საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს სჯერა, რომ მისი ნაკრები იმსახურებს ადგილს 6 ერის ჩემპიონატში, და აცხადებს, რომ გუნდი ამისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ახალზელანდიელმა სპეციალისტმა ბრიტანულ გამოცემა BBC-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთა თასი ზედიზედ 6-ჯერ მოიგო, 2015 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და ზაფხულში დაუმარცხებლად ჩაატარა წყნარი ოკეანის კუნძულების ტური.
6 ერის ფორმატში ცვლილებები გარდაუვალი არაა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები იქნება 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ.
ჰეიგი მიიჩნევს, რომ სტატუს კვო საქართველოს განვითარებისთვისაა ხელისშემშლელი და მსოფლიო თასის სამზადისისთვისაც.
6 ერი და შეცვლილი ფორმატი
“ჩვენ გადავიზარდეთ ერთა თასითვის. ეს არაა უპატივცემულობა სხვა მეტოქეებისადმი, უბრალოდ რეალობაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი სურვილები საჯაროდ გამოგვეხატა 6 ერის მიმართ. არასდროს ყოფილა გავარდნა/აღზევების პრინციპი ფორმატში. არც ჩვენ გვინდა, რომ რომელიმე გუნდი გავარდეს 6 ერიდან, უბრალოდ, გვსურს მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდოს 7-8 გუნდამდე.
ახლა ზელანდიელი ასე განამტკიცებს თავის მოსაზრებას:
საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა, მაგრამ ვერ განვითარდება, თუ მაღალი დონის გუნდებს ხშირად არ ეთამაშა.
ექვს ერში გუნდების რაოდენობის გაზრდა არ გამოიწვევს საერთაშორისო მატჩების ფანჯრის გაზრდას.
როგორც ჰეიგმა თქვა, საქართველომ მიიღო შემოთავაზება, Pრო12-ში ჰყავდეს გუნდი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით ქართული რაგბის ინფრასტრუქტურა წინ მიიწევს.
ბრძოლა
მეორე დონის თითქმის ყველა გუნდი ითხოვს თამაშს დიდ გუნდებთან, მაგრამ მათთან შედარებით საქართველოს არგუმენტები უფრო დამაჯერებელია:
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის ბოლო 6 ჩემპიონატში 30 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო, ბურთების ბალანსი კი ასეთია: 948:264.
საქართველო მხოლოდ ერთხელ დამარცხდა გასულ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. გადაულახავი დარჩა მხოლოდ იაპონია, ასევე წაუგებლად დაასრულა ამ ზაფხულს წყნარი ოკეანის ტური ტონგასთან, ფიჯისთან და სამოასთან. გასულ კვირას საქართველომ თბილისში სამოა დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებისთვის 26 ნოემბერს შოტლანდიასთან მატჩი მეოთხე იქნება ექვსი ერის წარმომადგენელთან (ჩათვლილი არაა მსოფლიო თასის მატჩები) ბოლო 13 წლის განმავლობაში. აქამდე, 2003 წელს იტალიას ეთამაშა, 2013 წელს - არგენტინას, ხოლო 2014-ში - ირლანდიას. თბილისში კი, ექვსი ერის მონაწილეს არასდროს უთამაშია.
“როგორ შეიძლება განვითარდე ასეთ სიტუაციაში? ეს შეუძლებელია”, - ამბობს ჰეიგი.
“ტესტების კალენდარი ექვსი ერის გუნდებს 2019 წლამდე აქვთ გაწერილი, მაგრამ რამდენიმე თავისუფალი ფანჯარაცაა იმისთვის, რომ მათ მეორე დონის გუნდებთან ითამაშონ. ჩვენ კი, ნარჩენებისთვის ბრძოლა მუშტი-კრივით გვიწევს. ცოტათი ვხუმრობ, მაგრამ ეს ყველაფერი რეალობასთან ძალიან ახლოსაა.
ჩვენს განვითარებაზე “მსოფლიო რაგბი” ზრუნავს, მაგრამ ძალიან რთულია, ექვსი ერის წარმომადგენელს წელიწადში ორჯერ ეთამაშო. ჩვენ მეტი გვჭირდება”.
ერთით მეტი სკამი მაგიდასთან
ექვსი ერის ფორმატის შეცვლაზე უკვე დიდი ხანია ფიქრობენ – ბერნარ ლაპასემ წამოაყენა კიდეც ასეთი ვარიანტი, რომ პლეი-ოფის სისტემით გადაწყვეტილიყო ყველაფერი – ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის მომგებს შორის. მაგრამ, ლაპასემ აპრილში პოსტი დატოვა.
ალბათ, სამართლიანი პრინციპია, მაგრამ ჰეიგს სხვა იდეაც აქვს:
“მესმის, რომ ექვს ერში ადგილის დაკარგვა არავის სურს და მეც ასე ვიფიქრებდი მათ ადგილზე. თუმცა, ჩვენ არავის ადგილს არ ვითხოვთ. მხოლოდ ერთით მეტი სკამი გვსურს მაგიდასთან. ეს ჩვენთვის უფრო ჭკვიანური გზაა და აღმოსავლეთის რაგბიც ასე უფრო განვითარდება. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ აქ არიან პროგრესირებადი ქვეყნები – ჩვენ, რუმინეთი, რუსეთი – აქცენტის გაკეთება ამაზეც შეიძლება.
უკეთესი რაგბი
“იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო რაგბი ვერ მოახერხებს ჩვენთვის პირველი დონის ნაკრებებთან ტესტების მოწყობას, მაშინ საუკეთესო გამოსავალი ექვს ერში ადგილის მოცემა იქნება – ამ შემთხევაში ექვსით მეტი მატჩის გამართვა მოგვიწევს უძლიერეს გუნდებთან. ეს არ მოახდენს უარყოფით გავლენას კალენდარზე და მხოლოდ ის იქნება განსხვავება, რომ ჩვენ უკეთეს რაგბის ვითამაშებთ, მსოფლიო თასზეც უკეთ გამოვალთ”.
Pრო 12-ის შესაძლებლობა
“ერთა თასის მატჩზე თბილისში 50 ათასი გულშემატკივარი არავის უკვირს”, - ამბობს ჰეიგი. მაგრამ, ნოემბრის ტესტების დროს 30-კაციანი შემადგენლობიდან ზოგი საფრანგეთში ან ინგლისში თამაშობს, ზოგიც - საქართველოს ჩემპიონატში.
ამასობაში კი, Pრო 12-ის ხელმძღვანელობა განიხილავს ჩემპიონატში ჩრდილოამერიკული და ქართული გუნდის დამატებას.
“ეს ჯერ მხოლოდ დისკუსიის დონეზეა, მაგრამ ჩვენ გამოვთქვით სურვილი და მოწონება ამ იდეისა. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის, რომ უფრო განვითარდნენ და დახვეწონ თამაში.
იმედია, მართლაც განხორციელდება ეს პროექტი და 1-2 წელიწადში შედეგსაც დავინახავთ”, – აღნიშნა ჰეიგმა.
ქველმოქმედი მილიარდერი
საქართველოს არგუმენტს მნიშვნელოვანი დეტალიც ამყარებს. ის, რაც მეორე ეშელონის სხვა გუნდებს, შესაძლოა, არც ჰქონდეთ – ფული.
საქართველოს რაგბის დიდი მხარდამჭერი ჰყავს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახით. მის ქონებას ”ფორბსი” 4.8 მილიარდ დოლარად აფასებს, რაც ერთით მეტია, ვიდრე აშშ-ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს (3.7) და ცოტათი ნაკლები, ვიდრე რიჩარდ ბრენსონს (4.9).
მილტონ ჰეიგი 5 წელია საქართველოში მუშაობს, თუმცა ივანიშვილს არასდროს შეხვედრია.
“როდესაც პირველად ვნახე ჩვენი ბაზა, მივხვდი, რომ ასეთი შესაძლოა ახალ ზელანდიასაც არ აქვს. ჩვენ გვაქვს საკუთარი 27-ნომრიანი სასტუმრო, საცურაო აუზი, სამზარეულო, დარბაზი, ერთი ხელოვნურ- და ერთიც ბუნებრივსაფარიანი მოედანი – აქ ყველაფერი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
ივანიშვილი არაა რაგბის მოყვარული, თუმცა იცის, რომ ის ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს – ნაკრების ხარჯებსაც კი, სახელმწიფო ფარავს”.
“დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს აუცილებლად მოხდება”
გვირაბის ბოლოს სინათლეც მოსჩანს – მილტონ ჰეიგი საქართველოს გზას არგენტინის გზას ადარებს, რომელიც სერიოზული პროგრესის გამო 2012 წელს სამხრეთ ნახევარსფეროს ჩემპიონატში მიიწვიეს, ხოლო 2016 წლიდან - სუპერ რაგბიშიც.
“საქართველოში რაგბი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ბავშვებში რაგბის პოპულარობა ფეხბურთს უწევს კონკურენციას. ავაშენეთ ინფრასტრუქტურაც მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თუ ექვს ერში მიგვიღეს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველაზე დიდი სტადიონი პირთამდე გაივსება. საოცარი გარემო იქნება.
რა თქმა უნდა, კარგი და ლამაზი ადგილებია რომში, პარიზში, ლონდონში, მაგრამ ვფიქრობ, არც თბილისი უნდა იყოს ტურისტებისთვის უინტერესო.
დარწმუნებულნი ვართ, 4-5 წელიწადში ეს ოცნება რეალობად გვექცევა და სწორედ ამიტომ არ ვჩერდებით...”, - დასძინა ჰეიგმა.
სოფო ერქვანია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია თუ არ ყიდულობენ, იმედია ინგლისში და ირლანდიაში რაც ქართველებია ჩავლენ და იმედია დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაც გადავლენ. ქომაგობა თუ იქნა, ეგ მაგრად დაეხმარება ჩვენებს.
გაუჭირდებათ ბიჭებს ძააან გიგუშ... იმედია გაითვალისწინებენ წინა ორი თამაშის შეცდომებს და მომზადებული გავლენ მაგ პონტში... ისე უკანა ხაზი მაგარი პრობლემა გვაქვს რააა, რო იტყვიან ხიჭვი ზანგის ტრ... ში
მარტო სკოტებთან შეხვედრა არ წყვეტს ზევით მიღება არ მიღების საკითხს. ბევრი რამაა დამოკიდებული გაისად U20-ის ორგანიზაციაზე და ჩვენი ბიჭების ნაჩვენებ შედეგზე. წინ მივდივართ, და უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება არ შევაჩეროთ. არ არის შორს ის ნანატრი დროც.
მაგარი კაცია ჰეიგი ძალიან ბევრ ჩვენ" პოლიტიკოსსაც ჯობია მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი ცდაა არავინ არ მიგვიღებს 6 ერში თუნდაც ხვალ შოტლანდია 30 ქულით დავამარცხოთ !! ისევე როგორც ნატოში დაევროკავშირში არ მიგვიღებენ !@@
მელიტონა საქართVელოს დესპანია დასავლეთში
რაგბი ჩვენი თამშია ! ! !
გამარჯვება ბიჭებო ! ! !
შარიქა, თაზო, თოდუა თქვენ გარდასახვაზეა ხვალინდელი თამაშის ბედი ბიჭებო, მეტი ფანტაზია ჩართეთ, აცეკვდით, გააკეთეთ ცრუ მოძრაობები და გამარჯვება ჩვენია
როგორც ჩანს შოტლანდიელი გულშემატკივარი პასიურობს, ბილეთები ჯერ კიდევ არ გაყიდულა სრულად შოტლანდიის რაგბის კავშირი კი ფაქტიურად ყოველ საატში ახსენებს რო იყიდონ და სხვადასხვა აქციებს სთავაზობს, ან ჩვენ არ მიგვიჩნევენ საინტერესო მეტოქედ ან რაგბს იმ რაიონში მაინდამაინც არ გულშემატკივრობენ. იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები ხვალ მაგრად დააამუშავებენ შოტლანდიელებს რომ შემდგომში თუ შევხვდებით მთავარ არენაზე შეგვხდნენ და გულშემატკივრები ერთითვით ადრე ყიდულობდნენ ბილეთებს
ახლა მთავარი ისაა რომ სკოტებთან ღირსეულად ვითამაშოთ
ძალიან მაგარი მწვრთნელი გვყავს და იმედია მისი პროგნოზები გამართლდება და შედეგსაც მივაღწევთ
მელიტონა ჩვენი კაცია. წრმატება ვუსურვოთ ბორჯღალოსნებთან ერთად ხვალინდელ ჯახში.