ტესტ-მატჩები

17:52 | 28.11.2016 | ნანახია 12320 - ჯერ

მადლობა ტონგას!
„ბორჯღალოსნებმა“ რეიტინგის მე-12 საფეხური შეინარჩუნეს

„მსოფლიო რაგბის“ მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგ-ლისტში ორად ორი მნიშვნელოვანი გადაადგილებაა, თანაც ორივე - მინიმალური, არადა მთელი პლანეტის მასშტაბით არაერთი საინტერესო მატჩი გაიმართა.

რაგბის ქართველ გულშემატკივარს უპირველესად, ცხადია, „ბორჯღალოსანთა“ მდგომარეობა ადარდებდათ, რადგან შოტლანდიაში წაგების მაღალი ალბათობის ფონზე ჩვენს გუნდს დაქვეითება ემუქრებოდა. იტალიის ნაკრებმა ერთი კვირით ადრე სამხრეთ აფრიკას მოუგო და ქართველებთან ჩამორჩენა ქულის 8 მეასედამდე დაიყვანა, ხოლო თავად, შემოდგომის ბოლო ტესტში, ტონგის ნაკრებს მასპინძლობდა.

სარეიტინგო თვალსაზრისით, საუკეთესო ვარიანტი კილმარნოკში „ბორჯღალოსნების“ გამარჯვება იქნებოდა, რომელიც რეიტინგში მე-11 ადგილზე დაგვაბრუნებდა, მაგრამ რაც მოხდა, ყველას კარგად მოეხსენება - სქოთებმა 43:16 მოუგეს ჩვენს ნაკრებს. თუმცა, რაგბის ღმერთებმა არ ისურვეს ქართველების დაქვეითება: იტალიაში ტონგელთა დამრტყმელმა ტანე ტაკულუამ „გაწითლებულ დროში“ საბედისწერო ჯარიმით იტალიელთა იმედები დაასამარა და კუნძულელთა სენსაციური გამარჯვება დააფიქსირა - 19:17. აპენინელთა ამ მარცხმა ქართველებისგან ჩამორჩენა 0,08-დან 1,67-მდე გაზარდა, ხოლო ტონგამ რეიტინგში სამოას გადაუსწრო და მე-14 ადგილზე დაფუძნდა.

მთავარი სარეიტინგო სიახლე კი „ბოკეს“ ვარდნის გაგრძელება იყო. სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ორ კვირაში მე-4 ადგილიდან მე-6 საფეხურზე დაეშვა. ირლანდიის შემდეგ „ქურციკებს“ უელსმაც გაუსწრო - სამხრეთაფრიკელებს უმასპინძლა და 27:13 დაამარცხა.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი. 28 ოქტომბრი

1 (1). ახალი ზელანდია 94,78

2 (2). ინგლისი 89,84

3 (3). ავსტრალია 86,97

4 (4). ირლანდია 84,62

5 (6). უელსი 82,55

6 (5). სამხრეთ აფრიკა 81,79

7 (7). შოტლანდია 80,67

8 (8). საფრანგეთი 80,13

9 (9). არგენტინა 79,91

10 (10). ფიჯი 76,46

11 (11). იაპონია 74,22

12 (12). საქართველო 74,14

13 (13). იტალია 72,47

14 (15). ტონგა 71,94

15 (14). სამოა 71,25

16 (16). რუმინეთი 69,36

17 (17). აშშ 64,66

18 (18). კანადა 63,95

19 (19). რუსეთი 63,25

20 (20). ნამიბია 62,78

21 (21). ურუგვაი 60,66

22 (22). ესპანეთი 60,17

23 (23). კენია 59,28

24 (24). გერმანია 58,99

25 (25). პორტუგალია 56,88

26 (26). ბელგია 56,87

27 (27). ჰონკონგი 56,50

28 (28). სამხრეთ კორეა 55,50

29 (29). ჩილე 55,08

30 (30). ჰოლანდია 54,93

სლავა გასპაროვი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:48 | 29.11.2016
ანდროიდი (50)

პირველი ტაიმი მეც მელიტონას სინდისზე მგონია ფსიქოლოგიურად დაიგრუზა გუნდიც (მსაჯმაც ხომ არ მოიკლო საპონი). მაგრამ ახალგაზრდების შეცდომებს ნუ განსჯით მწარედ. ჯობდა ამ თამაშში შემცდარიყო ალხაზიშვილი და ეს სტრესიც წარსულში დარჩეს ეხლავე. ლობჟანიძეც მაგრად შეცდა ბოლოს, შესანიშნავი შეტევა განავითარა გუნდმა და კაი ღრიჭოც იყო შოტლანდიის დაცვაში, პასი იყო საჭირო, მაგრამ გადააჭარბა ვასომ. ისწავლიან ამასაც მგონი ბიჭები, და ამიტომ ზედმეტად ნუ გავკიცხავთ. ჩვენ ადგილს რაც შეეხება ელიტაში, ნამდვილად გვაკლია კლასი და უნარი სტაბილურ ლიდერობამდე, მაგრამ BBC-ც კომენტატორებმაც კი თქვეს თამაშის მსვლელობისას (სადღაც მესამოცე წუთისკენ) რომ კარგი დანამატი იქნებოდა ექვსი ერისთვის ჩვენი გუნდი. კითხვა კი ასე დაუსვეს ერთმანეთს: საქართველოს ნაკრები რომ იყო, რას იღონებდი, როდესაც რეიტინგში იტალიაზე მაღლა დგეხარ და ექვს ერში არ ხარ? რა პასუხზეც შეთანხმდნენ უკვე ვახსენე. ასე რომ მგონი იმსახურებს ეს სპორტი ჩვენში მეტ მხარდაჭერას და გაგებას, თორემ მსაჯი და იარბი ისე არ მოუკლავს გულს ჩვენ მოძმეს როგორც ჩვენი ბრიყვი კომენტარები (აქაურ კომენტარებს არ ეხება).

11:33 | 29.11.2016
LA.paata (38)

მადლობა ტონგას კი არა, მადლობა ჩვენ ბიჭებს რომ ტონგა უკვე დაბრიყვებული ყავთ და ჩვენს დაბლა არიან. იტალიას კი სადმე როდისმე გადავეყრებით და მაკარონს დავახვევთ თავპირზე.

20:20 | 28.11.2016
giogobi (68)

დექსტერას ვეთანხმები,მაგრამ ჩვენი პრობლემა შოტლანდიასთან თამაშში მხოლო უკანა ხაზი არ ყოფილა. მოდი ასე ვთქვათ, 9ნომრის გარდა პრობლემა გვქონდა ყველგან. ამ თამაშის მერე ჩვენ ნაკრებზე მხოლოდ კარგს ამბობენ,ან არაფერს.არადა ნაკრები არ მომკვდარა,პირიქით,ამ წაგებამ გამოგვაფხიზლა,კარგი მუხტი იქნება. თუმცა სადაც საკრიტიკოა უნდა ვაკრიტიკოთ. პირველ ტაში ჩვენი ტაქტიკა უბრალოდ საზიზღრობა იყო,ეს მწრთვნელის ბრალია და არა მოთამაშეების. ჩვენ რატომღაც არ ვრისკავდით და ამ დროს უფრო უარესი მოგვდიოდა. ჩვენ ვერც ვიბრძოლეთ პირველ ტაიმში.დებიუტანტებზე კი იმას ვიტყვი რომ აქაც შეცდა მწრთვნელი,ბადრიმ აშკარად არ გაამართლა,სამი სალელოვე შანსი დავკარგეთ,ორიც რომ გაგვეტანა 10 ქულა მნიშვნელოვნად შეალაზებდა ანგარიშს.

19:30 | 28.11.2016
deqstera (86)

მიუხედავად ფრუიძე-აფციაური-თოდუას მიმართ პატივისცემისა, ამ ეტაპზე კაჭარავა-შარიქაძე-მჭედლიძე არიან ის მოთამაშეები რომლებსაც 11-14 ნომრებზე ისე თამაში შეუძლიათ რომ დაცვაში მაინც არგეშინია შეცდომის დაშვების და იცი რომ ასეთუისე შეძლებენ თავისი საქმის გაკეთებას...

10 ნომრის პოზიცია ხმალაძე-მალაღურაძის წყვილის გამო იმდენად პრობლემური არარის, მაგრამ 15 ნომერზე მარტო კვირიკაშვილია და თან მიუხედავად იმიას რომ მეკო მართლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენს ნაკრებში, უკვე ასაკი ეტყობა და ამ დონეზე თამაში უჭირს, რეალური შემცველელი კი ეროვნულში არგამოჩენილა(ახალგაზდებში მოდიან, მაგრამ მაინც დროა საჭირო სანამ ეროვნულს შეეჩვევიან და თავს დაიმკვიდრებენ)...

10-11-12-13-14-15 ნომრებზე სანამ კონკურენცია არგაიზრდება მანამდე 6 ერში თამაში ჩვენთვის დაახლოებით იგივე იქნება რაც იტალიისთვის არის, სულ რომ არცერთ პოზიციაზე პრობლემა არგვქონდეს კონკურენცია იქნება მაინც საჭირო, რადგან 1-2 ხაზის მოთამაშის გამოკლების გამო შესამჩნევი პრობლემა არუნდა შეგექმნას...

18:51 | 28.11.2016
zura-mesi (33)

10-15 ადგილები, დაახლოებით თანაბარი გუნდებია და აქ არის ჩვენი ადგილი ჯერ-ჯერობით.

0.085461