დღეს, საქართველოს დროით 18:30 საათზე "ბორჯღალოსნები" წლის სანაკრებო სეზონის დამაგვირგვინებელ მატჩში შოტლანდიას ქილმარნოქის "რაგბი პარკზე" დაუპირისპირდებიან.
შოტლანდიელთა ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა საუკეთესო რაზმის დაყენებით ქართველებისადმი პატივისცემა გამოავლინა. ის, სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრები და მორაგბეები "ბორჯღალოსნებისადმი" განსაკუთრებულ პატივისცემას პრესისათვის მიცემულ ინტერვიუებშიც აფიქსირებენ.
რაც შეეხება "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელ თავკაც მილტონ ჰეიგს, მისი აზრით, ესაა შანსი, რომ ქართველებმა მსოფლიოს საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაანახონ:
“ეს მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ექვსი ერის გუნდებთან - ამ შემთხვევაში შოტლანდიასთან - თამაშის შესაძლებლობა დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ გვეძლევა. ესაა შანსი შევახსენოთ თავი მსოფლიო სარაგბო თანამეგობრობას, ღირსეულად წარმოვაჩინოთ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე და ამავდროულად, შევქმნათ საფუძველი ისეთი დისკუსიებისთვის, როგორიცაა ექვსი ერის გაფართოება. ჩვენი გამორჩეული თამაშით შეგვიძლია ექვსი ერის არსებული მონაწილეები ტურნირში საქართველოს ჩართვაზე სერიოზულად დავაფიქროთ".
“ამას თავი რომ დავანებოთ, დღეისთვის შოტლანდიის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს, რაც ძალიან კარგი შედეგია. მეტოქე ძლიერია და მასთან თამაში ჩვენთვის დამკვიდრების შესანიშნავი საშუალებაა. აუცილებელია გაგრძელება მივცეთ იმას, რაც წინა წლებში და განსაკუთრებით განვლილ მსოფლიო თასზე გაკეთდა“.
გასულ შაბათს სამოასთან 20:16 მოგებულ მატჩთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. განაცხადში არაა გიორგი კოშაძე და შუამარბად მის ადგილს თამაზ მჭედლიძე დაიკავებს, რომელიც "ბორჯღალოსნების" კვართით უმთავრესად გარემარბად თამაშობს. ამის მიზეზი კოშაძის ტრავმაა, რომელიც მან სადებიუტი სანაკრებო მატჩში მიიღო.
“მჭედლიძისთვის ცენტრში თამაში უცხო არაა. საჭიროების შემთხვევაში ის შესანიშნავად ირგებს ამ ამპლუას - ნაკრებშიც და კლუბშიც. კოშაძემ ტვინის შერყევა მიიღო და სრულად გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. გარდა ამისა, ის ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელია. ვფიქრობ, შოტლანდიის დარ დიდ ნაკრებთან საბრძოლველად მისი მოედანზე გაყვანა გაუმართლებელი რისკი იქნებოდა. ამ თამაშში ძლიერი, გამოცდილი შუამარბები უფრო გვჭირდება და თაზოს გადმოწევით ეს რგოლი გავაძლიერეთ“.
თუ არ ჩავთვლით მსოფლიო თასს, ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ბორჯღალოსნები ექვსი ერის წარმომადგენლებთან ტესტ-მატჩს მართავენ. წინა გამოცდილებებმა დაგვანახა, რომ ასეთ თამაშებში დაცვაში განსაკუთრებით ძლიერ თამაშს ორმაგი ფასი აქვს. იაპონიასთან დაშვებული შეცდომების შემდეგ, სამოასთან ჩვენი გუნდის დაცვა უკეთ გაისარჯა და ჰეიგი თვლის, რომ ეს ხანგრძლივი პერიოდით ერთად ყოფნის და შეთამაშების შედეგია:
“განსაკუთრებული არაფერი შეგვიცვლია და ზუსტად ისე ვვარჯიშობდით, როგორც ყოველთვის. ვფიქრობ საქმე ისაა, რომ ტესტ-სერიის პირველ თამაშს ყოველთვის ახლავს სირთულეები. ამ მხრივ იაპონიას უპირატესობა ჰქონდა, რადგან ჩვენთან ჩამოსვლამდე არგენტინას ეთამაშა და უკეთ იყო შეთამაშებული. ჩვენს პირველ და მეორე თამაშს თუ შევადარებთ, აშკარაა, რომ სამოასთან "ბორჯღალოსნები" გაცილებით ორგანიზებულები იყვნენ დაცვაშიც და შეტევაშიც. გვაქვს იმედი, რომ შოტლანდიასთან მატჩში ხარისხი კიდევ უფრო მაღალი იქნება. კარგად გვესმის, რომ ამ თამაშში დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება. თუ გვინდა მოვიგოთ, ბრწყინვალე დაცვა უნდა ვითამაშოთ. თუ დიდ გუნდებთან მოგებულ თამაშებს გავიხსენებთ, ყველა მათგანში დაცვაში ბრწყინვალედ ვითამაშეთ და ხვალაც ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“.
ჰეიგს მიაჩნია, რომ შოტლანდიის ძლიერი მხარე შეტევაა და თუ ამაში ხელი შევუშალეთ, მერე გამარჯვების იმედიც უნდა გვქონდეს:
“შოტლანდიის ძლიერი მხარე შეტევაა. შესანიშნავი, სწრაფი და სხარტი ფულბექი ჰყავს. მეტოქის შეტევებისა და კონტრშეტევების ჩაშლას თუ მოვახერხებთ, მერე თამაშის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნებაც შესაძლებელი იქნება. მთელი კვირის განმავლობაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ, გლაზგოში გამართული კაპიტნის ვარჯიშიც კარგი გამოვიდა, მსგავს მეტოქეებთან შეხვედრა "ბორჯღალოსნებისთვის" მუდამ დამატებითი მოტივაციაა და ხვალინდელ დღეს მოუთმენლად ველოდები“.
წლის ყველაზე რთული მატჩის მოლოდინშია "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, თუმცა ისიც ადასტურებს, რომ ფავორიტ შოტლანდიასთან გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს:
“ნოემბრის ტესტებზე ყველაზე რთული მატჩი გველის. ამ თამაშისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ და როგორც მწვრთნელები, ასევე მოთამაშეები, მოსაგებად ვართ განწყობილნი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თამაში ღირსეული შედეგით დავასრულოთ. ფავორიტი, რა თქმა უნდა, შოტლანდიაა. ვერნ კოტერის ხელმძღვანელობით დიდ პროგრესს განიცდის და ჩვენს წინააღმდეგ საუკეთესო შემადგენლობით ითამაშებს. ამით ნათლად ჩანს, რომ მეტოქე პატივს გვცემს და ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ სერიოზული განწყობით ემზადება. ჩვენამდე მაღალი დონის ორი თამაში ჩაატარეს, თუმცა ვეცდებით, მათი ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ და ჩვენი სრულად გამოვიყენოთ. რა და როგორ გამოვა, შაბათს გამოჩნდება“.
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მოეწყობა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბაზარი არაა.. ჩვენი ლომები არიან და იქნებიან... თავს ზევით ძალა არაა.. მაგრამ მთავარი რაა იცით, რო ერთი წამითაც არ იგრძნობა რომ მარცხს ეგუებიან და ბოლომდე იბრძვიან... გენაცვალეთ ბიჭებოოოოოოოი
ვამაყობ ამ ბიჭებიტ..ღმერთმა გვიმრავლოს ჩვენს ქვეყანაში ასეთი კაცები
უკანა ხაზს უნდა ვასწავლოთ სწრაფი თამაში, ლობჟანიძეს კიდევ ყოჩაღ რა..მართლა ვარსკვლავია
ვასკა არი იმენნა მომავალი!
ბუნებრივ მინდორზე ასეთი ანგარიში არ დაფიქსირდებოდა
მადლობა ბიჭებს.
მადლობა ყველაფრისთვის ამ ბიჭებს..
როგორც კი ვცადეთ ხელით თამაში, ვეღარ დავჩაგრეთ..ჩემთვის რაც მთავარია, სერკინებაში დავჩაგრეთ
ვეღარ დავჩაგრეს უნდა დამეწერა
იტალიამ წააგო ტონგასთან
საღოლ ტონგას
იტალიამ და იაპონიამ წააგო
შერკინებაში ბალერინებივით არიან სკოტები ჩვენთან
სამწუხაროდ სხვა კომპონენტებში პირიკითაა.
აი ასე უნდა ვათრიოთ
საღოლ ვასკა
გვერდიდან არ სევიდნენ ახლა მოლში
რას იზამ, ამათ ტემპს და თამაშის სტილს რო აეწყო ხშირად უნდა ეთამაშო, ჩვენ კი 4 წელიწადში ერთხელ გვახვედრებენ, სხვანაირად ერთა თასზე როგორ უნდა განვითარდე. იქ ჩვენი სისწრაფე და ტექნიკა მოსაგებად გვყოფნის და მეტიცაა. ძაან ძნელია, თითქმის შეუძლებელი ერთ თამაშში აუწყო ფეხი ამ სიჩქარეებს..
ამდენ ფეხით გადაკიდებას უნდა შევეშვათ, ვერცერთი გადაკიდებული ბურთი ვერ ავიღეთ..
4 შერკინება იყო სულ და თუ დააკვირდით ოთხივეში ადრე აწვებიან, ისეთ ჯარიმას იღებენ რომელიც მათ აწყობთ.. არ გვიდგებიან ვაჟკაცურად, ჩვენი მორკინალების განეიტრალებას ამ ტაქტიკით ცდილობენ, მაგარი ჩოილარები არიან, იციან გადავანგრევთ(!) დააკვირდით აბა
რა ვაჟკაცობაზე ლაპარაკობ სტადიონის შეცვლის მერე თუ ძმა ხარ
ეეხ, სუბიექტური ვიქნები ალბათ, მარა მსაჯიც გვაწვება, მაგრამ უნდა შევეცადოტ ხელით თამაში
არაფერი სუბიექტური ასპროცენტიანი ხარ ძმა
მსაჯმაც გაატრაკა რამოდენიმეჯერ და რაღაც იღბალმაც დაგვაღალატა ერთი ორჯერ, მაგრამ სამწუხაროდ ისიც უდავოა რომ სკოტების კლასი ბევრად უფრო მაღალია ჩვენსაზე.
იტალია-ტონგა 13-7. 54-წუთი
2 ნაჩუქარი ლელო... ეს ბოლო ხო საერთოდ.... 3 კაცში რო ბურთს გაატან და ლელოს დაადებიებ ნამეტანია...
სწორად აღნიშნეს იაპოშკებმა: ქართველებს აზროვნებაში ვაჯობეთო... აზროვნების სისხარტე და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი აკლიათ ბიჭებს აშკარად...
რა სწორად მაგათი დედაც
ასეთ ანგარიშს არ ველოდი რა, ბოლოს როდის დავთმეთ ამხელა სხვაობით პირველი ტაიმი ვერ ვიხსენებ...
შოტლანდია რომ დაფრინავს, ორი აზრი არაა, მაგრამ კაცნაკლული სწორად დაგვტოვეს?
7-კაცა უნდა გავავითაროთ თორემ ამ სისწრაფეებით შორს ვერ წავალთ
გვჩაგრავენ..
ეხ, ეს არის ჩვენი ბაქი ბუქობა, პირველ ტაიმში 4 ლელოს მიღება, მოკლედ მეტოქის სწრაფი თამაში გვანგრევს, შენელებული კადრივით ვმოძრაობთ ამათთან შედარებით..
ამგენის მათხოვარი დედა
არიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიის
მეტი სისწრაფე და ნაკლები შეცდომა მიდით ლომებო
იტალია ტონგა იწყება. ვნახოთ მაკარონები რას იზამენ.
ეს ნაბ...ვარი კაბიანები ხელოვნურზე როგორ გადაიტანეს თამაში ამ პედრილიოებმა ააააა?
მერე კიდე.... რავიცი მე ჩვენი ბიჭების მჯერა და მწამს რო თავდადებულად ითამაშებენ, ახლა თუ რეალისტები ვიქნებით შანსები მოგებაზე მინიმალურია მარა... რაიცი მარცხი ელანძეა და...
))
DDDD
ღმერთმა ინებოს თამაშის მერე მისალოცი პოსტების სიმრავლით ამ საიტს გაეჭედოს ვაბშემც
მოგესალმებით ყველას...
უპირველესად უნდა მოვესიყვარულო იმ კაბიანიღლეების დედებს, ასე უსვინდისოდ და ნაგლად რო დაიწყეს იავნი ჩალიჩი ჩვენზე კოზირის გამოსაცლელად და ხელოვნურზეგადაიტანეს თამაში სპეცომ
არავითარი პესიმიზმი, შოტლანდია კი არა, ახ. ზელანდია და თუნდაც ინგლისი, ან ირლანდია გვყავდეს დღეს მეტოქედ; რაღამც ინებეს, დაგვდეს პატივი და გვხვდებიან, ბრძოლა უნდა ვაგემოთ ისეთი, რომ ძვლების ტკიცინი ისმოდეს, წინ გამარჯვებისკენ. გაუმარჯოს ბორჯღალოსნებს.
რაგბი ჩვენი თამშია ! ! !
გამარჯვება ბიჭებო ! ! !
ხხელოვნურსაფარიანმა მოედანმა შეიძლება რაღაც მომენტში ჩვენთვისაც დადებითად იმოქმედოს, შერკინების და მოლის შემთხვევაში ფეხი არ ჩაეფლობათ მინდორში და იმედია მაქსიმალურად მიაწვებიან..ყველაზე მეტად უნდა მეშინია დაკიდებული ბურთების, შეცდომა არ უნდა დავუსვათ, თორემ ძნელი იქნება მათი შეჩერება...ხაზის გაჭრა იმედია გაუჭირდებათ
რას ამბობ თუ ძმა ხარ, აბა ზუსტად მაგიტო გადაიტანეს მაგ კაბიანმა ნაბ....ვრებმა თამაში ხელოვნურზე ხო რო ე ბიჯო ქარტველებს ფეხი არ ჩაეფლოთო???? :
DDD
პირიქით მისაწოლად ფეხი რო ვერ მოიკიდონ მიტო ქნეს ეგ მაგ პედრილიოებმა
არ ჩაეფლობათ, მაგრამ დაუცურდებათ. როგორც ვიცი თვითონ რაგბისტებს დიდად არ მოეწონთ ხელოვნური საფარი და ესაა ცუდი.
დაცვაში თამაში თუ მოგვიწია, ბოლო 20 წუთი გაგვიჭირდება ხაზების დაცვა.
federer (17)მაგაშიც გეთანხმები რომ წელს 6 ერში სქოთები სამეულში შევლენ პირველი ულაპარაკოდ ინგლისი გახდება ნეტა რა უკნა ასეთი იმ ჯონსმა ამ მიცვალებულების გუნდს ასე რო გამოაცოცხლა, მეორეზე ირლანდია გავა და მესამეზე თავისუფლად შეუძლიათ შოტლანდიელებს გასვლა
federer (17)კი კოტე მაღალია მაგრამ ისინი 2.06 და 2.03 არიან სიმაგლეში
გასაგებია მეგობარო, მაგრამ სიმაღლეში არაა იმდენი სხვაობა რამდენიც ტექნიკაში ასე მგონია მე პირადად.
203 და 206 სერიოზული სიმაღლეა მხტომელისათვის და რათქმაუნდა დიდი უპირატესობაა, მაგრამ ტუ სწორად გააკეთებ ყველაფერს ამ უპირატესობის განეიტრალება შეიძლება.
ისე ჩვენი ნაკრებიც საკმაოდ მაღალი გუნდია და თხილაიშვილის გარდა 192სმ-ზე დაბალი არავინ არაა მეორე ხაზში
არა მარტო სიმაღლეზეც არ ვიზახი რო გადამწყვეტია თკო თუ სწორად აუხტები მოწინააღდეგეს და თუ მაგაზე კარგი პრიჟოკი გაკვს თავისუფლად შეიძლება შენზე 10-15 სმ მაღალს აჯობო უბრალოდ მე იმას ვიძახი რო მაღლები არიან და ჰაერშიც ძალაინ მაგრად თამაშობენ გინდა დერეფანი აიღე და გიდა გადაკიდებული ბურთი და გინდაც ბოქს კიკი კი თხილაიშვილის მორკინალისთვის შესაფერისი სიმაღლე არ აკვს 1.78-ია
მაგარი ათანი ყავთ კიდევ სკოთებს ფინ რასელი ევროპაში ერთ ერთი საუკეთესოა კაი უკანახაზელები ყავთ სეიმური და მიტლენდიც მაგარი სწრაფები არიან ფლანგებზე ასეთი ძლიერი ნაკრები სქოტებს მგონი თავის ისტორიაში არ ყოლიათ მაგრამ ეჭვიც არ მეპარება რო ჩვენი ფორვარდები მაგრად დაჩაგრავენ იმათსას შერკინებაში უნდა ვათრიოთ
ძალიან გაძლიერდნენ და ვფიქრობ რომ 6 ერში მინიმუმ სამეულში შევლენ.
მაგრად მჯერა ამის და სიმართლე გითხრა არ მიხარია მაგრამ რეალობა სხვაა და მე რა მინდა ეგ სხვა საკითხია
ახალს არაფერს არ ვიტყვი და ჩვენი მთავარი იმედი ამ შეხვედრაში რათქმაუნდა არის შერკინება და ეს უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ასევე შეიძლება მოლშიც დავჯაბნოთ რადგანაც ძალიან ძალისმიერი გუნდი გვყავს და შეიძლება ამ კომპონენტში უპირატესობის მოპოვება.
რაც შეეხება ხაზს,ფეხით თამაშს და სხვა კომპონენტებს აქ სერიოზული უპირატესობა აქვს მეტოქეს და მაქსიმაურად უნდა ვეცადოთ რომ ჩვენ ვიყოთ შეტევაში და მიძალებებით გავიდეთ ფონს