ბორჯღალოსნები

14:34 | 27.11.2016 | ნანახია 5196 - ჯერ

ჰეიგი: "თუ სისტემატურად არ მოგვეცემა ელიტური ნაკრებების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა, შოტლანდიის მსგავს გუნდთან გათანაბრება გაგვიჭირდება"

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან წაგებული (16:43) ტესტ-მატის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდებს შორის დონეთა სხვაობა ძალიან დიდი იყო და ეს პირველ ტაიმშივე გამოიკვეთა. ასევე "ბორჯღალოსნების" თავკაცმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს მის გაწვრთნილებს სუსტ გუნდებთან მოუწევთ ასპარეზობა და თუ ელიტურ გუნდებს ხშირად არ შეხვდებიან, მაშინ წინსვლა რთული იქნება.

„პირველი ტაიმი გულდასაწყვეტი იყო, რის შემდეგაც მოგება-წაგებაზე ფიქრი ზედმეტი იყო და უბრალოდ უნდა გვენახებინა რა შეგვეძლო. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა გვებრძოლა და ჩვენ ეს ნამდვილად მოვახერხეთ. ვაღიარებ - პირველი 40 წუთი წაგებულის პოზიციიდან ვთამაშობდით და მეტოქეს თავად მივეცით ქულების ადვილად მოპოვების შესაძლებლობა.

შოტლანდია ძლიერი, გამოცდილი გუნდია და მისი ძალის შეფასებისას არ შევმცდარვართ. ნოემბერში ჩვენ იაპონიას და სამოას ვეთამაშეთ, შოტლანდია - ავსტრალიას და არგენტინას. დონეთა სხვაობა ძალიან დიდია და ეს პირველ ტაიმში თვალში საცემი იყო.

თებერვალ-მარტში გერმანიასთან და ბელგიასთან მოგვიწევს თამაში, შოტლანდიას უელსთან, ინგლისთან, ირლანდიასთან და საფრანგეთთან. თუ სისტემატურად არ მოგვეცემა ელიტური ნაკრებების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა, შოტლანდიის მსგავს გუნდთან გათანაბრება გაგვიჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს თამაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა მეორე ტაიმში, შერკინებასა და მოლში კარგი თამაშით, ქართული რაგბის ძალა ვაჩვენეთ“. - ციტირებს მილტონის სიტყვებს რაგბის კავშირის ვებგვერდი.

საქართველომ ნოემბრის ტესტ-მატჩები 1 მოგებით და 2 წაგებით დაასრულა. შოტლანდიასთან შეხვედრაში ორი ლელო ვასილ ლობჟანიძემ მიითვალა, ხოლო ორი ჯარიმა ზუსტად მერაბ კვირიკაშვილმა დაარტყა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:11 | 28.11.2016
beeq777 (35)

ყოველ წელს ისეთი ტესტები როგორიც შოტლანდიას აქვს და ჩვენი შედეგიც არ დააყოვნებს. ესაა მთავარი უსამართლობა, მწარე რეალობა და ნაპრალი რომ ჩვენ ერთი წელი უნდა ველოდოთ რომ ასეთ გუნდთთან თამაშის საშვალება მოგვცენ და ისიც გასვლაზე, ყველანაერი მათი პრივილეგიით და პირობებით.მწარე და სამწუხარო რეალობაა.

20:33 | 27.11.2016
test (124)

ასეთ პირობებში კლასის აწევაზე ლაპარაკი ზედმეტია,თუ თამაშები არ წაგვიმატეს ყოველ წელს ერთი და იგივე წერტილიდან მოგვიწევს ათვლა. აქ უკლასობა პირდაპირ სათანადო პრაქტიკის არქონაზეა აგებული, თორე როგორც კი შედარებით წესიერი ტესტები გვერგო შედეგი სახეზეა...

17:36 | 27.11.2016
federer (17) (469)

რომ მოგვეცეს 6 ერის გუნდებთან ხშირად დაპირისპირების საშუალება 1-2 წელიწადში შეიძლება მოვუგოთ კიდეც რომელიმე მათგანს. გასვლაზე თუ არა თბილისში მაინც.
მაგრამ სასიამოვნო იყო ის ფაქტი რომ შერკინებაში ჩვეულ სტილში გადაუარეს ჩვენებმა სკოტებს.
პირველი შერკინების გარდა ყველა მოვუგეთ თან მოგებაცაა და მოგებაც.

17:32 | 27.11.2016
federer (17) (469)

კლასი არ გვეყო გუშინ უფრო ღირსეული ანგარიში რომ დაგვეფიქსირებინა, მაგრამ მეორე ტაიმში ნამდვილად კარგი რაგბი ვითამაშეთ და ვასკას პასი რომ მიეცა ლელოსაც დავდებდით და მისაღები ანგარიშით დავმარცხდებოდით, მაგრამ რაც მოხდა კი ვნახეთ

15:18 | 27.11.2016
krasni (587)

საზაფხულო ტესტები ვიცით სადაც გვექნება. უელსმა ორი მატჩი ითამაშა იაპონიაში. ვნახოთ ჩვენი რაგბის კავშირი საშემოდგომოდ რა ტესტებს გაჩარხავს. არგენტინა პატივს გვცემს და უკვე მერამდენეთ გვეთამაშება, იქნებ ჩვენთანაც გადმოგვეპატიჟებინა.

0.098993