ბორჯღალოსნები

20:30 | 26.11.2016 | ნანახია 7449 - ჯერ

ვიომეთ, მაგრამ დავმარცხდით
შოტლანდია – საქართველო 43:16 (31:11)

კილმარნოკის “რაგბი პარკზე” შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრებმა “ბორჯღალოსნები” დამაჯერებლად დაამარცხა – 43:16. თუმცა, პირველი ტაიმისგან განსხვავებით, შეხვედრის მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ავტორიტეტულ მასპინძლებს და ამ 40-წუთეულის დიდი ნაწილი შეტევაში გაატარეს. მეორე ლელოც ვასილ ლობჟანიძის ანგარიშზეა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახვა ვერ გამოიყენა და ლობჟანიძის 10 ქულას თავისი 6 ქულა ზუსტი ჯარიმებით წაამატა.


კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:20 | 27.11.2016
პანტელეიმონი (1218)

გონებით თითქმის ამდაგვარ შედეგს მოველოდი, მაგრამ გული გამარჯვებისკენ მიწევდა და მინდოდა ბიჭებისთვის (თუ წაიკითხავდნენ) მეთქვა რომ გულშემატკივარი მუდამ მათი გამარჯვების გვჯერა.

qomagi - სრულად ვეთანხმები შენს სიტყვებს - "3 წლის წინ სამოას 16:15 რომ მოვუგეთ,სენსახცია იყო, დღეწ კი სამოასთან მოგების გარდა სხვა შედეგი არც განიხილებოდა. მალე ბობოლებთანაც ასე იქნება, ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული"

14:20 | 27.11.2016
meleksa (132)

პირველ ტაიმში რომ არ შეგვშინებოდა და მეტი გვეთამაშა უკეთესი იქნებოდა. მეორე ტაიმი უდავოდ კარგი იყო. დანარჩენი წვრილ-წვრილი შეცდომები კი ზუსტად ასეთ დონეზე თამაშის ნაკლებობაა. პირველი ტაიმი იყო ძალიან ცუდი, იმიტომ რომ თამაშს არ ვცდილობდით!

02:16 | 27.11.2016
krasni (587)

შოტლანდია თავის ისტორიაში ასე ძლიერი ალბათ არ ყოფილა. პლიუს მიქაუტაზის გაძევება და კიდევ მსაჯის ცალმხრივი შეცდომები. და როცა ისედაც შენზე ძლიერ გუნდს ეთამაშები, პლიუს მათხოვარი მსაჯის პატარ პატარა შეცცდომები, მთლიანობაში ქმნის ანარიშის საბოლოო სურათს. სანამ არ დარწმუნდა მსაჯები, რომ საქართველო წააგებდა, მანამდე წესიერად მათი შერკინება არც დააჯარიმეს. ჩვენ ბიჭებს ვენაცვალე, კარგად ითამაშეს და ბევრიც მოითმინეს. ისინი გრძნობენ გულშემატკივრებიდან მხარდაჭერას. და რა კეთდება ფედერაციიდან, ასეთი მსაჯობის საპასუხოდ?

00:50 | 27.11.2016
fereidneli (24)

როდესაც ასეთი უპირატესობა გაქვს შერკინებაში ასეთი სხვაობით არ უნდა წააგო.
მსაჯმა ერთი შეცდომა დაუშვა,არ უნდა გაეძევებინა მიქაუტაძე. მაგ ერთმა შეცდომა ძალიან დაგვაზარალა.
ცუდად ითამაშა წიკლაურმა, აუტში ბურთი ვერ გადაიტანა და ერთხელ ძალიან ცუდად გადაიკიდა.
ასევე ცუდად ითამაშა ალხაზიშვილმა ორჯერ სალელოვე აუტი ჩააბარა მეტოქეს.
ძალიან მოუკლო მიქაუტაძემ და ძალიან გვაკლდა დაცვაში კაჭარავა.
შერკინებაზე სიტყვები არ მყოფნის, მსოფლიოში საუკეთესო გვყავს.
მთლიანობაში არაუშავდა თუმცა 18–20 ქულაზე მეტით არ უნდა წაგვეგო, ლოგიკური არ იყო –27 ქულა.

00:29 | 27.11.2016
qomagi (248)

პირველ რიგში დიდი მადლობა ბიჭებს ბრძოლისა და თავდადებისთვის. ასეთი ანგარიში უფრო ასეთ გუნდებთან თამაშის ნაკლებობისა და გამოუცდელობის შედეგია, თორემ იგივე ასეთ გაძლიერებულ შოტლანდიას ამ ეტაპზე ათიდან 1-2 მაინც მოვუგებთ, ანუ მსგავსი მაღალი დონის ტესტები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ გავიზარდოთ ძლიერ მეტოქესთან თამაშში. 3 წლის წინ სამოას 16:15 რომ მოვუგეთ,სენსახცია იყო, დღეწ კი სამოასთან მოგების გარდა სხვა შედეგი არც განიხილებოდა. მალე ბობოლებთანაც ასე იქნება, ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული. ვასკა ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა და ასევე აღმოჩენაა ჩემთვის ბიწაძე. მაგარი ახალი თაობა მოგვდის და მჯერა მალე 1 დონის გუნდებსაც ღირსეულად ვეპაექრებით

23:47 | 26.11.2016
test (124)

ეს შოტლანდია ის თებრო არაა 5 წლის წინ რომ იყო 5 წლის კიარა 3 წლის წინ არ იყო ასეთი ძლიერი და ჩვენების ნერვიულობა დიდ გუნდებთან თამაშის პრაქტიკის არქონააა და დავიმსახურეთ თU არა მეტი ტესტი ეგეთ გუნდებთან? ფაქტია დავიმსახურეთ...

23:11 | 26.11.2016
LA.paata (38)

პირველი ტაიმი აშკარად ჩააგდეს ბიჭებმა, შებოჭილები იყვნენ ძალიან და იმაზე უფრო ფიქრობდნენ დიდი ანგარიშით არ წაეგოთ ვიდრე თავიანთი თამაში ეთამაშათ. თუ ლელოს არ ჩავთვლით პირველ ტაიმში თითქმის არც უთამაშიათ, მოგერიება და ბურთის უაზროდ გადალოცვა იყო. მეორეში მოეხსნათ და დავინახეთ რომ თამაში ყველასთან შეიძლება. რა თქმა უნდა ჩვენი ოცნება იყო და არა რეალობასთან მიახლოვებული აზრი შოტლანდიის დამარცხება, მარა დარწმუნებული ვარ სხვადასხვა პატარ პატარა მიზეზები რომ არა, ეს ანგარიში უფრო მოკრძალებული იქნებოდა. დრო გვჭირდება რომ ასეთი ჯახები ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ვითამაშოთ და დარწმუნებული ვარ სულ მალე რომელიმე გრანდს დავდებთ ბეჭებზე.წარმატებები ბიჭებო. ჩვენ გვჯერა თქვენი და გვეამაყებით!!!

23:05 | 26.11.2016
geogoli (367)

ხო, რა ვთქვა აღარ ვიცი. ლოგიკურად კი მოველოდი რაღაც მსგავსს, მაგრამ დღეს დილიდან კარგს მიგრძნობდა გული. თან თამაში დაიწყო და ვასკამ ლელო მიაყოლა. ხოდა მეთქი მოდით კაბიანებო... და მოვიდნენ...
მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს. რაგბი ჩვენი თამაშია!

23:01 | 26.11.2016
rachuka (32)

ვასკა უდავოთ ლიდერია უკვე ჩვენი ნაკრების და ეგეთი ცხრა არც გვყოლია აქამდე, დიდი ვარსკვალვი უნდა გახდეს!!!

22:53 | 26.11.2016
rachuka (32)

მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და მონდომებისთვის მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრია და სკოტებმა ეს დგეს კარგად დაგვანახეს. მეორე ტაიმში ნორმალურად ვითამაშეთ რიგ ეპიზოდებში მაგრადაც თუმცა ცუდია რომ პერიოდული გამონათებები გვქონდა და არა სტაბილური თამაშში, განსაკუთრებიტ პირველ ტაიმში. უნდა გაანალიზდეს რატო ვერ ვითამაშეთ პირველივე ტაიმში ისე როგორც მეორეში, რა დავაკელით ჩვენის მხრივ. მე ვფიქრობ შედეგის მიღწევაზემა და კარგად თამშზე ფიქრმა ბიჭები შებოჭა და დაძაბა ამასთან დაცვაზე გაკეთდა მხოლოდ აქცენტი მეორე ტაიმში უკვე ანგარიში რომ დიდი იყო და გადაწყვეტილი მატჩის ბედი მერე კომპლექსების გარეშე ათამაშდნენ და აჩვენეს, რომ მათი დაცვის გარღვევაც შეუძლიათ და წნეხში მოქცევაც. თუმცა ანგარიში მაინც არ ასახვას იმ უპირატესობას რაც მეორე ტაიმში მოვიპოვეთ რაც ისევ და ისევ ჩვენი შეცდომების ბრალია, ბევრი აუტი წავაგეთ და შერკინების უპირატესობა გავანიავეთ. მსაჯობა თუ არ ჩავთვლით კოტეს სინბინს (რამაც ანგრიშის სხვაობა გაზარდა და არა შედეგი შეცვალა) კარგი იყო, ხო ლეიდლოუს ფეხის მირტყმაც რო დაენახა მთალდ გადასარევი იქნებოდა

23:03 | 26.11.2016
rachuka (32)

დისციპლინასაც მისახედი გვაქს და იყო რამდენიმე უაზრო გადაწყვეტილება. მაგრამ მჯერა ეს წაგება ერთი ორად გაგვზრდის. ირლანდიასთან მარცხიც რო გავიხსენოთ მაგის მერე იაპონიას მოუგეთ მაგარი თამაშით, მსოფლიოზეც მაგარი შედეგი დავდეთ. ეხლა სცოტებტან მარცხი უნდა იყოს უფრო დიდი წარმატების საწინდარი

22:12 | 26.11.2016
shotai-olimpi (89)

წარმატებები ბიჭებს და მადლობა კარგი თამაშისთვის!!

22:11 | 26.11.2016
shotai-olimpi (89)

ძალიან მომეწონა მათი დამუშავებული დეტალები, შეტევის ნებისმიერ სიტუაციაში წინასწარ იცოდნენ შეტევის გაგრძელების ფაზა, მთელი გუნდი როგორც ერთი ისე მოქმედებდა მორკინალები ძალიან კარგ სივრცეს უქმნიდნენ ბექებს დაცვის გაგლეჯას საერთოდ არ ცდილობდნენ და ჩვენმა ფიზიკურმა უპირატესობამაც აზრი დაკარგა, ნელა და დინამიურად უნდა შეგვეტია რომ ამ დროს ტემპი დაგვეგდო, მაგრამ ერთი წუნი არ ჰქონიათ პასში, ასეთი გუნდისთვის ბურთის წართმევა ძალიან ძნელია, კარგად გაგვშიფრეს.

22:09 | 26.11.2016
Kala94 (151)

მადლობა ბიჭებს პირველ რიგში ! რაც შეეხება ანგარიშს არ მგონია კატასტროფული იყოს.. დაახლოებით ასეთ ფორმაში იყო ირლანდია ბოლოს ტესტი რომ ვეთამაშეთ და ამაზე ბევრად დიდი სხვაობით წავაგეთ.. პირველი ტაიმი ჩავაგდეთ აშკარად.. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ და საკმაოდ კარგი მომენტებიც გვქონდა.. მშვენიერია, რომ 2 ლელო დავუდეთ ასეთ ძლიერ გუნდს და ძალიან ახლოს ვიყავით მინიმუმ 1 ლელოსთან.. ავიღეთ 16 ქულა და გავუშვით 50-ზე ნაკლები.. ორი სიტყვით რომ ვთქვათ წინ მივდივართ და ამ მატჩმაც დაამტკიცა, რომ აშკარად სხვა დონეზე ვართ, ვიდრე თუნდაც შარშან, მითუმეტეს 5 და 10 წლის წინ ვიყავით !

22:04 | 26.11.2016
shotai-olimpi (89)

პირველ ტაიმში ლელო თუ არ ჩავთვლით, არ გვითამაშია, აი 45- 65 წუთამდე კარგები ვიყავით, ამხელა უპირატესობა შერკინებაში და ასეთი სხვაობა ანგარიშში ძალიან ცუდია, თითქოს მარტივია დაჯაბნე შერკინებაში, დააჯარიმე, მერე შენი აუტი მოიგე, მოლი და ლელო მაგრამ ძალიან გვაკლია დინამიურობა, სკოტებს ფაქტიურად სტატიკურ მოთამაშეზე პასი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ შედეგს ასეთი გამოცდილებაც საჭიროა!!!

21:54 | 26.11.2016
maxo_65 (458)

იმედს მაძლევს ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც გაცილებით უკეთესად თამაშობს ხელით ვიდრე უფროსების ნაკრები...

21:50 | 26.11.2016
maxo_65 (458)

რაც უფრო მეტს გვათამაშებენ ასეთ გუნდებთან მით უფრო სწრაფად გაქრება სხვაობა ჩვენ და ბობოლებს შორის. ამაში დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც იმაში რომ, ბუნებრივ მინდორზე რომ გვეთამაშა, ასეთი ანგარიში არ დაფიქსირდებოდა...რამოდენიმე ფაქტორს დავასახელებ ამ ანგარიშის დაფიქსირების..პირველი ის რომ ასეთი შოტლანდია, მე დიდი ხანია არ მახსოვს, მეორე- ხელოვნურსაფარიანი მინდორი,სწრაფ თამაშში რომ არ შექმნოდათ პრობლემა, მესამე- ინგლისელი მსაჯი, რომელიც თამაშის პირველ ნაწილში, აშკარად შოტლანდიელების საქმეს აკეთებდა..მეოთხე- ჩვენი ასეთ მატჩებში თამაშის გამოუცდელობა, აქედან გამომდინარე ბევრი შეცდომები.. ვფიქრობ ხელით უფრო მეტი უნდა გვეთამაშა, მიუხედავად ბევრი წუნისა, პირველ ტაიმში ფაქტიურად ხელს ვუწყობდით შოტლანდიელებს..მეხუთე- ალბათ უკანა ხაზის სისუსტე, არაა ჩვენი უკანა ხაზი ჯერჯერობით იმ დონეზე, ფეხი რომ აუწყოს შერკინებას..და ბოლოს არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ექვსი ერი ჩვენთვის ადრეა..აგერ 6 ერის გუნდი ტონგასთან დამარცხდა, ვისაც ჩვენ ბოლო 2 თამაში მოვუგეთ..

21:48 | 26.11.2016
რაგბი (36)

შოტლანდია იტალიაზე გაცილებით ძლიერია, რომელსაც ტონგამ დღეს მოუგო. ჩვენ იტალიაზე ნაკლები გუნდი არ გყვავს, ჩემი აზრით ჩვენი მთავარი მინუსი ისაა რომ გვაქვს სერიოზული ჩავარდნები რასაც ძლიერი მეტოქე იყენებს. იაპონიამ როგორც მოგვიგო, ზოგიერთი რგოლი უნდა მოძლიერდეს

21:42 | 26.11.2016
aleqsandre1977 (8)

6 ერი ჩვენთვის ძალიან ადრეა და სამწუხაროდ ამაში დავრწმუნდი.მარტო ძალა არაა საკმარისი და ეს ყველამ ვნახეთ. მითხარით ვინმემ, როგორ შეიძლებოდა ბადრი ალხაზიშვილის ესეთ საპასუხისმგებლო თამაშში გამოყვანა, შეიძლება ამ ბიჭმა მომავალში გვასახელოს მაგრამ დღეს წაგებაში დიდი წვლილი შეიტანა და ეს ჰეიგის დიდი დამსახურებაა და კიდევ გაიძახიან გამოცდილება გვაკლიაო, კიმაგრამ ვისთან აღარ უთამაშიათ და უცხოპლანეტელების ნაკრები ვერ შეხვდებათ გამოცდილების მისაღებად.

21:27 | 26.11.2016
dinamo222 (692)

მე მგონია ასეთი დიდი ანგარიშით წაგების მთავარი მიზეზი ის იყო რომ ბურთს ფაქტიურად ვჩუქნიდით იმ უაზრო დარტყმებით და ზუსტად მაგ მომენტში ლაღობდნენ სკოტები ! არ შეიძლება ასე ბურთის მიცემა წამდაუწუმ და მეორე მიზეზი თავიდანვე ფაქტიურად უმიზეზოდ რომ გაგვიგდეს მოთამაშე და ამით ეგრევე მისცეს უპირატესობა იმათ @@ საინტერესოა რატომ დანიშნეს ბრიტანელი მსაჯები ბრიტანულ გუნდთან ? რაა ფრანგები ვერ მონახეს ? ეს იგივეა საქართველო შოტლანდიასთან აქ მეგრელი ან აჭარელი მსაჯი რომ დანიშნინ ! მითუმეტეს აჭარა უფროა ჩვენთან ცალკე სუბიექტი ვიდრე შოტლანდია ბრიტანეთში ! მოკლედ არ უნდათ ჩვენი შეშვება ელიტაში და შეე...თ რაააააა @@@

21:26 | 26.11.2016
meleksa (132)

ამ 20 წლის პატარა ბიჭს რომ არ აკლია თავდაჯერებულობა, დანარჩენებს რა გჭირთ?

21:22 | 26.11.2016
beeq777 (35)

სამწუხაროდ ჩაგდებული პირველი ტაიმი, რამოდენიმე გადამწყვეტი ერთი-ერთზე ბოჭვა, რაქებში ბურტის დაკარგვა,ასევე მოლში და დაცვაში რამოდენიმეჯერ უყურადღებოდ თამაში, კონკრეტულად ჰოგის ორივე ლელოზე და მეორე ტაიმის დასაწყისსში შოტლანდიის 7 ნომრის მიერ დადებული ლელო,რამაც უდიდესი გავლენა იქონია ამ ანგარიშზე.პოზიტიური რათქმაუნდა შერკინება, ასევე ხაზის გაშლა რიგ ეპიზოდებში და მწყობრი შეტევა.რომ არა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები და ჩაგდებული პირველი ტაიმი ანგარიში მცირე იქნებოდა და შესაძლებელია საჩვენოც. ვასკას გამოვყოფდი განსაკუთრებით და მის მიერ დადებულ 2 ლელოს. მადლობა ბიჭებს და იმედია ასეთ თამაშებს ბევრს მოგვცემენ და გავიზრდებით. სხვაგვარად წინსვლა წარმოუდგენელია.

21:21 | 26.11.2016
ოვალური კორბენი (276)

უფფ გვაჯობეს, გვაჯობეს...
თუმცა ამ ანგარიშში კატასტროფულს ვერაფერს ვხეдავ, რაგბის მცოдნეები дაახლოებით ასეთ სხვაობას ვარაუдობдნენ. ბევრი კომენტარი წავიკითხე, საдაც მსაჯს აგინებдნენ. მეც სიამოვნებით ავყვებოдი, მაგრამ ბოლოს სქოთებმა კაცნაკლულებმაც გაგვიტანეს ლელო, ამიტომ გაჩუმებას ვარჩევ DDDDDDDDDD
იტალიამ კი წააგო, მაგრამ წინა კვირას აფრიკელების дამარცხებით дიдი პლიუსი ჩაიწერა. ჩვენ კი ამ ტესტებზე ახალი дა ღირებული ვერაფერი ვაჩვენეთ, გარдა ოქროს ახალგაზრдების - ბიწაძის дა ლობჟანიძის კარგი თამაშისა. ვფიქრობ ზაფხულის ტესტებზე უკეთესები ვიყავით, მიუხეдავაд რამдენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნისა...
ალბათ, ცოტა ხნით მიწყნარдება საქართველოს 6 ერში შესვლაზე საუბრები. საუბარი, თორე რაიმე ქმეдითი ისეдაც არ ხдება. ეხლა იქნებ მოვახერხოთ дა ტესტებზე ეს 6 ერის გუნдები თბილისშიც ჩამოვიყვანოთ. ხოლო იტალიასთან თამაში კი უკვე ძალიან მომწიფдა. ის კი არა, дაჟე ყოველ წელს უნдა ვხვдებოдეთ. ჩემი აზრით მსოფლიო თასამдე მოხერხдება ეს შეხვეдრა.

21:14 | 26.11.2016
morkinali (6)

ისეთი ომიც არ ყოფილა როგორსაც ველოდით რაც არის ეგ არის და რაც ვართ ეს ვართ უცბად ფრენას ვერ დავიწყებთ

0.130216