდა რო ვნახოთ ხოლმე და არა მსაჯის დახმარებით მოგებული. სანამ მატჩის ბედი არ გადაწყდა მანამდე იმათ სასარგებლოს უსტვენდა და მერე უკვე ჩვენს სასარგებლოდ რო მოჩვენებითი ბალანსის შთაბეჭდილება შეექმნა.
მოგვიგებდა თუა არა შოტლანდია ეგ საერთოდ არაფერ შუაშია. ხალხს მსაჯებთან აქვს პრეტენზია და სამართლიანი. პირველი ლელო არ იყო ჩასათვლელი კალათბურთი ითამაშა ტიპმა ეგ არაა დამიწება და დაფიქსირება. და თუ ლეიდლოუ იმიტო არ გააგდო რო იმ შეტევით ლელო დავდეთ, მაშინ ჩვენგან კოტეც გააგდო და ლელოც ჩაგვითვალა თან თამაშის სტარტზე. ეხა გამოვა ვიღაც და იოტყვის წესების მიხედვით გასაგდები იყოო. კი იყო მარა მაშინნ ლეიდლოუც იყო! ამაშია საქმე. არ გაეგდო მაშინ არც ერთი. გასაგებია რო უარესი მსსაჯობაც გვინახია მარა ამიტო ესეთი მსაჯობა ნორმაა თუ როგორ არის საქმე. მატჩი ცავაგეთ ჩვენზე ძლიერ გუნდთან და წაგებს მსაწებს არ ვაბრალებთ მაგრამ ძლიერი გამარჯვებას არ ნიშნავს. ზელანდიაც აგებს თავისზე სუსტ გუნდებთან

06:31 | 01.12.2016
გზავნილი (81)

ტეხავს, ძაან მაგრა ტეხავს, როცა რაგბის გვერდზე ასეთი სიტყვებით ხდება ურთიერთობა...
ტეხავს იმიტომ, რომ სამწუხაროდ ნამდვილი დიდი რაგბი შორსაა ჯერ ჩვენგან, ჩვენი სტადიონებისგან
ტეხავს იმიტომ, რომ ჩვენს რაგბის გულშემატკივარს არ აქვს ინფორმაცია თუ როგორი ურთიერთობა აქვთ თუნდაც მოსისხლე გუნდების გულშემატკივრებს ერთმანეთში.

დიდ რაგბში არასდროს ხდება გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მაგალითად როგორც მანჩესტერ სიტის და იუნაიტედს შორის, ან პანათინაიკოსს და ოლიმპიაკოსს შორის ან ...

მე არასვის არ ვასწავლი ჭკუას, არც დარიგებას შეგკადრებთ, იმიტომ რომ მეც ოდესღაც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვიყავი და მე მესმის თქვენი, შეიძლება მეც ეგრე ვიქცეოდი... მაგრამ რაც მოსულა ფეხბურთში ის რაგბში ტეხავს და თანაც ძალიან. ამიტომ რაც რაგბი ჩემი სულის ნაწილი გახდა საერთოდ შევწყვიტე ფეხბურთის ყურება, აღარ მაინტერესებს! უამრავი იმიტომ არსებობს...

მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი, მე რომ რაგბს ვუყურებ ამაყი ვარ რომ ქართველი ვარ!
დიახ წავაგეთ ბრძოლა და ძალიან მეტკინა გული, მაგრამ არ მცხვენია იმიტომ რომ იქ, იმ მოედანზე მყოფებს ჩემზე მეტად ტკიოდათ გული და შემდეგი ბრძოლა იქნება უკეთესი, მომავალი კიდევ უფრო კარგი და ახალი თაობა რომელიც მოდის ბევრად ნათელ დღეებს გვპირდება.

ახლა როცა ამ კომენტარს ვწერდი ნათლად წამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში სტატიის სათაური გაზეთ სარბიელის პირველ გვერდზე დაახლოებით ამ ტექსტით: დათვი რომ მოგერევა ბაბაია დაუძახეო... და ეს სტატია ეხებოდა საქართველოს წაგებას რუსეთთან.

ყველამ ნახა როგორ დაუძახა ბაბაია ქართულმა რაგბმა რუსულს და მჯერა არც შოტლანდიურ რაგბს მოუჩლიქავს ენას, იმიტომ რომ რაგბს ყვერებიანი კაცები თამაშობენ და მე ამხელა კაცს მათი თამაშის ნახვას, მათ თავგანწირვას ლამის ცრემლებამდე მივყავარ...

ვიცი რომ ის დღე ჩვენი არ იყო, წავაგეთ ყველამ ერთად: გულშემატკივრებმა, მწვრთნელებმა, მორაგბეებმა... ვიცით რომ სასტიკად წავაგეთ დღეს მაგრამ ხვალინდელი დღეც გათენდება და არ მეშინია, ვოცნებობ კი არა, იმედი მაქვს კი არა - დარწმუნებული ვარ, რომ შოტლანდიელებს ვაკვნესებთ თავიანთ გუდასტვირზე მეტად.

რაგბის ქომაგებო! რაგბი ფეხბურთი არაა! აქ ის ტეხავს, ძალიან ტეხავს რაც ფეხბურთში მოსულა - ეს რაგბში არ შეიძლება.

23:49 | 30.11.2016
maxo_65 (458)

რაგბის აზრზზე არააო თუ მოგხვდათ გელზე, მოდი უფრო რბილად დავწერ- ნაკლებად ერკვევით რაგბში, დამიჯერეთ შოტლანდიელებს რომ შეძლებოდათ 43-ს კიარა 150 ქულას დაგიდებდნენ არაფერ შუაში არ იქნებოდა ჟინის მოკვლა, ან დანდობა...თქვენ რა გგონიათ მეგობარო, ჩვენ ვერ შევამჩნიეთ ჩვენი გუნდის ნაკლოვანებები, ის რონ I ტაიმში ძალიან ცუდი ტაქტიკით ვითამაშეთ, ვიდრე მეორეში, ან ჩვენ არ ვიცით რომ, დღევანდელი შოტლანდია უფრო ძლიერია საქართვლოს ნაკრებზე, რომ ჩვენი უკანა ხაზი, გაცილებით სუსტია ვიდრე შოტლანდიელების, ის რომ ძალიან ბევრი გვაქვს კიდევ სასწავლი,, უბრალოდ ცხელ გულზე დაიწერა ის რაც მოგვხვდა თვალში, იგივე ხელოვნურსაფარიანი მოედანზე მატჩის ჩატარება, ან მსაჯობა, რომელმაც იქონია გავლენა იმ არასამართლიან ანგარიშზე რაც დაფიქსირდა..სხვათაშორის ეს პირველად არხდება. ირლანდიასთან ჩვენი თამაშის დროს მსაჯმა მეორე ტაიმში ყვლაფერი გააკეთა დიდი ანგარიშის დაფიქსირებისთვის, მთელი ტაიმი კაცნაკლული გვათამაშა და 10 წუთის განმავლობაში მინდორზე 13 კაცი გვყავდა, ან იგივვ ირლანდიასთან ოღონდ 20 წლამდე ასაკში, როგორც კი წავიყვანეთ თამაში, მაშინვე გაგვიგდეს კაცი წითელი ბარათით, მაშინ მც დავწერე,რომ სპანდერაშვილმა ხელების ქნევას ჯობია რაგბი ითამაშოსმეთქი, მაგრამ როცა გაირჩა თამაში აღმოჩნდა რომ, სპანდერაშვილის წინააღმდეგ დაარღვიეს წესები...აი ამაზე გვაქვს ლაპარაკი, როცა ჩემზე ძლიერი ხარ, პატიოსან ბრძოლაში უნდა მომიგო, და არა ის რომ საქართვლო ჩვენი დონის არააო..კიდევ ერთი, ყბადაღებული შერკინება არის რაგბის მთავარი კომპონენტი, ომით , ბრძოლით, ჭიდაობით, კრივით ლელოს გატანა,(აი ისეთი, მეორე ლელო რომ დავდეთ), ამისთვის შეიქმნა ეს ლამაზი სპორტი და ის რომ საქართველო ამ კომპონენტში უძლიერესია, მე პირადად ძალიან მეამაყება..

22:30 | 30.11.2016
ოვალური კორბენი (276)

მეგობრებო, ძალიან სასიამოვნოა რომ ჩვენმა სარაგბო ნაკრებმა იმдენი შეძლო, რომ მის ნებისმიერ წაფორხილებაზე მძიმეд ვრეაგირებთ. თუმცა კრიტიკა აუცილებელია, მიუხეдავაд იმისა რომ ბევრი გულშემატკივარი ბორჯღალოსნების სიყვარულით თვითკმაყოფილებაშია გაдავარдნილი дა ნებისმიერ კრიტიკოსს ჩასაფრებულაд дა შავრაზმელაд მოიხსენიებს.
არ მესმის, გულშემატკივრობაში ითვლება, როცა წავაგებთ ხოლმე дა იხტიბარს არ ვიტეხთ - "იბრძოლეს ბიჩებმა" дა "ნახე შერკინებამ რა ქნაო" გულს რომ ვიმშვიдებთ ხოლმე ?
ჯერ ერთი რაგბში ყველა იბრძვის, სხვანაირაд არ გამოვა. იუთუბზე აზერების дა თურქების თამაშის მომენტები ვნახე. აზრზე არ არიან რას აკეთებენ, მაგრამ ბრძოლა იქაც იყო DDDDD
ან ეს ყბაдაღებული შერკინება. გავიგეთ ბატონო, ვიცით რომ ბдღვირს ვაдენთ. ის კი არა, ბიძაჩემმაც იცის რომ ბულдოზერივით მიწოლაში მაგრები ვართ, მიუხეдავაд იმისა რომ რაგბის ბურთი გაკრასკული ნესვი ჰგონია DDDDDDD
ერთერთ წინა სტატიაზე რომელიღაც ჯიგარმა აღელვებულმა ყველაფერი მსაჯებს дა შოტლანдიელთა იღბალს дააბრალა дა ისიც дასძინა ვინც ასე არ ფიქრობთ, რაგბის აზრზე არ ხართო. მაპატიე მეგობარო, მაგრამ მე სხვა რამე дავინახე. მე ვნახე ჩვენზე ბევრაд ძლიერი გუნдი, რომელიც მაინც მოგვიყომარებдა ყველაფერს, ის ლელო რომც არ ჩაეთვალა მსაჯს. მეორე ტაიმში ჩვენი აქტიურობა მოჩვენებითი იყო. არ ვამბობ რომ სქოთებმა дაგვითმეს. ისინი თავიдანვე სერიოზულაд გვიყურებдნენ, მაგრამ მალევე რო дააფიქსირეს ძალზეд კომფორტული სხვაობა, ჟინი მოაკლдათ. ეს ბუნებრივია...
რატომ არ უნдა გავაკრიტიკოთ ნაკრები ? რა მოგვეწონა ამ სამ თამაშში ?
მსოფლიო თასის შემдეგ, როცა საზაფხულო ტესტები дაიგეგმა ოკეანიაში, ხომ უმეტესობა ვფიქრობдით რომ მაქსიმუმ ერთ თამაშს მოვიგებдით ? ამის საპირისპიროд გუნдმა საოცრება მოახдინა дა წაუგებლაд იასპარეზა. ბუნებრივია საშემოдგომო ტესტებისთვის უფრო თამამაд განვეწყვეთ. უნдა მოგვეგო თბილისში შესუსტებული იაპონიისთვის дა სამოასთვის. ამის მერე კი გვქონдა იმეдის თამაში შოტლანдიასთან, საдაც სული дა გული უნдა ჩაგვეдო.
რა მივიღეთ ? იმეдგაცრუება იაპონიასთან, რომელმაც ყველა გააზრებული კომბინაცია ლელოთი дაგვისრულა. სამოას მოვუგეთ მხოლოд იმის ხარჯზე, რომ კვირიკაშვილმა გაისწორა მიზანი. შოტლანдიაზე რა ვთქვა... дაახლოებით ის პონტი იყო, дამტვრეულმა ჟიგულის შოფერმა რო თქვა - რო მივдიოдი ფერარიმ ისე სწრაფაд ჩამიქროლა, ჩემი გაჩერებული მეგონა дა გაдმოვეдიო. DDDDDDD
ანგარიშიც ვერ შევალამაზეთ, როცა მეტნი ვიყავით дა აქეთ გავუშვით კაცნაკლულებისგან, რაღაზეა საუბარი...
მოკლეд, ამ სამ თამაშში გუნдი იყო მოუმზაдებელი дა ნელი. კარგი რაც ვნახე, ეს იყო ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე თამაში, მაგრამ თითოოროლა მერცხალი გაზაფხულს дა ექვს ერს ვერ მოიყვანს.

12:15 | 01.12.2016
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები მეორე ტაიმში ჩვენი აქტიურობა მოჩვენებითი იყოო რომ მბობ, მეორე ტაიმში ჩვენ გამოვასწორეთ პირველ ტაიმში მდაშვებული საბედისწერო შეცდომა და აღარ ვეცადეთ ფეხით (ცუდად) ბურთის ამოტანა და ხელით ვეცადეთ ამოწევა. ამან მოგვცა ის რომ გავზარდეთ ბურთზე კონტროლი და შესაბამისად გავაქტიურდით. შოტლანდიას რო ჟინი მოაკლდა იმიტო შევეშვით ფეხით უაზრო დარტყმებს თუ რა? ასერომ შოტლანდიის ჟინი თუ რაღაც არაფერ შუაშია ჩვენ თვითონ შევცვალეთ ტაქტიკა და ბურთს ვუფრთხილდებოდით მეტად და ეგრეფე ფეხით ხელებში აღარ ვუბრუნებდით შესაბამისად მოჩვენებითი კი არ იყო ჩვენი აქტიურობა რეაალური იყო დაპირველივე წუთიდანნ მასე რო გვეთამაშა ამხელა ანგარიში არ დაფიქსირდებოდა, რადგან ჩვენ თვითონ მივეცით ამისი შანსი

22:47 | 30.11.2016
bachana1987 (27)

+++++++++++++++++++++++++++++++++++

22:11 | 30.11.2016
bachana1987 (27)

რაგბი777 რომელ გვერდზეც არ უნდა დავპოსტო ყველგან დამსდევ და კუდში დამსდევ ხო შე ბო....სის გაგდებული გეყოს იმის გამბედაობა და თქვი რამდენჯერ შეიცვალე ნიკი და ან კიდევ რამდენჯერ შეიცვლი ნიკს ოღონდ მე დამიციტირო რამე გელოდები აბა დაწერე როგორ გავლანძღე ნაკრები იქნებ რუსეთის აგენტობაც დამაბრალო ან სხვა რსმეები შენნაირი სულით ნაბო...სგან არაფერია გასაკვირი

16:58 | 02.12.2016
LA.paata (38)

კარგით ძმებო არ შეიძლება ასე შეირაწყოფის მიყენება, დარწმუნებული ვარ ყველას გვიყვარს და უკეთესები გვინდა რაგბშიც და კალათბურთშიც. ქართველები ვართ ბოლო ბოლო რა იყოთ თქვე კაი ხალხო ასე რამ გაგაბოროტათ..?

20:57 | 30.11.2016
ragby777 (20)

ერთი კი ფაქტია კალათბურთის გვერძე შევდიოდი არც თუ ისე ხშირად და ჩემს აზრს ვაფიქსირებდი ყოველთვის კორექტულად . ერთ ერთი ასეთი აზრის გამოხატვის დროს კი ბაჩანამ1987 იმდენი (მეკაჩავა) იმდენი მეუზრდელა თან რის გამო? საქართველოს ნაკრებს დამცინავ კონტექსტში მოიხსენია და ერთი კომენტარი დავუწერე ამის გამო . აი ამ კომენტარს კი მოჰყვა გინება ნომრების ცვლა გამოვედი მეც წყობიდან და გავეცი პასუხი ამის გამო დავიბლოკე.

რამდენიმე თვის შემდეგ შემოვედი მსოფლიო სპორტის საიტზე და ჩოგბურთის განყოფილებაში ძალიან კორექტულად დავწერე ჩემი აზრი ფედერერისა და ჯოკოვიჩის შესახებ. თურმე ეს პიროვნება ფედერერზე სასიცოცხლოდ შეყვარებული ფანატი ყოფილა და ახლა იქ არ დამიწყო გინება?? თან როგორ გევრდის ავლით ვისაც ფედერერი არ მოსწონს ის რა ადამიანია იმას საერთოდ ტვინის ად აქვს რით აზროვნებს და ბოლოს დასრულა ასეთი ფრაზიდ ჯოკოვიჩის ვირრთხა და ძალიან ბილწის სიტყვებით მოიხსენია მისი ფანობა არადა ჯოკოვიჩ და ფედერერიც საერთოდ არ მიანტერესებენ. უბრალოდ მოხდა ისე რომ ვუყურე მათ შეხვედრას და აზრის დაფიქსირება მომინდა სულ ეს იყო ამან კი ისევ გინება ნომრებიც ცვლა ისევ გამომიყვანა წყობიდან კიდევ დამბლოკეს ამის გამო!!

და აი ახლა საერთოდ არ ვეკარებოდი რაგბის გარდა სხვა განყოფილებას და რას ვხედავ აქაც გადმოწვდა იმ სპორტს რომელიც ძალიან მიყვარს მითამაშია კიდეც რამდენიმე წელიწადი და ავრცელებს ისეთ ინფორმაციას უბრალოდ გაღიზიენბას რომ იწვევს ყოველ შე,,მთხვევაში ჩემში აი მასეთს ახლა რა ვქნა?? გავარგძელო კიდევ მე დამბლოკავენ ვიცი მაგრამ ადმისტრატორს მინდა ვკითხო მოსწონს მას ასეთი ადამიანის ქმედბა?? მუდამ რომ ბინძურად იქცევა ნებისმიერი აქ მყოფი იუზერის და ქვეყნის ნაკრებების მუდამ ბილწად დამცინავ კონტექსტში მოხსენინბისთვის>???

მე მყავს მეზობელი რომელსაც ჰაიკა ჰქვია 60 წელს მიტანებული კაცია და ზუსტად იგივენირად იქცევა ყოველი ქართულლი სპორტიოს ნებისმიერი გამარჯვების და დამარცხების ხო მითმეტეს შემთხვევვებში მაგრამ მე მისი არ მიკვრის რადგან ის არ არის ქართველი და აღიაარებს კიდეც.

21:49 | 30.11.2016
bachana1987 (27)

Iმდენი მტყუვნის დედას სჰესცა მტელმა კვეყანამ როდის მოვიხსენი მე ცცემი კვეყნის ნაკრებო ცუდად ერტი რომელიმე ფრაზაა დამიციტერა სადაც მე ეროვნული ნაკრებს ვლანძღავ და ვაგინებ ერთი არ დაგიდია გელოდები მოგ...ნავ პატრონს შე თე..ლო შენ ხარ ერთი ჩოგბურთის გვერდიდან რამდენჯერმე ნიკ შეცვლილი ვირთხა და კურდღელი კლავიატურას ამოფარებული ქათამი ერთი ნოვაკის დ...აც მერე ფედერერის ლებრონ ჯეიმსის კობი ბრაინტსაც და შოტლანდიის ნაკრებისაც მთავარი ის კი არა მე ვისი და რისი ფანი ვარ მთავარი ისაა რო შენნაირი ნაბ..რებით რო სავსე ეს ქვეყანა

20:40 | 30.11.2016
ragby777 (20)

buratino გენაცვალე . რა კარგად ჩამოაყალიბე აზრი. გაიხარე გეთანხმები მეც.

19:00 | 30.11.2016
LA.paata (38)

bachana1987

რა შუაშია ფეხბურთი? კაცმა(buratino) გითხრა კონკრეტულად კალათბურთზე ჩერნოგორიაზე და აგიხსნა თავისი და უმეტესობის ხედვა კონკრეტულად შოტლანდიასთან ჯახზე. ჩვენ რაგბშიც და კალათბურთშიც წაგვიგია უფრო დიდი ანგარიშებით მარა დაგვიწერია რომ თავს ზემოთ ძალა არ იყოო. კაცმა გითხრა ჩემი და უმრავლესობის სათქმელი.

19:57 | 30.11.2016
bachana1987 (27)

რა შუაშია ეს დედა მონ...ლი მოდაშია ბევრისთვის ალოგიკური მიზეზების ძიება ნებისმიერი სპორტის სახეობაში მსაჯია დამნაშავე თუ ვაგებთ ჩვენს გარდა არავის ჩაგრავენ მარტო ჩვენ გვიჩალიჩებენ ყველაფერს როცა მოწინაღმდეგე მინდორზე ძვლებიანად შეგჭამს მინდორს მსაჯს სხვა ათას მიზეზს სრ უნდა დააბრალო შენ თვითონ გაიძახი თავს ზემოთ ძალა არ არიო ხოდა მაგდენს თუ ხვდები აქცენტი რაგაც უაზრო პრიჩინებზე არ უნდა გადაიტანო მითუმეტე არც სამწვრთელო შტაბი და არც მორაგეები არ იძახიან მსაჯმა და სტადიონმა დაგვღუპაოო თვითონ გორგოძეს რამდენჯერ უთქვაბს ჯერ ბოლომდე 6 ერისთვის მზად არ ვართო და ეს შენისთანებმაც უნდა შეიგნონ გაიგე ბრატ

15:24 | 02.12.2016
LA.paata (38)

როდის ვთქვი ძმა მე, რომ 6 ერში შესვლა რეალობა მგონია? ჯერ ცალკეული ბროძოლები გვაქვს მოსაგები მაგ დონის გუნდებთან და მხოლოდ მაშინ უნდა გვQონდეს პრეტენზია. მარა ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენები რაგბში და კალათბურთშიც ვაქილიკოთ, მითუმეტეს რომ ისეთი უფსკრული არ გვაქვს როგორიც ფეხბურთში და წინსვლა თვალსაჩინოა ორივე სახეობაში.

17:38 | 30.11.2016
bachana1987 (27)

კიდევ ღმერთმა ნუ კნას და ვინმე დიდი ანგარიშით თუ მოგვიგო აუცილებლად მსაჯებს დააბრალეთ საქართველოში ეგ ხომ მარადიული შენია წაგება და ეგრე მსაჯებზე გადაბრალება ნებისმიერ სპორტში ეს ასე იყო ასეა და ასე იქნება ხო კიდევ ჩვენი საქართველოს ნაკრები ფარერების დონეს რო ვერ ცდება ათეულობით წელია ეგეც მასაჯების ბრალია წილისყრაში არ გვიმართლებს პროფესიონალი ფეხბურთელი ელემენტარული 90 წუთი რო ვერ ძლებს მინდორზე ეგეც მასაჯების ბრალია მაგ აზროვნებით და ლოგიკით რო ვცხოვრობთ იმიტომ მიდის კარგად ჩვენი საკმე

17:27 | 30.11.2016
maxo_65 (458)

ბურატინოს ვეთანხმები 100%-ით

16:06 | 30.11.2016
buratino (480)

bachana1987-ს

"იცი, რას გეტყვი, ბულბულო?
შენც ჩიტი ხარ, ბოლო-ბოლო!"
ქართველი პოეტი-ტარიელ ჭანტურია იმედია გაგიგონია. ეს ფრაზა მისი ლექსიდან არის.
ჰოდა, მეც მსგავსად გიპასუხებ:
იცი, რას გეტყვი, ჯიგარო? შენც ქართველი ხარ ბოლო-ბოლო! ჰოდა, თუ ასეა, მაშინ ქომაგებში ნიჰილიზმის დათესვას შეეშვი! არცერთი საქმეში ჩახედული ქომაგი არ ვაბრალებთ შოტლანდიასთან წაგებას არც მხოლოდ მსაჯებს, სტადიონს ან თუნდაც სხვა გარე ფაქტორებს. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ რომ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა თამაშის მიმდინარეობაზე.
მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩვენში უნდა ვეძებოთ. თუმცა, მე პირადად (დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც უმრავლესობას) დაფიქსირებული ანგარიში უსამართლოდ და ნაკლებად ლოგიკურად მიმაჩნია და ამაში ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა დიდი როლი ითამაშეს. არ დავიწყებ ახლა შენთან იმაზე კამათს, თუ პირველი როგორი ლელო ჩაუთვალეს სქოთებს ან კიდევ ნაღდად იყო თუ არა გასაგდები კოტე (მაგ ლოგიკით ლეიდლოუ ნაღდად გასინბინებას იმსახურებდა). მოკლედ, მიზეზთა ძიება ჩვენ მაინც არაფერს მოგვცემს მაგრამ ერთი თხოვნა მექნება. კარგად მახსოვს, ჩვენი საკალათბურთო ნაკრების ჩერნოგორიასთან თბილისში თამაშის წინ მიმტკიცებდი,
ეგენი ნბა-ს დონეზე არიან და შანსი არ გვაქვსო. მერე, როცა ეს თამაში წავაგეთ, ლამის დამცინე და სად ხარო, იძახდი. აი როდესაც ჩერნოგორიაში მოვიგეთ, კარგა ხანს ფორუმზე აღარ შემოსულხარ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, თუკი ჩვენებური ხარ, ქართველი სპორტსმენებისა და ქომაგების გაქილიკებას იქნებ შეეშვა და შენი აზრი არგუმენტირებულად გამოხატო. წინააღმდეგ შემტხვევაში, იქმნება შთაბეჭდილება რომ მუდმივად ჩვენების წაგების მოსურნე ხარ და შანსს არ უშვებ ხელიდან რომ ლუზერის ფსიქოლოგია ჩაუნერგო ყველა ოპტიმისტ ქომაგს

16:53 | 30.11.2016
krasni (587)

ჯიგარი ხარ ბურატინო.

16:50 | 30.11.2016
bachana1987 (27)

შენ ეტყობა კარგად არ წაგიკიტხია ან ბოლომდე ვერ გაიაზრე აკ რაც წერია იმიტომ რომ გააზრებასაც უნარი უნდა არამგონია შენ ჩემზე მეტად იტო პატრიოტული სულიკვეტებით აღსავსე და არც არავინ არავის აკილიკებს ბრატან რაც სათკმელია ის უნდა ითკვას გაიგე როცა ვინმე გასაკრიტიკებელია უნდა გააკრიტიკო და თავზე ხელი არავის უნდა გადაუსვა ერთი რამ კარგად შეიგნე ჩხუბის მერე მუშტებს არ იკნევენ როცა წააგებ მიზეზის მთავარი პრობლემა შენ ხარ და მიზეზები შენში უნდა ეძებო რომ ის დაშვებული შეცდომები გამოასწორო და მორედ მერე მსგავში იაღლიშები არ გამოვიდეს შენს გარდა და შენისთანების გარდა არავინ აპელირებს რო მსაჯმა წაგვაგებინა ან პეტრე გასაგდები ან პავლე არც მწვრთელი იძახის მსაჯმა წაგვაგებინა და არ მორაგბეები იძახიან სტადიონი რო შეგვიცვალეს და მოთამაშე რო გაგვიგდეს იმიტომ წავაგეთო ეტყობა გორგოძის ინტერვიუ არ წაგიკითხავს და გირჩევ წაიკითხო და კიდევ წაკითხულის გააზრება მაგრად რი გიჯირს ეგეც ცხადია ჯერ ერთი ჩერნოგრიაზე არ მითკვამს ნბას დონე არის თკო ის ავღნიშნე რო სამკულიანებს ნბას შუთერებივით ისვრიან თკო და მეორე კიდე არსად არ დავმალულვარ და დასამალიც არფერერი მჭირს მითუმეთე შენისტანებს დავემალო

15:03 | 30.11.2016
bachana1987 (27)

სიმართლეა ძალიან მწარეა მაგრამ მაგას ვერსად გავეკცევით

15:02 | 30.11.2016
bachana1987 (27)

ეს სტატია ავტორს გადასარევად უწერია ეტყობა ასკარად რაგბიში კარგად ერკვევა და ჩახედულია აკ იმიტომ დავდე რო იმ ხალხმა წაიკიტხოს ვინც წაგებას შოტლანდიელებს სტადიონს და მსაჯებს აბრალებს ეს სტატია მათვისაა რო ცოტა აზრზე და გონზე მოვიდნენ რაგაც ულოგიკო მიზეზებს და პრიჩინებს ჰაერზე ნუ ისვრიან.წაგების მიზეზები ჩვენს გუნდში უნდა ვეძიოთ და ცოტას თუ ჩავიცხრობთ 6 ერზე მოძალებულ ამბიციებს კარგი იკნება

14:58 | 30.11.2016
bachana1987 (27)

ოცნებების სასაფლაო…
23 hours ago 7,166 ნახვები


nintchdbpict000284952445

ქართული რაგბის გულშემატკივრებს გვქონდა ოცნება, რომ ოდესმე 6 ერში მიგვიღებდნენ და ბორჯღალოსნების თითეულ წარმატებას სწორედ ზემოხსენებულ პრიზმაში ვიხილავდით. გონებაში ვეტოლებოდით ევროპული რაგბის ელიტარული ტურნირის მაჩანჩალებს (ასეთად კი იტალიასთან ერთად დროდადრო შოტლანდიაც მოიაზრებოდა) და ჩვენს შანსებს ვაფასებდით.

სკუადრა აძურა შორეული 2003 წლის მერე ეროვნული ნაკრებით ვერსად მოვიხელთეთ, აი შოტლანდიასთან კი 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უკვე მეორედ მოგვეცა გაჯიბრების შანსი და ქომაგებიც მოუთმენლად ელოდნენ 2016 წლის ყველაზე მნიშნელოვან რკენას. მეტოქეებმაც თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ფაქტიურად ოპტიმალური შემადგენლობები დაასახელეს.

შედეგი ყველასათვის ცნობილია – დავმარცხდით დიდი ანგარიშით 16-43 და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ძნელად რომ რამე დადებითი ყოფილიყო შაბათის თამაშში.

თუმცა მოდით თანმიმდევრობით მივყვეთ

შოტლანდიელთა ტაქტიკა

აქ მოულოდნელი არაფერი ყოფილა: როგორც წინათქმაში ვივარაუდეთ, შოტლანდიელები მაქსიმალურად სწრაფად თამაშს ცდილობდნენ. უმალ გამოჰქონდათ ბურთი რაქიდან, ხაზს შლიდნენ ბოლომდე და შეტევის მიმართულებაც არაერთხელ შეცვალეს. ბლომად გვირტყეს ფეხით, ტაქტიკური დარტყმების ხარჯზე ორი ლელოც დაგვიდეს და ზოგადად თამაშშიც გვარიანი უპირატესობა მოიპოვეს.

ქართველთა (უ)ტაქტიკ(ობ)ა

თუკი შოტლანდიელთა თამაშში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, იგივეს ვერ ვიტყვით ბორჯღალოსნებზე.

ქართველებმა გასაკვირად კარგად ითამაშეს რაქებში. მართალია რაქი შოტლანდიელთა ყველაზე ძლიერი მხარე არ არის და არგენტინა-ავსტრალიასთანაც სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ამ კომპონენტში ჩვენ მით უმეტეს არ ვწყვეტთ ციდან ვარსკვლავებს, ამიტომაც ცოტა მოულოდნელი იყო ის სტატისტიკა, რაც მატჩის მიწურულს დაფიქსირდა: შოტლანდიელებს 110 რაქიდან ბურთი ცხრაჯერ წავღლიტეთ, ხოლო საკუთარ 61 რაქში მხოლოდ ერთხელ შეგვემთხვა თარნოვერი.

კარგად ვითამაშეთ აუტებშიც – მრისხანე ძმებ გრეიებს ბურთი ცხვირწინ ორჯერ ავწაპნეთ, ხოლო ერთხელ დავაჯარიმეთ. მართალია ბურთი ჩვენც სამჯერ დავკარგეთ, მაგრამ ეს უკვე მატჩის ბოლოზე მოდის, როცა ახალგაზრდა და გამოუცდელი ბადრი ალხაზაშვილი შემოვიდა, პლიუს ორივე ამპლუით მეორეხაზელი მოედნიდან გასული იყო. ჯამში თამაშის ეს კომპონენტი დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს.





მაშ რა იყო მიზეზი ასე დიდი სხვაობით დამარცხებისა?

მატჩის შემდგომ მილტონ ჰეიგმა განაცხადა: პირველ ტაიმში წაგებულის პოზიციიდან ვთამაშობდითო. ჩვენის მხრივ დავამატებთ – არა მარტო წაგებულის პოზიციიდან ვთამაშობდით, არამედ ჩვენს ქმედებებს გვარიანი პანიკაც ეტყობოდა.

წინათქმაში ნავარაუდები ბურთის მაქსიმალურად შენარჩუნების მაგივრად, როგორც კი ის ჩვენს ხელში აღმოჩნდებოდა, დაუფიქრებლად ვიგერიებდით.

თუმცა მოგერიებაცაა და მოგერიებაც…

რასაც სტუმრები შაბათს აკეთებდნენ, მას რთულია სიტუაციის განსამუხტად ბურთის მოგერიება დაარქვა. იმის მაგივრად, რომ შოტლანდიელთა გადმოკიდებული ან რაქში რის ვაივაგლახით მოპოვებული ბურთი შეგვენარჩუნებინა, როგორც მინიმუმ მორკინალებით რამდენიმე მოკლე დარტყმა გაგვეკეთებინა და შემდეგ, უკეთესი პოზიციიდან გადაგვეტანა ჩვენი 22-დან რაც შეიძლება შორს, ბორჯღალოსანთა ყველა მორკინალი დაბარებულივით მოეწყობოდა რაქის ორივე მხარეს, რათა შოტლანდიელებს ბურთზე არ დაეფარებინათ, ლობჟანიძეს გაჰქონდა უხერხულ პოზიციაში მდგარ კვირიკაშვილზე, ან მალაღურაძეზე, ისინიც ურტყამდნენ და უკეთეს შემთხვევაში 10-15 მეტრით წინ, შოტლანდიელთა აუტში გვიწევდა თავის დაცვა. ხოლო უარეს შემთხვევაში სქოთთა უკანახაზელები მოედანშივე იჭერდნენ უხეიროდ დარტყმულ ბურთს და სულის მოთქმის მაგივრად, თითქმის იგივე ადგილას შეტევის მოგერიება გვიხდებოდა.

საინტერესოა რაზე ფიქრობდა სამწვრთნელო შტაბი, როცა გუნდს ფეხით ასე ხშირად თამაში დაავალა (თითქმის გამორიცხულია მთელი პირველი ტაიმი ასე გვეთამაშა და ეს მხოლოდ მოთამაშეთა თვითშემოქმედება ყოფილიყო)? არ ვიცით, შეიძლება რამე ღრმა ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მოედანში მოხშირებულ დარტყმებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ შენი ფეხოსნები მოწინაარმდეგეს ამ კომპონენტში სჯობიან ან არ ჩამოუვარდებიან მაინც, თუკი ხაზი სწრაფად ადის მაღლა, რათა მოწინააღმდეგე უმალ ჩახუროს და გადაწყვეტილების მშვიდად მიღების საშუალება არ მისცეს. და ამ ყველაფერთან ერთად მოწინააღმდეგეს რაქებსა და ჰაერში თამაშში თუ ჯობნი, მაშინ დიდი შანსია, რომ ასეთმა სტილმა ტერიტორიული უპირატესობა მოგაპოვებინოს.

მაგრამ…

როცა ხაზი ზანტად და ასინქრონულად ადის ბურთის ჩასახურად, როცა მოწინააღმდეგის რიგებში ბევრი ფეხით დამრტყმელია და თან მისი ფულბექი სისწრაფით და მოუხელთებლობით გამოირჩევა, ასევე თითქმის ყველა მშვენივრად თამაშობს ჰაერში, მსგავსი თამაშის ტაქტიკა მოგცემს იმ შედეგს, რაც შაბათს ყველამ დავინახეთ – ვიგებდით უკეთეს შემთხვევაში 10-15 მეტრს, მხოლოდ ბურთის დათმობის ფასად. ამ ტაქტიკამ მოიტანა ისიც, რომ ბურთი პირველ ტაიმში საერთოდ არ გვქონია (პირველი ტაიმის შუაწელში მეტად კომიკური სტატისტიკური მაჩვენებლებიც კი იყო: შოტლანდიელებს სულ 4 ბოჭვის მცდელობა ჰქონდათ და აქედან სამი იყო გაცუდებული), პროცენტებში კი ეს ასე გამოიხატა: ბურთის ფლობა 86-14-ზე შოტლანდიელთა სასარგებლოდ. ჩვენი მორკინალები და ცენტრიც ძალიან დაიღალნენ გაუთავებელი დაცვით და შოტლანდიამაც ითამაშა იმდენად კომფორტულ გარემოში, რომ უფრო ვარჯიშს ჰგავდა, ვიდრე ნამდვილ ტესტს

მართალია მეორე ტაიმში გამოვფხიზლდით, აქცენტი სწორედ ბურთის დატოვებაზე და ხელით თამაშზე გავაკეთეთ, პლიუს ამას ფსიქოლოგიური წნეხიც აღარ არსებობდა, რაღაც მომენტში ხაზზე კარგად ჩავათამაშეთ, რაღაც მომენტში მალაღურაძემ ფეხით კარგად გადაკიდა და არ გაგვიმართლა (თაზო მჭედლიძემ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა), შერკინებამ კვლავ დაამტკიცა, რომ სტატიკაში ძალიან ცოტა თუ შეედრება და შეტევაშიც გავატარეთ დრო, მაგრამ ურემი უკვე გადაბრუნებული იყო – შოტლანდიელებმა თავისი საქმე პირველივე ტაიმში გააკეთეს და ჩვენი გამოცოცხლება მხოლოდ სახის შენარჩუნების მცდელობაღა იყო.



უხეში შეცდომებით

უკვე განხილული არასწორი ტაქტიკა და სამატჩო განწყობა კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენივე უხეშმა შეცდომებმა. რომ არა ისინი, ვინ იცის, ეგებ სხვაობა ამხელა არც ყოფილიყო.

ვეცდებით რამდენიმე მათგანი განვიხილოთ:

ზემოთ უკვე ნახსენები ფეხით არასწორი მოგერიების ნათელი მაგალითია გაშვებული მეორე ლელო. შეიძლება ვინმეს არ ახსოვდეს და შევახსენებთ, რომ სანამ მასპინძლები მოლში მოგვაწვებოდნენ, მანამდე ერთი წუთით ადრე ლევან ჩილაჩავამ სქოთებს მოლიდან ბურთი ამოაცალა. აი ეს მომენტიც:



ამ სიტუაციაში რა იქნებოდა სწორი მოქმედება ჩვენი მხრიდან? – რა თქმა უნდა იქვე მორკინალებით მოკლე-მოკლე დარტყმების გაკეთება, ცოტა მანძილის მოგება და რაც მთავარია ცენტრისკენ შემოწევა, რათა დამრტყმელებს მოსაგერიებლად უკეთესი კუთხე ჰქონოდათ. რას ვაკეთებთ ჩვენ? – ლობჟანიძეს მომენტალურად გააქვს ბურთი მალაღურაძეზე, რომელიც ძალიან ცუდი პოზიციიდან ურტყამს და სიმწრით მოპოვებული ბურთიდან რამდენიმე წამში ვიღებთ შოტლანდიელთა აუტს ზუსტად იგივე ადგილიდან. შედეგად გასინბინებული კოტე მიქაუტაძე და -7 ქულა



მესამე ლელოც ჩვენს შეცდომას მოყვა: ქართველებმა ჯარიმა გაიტანეს და მასპინძლები ქიქ ოფს ურტყამენ. ფინ რასელი ბურთს შეგნებულად კიდებს ზუსტად იმ ადგილას, სადაც წესით მიქაუტაძე უნდა იდგეს, მაგრამ იგი 10 წუთიან სინბინშია. თოდუა ცდილობს დაკიდებულ ბურთს დაეუფლოს, თუმცა მას მარკ ბენეთი სჯობნის. ამის მერე მასპინძლები შეტევის მიმართულებას რამდენიმეჯერ ცვლიან და ამ მომენტიდან წუთნახევარში საბოლოოდ ლელოსაც გვიდებენ.



უხეში შეცდომების კასკადს მოყვა მეოთხე ლელოც. ჯერ იყო და მეკო კვირიკაშვილმა გააკეთა ცუდი პასი, რის შედეგადაც ბურთი დავკარგეთ, შემდეგ ეს ბურთი მისდის სტიუარტ ჰოგს და ფეხით მოკლეზე იკიდებს. დავაკვირდეთ ამ დროს რას აკეთებს თოდუა:



მან ჯერ ბურთის ტრაექტორია ვერ გათვალა, ხოლო როცა ამას მიხვდა, გაჩერდა და ბურთის მის სასარგებლოდ ახტომას დაელოდა, რაც საბედისწერო შეცდომა იყო. რა უნდა ექნა მას? -როცა მიხვდა, რომ ბურთი მისთვის სასურველი ტრაექტორიით არ მოდიოდა, გაჩერების მაგივრად უნდა ჩაწოლილიყო და ნახტომში ეცადა ბურთის დაუფლება. ნათელი მაგალითი იმავე მატჩიდან, თოდუას ვიზავის – თომი სეიმურის შესრულებით



შეცდომა დავუშვით მეოთხე ლელოს დროსაც – მაშინ, როცა ბორჯღალოსნები მოლის შეკვრას ელოდნენ, ზანდერ ფეგერსონი მოლს მოწყდა, ბურთი ჰემიშ ვოთსონს გაატანა და ლელოც მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს ეს კომბინაცია აშკარად კარგად ჰქონდათ დამუშავებული, ლელოს თავიდან არიდება მაინც შეიძლებოდა, რომ არა ჯაბა ბრეგვაძის დაგვიანებული რეაქცია. ხოლო წიკლაურსა და ლობჟანიძეს ვოთსონის შესაჩერებლად ჯანი არ ეყოთ.

და ბოლო ლელო: მაშინ როცა ჩვენი სახიფათო იერიში უნდა განვითარებულიყო, აუტში ბურთი დავკარგეთ, ხოლო შემდეგ მოლში დავჯარიმდით. დავაკვირდეთ ამ დროს რას აკეთებს ბეგაძე:იმის მაგივრად, რომ უკუსვლით – სწრაფი ნაბიჯებით საკუთარ პოზიციას დაბრუნებოდა, მან ეპიზოდი დამთავრებულად ჩათვალა, შემოტრიალდა და მშვიდად გაემართა საკუთარი ნახევრისაკენ. შედეგად ბურთი იქვე გათამაშდა და სანამ ბეგაძე სიტუაციაში გაერკვა, შემოტრიალდა და ბურთიან კაცს წაეპოტინა, ალი ფრაისმა გვერდით ჩაუქროლა. არადა სწორედ გიორგი უნდა ყოფილიყო დაცვის პირველი ზღუდე და სწორედ მას უნდა შეებოჭა შოტლანდიელთა ცხრა ნომერი.





დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად შოტლანდიელთა ძალიან დიდი უპირატესობისა, თითქმის ყველა ლელო ჩვენივე უხეშ შეცდომას ან არასწორ გადაწყვეტილებას მოყვა და მისგან თავის არიდება შეიძლებოდა. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს შეცდომები რომ არა შოტლანდია გამარჯვებას ვერ მოახერხებდა, თუმცა ანგარიშში სხვაობა თავისუფლად შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო.



მსაჯობა

ქართულ სოციალურ ქსელებში სამი დღეა ვნებები არ ცხრება და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ ყველაფერს მხარი ზოგიერთმა მედიასაშუალებამაც აუბა. თურმე ნუ იტყვით და ამხელა ანგარიშით რომ წავაგეთ, მსაჯის – მეთიუ ქარლის ბრალი ყოფილა.

არგუმენტად მოჰყავთ შოტლანდიელთა პირველი ლელო, აქაოდა სეიმურმა ბურთი ვერ დაამიწა და წინ გადაუვარდაო. ეს ეპიზოდი ბევრჯერ გაირჩა, ალბათ თითეულმა ჩვენგანმა არაერთხელ დაატრიალა და თავიდან ნახა. ამდენი ნახვიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: 100% იყო თუ არა ლელო, არცერთი გამეორებიდან ჩანს. როცა 50/50-ზეა, აქ უკვე ყველაფერი მსაჯზეა დამოკიდებული და გასაკვირი არ არის, მასპინძლის მხარე რომ დაიჭირა. ვიღაცა გააპროტესტებს და იტყვის: რაღა სულ სხვების მხარეს იჭერენ, ჩვენ როცა ვართ მასპინძლები, ჩვენს სასარგებლოდ რატომ არავინ სტვენსო?! პირდაპირ გეტყვით, რომ ეს დამოკიდებულება ძირშივე მცდარია.

ცოტა შორიდან მოვუვლით და ზოგადად რაგბში არსებულ სამსაჯო პრობლემებს შევეხებით: რაგბის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ძალიან ბევრი წესი აქვს და ამ წესებიდან უმრავლესობაში მთავარი პერსონა მსაჯია. ანუ ის წყვეტს ერთპიროვნულად ესა თუ ის სიტუაცია როგორ განსაჯოს. შესაბამისად, ფართოდაა დამკვიდრებული ე.წ. დაბალანსების პოლიტიკა. თუკი მსაჯები ერთ ეპიზოდში ერთი გუნდის სასარგებლოდ დახუჭავენ თვალს მცირე დარღვევაზე, მეორე ან მესამე ეპიზოდში აუცილებლად მეორე გუნდის სასარგებლოდაც იგივე განმეორდება. თანაბარ შეხვედრებში, თითქმის ყოველთვის, ოდნავ მასპინძლის სასარგებლოდ მსაჯობენ. ხოლო თუ ორი არათანაბარი ძალის მეტოქე ხვდება ერთმანეთს, უფრო ძლიერის მხარეს გადაიხრებიან ხოლმე.

რა თქმა უნდა რაგბში დამკვიდრებულ ზოგად ტენდენციას გამონაკლისებიც აქვს და არის შემთხვევები, როცა რეფერი ერთი გუნდის სასარგებლოდ ძალიან მიკერძოებულია, თუმცა შაბათს ასეთ შემთხვევასთან საქმე ნამდვილად არ გვქონია.

ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას რომ დავუბრუნდეთ, რატომ ჩვენს სასარგებლოდ არავინ სტვენსო, გვინდა სულ რაღაც ორი კვირის წინ, თბილისში, იაპონიასთან ლობჟანიძის დადებული ლელო გავიხსენოთ. არც იქ ჩანდა, რომ ბურთი ნამდვილად შეეხო მიწას, მაგრამ მსაჯებმა 50/50 სიტუაციაში ისევ მასპინძლის მხარე დაიჭირეს. მართალია მასპინძლები არ ვყოფილვართ, მაგრამ გავიხსენოთ იგივე ზაფხულის შეხვედრა ტონგასთან, როცა იმათი პირველხაზელი დაშავდა და კუნძულელებს დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ შერკინებაში მიწოლა აღარ ყოფილიყო, თუმცა ზელანდიელმა რეფერიმ ლამის რკინის ქალამნები ამოიცვა, გასახდელამდე სდია ტონგელებს და მაინც დააბრუნებინა ჯანმრთელი პირველხაზელი.

ასე რომ, მსაჯები ჩვენს სასარგებლოდაც საკმაოდ ხშირად სტვენენ. უბრალოდ ერთ მოცემულობას უნდა შევეგუოთ: 50/50-ზე სიტუაციაში რეფერიმ ჩვენს სასარგებლოდ შეიძლება ჩასტვინოს ტონგასთან, სამოასთან, რუმინეთთან, მაგრამ ნამდვილად არ ჩასტვენს შოტლანდიაში შოტლანდიასთან.

მეთიუ ქარლის მსაჯობას დავუბრუნდეთ: პირველი ლელო უკვე განვიხილეთ. მეორე ლელოს დროს კოტე მიქაუტაძე ნამდვილად გასაგდები იყო, რადგან გარდაუვალი ლელოსგან თავი წესების დარღვევით დაიცვა (შეგნებულად ჩააქცია მოლი).



დავაკვირდეთ ამ გიფს: ვიტო კოლელიშვილი (#6) მოლში შედის გვერდიდან და მსაჯი უპირატესობას აძლევს შოტლანდიელებს. იმავე მომენტში კოტე იხედება ქარლისკენ და ხედავს მის გაშვერილ ხელს, ხოლო ერთ წამში განზრახ აქცევს მოლს და სქოთებს უეჭველი ლელოს დადების საშუალებას არ აძლევს. მსაჯის ქმედება არის აბსოლუტურად სწორი: ე.წ. ცინიკური ჯარიმის გამო ყვითელი ბარათი და საჯარიმო ლელო.

ჩვენს მეორე ლელოზე ნამდვილად შეეძლო ოფსაიდიდან მოთამაშე ლეიდლოუს გაგდება და ეს ასეც მოხდებოდა, ვასილ ლობჟანიძეს გამოვარდნილი ბურთი რომ არ აეღო და დაემიწებინა. რახან ლელო დაიდო, ლეიდლოუს ვირეშმაკობას ყურადღება აღარ მიაქციეს (მიზეზებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ). თუ ვინმეს ჩვენი სასარგებლო მაგალითი უნდა, სამოასთან შეხვედრა გაიხსენოს, როცა თაზო მჭედლიძემ საკუთარ 5 მეტრიანში ყელში შებოჭა რეი ლიილო და უეჭველ ყვითელსაც იმსახურებდა, მაგრამ რახან სამოელებმა ლელო დადეს, არბიტრებს არც იმ ეპიზოდის გარჩევა დაუწყიათ..

ისიც მოვისმინეთ, მეორე ლელოს დროს სქოთებმა აუტი არასწორად მოაწოდესო. ქვემოთ მოცემული სლაიდი არის ზუსტად ის მომენტი, როცა როს ფორდმა ბურთი შემოაგდო და მას რიჩი გრეი ეუფლება. არ გვგონია ამის მერე ზედმეტი ახსნა იყოს საჭირო – ისედაც კარგად ჩანს, რომ ბურთი წესების სრული დაცვითაა მოწოდებული.



არ გვგონია ქარლისთან სხვა პრეტენზია ვინმეს ჰქონდეს: კარგად იმსაჯა რაქები, ნორმალურად აუტები, შერკინებაში ყველა ჯერზე დააჯარიმა შოტლანდიელები და ზოგადად, მთელს შეხვედრას დამაკმაყოფილებლად გაუძღვა.

ჩვენი აზრით, მსაჯის შეცდომებზე აპელირება სჯობს გვერდზე გადავდოთ და ამხელა სხვაობით მარცხის რეალური მიზეზები საკუთარ თამაშშივე ვეძებოთ.



გამორჩეული მოთამაშეები

მასპინძელთაგან გამოვარჩევთ ფულბეკ სტიუარტ ჰოგს, რომლის უმაღლესი ინდივიდუალური ოსტატობით დადებული ლელო მთელი მატჩის მშვენება იყო. აქტიური იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში და გვარიანად შეგვაწუხა თავისი ტაქტიკური დარტყმებით თუ შეტევაში ჩართვებით.

ქართველთაგან ძნელია გვერდი აუარო ახალგაზრდა ვასილ ლობჟანიძეს, რომელმაც 2 ლელო მიითვალა და უდაოდ დიდი პოტენციალი აქვს. იმედია დაცვაზეც ჯეროვნად იმუშავებს და მისი სახით მაღალი დონის მორაგბე გვეყოლება.



დასკვნის სახით

რა შეიძლება ითქვას?

სამწუხაროდ, დამაიმედებელი ბევრი ვერაფერი.

მეტოქეს სისწრაფესა და ტექნიკურ არსენალში რომ ჩამოვუვარდებოდით თავიდანვე ვიცოდით, პოზიციურ შეცდომებსაც რომ დავუშვებდით და ნელი გადაწყობის გამო დაცვაში ხვრელები რომ წარმოიქმნებოდა, არც ეს იყო მოულოდნელი.

მაგრამ ერთი-ერთზე ფიზიკურ ორთაბრძოლებსაც თუ დავთმობდით, ნამდვილად არ გვეგონა. მასპინძლები, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ხშირად ახერხებდნენ უპირატესობის ხაზის გადაკვეთას და წინსვლას, რის გამოც ჩვენს დაცვას პერმანენტულად უკანდახევა უხდებოდა და რა გასაკვირია, რომ მეტოქეზე ჯეროვან ზეწოლას ვერ ახდენდა.

შერკინებაში მიწოლის გარდა შეტევაში სხვა მოტივები ფაქტიურად არ ჩანს არათუ პირველი ეშელონის, ჩვენი დონის გუნდებთანაც კი (აღნიშნული თემის უფრო ვრცლად გაშლას ნოემბრის ტესტების შემაჯამებელ სტატიაში შევეცდებით).

შოტლანდიამ გვაჯობა ულაპარაკოდ. თან ისე, რომ გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ ერთი წამითაც არ დაუყენებია. ქართველ გულშემატკივართა იმედები, რომ თანაბარ ბრძოლას გავუმართავდით, სამწუხაროდ იმედებადღა დარჩა.

ჩვენი აზრით, ექვს ერამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყურები უნდა ჩამოვყაროთ, თავზე ნაცარი დავიყაროთ და ბედს შევეგუოთ. განვითარება და წინსვლა სწორედ ასეთ მატჩებს მოაქვთ – მათ შორის პირველ რიგში მწარე დამარცხებებს.

13:54 | 30.11.2016
federer (17) (469)

როს ფორდი გასაგებია ძალიან მაგრად ითამაშა მაგრამ პირველხაზელის სიმბოლურში მოხვედრა ცოტა გამიკვირდა, ყველა შეკინებაში ათრიეს ჩვენებმაა

0.107559