ტესტ-მატჩები

23:13 | 26.11.2016 | ნანახია 11034 - ჯერ

მომავალი მაინც ჩვენია!
შოტლანდია ჯერჯერობით ჩვენზე ძლიერია

ხომ ვიცოდით, რომ “ბორჯღალოსნები” თავს არ შეირცხვენდნენ?! ხომ ისიც ვიცოდით, რომ შოტლანდია ასე ძლიერი ალბათ არასდროს ყოფილა და დღეს ჩვენზე უკეთესი ნაკრები ჰყავს?! ხომ ვიცოდით, რომ არწაგების მიხერული შანსი გვქონდა?! მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც ვინახავდით იმედს, რომ ჩვენს ბიჭებს სასწაულის მოხდენა შეეძლოთ.

და ამ სადღაც, გულის სიღრმეში ჩამალულმა იმედმა უცებ ამოხეთქა, როცა უკვე მე-4 წუთზე ქართველების მოლიდან გადმოვარდნილი ბურთი ვასილ ლობჟანიძემ აიტაცა და მეტოქის ლელომდე ისე ირბინა, არავის დაუტოვა ხელის შეშლის შანსი. ეს მეხის გავარდნასავით იყო პირთამდე გავსებულ პატარა სარაგბო სტადიონზე, რომელიც სულ რამდენიმე წუთით ადრე, ჭიანურების აკომპანემენტით ერთხმად და ამაყად მღეროდა “შოტლანდიის ყვავილს” – დიდი ბრიტანეთის ამ მთიანი მხარის მართლაც ლამაზ და ამაღელვებელ ჰიმნს.

ვასკამ კი, ვინც თანდათანობით საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბედ ყალიბდება და ქომაგთა სიყვარულს არნახული ტემპებით იხვეჭს, არაფრად ჩააგდო მთელი ეს სასტარტო მღელვარებები და მსგავსი სანტიმენტები, აიღო ბურთი და ლელო გაიტანა – უმოკლესი გზით და დაუბრკოლებლად.

ამას არავინ ელოდა, ალბათ არც თვითონ “ბორჯალოსნები”, რომლებსაც ამ ლელოს მერე თავს ისეთი შტურმი დაატყდათ, რომელსაც კარიერაში თითო-ორჯერ თუ დახვედრიან. ზოგი ნაკრებში, ზოგიც კლუბში. ზოგი გამკლავებია, ზოგი – ვერა. ჰოდა, უბრწყინვალეს ფორმაში მყოფმა სქოთებმა მალევე გამოავლინეს თავისი შესაძლებლობები და ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო მერე ისეთი რამეები აკეთეს, “ბორჯღალოსანთა” ქომაგებსაც აპლოდისმენტები თუ არა, აღტაცება ნამდვილად დაგვტყუეს.

მასპინძელთა გააქტიურება იმდენად მოულოდნელი და თავბრუდამხვევი იყო, რომ “რაგბი პარკის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე მათმა შერკინებამაც კი დაჩაგრა ნაქები ქართული შეტევის ხაზი. აი, ამას კი მართლაც არავინ ელოდა, ეს სიურპრიზი იყო. თუმცა, “ბორჯღალოსნების” სუპერშერკინებამ ტაიმის ბოლოსკენ გამოიღვიძა და ამ მხრივ ყველაფერი თავის ადგილას დადგა – შოტლანდიელები ისევე ჯარიმდებოდნენ შერკინებაში, როგორც იაპონელები, სამოელები, ტონგელები და ალბათ მართალიცაა მილტონ ჰეიგი, რომელმაც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სიამაყით განაცხადა – მსოფლიოს სამ საუკეთესო შერკინებაში ერთ-ერთი ქართულიაო.

თუმცა, ვიდრე ეს ყველაფერი, რაც ჩვენს სარაგბო კოზირებთანაა დაკავშირებული, თავის კალაპოტს მოძებნიდა, შოტლანდიის ნაკრებმა მატჩის ბედის განსაზღვრა მოასწრო. პირველი ტაიმი 31:11 დასრულდა – ლობჟანიძის ვერგარდასახული ლელოს მერე მერაბ კვირიკაშვილმა გამძვინვარებული შერკინების მიერ გამომუშავებული ორი ჯარიმა გაიტანა.

მაგრამ არსებობს ერთი “მაგრამ”: მე-14 წუთზე, როცა მასპინძლები გვიტევდნენ, ინგლისელმა რეფერიმ კოტე მიქაუტაძე გაგვისინბინა და შემდგომში შოტლანდიელები მინიმუმ სამჯერ დაინდო, როცა ისინი წესებს ანალოგიურად არღვევდნენ. მსაჯის მიმართ დიდი პრეტენზიები თითქოს არ უნდა არსებობდეს, მაგრამ კოტეს გაძევების მომენტი გადამწყვეტი აღმოჩნდა – ვიდრე მიქაუტაძე დაგვიბრუნდებოდა, მასპინძლებმა 14 ქულა მიითვალეს მეკოს გატანილი კინკილა ჯარიმის წილ – 21:8.

ხოლო როცა რიცხობრივი წონასწორობა აღდგა, შოტლანდიის ნაკრების ვარსკვლავმა სტიუარტ ჰოგმა ჭეშმარიტად ვარსკვლავური ლელო მიითვალა – ბურთი ქართველთა ხაზს თავზე გადაავლო, წინ გაიჭრა, ბურთს თავადვე დაეუფლა და ლელომდეც კრეისერული სიჩქარით ირბინა და ეს სიჩქარე ჩვენი დაცვისთვის მეტისმეტად მაღალი აღმოჩნდა. ეს სწორედ ის მომენტი იყო, როცა აღტაცება ვერც ჩვენ დავმალეთ, იმდენად ოსტატურად იყო შესრულებული ყოველივე შოტლანდიელი ფულბეკის მიერ.

მერე კიდევ ერთი ლელო გაგვიტანეს და შოტლანდიელთა სახელგანთქმული 9 ნომერი გრეიგ ლეიდლოუ კი თავის საქმეს უნაკლოდ ასრულებდა – შერკინებასთან უშეცდომოდ ურთიერთობდა და კარშიც უშეცდომოდ ურტყამდა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჰემიშ უოთსონმაც დაგვსაჯა უყურადღებობისთვის და ლეიდლოუსთან ერთად ანგარიში 38:11 გახადა. და აი, ამ მომენტიდან მოყოლებული და მატჩის ბოლომდე თამაში ქართველთა დომინაციის ფონზე წარიმართა. სქოთები თავს გმირულად იცავდნენ და მხოლოდ ერთი ლელო გაატანინეს ქართველებს: როცა ჩვენი შერკინება ლელოში შევიდა და ლაშა ლომიძეს ბურთის დამიწებაღა დარჩენოდა, მაგრამ ლეიდლოუმ ბურთს ფეხი წაკრა, რაც წესებით იკრძალება, მაგრამ ვასკა იქვე იყო - ოვალი ხელში აიტაცა და ლელოში მასთან ერთად შეფრინდა. რეფერიმ ლეიდლოუ დაინდო და არ გაასინბინა...

როგორ აღარ უტევდნენ ჩვენები, მინდვრის საფარი ხელოვნურის ნაცვლად ბუნებრივი რომ ყოფილიყო, ჩვენი შერკინება შოტლანდიელებით გადათხრიდა მთელ პერიმეტრს, იმდენად უზარმაზარი იყო ჩვენი უპირატესობა ამ კომპონენტში. მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ხელდახელ თამაშიც წაუვიდათ “ბორჯღალოსნებს” – ლაშა მალაღურაძე ბურთს ჭკვიანურად ანაწილებდა, სხვებიც ყურადღებით და მაქსიმალური თავდადებით მოქმედებდნენ, ხოლო მამუკა გორგოძე, ჭეშმარიტი კაპიტანივით, ამ საქმეში სამაგალითო იყო.

ბოლოსკენ მილტონ ჰეიგმა მთელი პირველი ხაზი გამოცვალა და შეცვლაზე შესულებმა მეტოქეებს უფრო მეტი ბდღვირიც ადინეს, მაგრამ რად გინდა – ორი წაგებული დერეფანი, ერთი დაკარგვა და გაშვებული ლელო იყო ამ მატჩის ფინალი...

43:16 მასპინძელთა სასარგებლოდ: არაერთგვაროვანი ემოცია, თითქმის გამანადგურებელი სტატისტიკა, მაგრამ ძალიან იმედისმომცემი ეპიზოდები, ასეთ დონეზე თამაშის გამოუცდელობა, ან უფრო სწორად, გამოცდილების უკმარისობა, უხეში და უნებლიე შეცდომები დაცვაში, შეტევაში – მარტივად რომ ვთქვათ, შედეგი უამრავმა ობიექტურმა და სუბიექტურმა ფაქტორმა განსაზღვრა.

მაგრამ აუგის სათქმელად ენა მაინც არ გვიბრუნდება: როცა უყურებ ვასილ ლობჟანიძისა და ბადრი ალხაზაშვილის თამაშს, ათვითცნობიერებ, რომ მომავალი მაინც ჩვენია!..

“რაგბი პარკი” (კილმარნოკი, შოტლანდია). 20000 მაყურებელი

შოტლანდია - საქართველო 43:16 (31:11)

შოტლანდია: ჰოგი, მეიტლანდი, ბენეტი, დუნბარი, სეიმური, რასელი, ლეიდლოუ; დელი, ფორდი, ფაგერსონი, რიჩი გრეი, ჯონი გრეი, უოთსონი, უილსონი

შეცვლაზე შევიდნენ: ბრაუნი, ალანი, ლოუ, ჯილქრისტი, ბარკლეი, პრაისი, ჰორნი, ჰიუზი

მწვრთნელი: ვერნ კოტერი (ახალი ზელანდია)

საქართველო: კვირიკაშვილი, აფციაური, შარიქაძე, მჭედლიძე, თოდუა, მალაღურაძე, ლობჟანიძე; ნარიაშვილი, ბრეგვაძე, ჩილაჩავა, მიქაუტაძე, ნემსაძე, კოლელიშვილი, გორგოძე, ბიწაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ალხაზაშვილი, ასიეშვილი, ქუბრიაშვილი, ლომიძე, თხილაიშვილი, ბეგაძე, წიკლაური, სუთიაშვილი

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

0:5 ლობჟანიძე (4), 5:5 სეიმური (7), 7:5 ლეიდლოუ (8), 12:5 საჯარიმო ლელო (14), 14:5 ლეიდლოუ (14), 14:8 კვირიკაშვილი (17), 19:8 მეიტლანდი (19), 21:8 ლეიდლოუ (20), 24:8 ლეიდლოუ (27), 24:11 კვირიკაშვილი (31), 29:11 ჰოგი (34), 31:11 ლეიდლოუ (35);

36:11 უოთსონი (41), 38:11 ლეიდლოუ (43), 38:16 ლობჟანიძე (53), 43:16 ჰოგი (76).

ყვითელი ბარათი: მიქაუტაძე (14), ლოუ (73)

სლავა გასპაროვი


კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:44 | 28.11.2016
buratino (480)

ახლა რაც შეეხება ანალიზს: მატჩი ჩინებულად დავიწყეთ მაგრამ მსაჯებმა გეგმა აგვირიეს, როცა მეტოქეს საეჭვო ლელო ჩაუთვალეს და კოტე ეგრევე გააძევეს. კი ბატონო, ეს არ იყო ჩვენი მარცხის მიზეზი მაგრამ იყო ერთ-ერთი ფაქტორი რამაც გავლენა მოახდინა მატჩის მიმდინარეობაზე. ამას დაემატა აბსოლუტურად უაზრო ბურთის გადაკიდებები რასაც მეტოქის დიდ ზეწოლამდე მივყავდით. შედეგად, პირველი ტაიმი პირწმინდად ჩაგვივარდა. კიდევ კარგი, 2-ე ტაიმში ტაქტიკის შეცვლით და ნორმალური თამაშით სახე შევინარჩუნეთ, მაგრამ ბოლო ლელო ძალიან გულდასაწყვეტი იყო. მოკლედ, ჩვენი შეცდომები რომ არა, ამ თამაშს შედარებით "მისაღები" სხვაობით წავაგებდით. ახლა მოთამაშეების/მწვთნელის ჩემეული შეფასება: უკანა ხაზელები - ვაღიაროთ რომ სუსტი უკანა ხაზი გვყავს. თუ არ ჩავთვლით ჩვენს საამაყო ვასკას, დანარჩენები ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. აი ვასკა კი თუ ეგრე გააგრძელებს, მომავალ მსოფლიოზე უძლიერესი 9 ნომერი გვეყოლება! სამწუხაროდ, სუსტები იყვნენ საქართველოში მოთამაშე ფლანკერები (თოდუასგან არ მოველოდი, აფციაურისგან მოველოდი). უფერულები იყვნენ მალაღურა, მეკო და წიკო (თუმცა აფციაურს სჯობდა), შედარებით არა უშავდათ ბუკას და თაზოს, კაჭი და ხმალაძე ძალიან გვაკლდნენ. როგორც ყოველთვის, ლომებივით იბრძოდნენ მამუკა, ვიტო, კოტე, ნემსაძე, კარგები იყვნენ მორკინალები და განსაკუთრებით ბრეგვაძე აუტებში. რაც შეეხება მათ შემცვლელებს, ჰეიგმა ყველაფერი სწორად გააკეთა, გარდა ერთისა: გამოჩნდა რომ როგორც სიჭინავასთვის ადრეა ამ დონის მეტოქესთან თამაში, ისე ალხაზიშვილი ჯერ არაა მზად გრანდებთან სათამაშოდ. სტატისტიკა არ ტყუის: თუკი ჯაბას აგდებული ყველა აუტი მოვიგეთ, ბადრის მოწოდებულების უმრავლესობა წავაგეთ, თანაც კრიტიკულად საჭირო სიტუაციაში. ამით იმის თქმა მინდა რომ მელიტონამ სჯობს ეს დებიუტანტები ჯერ ერთა თასზე გამოიყვანოს და თუკი მათ პროფესიული ზრდა ექნებათ, მერე შეიძლება მაგათი გამოყენება. მოკლედ, თუ კონკურენცია არ გაიზარდა და არ ამაღლდა, ისე ელიტაში მყოფ გუნდებთან არაფერი გამოგვივა. საბოლოო ჯამში, რა უნდა გაკეთდეს?! ჩემი აზრით, ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა:
1. წლევანდელ ევროთასებზე მინიმუმ 1 (ან იქნებ 2) გუნდის გაყვანა და შემდეგში რეგულარული მონაწილეობა; 2. შვიდკაცა რაგბის სერიოზულად უნდა მოჰკიდოს ხელი რაგბის კავშირმა; 3. საქართველოს პირველობის დონის გაზრდა და უკეთესი მარკეტინგული შეფუთვა. 4. ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭების გაგზავნა სტაჟირებაზე ზელანდიურ, სამხრეთ აფრიკულ და არგენტინულ სარაგბო სკოლებში

10:25 | 28.11.2016
buratino (480)

აქამდე შეგნებულად არ დამიპოსტავს ამ თამაშზე, რადგან მაინტერესებდა რას დაწერდნენ რაგბის ფორუმში მონაწილე გამოცდილი ქომაგები. ახლა დადგა დრო ჩემი ფიქრებიც ჩამოვაყალიბო.
პირველ რიგში ვიტყვი, რომ წავაგეთ დამსახურებულად ჩვენზე უფრო ძლიერ გუნდთან, მაგრამ დაუმსახურებელი ანგარიშის სხვაობით სხვადასხვა ფაქტორების გამო, რამაც მთლიანობაში საბოლოო ანგარიშზე ზეგავლენა მოახდინა. რა იქნებოდა ამ მატჩში სამართლიანი სხვაობა? ჩემი აზრით, თამაშის სცენარის გათვალისწინებით, ეს მატჩი უნდა წაგვეგო 15-20 ქულის სხვაობით, რაც ამ ეტაპზე ძალთა ბალანსის რეალურ ასახვად გამოდგებოდა. შეგახსენებთ, რომ 2-ე ტაიმის ბოლოსკენ, როცა შოტლანდიელები კაცნაკლულნი დარჩნენ და გააფთრებით ვუტევდით, ანგარიში იყო 38-16. ჰოდა, სწორედ ამ მომენტშI რომ გვემარჯვა და აუტები არ გაგვეფუჭებინა, ლელოს ნამდვილად დავდებდით და ანგარიში გახდებოდა 38-21, ხოლო თუ გარდავსახავდით: 38-23.
კაცნაკლულ სქოთებს დროც ფაქტიურად აღარ ექნებოდათ ანგარიშის გასაზრდელად. ანუ, ამ თამაშს წავაგებდით 17 ან 15 ქულით! სწორედ ეს ვივარაუდე მე მატჩამდე როცა ვთქვი რომ ახლანდელ ფორმაში მყოფ სქოთებთან მე პირადად კმაყოფილი დავრჩები თუკი 15-20 ქულით დავმარცხდებით-მეთქი. მაგრამ ნათქვამია, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. რა დაგვაკლდა?! დაგვაკლდა სწორედ ის რასაც ჰქვია ამ დონის თამაშების ქონის გამოცდილება! სწორედ ამ გამოუცდელობამ განაპირობა ის რომ ჩვენი გასატანი ლელო მეტოქემ გაგვიტანა და ქართველი ქომაგების უმეტესობას ამ ბოლო ლელომ ხასიათი განსაკუტრებით გაგვიფუჭა. მაგრამ არა უშავს, შეცდომებზე აუცილებლად უნდა ვისწავლოთ და მომავალში გავითვალისწინოთ.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩის და ჩვენების თამაშის ჩემეულ ანალიზს, ამას ცოტა მოგივანებით დავწერ

21:07 | 27.11.2016
maxo_65 (458)

ჩვენი მეორე ლელო იყოშოტლანდიელების გათახსირება

21:05 | 27.11.2016
maxo_65 (458)

დანარჩენი გუგამ ჩამოაყალიბა მშვენივრად ქვემოთ და შეგიძლიათ წაიკითხოთ..

21:03 | 27.11.2016
maxo_65 (458)

ვინც წერთ მეორე ტაიმში ლელოს შემდეგ დაგვინდესო, რბილად რომ ვთქვათ რაგბის აზრზე არაა..არ არსებობობს ამ სპორტში მცნება დანდობა, იმიტომ რომ ეს უპატივცემულობაა მეტოქის მიმართ..მალე ბურთს იქეთ გადავაფხრიწებთ თავზე ბარეორს..ვისაც გვჯერა გაგვატარეთ

23:20 | 27.11.2016
ოვალური კორბენი (276)

ხო რა თქმა უნдა. ვინც ამ წაგებას მხოლოд მსაჯს აბრალებს, კაკ მინიმუმ სტივ ჰანსენები არიან DDDDDDDD

17:03 | 27.11.2016
meleksa (132)

დავიმსახურეთ წაგება! თითოეული ეპიზოდი რომ გავარჩიოთ 3-4 ლელოზე აშკარად ჩანს უხეში შეცდომები ჩვენი უკანახაზელების! სისწრაფეს არ ვგულისხმობ, პოზიციურ შეცდომებზე ვლაპარაკობ. ამის გარდა გვაკლია სათამაშო ფანტაზია ყველა რგოლში გარდა 9 ნომრისა! დანარჩენები თამაშობენ მოძველებულ სწორხაზოვან რაგბის და შედეგიც სახეზეა.

მსაჯის შეცდომაზე ლაპარაკი შეიძლება, მარა მარცხის მთავარ მიზეზად არ გამოდგება. მთავარი მიზეზი ისევ ჩვენში უნდა ვეძებოთ! დაბალი დონე ეროვნული ჩემპიონატის, ხაზის მოთამაშეების მიზერული გამოცდილება და ყველაზე მთავარი ფსიქოლოგია ! გუშინ მოედანზე ვისაც ეტყობოდა რომ სულერთი იყო მის წინ შოტლანდია იდგებოდა თუ ზელანდია იყო ვასკა! 100% მოტივირებული, მობილიზებული და საბრძოლოდ და სათამაშოდ განწყობილი! დანარჩენებმა წინასწარ ითამაშეს ანგარიშის არ გაზრდაზე ვითომ, ფეხბურთში შენარჩუნებაზე თამაშს რომ ეძახიან ისეთი.
ასეთ თამაშში ბოლომდე ბრძოლას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბოლომდე ბრძოლა არ ნიშნავს მარტო 80 წუთი თამაშს, უფრო მნიშვნელოვანია ისეთ ეპიზოდებში ბოლომდე ბრძოლა და მეტოქის მიყოლა, როგორიც იყო პირველი და ბოლო ლელო, ჰოგის პიველი ლელოც როცა უკან აღარ ირბინა შარიქაძემ, რომელსაც ეგონა რომ თოდუა აიღებდა ბურთს(ასეც რომ ყოფილიყო დახმარება არ აწყენდა), ამის ნაცვლად გამოცნდა რომ ჰოგისკენ ახტა ბურთი, არადა სირბილი რომ გაეგრძელებინა ბურთს ვერ მიიღებდა შოტლანდიელი. ასეთი მომენტები მრავლად იყო და მსაჯს ნუ დავაბრალებთ წაგებას.

არის დღეს ჩვენი ადგილი 6 ერში? აუცილებლად! ახლა თუარ ვითამაშეთ რეგულარულად მაგათთან ისე არაფერი გამოვა. ერთა თასზე ამაზე უარესი თამაშის ხარისხითაც კი ვუგებთ ყველას და რეალურად ვეღარ განვვითარდებით ამაზე მეტად. სწორედ ამიტომ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ტურნირები, როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო დონეზე(აუცილებლად 2 კლუბი).

20:35 | 27.11.2016
-_- (5)

ერთ ან ორ თამაშსს 6 ერზე ნებისმიერს გაიწევთ წინააღმდეგობას მაგრამ 5 თამაში არ ვიცი + თუ მოხდა რომ ძირითადი ვერ შევკრიბეთ და კიდე ვინმე დაგვემტვრა............ წარმოიდგინე რომ ღმეთმა დაგვიფაროს და ვასკას ტრავმა აქვს და რომელიმე თამაშში ბეგაძეც დაიმტვრა მერე რა უნდა ვქნათ?? სანამ 1 ძირითადის მოთამაშეს არ ეყოლება მინიმუმ 2 ღირსეული შემცველელი მაინც .. ნებისმიერ პოზიციაზე მანამდე ძალიან გაგვიჭირდება..
ეხლა წარმოიდგინეთ შოტლანდიასთან ხომ დაგვაკლდა კაჭარავა და ხმალაძე ასევე რომ არ ყოფილიყო ვასკა, გორგოძე, მეკო და მალაღურაძე წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა?? არადა რაგბი კონტაქტური სპორტია და წელს გაგვიმართლა რომ ყველა მწობრში გვყავდა ტესტების წინ არადა ყოველ წელს ამის გარანტია არ არსებობს.
ჩემი აზრით რომ გაკეთდეს რამე ახალი ტურნირი ამერიკა, კანადა, იაპონია, სამოა, ფიჯი, ტონგა, რუმინეთი და ჩვენ ხომ იყო ლაპარაკი 2-3 წელი ამ ტურნირზე + ჩვენს ერთა თასზე ა ნაკრებით მოგვცენ გამოსვლის შესაძლებლობა იქნებოდა იდელური ვარიანტი ერთა თასზე ახალგაზრდები მიიღებდნენ გამოცლიდებას ხოლო მეორე ტურნირზე ეროვნული ნაკრები აიმაღლებდა დონეს.
თან აუცლიებლდა ერთი ან ორი კლუბი საკლუბო ტურნირებში
ხო და 2-3 წელში რომ გადავტეხავდით შოტლანდიას და იტალიას წელში მერე უკვე ვერანაირ არგუმენტს ვერ მოძებნიდნენ და იძულებულები გახდებოდნენ შევეშვეთ 6 ერში, თან უკვე გრძელი სათადარიგო სკამიც გვექნებოდა და ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ მეტოქესთამ მოგებას თუ არა შერცხვენით მაინც არ შევრცხვებოდით

16:07 | 27.11.2016
bachana1987 (27)

ტომური- მაგარაი ალოგიკურად აზროვნებ შენ თუ გუშინდელ მატჩი უფსკრულის მაგივრად ნაპრალი თუ დაინახე საღოლ ამ შოტლანდიელებს და მსაჯს რა გადაეკიდე კილმარნოკის მაგივრად ეხლა მარიფილდზე რო ყოფილიყო თამაში დაკაწრავდნენ ჩვენები რა სტადიონის შეცვლაზეა ბაზარი ტიპებმა ბურთი გადგვაფხრიწეს თავზე მეორე ტაიმში ლელოს მერე მოშვნენ თორემ საერთოდ საშვილიშვილო სირცხვილს გვაჭმევდნენ ეგენი ჩვენზე მილიონი თავით მაღლა დგანან და ჩვენსავით ცხვრებივით კი არ იდგნენ და ბურთს რო მივიღებდით ერთი საათი კი არ ფიქრობდნენ რა ექნათ რაზე გაქვს საერთოდ პრეტნზია უკანახაზელი გქვია და ყველა დაგიდებულ ბურთს რო წააგებ ან კიდევ გარმემარბი ხარ და სირბილის თავიც არ გაქვს სადაც გარემარბად აფციაური და თოდუა რო გიყენია რაზე ლაპარაკობ ტიპებს სისწრაფეში ჩემი მეზობელი 83 წლის ვაზგენა გაასწრებს ამათი გაღლეტილი ხაზი მანახა სადმე დგეს რო შოტლანდიას ასჯერ ეთამაშო ასივეს უშანსოდ მოგიგებს ან კიდევ მსაჯთან რა გინდათ ვერ ხვდები საერთო კაცნაკლულმა შოტლანდიამ რაც გვიქნა მაგას რატო ვერ ხედავ ან არ გინდათ დაინახოთ მიქაყტაძეზე ქვემოთ დავწერე მაგრამ შენ ეტყობა არ წაგიკითხავს გასაგდები იყო და გააგდო ჯერ ადსაიდში იყო გაუტარა მერე ეგ არ იკმარა და გვერდიდან შევიდა მაგაზეც ანიშნა მსაჯმა და ბოლოს მოლის დროს საერთოდ ჩაწვა შენი აზრით მსაჯი თავზე გადაუსვამდა ხელს თუ ეხლა კოტეს ოკონერის და სემ ვაითლოქის ავტორიტეტი აქვს იქნებ ჯიგარ იმას ითხოვდი ყოველ შერკინებაზე ჯარიმის დროს იმათი კაცი გაეგდო დაფიქრდი ხოლმე რა თითიდან გამოწოვილი მიზეზების პოვნა არ გიდა გირჩევ მიზეზები და პრობლემები ჩვენების თამაში ეძიო

15:21 | 27.11.2016
-_- (5)

გასაგებია რომ შოტლანდია ძლიერია.
თამაში ხელოვნურზე იყო.
მსაჯი უსამართლო იყო.
ამხელა ანგარიშით რომ წავაგეთ ჩვენივე ბრალია და მოგებაც შეიძლებოდა თავისუფლად.. სწორედ რომ გვეთამაშა მთელი თამაში და არა მეორე ტაიმის 25 წუთი.
პირველი ტაიმი პირწმინდათ წავაგეთ მწვრთნელის ტაქტიკის გამო ეს უაზრო ფეხით დარტყმები და ბურთის პირდაპირ ჩაბარება შოტლანდიისთვის რა იყო? ბელგიას და გერმანიას აღარ უვარდება გადაკიდებული ბურთი და რა გვეგონა შოტლანდიელები ვერ დაიჭერდნენ გადაკიდებულ ბურთებს თუ რა? რომ ხედავ ამოაქვთ და ბურთს თავზე გვახვევენ არ უნდა შეცვალო ტაქტიკა??? მაინცდამაინც შევენებაა საჭირო რომ გუნდმა ტაქტიკა შიცვალოს?????
გუნდს არ უნდა ქონდეს ორი სამი ტაქტიკური მონაზახი დამუშავებული რომ თამაშის დროს შეიძლებოდეს შეცვლა???? რამოდენიმე ტაქტიკის დამუშავებას ვარჯიშზე რაში სჭირდება პირველ ეშელონის გუნდებთან თამში?????? თუ არ გვაქვს ასეთი რამ მაშინ დავანებოთ ამ 6 ერზე პრეტენზიებს თავი.... ჯერ რამოდენიმე ტაქტტიკური მონახაზი ვისწავლოთ ისე რომ თამშის დროს შეიძლებოდეს შეცვლა და მერე ამ ყველაფერს რომ დავიზეპირებთ , ამოვიღოთ ხმა 6 ერზე.
დაცვაში რომ მოკლებული გვაქვს მარტო მე შევამჩნიე მსოფლიოზე ტონგა იმიტომ გავაჩერეთ რომ დაცვის ხაზი დროულად ადიოდა და არ აძლევდა თამაშის საშუალებას ეხლა რაღა მოგვივიდა დაგვავიწყდა ეგ?? ხაზს რომ აწევ და შემტევს წნეხის ქვეშ ამყოფებ უფრო მეტი შანსია შეცდომა დაუშვას ან ბურთი წინ გადაუვარდეს ან უზუსტო პასი გააკეთოს, იმისი თუ გეშინია რომ ასე შეიძლება დაცვის ხაზი დაირღვეს და უფრო ადვილად გაგიჭრან გასაგებია ეგ......... მაგრამ 20 წუთის მერე ხომ ყველზე დილეტანტი გულშემატკივრისათვისაც თვალნათელი იყო რომ სისწაფე აკრეფილი შოტლანდიელები ყველა ვერიანტში გაგვიჭრიდნენ ხაზს. რადგან ერთი ერთზე სისწრაფეში თუ ფინტში მაგრად სჯობიან ჩვენს უკანახაზელებს შოტლანდიელები......
მეორე ტაიმს არაუშავდა... დაცვა ისევ ისე მაგრამ ბურთი მაინც გვქონდა და ვცდილობდით რაღაცის გაკეთებას ..... ხო და გამოჩნდა რომ შეიძლება ჩვენი ნახევრიდან შეტევის წამოწყება, შეიძლება შოტლანდიელებივით ვერ ვუტევდით და ცენტრამდე ძლივძლივობით ამოვდიოდით მაგრამ ბურთს მაინც ვინარჩუნებდით და ქულებს არ ვიღებდით. კიდე შეიძლებოდა ქულების აღება ის ორი აუტი რომ მოგვეგო...... გასაგებია რომ აუტებში ბევრად გამოვასწორეთ მდგომარეობა მაგრამ ასეთ მეტოქესთან თან ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ უნდა გვქონდეს რაღაც პატარა ტაქტიკა დერეფანში რომ დავაბნიოთ მეტოქე. ორივე წაგებული დერეფანი იყო ძალიან წროხაზოვნად აგდებული რამოდენიმეჯერ უყურე გამეორებაზე და ნაღად არ ვიმსახურებდით ეგეთი აგდებული აუტის მოგბას რომ არ მოეგოთ შოტლანდილებს ეგ დერეფნები ეგ უფრო გამიკვირდებოდა.

მთლიანობაში ჯერ არ ვართ ის ნაკრები ისეთი სათადარიგოთა სკამით რომ შევძლოთ 6 ერის თამაში დღეს და ახლა.

წარმოიდგინეთ 5 კვირა გადაბმულად ეთამაშო ინგლისს, ირლანდიას, უელსს, შოტლანდიას და მერე რომ ვეთამაშოთ იტალიას? გვეყოფა ძალა კი იმისათვის რომ ღისეულად ვეთამაშოთ იტალიას!!!!!! რომელსაც დარწმუნებული ვარ ეხლა რო შევხვდედროდით შოტლანდიის მაგივრად გადავიმტვრევდით მუხლზე. ტრავმა რომ მიიღოს რამოდენიმე ვთქვათ 5 მა ხაზის მოთამაშემ რაც სავსებით რეალურია ასეთი ტურნირისთვის მერე რა უნდა ვქნათ იქნებ თქვას ვინმემ ??????????????? გორგოძე დავაყენოთ ცენტრზე თუ ჟვანია 15-ზე და კაკოვინი ფრთაზე??????? ამ ყველაფერს კიდე დამატებული მგზავრობა წინ და უკან ძალების აღდგენა ხომ უნდათ მოთამაშეებს??? ითამაშო 5 უმძიმესი თამაში ძირითადში + მგზავრობა არაა ადვილი ვისაც არასოდეს უთამშია სათქმეალდ ადვილია მაგრამ საქმეზე ძნელია რომ იცოდეთ გამოფიტული რომ ხარ რა მაგარიც არ უნდა იყო ვერ თამაშობ ისე როგორც საჭიროა რა ძალიანაც არ უნდა გინდოდეს.
ასე რომ მივხედოთ ჩვენ ახალგაზრდებს რომ გვქონდეს გრძელი სათადარიგოთა სკამი უკანა ხაზში, ისეთივე როგოიც გვაქვს შერკინებაში.... ამის გარეშე 6 ერზე ლაპარაკი ზედმეტია, უფრო დავხვეწოთ ტაქტიკა რომ შეგვეძლოს შუა ტაიმში თამაშის გადაწყობა სიტუაციის მიხედვით , ვიმუშაოთ სწაფ ხაზის აწევაზე, უკეთესს დაცვაზე, ჰაერში ბურთზე თამაშზე ( ნუ ლობჟანიძეს არ ჭირდება ეგ სხვებისგან გასხვავებით ან როგორ იჭერს ისეთ ბურთებს ეხლაც ვერ ვხვდები) ვითამაშოთ წელიწადშო 2-4 ტესტი პირველი დონის ნაკრებებთან ( ეს უნდა მოვთხოვოთ აუცილებლად IRB-ს 2 ტესტი ცოტაა უკვე ჩვენთვის) ხოდა ამის შემდეგ დამიჯერეთ ერთ ან ორ წელში ასეთ შოტლანდიასაც მოუგებთ და კიდე ბევრს პირველი დონიდან.. ხოდა მერე ვერავინ ვერ გაგვაჩუმებს როგორც ეხლა რომ გადაგვიარა უცხოურმა პრესამ. პოტენციალი არის მთავარია რწმენა და ცოტა მოთმინება და ყველაფერი კარგად იქნება.

14:19 | 27.11.2016
tomuri (17)

ხუთ წელიწადში თუ ასე განვითარება გავაგრძელეთ, აუცილებალდ მოვუგებთ მაგათ, მაგრამ არის ერთი ცუდი რამ რის გამოც ალბათ დღევანდელ ქართულ სპორტში სისწრაფეები არ აქვთ ჩვენ სპორტსემენს, სანამ საქართველოში მძლეოსნობის ფედერაცია არ აღორძინდება და სპორტსმენებს სქორ სირბილს არ ასწავლიან ბავშვობიდანვე, ნებისმიერ სახეობაში ბავშვებს სანამ სირნბის მწვრთნელს არ აუყვანენ, მანამდე რთული იქნება რაგბის და ფეხბირთის განვითრება

13:50 | 27.11.2016
გუგა80 (177)

როგორც
წესი ტელეფონიდან არ ვწერ კომენტარებს თუმცა
ეხლა
ძალიან ავღელდი, ამიტომ
ბოდიში ბევრი დამწერლობითი შეცდომისთვის.

13:48 | 27.11.2016
გუგა80 (177)

და ის კომენტატორი კიდევ გასაგდებია იმ
არხიდან, ცეცხლზე ნავთს რომ ასხამს.
სადაც
მე ვუყურებდი
პაბში ბევრი დედას აგინებდა მაგ კომენტატორს სამწუხაროდ.

13:47 | 27.11.2016
გუგა80 (177)

და ეს უნამუსობა შოტლანდიელების, იტალიელების ინგლისელების და კიდევ ათასი ასოს
მხრიდან არ მიკვირს.
ქართველებისგან კი გამკვირვებია!

13:45 | 27.11.2016
გუგა80 (177)

და ვინმე
თუ იტყვის რომ არ ვართ ექვსი ერის ღირსები დღეს აქ და ახლა!!!
უბრალოდ
უნამუსოა ჩემს
თვალში!

13:42 | 27.11.2016
გუგა80 (177)

ვისაც აქ ჩემი კომენტარები უნახავს, დამეთანხმება რომ კრიტიკაში და პესიმიზმში ბევრს არ ჩამოუვარდები, თუმცა ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა როცა მეორე
მხარეს აღმოვჩნდი.

შემოვედი, ვიფიქრე გუშინდელ დარდს გავიქარვებ მეთქი კომენტარების წაკითხვით და???
შოკში ვარ...

თქვე კაი ხალხო სხვა თამაშს უყურეთ თუ შოტლანდიელებმა ისწავლეს ქართულად წერა???

გუშინდელი თამაში იყო უსამართლობის ზეიმი ყველა ასპექტით ჩემი აზრით რა თქმა უნდა
რომლსაც მიგახსენებთ:

1) უსამართლობა დაიწყო ჯერ კიდევ შარშან როცა ბოლო წლების ზენიტში მყოფ შოტლანდიასთან დაგვინიშნეს ტესტი, ვითომდა ექვსი ერის ”აუტსაიდერის” რანგში, თუმცა ეს ჯანდაბას. აქვე ვიტყვი რომ არ გამიკვირდება ამ
შოტლანდიამ 2017 ექვსი ერი მოიგოს.

2) ხელოვნურ საფარიანი მოედანი.

3) მსაჯობა!!!!!!!!!
ასეთი უნამუსო მსაჯობა თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში.
არნახული პირველი ლელო, თვალდახუჭული უყურეთ ხალხო??????
სად ნახეთ დამიწებულუ ბურთი??????
საჯარიმი ლელო და ყვითელი ბარათი ხომ თვით უსამათლობის მამასაც შეშურდებოდა.
თან ეს ყველაფერი ისე ოსტატურად გაკეთდა რომ მეორე არაფრისმომხემ ტაიმში მსაჯმა ”ჩვენც გადმოგვხდა” და უკვე ”გაკეთებულ თამაშში” ჩვენსკენ დაიწყო დასტვენა.

თუ ვინმეს ჰგონია რომ ის ”ერთი-ორი” მზაკვრობა უბრალო წვრილმანია რაგბის აზრზე არ არის. სინამდვილეში რაგბიში ეგეთი მომენტები წყვეტს თამაშის ბედს.

4) და ბოლოს, წარმოუდგენელი, ზებუნებრივი გაუმართლბლობა!!!
პირდაპირი
მნიშვნელობით შოტლანდიას ” ძრენი აუყვავდა!!!
ყველა ბურთი იქ დაეცა სადაც გამოწერილი
იყო. თვით რონი ო სალივანსაც შეშურდებოდა.

და ამის მერე აქ ვისმენ რომ შოტლანდიამ ასე და ისე...
კარგით რა, ნამუსიც კარგი ძროხაა!

საქართველოს ამ თამაშის მოგება რეალურად შეეძლო!
და ბოლოს, 4-5 წლის
წინანდელ შოტლანდიას ჩვენს გუშინდელ
ნაკრებთან ვნახავდი სარ გადებულს იგიცე ანგარიშით საპირისპირო მხარეს.


20:58 | 27.11.2016
maxo_65 (458)

გეთანხმები 100 %=ით, ჩემი სათქმელი ჩამოაყალიბე შესანიშნავად...

14:15 | 27.11.2016
tomuri (17)

ასიანი ხარ , გეთანხმები, პირველი ლელო არ ყოფილა, ბურთი არ დაუუმიწებია, ხელი როცა შეახო შოტლანდიელმა ბურთი გავარდა და როცა ბურთი მიწას შეეხო ხელი არ ქონდა დადებული ბურთზე შოტლანდიელს, მსაჯის უნამუსო გადაწყვეტილებები, თუ ხართ დავკვირვებული როცა ექვსი ერის გუნდებს ვეთამაშებით, აუცილებლად გვიგდებენ კაცს არაფრის გამო

13:53 | 27.11.2016
krasni (587)

გეთანხმები ძმაო 100 პროცენტით. ის მათხოვარი მსაჯი აბა ჩვენსკენ ყოფილიყო, ვნახავდი ვინ მოიგებდა.

13:09 | 27.11.2016
geogoli (367)

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს უამრავი მადლობა მათ, ალბათ 100% დაიხარჯნენ, მაგრამ ზოგჯერ თავს ზემოთ ძალა არ არის.
2ჯერ მოვიგეთ შოტლანდიის აუტი და სანამ ჯაბა მოედანზე იყო არც ერთი ჩვენი არ წაგვიგია. უბრალოდ ღია თამაშში გუშინ ბრეგვაძე ვერ იყო მთლად კარგი. ბადრიმ ღია თამაშში ნორმალურად ითამაშა მაგრამ დერეფანში რაც მოაწოდა ყველა წავაგეთ, ასე რომ ამ ეტაპზე მამუკაშვილის ყოფნა აუცილებელია. ძალიან დაგვაკლდა კაჭარავა და ამ ყველა შემთხვევაშიც და მსაჯიც თუ სწორად იმსაჯებდა, ალბათ 20 ქულიანი მარცხი იქნებოდა იდეალური ვარიანტი. გორგოძე ამბობს ხოლმე, ჯერ არ შეგვიძლია შევიკრობოთ ერთ შაბათ-კვირას და მეორე შაბათ-კვირას ინგლისს ვეთამაშოთო და არ გავნადგურდეთო. მართალიც არის, რთულია ამ ეტაპზე, მაგრამ მჯერა 2019 წლის მერე შევძლებთ.

12:59 | 27.11.2016
geogoli (367)

წინა ტესტებზე საუკეთესო ფორმაში მყოფი ირლანდია შეგვხვდა, წელს უკვე არნახულად მაგარი შოტლანდია... მაგრამ სწორედ ასეთ გუნდებთან თამაშით მოდის გამოცდილება, თუნდაც 20 წუთით მათთან ტოლსწორ პაექრობას მოაქვს ის თავდაჯერება რაც ასე საჭიროა გარდამავალ ეტაპზე მყოფი გუნდისთვის. მარცხს კი უნდა შევეგუოთ და როგორც კარგი გაკვეთილი ისე მივიღოთ, სხვანაირად არ გამოვა. 6 ერის გზაზე კიდევ ბევრი მარცხი შეგვხვდება და შემდეგ თუ მიგვიღეს იქ ყოფნის დროსაც. ამის გარეშე უბრალოდ არ გამოვა. რა თამაშის დაწყებამდე არ ვიცოდით რომ წავაგებდით? არ ვნხეთ შოტლანდიის მიერ გაბურთავებული არგენტინა ან ავსტრალიასთან ტოლ-სწორად თამაში? ვერც ვერასდროს მივაღწევთ მეგობრებო 6 ერამდე თუ არ ვეთამაშეთ ასეთ ნაკრებებს და საწყის ეტაპზე თუ არ დავმარცხით, ზოგჯერ უფრო დიდი სხვაობითაც.

12:43 | 27.11.2016
ოვალური კორბენი (276)

მეორე ტაიმში კარგ თამაშს რას ვეძახით ? 12-5 წავაგეთ, თან ერთი ლელო მაშინ дაგვიдეს, როცა კაცი გაძევებული ჰყავдა. ეხლა არ თქვათ, პირველი ტაიმის შემдეგ дიдი სხვაობით რომ ჩამოვრჩით, მოტივაცია дაიკარგაო. ეგრე პირიქითაც შეიძლება ითქვას, მეორის дასაწყისში როცა კომფორტული გახაдეს ანგარიში, მოეშვნენ. ჩვენებს კი წნეხი მოეხსნათ дა ის მოჩვენებითი უპირატესობაც მივიღეთ. ერთი ლელო კი дავдეთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში უдიერაд ვეპყრობოдით შანსებს. ფაქტია, შეტევაში ბევრი რამის აზრზე არ ვართ, რაც ძლიერ გუნдებთან თვალსაჩინოა.

12:32 | 27.11.2016
rachuka (32)

# Team Points
1 New Zealand 94.78
2 England 89.84
3 Australia 86.97 (-1.17)
4 Ireland 84.62 (+1.17)
5 ↑ (6) Wales 82.55 (+0.78)
6 ↓ (5) South Africa 81.79 (-0.78)
7 Scotland 80.67 (+0.10)
8 France 80.13
9 Argentina 79.91
10 Fiji 76.46 (+0.97)
11 Japan 74.22 (-0.97)
12 Georgia 74.14 (-0.10)
13 Italy 72.47 (-1.69)
14 ↑ (15) Tonga 71.94 (+1.69)
15 ↓ (14) Samoa 70.91

ტონგას მოგებამ იტალიასთან კარგი საქმე გაგვიკეთე და დავრჩით მე-12 პოზიციაზე და ჩემი აზრით სწორიც არის არ ვარ ჯერ ათეულის გუნდი თუმცა არც ბევრი გვიკლია. დიდ გუნდებთან რაღაც უნდა მოვიფიქროთ როცა ვეთამაშებით მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ვართ და ბურთის შენარჩუნების ნაცვალდ მის მოშორებაზე ვართ, თამაშის ბედი რო გადაწყდება მერე ვიწყებთ თამაშს ასე იყო ირლანდიასთან და ასე იყო სკოტებთანაც, ამას დავუმატოთ უპირატესობის განიავება, ტექნიკური წუნი და შედეგიც სახეზე. თუმცა ისიც ფაქტი რომ სწორედ ასეთი თამაშები გვაქცევ უკეთეს გუნდად და 10 შევალთ მსოფლიო თასამდე მაინც ასე მგონია. მთავარია სწორი ანალიზი და ერთ თასზე ახლაი მოთამაშეების,უკანახაზელების გამოცდა თორემ არ გვაქვს დიდი არჩევანი სულ 9 მოთამაშეა უკანა ხაზში ვისაც შეუძლია ითამაშოს რომ არაფერი არ გააფუჭოს და პირიქით გუნდს წარმატებაში დაეხმაროს, შერკინებაში კი ყველა პოზიციაზე 2 და 3 სრულფასოვანი შეცვლა გვყავს

12:08 | 27.11.2016
bachana1987 (27)

რასაც თამაშის დაწყებამდე ვიძახდი ზუსტად ისე მოხდა და ისე შეასრულეს სქოთებმა ყველაფერი ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ დაწერა რო სქოთები საქართველოზე 5 საფეხურით არის წინო მაგრამ რეალურად მათ შორის ნამდვილი უფსკრულია არ შემიძლია არ დავეთანხმო ამას ნამდვილი სარაგბო სეანსი მასტერკლასი ჩაგვიტარეს სქოთებმა ამ წუთას არნახული მასშტაბებით განიცდის პროგრეს ეს გუდი კოტერის ხელში სამწუხაროა რო მათი აღზევება ჩვენთან თამაშს დაემთხვა მათ ეხლა მსოფლიოში შეუძლიათ ნებისმიერ ნაკრებს მოგონ გარდა ორისა ინგლისი და ზელანდია მარტო ამ ორ ნაკრებს ვერ აჯობებენ ანუ რეალურად მსოფლიოში ისინი არ გადავაჭარვევ და ვიტყვი რომ ინგლისის და ოლ ბლექსის მერე მესამე ნაკრევია აშკარად ეტყობა გუნდს კოტერის ზელანდიური ხელწერა ეს განსაკუთრებით ბექებზე ითქმის გუშინ მაგათ ტამაშს რო ვუყურებდი სეიმურის მეითლენდის რასელის და ჰოგისა ეგრევე ტვალწინ მედგა და იდენტური იყო ბარეტის სმიტების პირენარასა ისრაელ დეგის თამაშისა.მათი მოძრაობები წამიერი გადაწყვეტილებები სისხარტე ფეთქებადი სისრაფე ფორვარდების უკან ტემში მიყოლა ბურთების მოკლე მანძილზე ფეხით დაკიდება და შეცურება ნამდვილი ზელანდიური რაგბი ითამაშეს სქოთებმა. ეხლა ჩვენს თამაშს რაც შეეხება მსაჯზე გადავრალება და სტადიონის შეცვლა და მსგავსი სხვა ლოგიკას მოკლებული მიზეზების გამახვილება არ ღირს შოტლანდია დღეს ჩვენზე ასი თავით მაგლა დგას და თუნდაც თბილისში ატიდან ათ თამაშს უშანსოდ მოგვიგებს არც იმ აზრს ვიზიარებ რომ თიტქოს ჩვენებმა მეორე ტაიმში მაგრა ითამაშეს უბრალოდ მეორე ტაიმში ეგრევე ლელო დაგვიდეს და მოდუნდენ და ამის ფონზე გამოჩნდა ჩვენი თამაში აბა როცა დასჭირდათ და კაცნაკლულები დარჩნენ ეგრევე წამებში შეგვისრულეს.ეს იყო ჰეიგის რაც ჩვენი მწვრთნელია ყველაზე საშინელი მატჩი რაღა დროს ალხაზიშვილის შემიყვანა და საბავშო ბაგა ბაღი იყო წადი და ექსპერიმენტებს მიმართე ესპანეთან და პოტუგალიასთან ჰეიგის უდიდესი შეცდომა იყო ჟვანია რო არ ათამაშა ანდა კიდევ ამ წვალებით მოპოვებული ბურთის ეგრევე მოშორება და მეტოქეს ჩავარება რა იყო როცა ხედავ რო მეტიქე შენზე ასი თავით მაღლა დგას იმ მოპოვებულ ბურთს უნდა გაუფრთხილდე მაქსიმალურად უნდა დაიჭირო და არა ეს უაზრო გაუმართლებელი ბოქსკიკების დაკიდება ვის ეჯიბრები ჰარში თამაში შოტლანდიას ბურთების დაკიდება მაგათი მოგონილია,სისწრაფები ხო საერთოდ ჩვენი კოშმარია ასეთი ნელა გადადგილება რავიცი რა რაქების გაწმენდა ხო ვერა და ვერ ვისწავლეთ ეს დროული გადაყრა რის გამოც ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი ვერც მოლი დავაყენეთ ხაზსაც ვერ ვწევდით დროზე ერთად ერთი ნათელი წერტილი შერკინება იყო კარგი გავიგეთ რო სწრაფები არ ვართ და სიჩქარებს ვერ ვრთავთ შეტევის დროს მაგრამ შენზე გვრდზე მდგიმი გუნდელისთვის პასის გადაწოდებას 3 საათს რატო ვანდომებთ ვინმემ მითხრას ამდენი გაფუჭებული ბოჭვები და სხვა მრავალი..... არაფრით არ შეიძლებოდა ამ თამაშის 27 ქულით წაგება, რაც შეეხება მიქაუტაძის საკითხს ჯერ იყო და აფსაითში ჩარჩა დამსაჯმა ანიშნა მერე იყო და გვერდიდან შევიდა ბოჭვაში და ბოლოს კიდე მოლიც ჩააქცია და რა გასაკვირია მსაჯი არ დაინდობდა აი ლეიდლოს ეპიზოდში მაგარი მიქარეს მსაჯებმაც და ვიდეო რეფერიმაც აშკარად გასაგდები იყო ეგეთი მოთამაშე მსგავს რამეს არ უნდა კადრულობდეს ვაბშე დისკვალიფიკაცია უნდა მისცე ბევრი რო არ გავაგრძელო ჩვენთვის 6 ერის თემა კარგა ხნით დაიხურა მშვენიერი საბაბი მიეცათ 6 ერის ბოსებს რო გვითხრან ჩვენი ადგილი მანდაა არააა ბიჭებს კიდე დიდი მადლობა რაც იციან რაც შეუძლიათ ის ითამაშეს და გააკეთეს აბა ეხლა ამ სივერეში კვირიკაშვილს მალაღურაძეს თოდუას და მითუმეტეს აფციაურს ზელანდირი მარაოს გაშლას ვერ მოსთხოვ

14:11 | 27.11.2016
tomuri (17)

ვერ დაგეთანხმები იმაში რომ შოტლანდიასა და სქართველოს ნაკრებს შორის ნამდვილი უფსკრულია, თუ დააკვირდები როცა ექვსი ერის გუნდებთან ვთამაშობთ ხოლმე მსაჯი ყოველთვის მაგათ უდგება მაგრად და აუცილებლად გვიგდებენ კაცს უბრალო რამეზე, ჩვენ არ გვპატიობენს იმა სრაც მაგათ, რაგბის მამბისგან აქვთ დავალებული რომ მაქსიმალური ქულებით წაგვაგებინონ, რომ სალაპარაკო არ გვქონდეს ექვს ერზე, ჩვენთვის კაცი რომ არ გაეგდოთ, ბუნებრივ საფარზე რომ გვეთამაშა, მსაჯი რომ არ მიდგომოდა მათ და პირველი ტაიმი გადაკიდებებით არ გვეთამაშა არამედ ხელით, არავინ იცის ვინ მოიგებდააა

11:04 | 27.11.2016
tomuri (17)

როცა ექვსი ერის გუნდს ვხვდებით ერთ რამეს ვაკვირდები, ისეთ მსაჯს გვინიშნავენ რომელიც მაქსიმალურად გვჩაგრავს, თითქოს რაგბის მამებისგან აქვთ დავალებული რომ მაქსიმალური დიდი ანგარიშით წაგვაგებინონ, ასე იყო იყო ამჯერად, ასე იყო შარშან ირლანდიასთანაც, მაგრამ ამავე დროს ამთამაშში პირველი ტაიმი არასწორი ტაქტიკით ვითამაშეტ, ბურთს ეგერევე შოტლანდიელებს ვაბარებდით, გადაკიდებებეით თამაში შეცდომა იყო, ამას მიხვდა მჰეიგი და მეორე ტაიმი სხვა ტაქტიკით ათამაშა, და შოტლანდია დავჩაგრეთ, მოკლედ ხუთჯერ რომ ვეთამაშოთ ამ გუდნს წელიწადში, მეხუთედ აუცილებლად მოვუგებთ

10:45 | 27.11.2016
tokageo (45)

ანგარიშია არასასურველი თორემ ჩვენმა ბიჭებმა მეორე ტაიმში 6 ერის ღირსი რაგბი აჩვენეს.მსაჯი კი უსინდისო კაცი აღმოჩნდა, უფრო სწორედ კარგად შეასრულა დაკვეთა. მიქაუტაძე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააძევა და ეს იმ ფონზე როცა შოტლანდიელები პერმანენტულად ჯარიმდებოდნენ ჩვენს შერკინებაში, ლეიდლოუმ პატარა კაცს რო შეშვენის ისეთიც იკადრა და ყვითელი რაა, სიტყვიერი შენიშვნაც არ მისცა.

მეტოქის 22-ში ორი აუტის წაგებამ ძალიან დაგვხია ისე, 5 მეტრში მისულებს ლელოს ხაზთან უეჭველი უნდა გვეხეირა.

მაგრამ მთავარი და მთავარი პირველ ტაიმში სულ ბურთის მოშორებაზე ვიყავით. ისე ამას სხვა თამაშებზეც ვამჩნევ და ნერვებს მიშლის, მაგრამ იქ მეტოქეს უვარდება ბურთი ხშირად წინ და შერკინებებში ვხერხავთ, ბრიტანული გუნდები ასეთ შეცდომებს არ გაპატიებენ. ასე რომ მეორე ტაიმში რო ვითამაშეთ ისევე უნდა დაგვეწყო პირველივე წუთებიდან (პრინციპში დავიწყეთ კიდეც, მერე ვეღარ გავაგრძელეთ თორემ).

ყველაზე მთავარი, სისწრაფეებს თუარ მოვუმატეთ, საქმეს არაფერი ეშველება, დაფრინავენ თანამედროვე რაგბში.

10:06 | 27.11.2016
giogobi (68)

რაც არ უნდა სხვას ვაბრალოთ,ჩვენი ბრალია ყველაფერი. პირველი ტაიმის ბურთის უაზროდ გადაკიდებები შეცდომა იყო. ყველა ამბობდა შოტლანდიას ბურთი არ უნდა მივცეთო და მაინც ვაძლევდით და ვაბარებდით. მინიმუმ ორი ლელო უნდა დაგვედო კიდევ და აუტი ვერ მოვაწოდეთ, არადა პლუს 14 ქულა სერიოზულად შეალამაზებდა ანგარიშს. მოკლედ შოტლანდიელ თა ზელანდიელმა აჯობა ჩვენსას

02:48 | 27.11.2016
krasni (587)

ხოდა მანდა ვართ ძმაო, მიქაუტაძეს გაძევებამდე საერთოდ არც ერთი ქართველს არ მიუღია სიტყვიერიც კი...,მაგრამ გაგვიძევეს, რატომ არ გააძევეს ლეიდლოუ. შორს ვარ აზრიდან ,რომ სკოტებს დღეს ვჯობნივართ, მაგრამ ნუთუ არ არსებობს მექანიზმი, რომ მოვითხოვოთ ობიექტური მსაჯობაც.

00:48 | 27.11.2016
fereidneli (24)

როდესაც ასეთი უპირატესობა გაქვს შერკინებაში ასეთი სხვაობით არ უნდა წააგო.
მსაჯი ერთი შეცდომა დაუშვა,არ უნდა გაეძევებინა მიქაუტაძე. მაგ ერთმა შეცდომა ძალიან დაგვაზარალა.
ცუდად ითამაშა წიკლაურმა, აუტში ბურთი ვერ გადაიტანა და ერთხელ ძალიან ცუდად გადაიკიდა.
ასევე ცუდად ითამაშა ალხაზიშვილმა ორჯერ სალელოვე აუტი ჩააბარა მეტოქეს.
ძალიან მოუკლო მიქაუტაძემ და ძალიან გვაკლდა დაცვაში კაჭარავა.
შერკინებაზე სიტყვები არ მყოფნის, მსოფლიოში საუკეთესო გვყავს.
მთლიანობაში არაუშავდა თუმცა 18–20 ქულაზე მეტით არ უნდა, ლოგიკური არ იყო –27 ქულა.

0.09667