ბორჯღალოსნები

14:37 | 27.11.2016 | ნანახია 5849 - ჯერ

შოტლანდიის მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და სტაბილურად ვითარდება"

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მტავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა საქართველოსთან მოგებული (43:16) ტესტ-მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ პირველ ნახევარში მასპინძლები ფლობდნენ საგრძნობ უპირატესობას, ხოლო შესვენების შემდეგ ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდითო.

„პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, ბურთი ხელიდან არ გაგვიშვია და მეტოქეს კონტრშეტევის საშუალება ფაქტობრივად არ ჰქონია. ეს ანგარიშზეც აისახა, მეორე ტაიმში კი, ზეწოლის ქვეშ ვიყავით. შესვენების შემდეგ ჩვენზე რთული პირობებიც აისახა - სველი ბურთი, სიცივე და ხელით თამაში აღარ გამოგვივიდა.

საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და სტაბილურად ვითარდება. დღევანდელმა თამაშმა გვაჩვენა, რომ შოტლანდიაც მოწოდების სიმაღლეზეა - პირველ ტაიმში მიღწეული ქულათა სხვაობა, ბურთის უპირობო კონტროლი და გატანილი ლელოები, მომავალი ექვსი ერის წინ თავდაჯერებულობის საფუძველს გვაძლევს. რა თქმა უნდა, ამ თამაშის რეალისტური შეფასება და დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობა აუცილებელია.“ - ციტირებს რაგბის კავშირის ვებგვერდი ვერნის სიტყვებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:51 | 28.11.2016
deqstera (86)

შოტლანდიას უდიდესი პროგრესი აქვს და თავიდანვე ცხადი იყო განსაკუთრებით არგენტინას დამარცხების მერე რომ შანსი თითქმის არგვქონდა, მაგრამ შენი ნაკრებია და ცდილობ ოპტიმიზმი შეინარჩუნო...
რეალობა კი ის არის რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენზე ძლიერი გუნდია ამ ეტაპზე ამ ანგარიშით წაგებას ეს გუნდი ნამდვილად არიმსახურებდა, თუნდაც კაჭი-ხმალაძის გარეშე რაც საქართველოს ნაკრებისთვის უდიდესი დარტყმა იყო!!

10:48 | 28.11.2016
krasni (587)

რამდენიმეჯერ ვნახე ვასკას ლელოს მერე, კოტეს გაძევებამდე. იყო დერეფანში შეცდომა, იყო წინ პასი, ჩაითვალა ტყვილი ლელო და კოტეს მოგონილი მიზეზით გაძევება. ამდენჯერ მიჰქარა მსაჯმა 5-6-ი წუთის განმავლობაში. შორს ვარ აზრისაგან, რომ სცოტებს დღეს ვჯობივართ, მაგრამ ნორმალულ პირობებში წინააღმდეგობას კარგად გავუწევდით.

00:05 | 28.11.2016
beeq777 (35)

ამათ რაენაღვლებათ შეცდომების გამოსწორებას და კლასის ამაღლებას ინგლისი,უელსი,ირლანდია,იტალია საფრანგეთთან ეცდებიან, ჩვენ კი გერმანია, ესპანეთი, ბელგია, რუსეთი, რუმინეთთან. ესაა მთავარი უსამართლობა და ნაპრალი ჩვენ და მათ შორის რომელსაც წელიწადში ერთი ტესტით ვერ ამოვავსებთ. მწარე და სამწუხარო რეალობაა.

21:47 | 27.11.2016
ogafa (407)

მსაჯი ყვითელი

0.083417