ბორჯღალოსნები

18:10 | 24.11.2016 | ნანახია 6027 - ჯერ

მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

წლის ბოლო სანაკრებო მატჩამდე 48 საათით ადრე, მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების სამატჩო, 23 კაციანი რაზმი დაასახელა, რომლებიც 26 ნოემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

შეხვედრა ქილმარნოქში, 18-ათასიან რაგბი პარკზე გაიმართება. ის 1899 წელს გაიხსნა და სამჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია - 1946, 1961 და 1994-95 წლებში. უმაღლესი დონის ხელოვნურსაფარიანი მოედნის სრული სიგრძე 102, ხოლო სიგანე 68 მეტრია. ამ სტადიონზე საშინაო თამაშებს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ატარებს. 26 ნოემბრის მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე იწყება და ქართველ ქომაგს მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საშუალებით ექნება.

მხოლოდ ერთი ცვლილება

სამოასთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო 15-ეულში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა და ისიც იძულების წესით. 19 ნოემბერს თავის ტრავმა მიიღო გიორგი კოშაძემ და მწვრთნელებმა მის ნაცვლად სასტარტოში გიორგი აფციაური დააბრუნეს. აფციაურმა 12 ნოემბერს, იაპონიასთან დაიწყო თამაში და ახლაც გარემარბად მოგვევლინება, ხოლო თამაზ მჭედლიძე მოედნის ცენტრში გადაინაცვლებს და მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. მეორე ფლანგზე სანდრო თოდუა დადგება, ხოლო ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილია, რომელიც 98-ე კეპს მოიხვეჭს.

ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს შერკინების ხაზი. იაპონიასთან და სამოასთან სრული დომინირების შემდეგ, ჰეიგმა ფორვარდების შეცვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სამოას მსგავსად, უცვლელია ნახევარდაცვის წყვილი.

მარქაფა

წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ორი ცვლილებაა მარქაფაში. შერკინების პირველ ხაზს ის სამეული გააძლიერებს, რომელმაც ერთი კვირის წინ სამოასთან ოთამაშა. სკამზეა მესამე ხაზის სამი მოთამაშე - გიორგი თხილაიშვილი და შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე ერთი კვირის წინაც შევიდნენ,ახლა მათ ლაშა ლომიძე დაემატა, რომელიც მარქაფაში იაპონიასთან იყო. წინა მატჩებისგან განსხვავებით, თადარიგში გამოჩნდა ბექა წიკლაური. ის ერთადერთი უკანახაზელია სათადარიგოთა სკამზე, ხოლო 9 ნომრად ტრადიციულად გიორგი ბეგაძე შევა.

ბორჯღალოსნები

შემოდგომის ტესტები 2016 * მესამე შაბათი
შოტლანდია * შაბ 26/11 ქილმარნოქ, რაგბი პარქ @ 18.30 საქ = 14.30 შტლ

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

97

14ლ 132გ 139ჯ 3ა [760 ქ] 4სბ

14

გიორგი აფციაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1994

21

13

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

46

8ლ [1 კაპ]

12

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ პრო დ2]

1993

44

6ლ სბ

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

58

7ლ 2სბ

10

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

72

4ლ 38გ 25ჯ 3ა [180 ქ] 2სბ

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

17

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

38

2ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

39

ლ 2სბ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

30

3ლ

4

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

44

2ლ 2სბ

5

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ პრემ]

1984

64

12ლ 4სბ

6

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989 38

4ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ

7

მამუკა გორგოძე^კაპ

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1984

68

26ლ [10 კაპ] 5სბ

8

ბექა ბიწაძე

შონბრი [სფრ ფედ1]

1991

19

6ლ

მარქაფა [სათადარიგოები]

22

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

24

4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]

21

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

50

2სბ

16

ბადრი ალხაზაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995 1

:

17

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

25

2ლ

18

დუდუ ქუბრიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1986

44

2ლ წბ 2სბ

19

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

24

5ლ სბ

20

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

32

6ლ სბ

23

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

61

2ლ [15 კაპ] 3სბ

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:36 | 25.11.2016
rachuka (32)

როგორც ჩანს შოტლანდიელი გულშემატკივარი პასიურობს, ბილეთები ჯერ კიდევ არ გაყიდულა სრულად შოტლანდიის რაგბის კავშირი კი ფაქტიურად ყოველ საატში ახსენებს რო იყიდონ და სხვადასხვა აქციებს სთავაზობს, ან ჩვენ არ მიგვიჩნევენ საინტერესო მეტოქედ ან რაგბს იმ რაიონში მაინდამაინც არ გულშემატკივრობენ. იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები ხვალ მაგრად დააამუშავებენ შოტლანდიელებს რომ შემდგომში თუ შევხვდებით მთავარ არენაზე შეგვხდნენ და გულშემატკივრები ერთითვით ადრე ყიდულობდნენ ბილეთებს

18:28 | 25.11.2016
maxo_65 (458)

მართალია შოტლანდია ასეთი ძლიერი დიდი ხანია არ ყოფილა, მაგრამ არც ჩვენი გუნდი იყო ასეთი ძლიერი, როგორც ახლა არის..მთავარია მსაჯმა არ გაგვწიროს, მე ვამაყობ ჩვენი გუნდით, ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, შოტლანდეიელებს ვნახავ ხვალ თავით რომ მოხნავენ მინდორს..

16:01 | 25.11.2016
krasni (587)

უეჭველი ჩვენ მოვიგებთო, არც სკოტები ამბობენ, ვერც იტყვიან. ჩვენ კი უნდა დავამტკიცოთ,რომ არათუ მხოლოდ ახლოში ვართ. თუ შარშანდელ ირლანდიასთან მსაჯობა არ განმეორდა, არ ვიქნებით უშანსოდ.

13:37 | 25.11.2016
BEERTRANCE (1073)

ოფფლოუდების სპეციალისტი გვინდა თანაშემწედ კიდე. ოფფლოუდები რო დავამუღამოთ მაგრა მოვუმატებთ.

14:49 | 25.11.2016
meleksa (132)

გიგა ოფლოუდის სპეციალისტი არვიცი არსებობს თუ არა, მარა ის კი ვიცი რომ თუ მორკინალბმა არ სცადეს ხაზის გაჭრა და შემდეგ ოფლუდი ისე ძნელია მეტობა შექმნდა და დაცვაში ბზარები გაუჩინო ძლიერ მეტოქეს. მორკინალის შესაჩერებლად რომ 2 კაცი მივა მინიმუმ მაშინ უკვე გვაქნება მეტობა. ამ შემთხვევაში მიმყოლის ფუნქციაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ან სწრაფად შევა რაქში და ბურთი არ დაიკარგება, ან ამოგდებული ბურთით ნაპრალში გაივლის, ან კიდევ ნორმალურ პასს მისცემს სისწრაფე აკრეფილ თანაგუნდელს.

13:30 | 25.11.2016
giogobi (68)

ძალიან ოპტიმისტურად ნუ შევხედავთ ამ თამაშს, მთავარია ვიბრძოლოთ და არ გავნადგურდეთ. საუბარია შოტლანდიაზე, რომელმაც კინაღამ ავსტრალიას მოუგო და დაამარცხა არგენტინა, ხოლო არგენტინა რა ძალაა კარგად ვიცით. ობიექტურად ისინი გაცილებით წინ არიან და დღეს შოტლანდია სხვა გუნდია ვიდრე ორი წლის წინ და ეს რეიტინგშიც აისახა. იმედგაცრუებული არ უნდა ვიყოთ თამაშის შემდეგ, ესაა მთავარი, ვიომოთ, ვიბრძოლოთ, როგორც გვჩვევია, ჭკვიანურად ვიმუშაოთ მინდორზე. მელეკსას ვეთანხმები, ერთი უკანახაზელი ცოტაა, და სხვაც არავინაა მარქაფაში წიკლაურის გარდა უკანა ხაზში რომ ათამაშო

13:25 | 25.11.2016
maxo_65 (458)

მეც ოპტიმისტი ვარ გამოუსწორებელი..ყელზე დავადგებით შოტლანდიელებს...

13:01 | 25.11.2016
Torres9 (48)

stripslashes((strlen('http://www.bbc.com/sport/rugby-union/38030651')>0?'http://www.bbc.com/sport/rugby-union/38030651':'http://www.bbc.com/sport/rugby-union/38030651'))
თარგმნეთ საინტერესოა ძალიან,ძირეული განხილვაა დღევანდელი ქართული რაგბის და მისი წარმატების...

18:18 | 25.11.2016
beso68 (6)

სპორტალმა თარგმნა
0?'>http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/98744-chven-vithkhovth-erthith-met-skams-magidasthan-bbc-is-interviu-milton-heigthan.html':'>http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/98744-chven-vithkhovth-erthith-met-skams-magidasthan-bbc-is-interviu-milton-heigthan.html'))

12:57 | 25.11.2016
პანტელეიმონი (1218)

გამოუსწორებელ ოპტიმისტს მჯერა ჩვენი ბიჭების გამარჯვების ! ! !

ხომ უნდა მოვიდეს ის ბედნიერი დღეც, როცა ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული

12:49 | 25.11.2016
meleksa (132)

1 უკანახაზელი რეზერვში შეცდომა მგონია მე. იმედია ყველა ჯანმრთელად იქნება!

12:47 | 25.11.2016
meleksa (132)

ჩემი სურვილი იქნებოდა 10 ქულაზე მეტით არ წავაგოთ თუ მაინც არ აგვცდა წაგება

10:38 | 25.11.2016
BEERTRANCE (1073)

შანსები მცირეა, ყველაზე მთავარი რაც გვჭIრდება მეტი კონცენტრაცია და დისციპლინა.

09:57 | 25.11.2016
zurageorgevich (45)

აქამდეც ვთქვი და განვმეორდები... შოტლანდიელები ფავორიტები არიან უდაოდ. რაც შეეხება შანსეის შეფასებას, ინგლისელი მსაჯის გათვალისწინებით, ჩვენ რომ გასვლაზე ვთამაშობთ, მინდორი რო ხელოვნურია, ჩვენი მორაგბეების დანაკლისი და სხვა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შევაფასებდი 65%-35% მთლად განწირულები წაგებისთვის მე მგონია რომ არ ვართ, რაღაც რაღაც პლიუსები ჩვენც გვაქ... ძლიერი ფორვარდები (მორკინალები) შერკინებაში უპირატესობა სავარაუდოდ ჩვენსკენ იქნება... ჩვენები ყოველთვის უკეთ თამაშობენ მეორე ნომრად... გუნდი იაპონიის თამაშთან შედარებით შეთამაშებულია... ორმაგად მოტივირებული გადიან სხვადასხვა ფაქტორების გამო... არ მგონია ინგლისელმა მსაჯმა იკადროს რამეზე თვალის დახუჭვა, მსოფლიო რაგბის კავშირი მათაც მკაცრად აკონტროლებს ჯერ ერთი და მეორე სულაც არ ჭირდება სქოთებს მსაჯის დახმარება ისედაც ფავორიტები არიან და ეს მსაჯმაც იცის (თან რაგბიში ცოტა მკაცრად არის დაცული მსაჯის ობიექტურობა ფეხბურთისგან განსხვავებით. მე ესე მგონია)... მე ვფიქრობ კაი ფსიქოლოგიური მომზადების შემდეგ (რაც მილტონს არ ეშლება), დალაგებული კომბინაციებით და ძლიერი დაცვით რაც მართლა შეგვიძლია ეს გამოჩნდა მსოფლიოზე ტონგასთან... ჩვენ შევძლებთ და შეგვიძლია შოტლანდიელების დამარცხება... შეგახსენებთ, რომ თუ ლოგიკას მივყევით ეგრე ვერც იტალიელებს და ვერც იაპონოლებს ვერ უნდა დაემარცხებინათ სამხრეთ აფრიკელები ვერც ირლანდიას ვერ უნდა დაემაცხებინა ზელანდია და ასე შემდეგ სპორტია რაგბია და ყველაფერი შეილება მომხდარიყო... მე მაინც ყველაზე ძაან იაპონელებთან მარცხზე მწყდება გული... გაუმარჯოს ბორჯღალოსნებს

01:14 | 25.11.2016
ukleba (77)

ნოესალმებით. არ ვიცი რა შემადგენლობას დააყენებენ სქოთები, ერთს კი ვიტყვი: 1) მგონია რომ გადამეტებული მლოდინები შეიქმნა ამ თამაშისგან ზოგადად, ვინდაიდან და რადგანაც- ა) სქოთებს ახლა ისეთი გუნდი ყავთ, როგორიც მათ ბოლო 20 წელია არ ჰყოლიათ. ძალიან მაგარ ფორმაში არიან ბიჭები. მათ დაამარცხეს არგენტინა და ძალიან ახლოს იყვნენ ავსტრალიის დამარცხებასთან და უბრალოდ არ გაუმართლათ. ბ) თამაში მათსავე მოედანზეა და აირჩიეს მსუუქი სტადიონი + ამას, სადაც ჩვენი სერკინება ისეთი ძლიერი ვერ იქნება, გარდა ამისა ურთი მოედანზე სწრაფად იმოძრავებს და სისწრაფე რომ ჩვენი + არ არის ესეც მოგეხსენებათ. გ) მსაჯი არის ინგლისელი და მერწმუნეთ ამ დონის თამაშებში 1-2 მსაჯის "შეცდომა" უკვე შედეგზე პირდაპირ აისახება (დაენიშათ დოილი). 2) სამწუხაროდ ჩვენი უკანა ხაზის თამაშI კრიტიკას ვერ უძლებს. ტრავმები ერთია სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ღირსეული შემცვლელები არ ყავთ ბიჭებს და ამიტომ გავკივი რომ 7-კაცა პრიორიტეტი უნდა გახდეს. უნდა აიღოს ფედერაციამ კურსი, რათა მოხდეს ზელანდიელი, ავსტრალიელი, აფრიკელი რაგბის ბოსებთანნ რაიმე სახის მემორანდუმის გაფორმება და გაცვლითი პროგრამები უნდა დაიწყოს 13-14 წლის ბავშვები უნდა გავუშვათ იქ სამ წლიან სტაჟირებებზე და ისინი აქ ჩამოვიყვანოთ-ფორვარდები. ნუ კარგი მენეჯმენტის პირობებში შესაძლებელი იქნება ამის განხორციელება და ეს 5 წელიწადში მნისვნელოვან სევსებას მისცემს გუნდს.
ასე რომ, ჩემი პროგნოზი ასეთია : წავაგებთ დააახლოებით 20-25 ქულით. მაპატიეთ -არ ვარ არც პესიმისტი და არც ოპტიმისტი. რეალურად ასე ჩანს. თუ მოხდა სასწაული და ეს თამაში არ ავაგეთ-არ ვიცი რამე ორიგინალურს მოვიფიქრებ და ისე მოვიხდი ბოდიშს

09:33 | 25.11.2016
geogoli (367)

კარგა ხანია არ გამოჩენილხარ და გამეხარდა შენი გამოჩენა. იმედია თამაშის მერე ბოდიში გექნება მოსახდელი მეც ვფიქრობ რომ წავაგებთ, მაგრამ ზოგჯერ წაგებაც სასარგებლოა.

00:03 | 25.11.2016
beeq777 (35)

ვერა და ვერ გაიხსნა აფციაური, მაგრამ მჯერა რომ ბევრს მუშაობს თავის თავზე, შეძლებს და შოტლანდიასთან ბევრათ უკეთ ითამაშებს. ბიჭებო მას გამხნევება უფრო ჭირდება ეხლა ვიდრე კრიტიკა.ძალიან მწყდება გული ხმალაძეზე, რომელიც ჩემის აზრით ხაზს უფრო აქტიურად და შემოქმედებთად ათამაშებს. აგრესიული და გაუვალი დაცვა, ამას დამატებული თავდაჯერებულობა, გამართული სათამაშო სქემა და მჯერა რომ შოტლანდიას დავამარცხებთ. წარმატებები ბიჭებს.

22:26 | 24.11.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ბიწაძე დღეს ნაკრების ნამდვილი სიურპრიზია

22:23 | 24.11.2016
მებრძოლი ლაზი (124)

კოლელიშვილისგანაც მეტის მოლოდინი მაქვს...მას ეს შეუძლია

22:21 | 24.11.2016
მებრძოლი ლაზი (124)

აფციაურის თითქმის ყველა თამაში მაქ ნაკრებში ნანახი და მისი ამპლუა სიმართლე გითხრათ დღემდე ვერ დავადგინე...ფეხბურთის ლობჯანიძე თუ დვალიშვილია, სადღაც მაგათ შორის...როცა ნაკრების მორაგბე ხარ და უკანახაზელი ხარ მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა იყო ახლოს ლელოს დადებასთან, ვიცი სათქმელად ადვილია მაგრამ უყურონ და ივარჯიშონ თუ როგორ თამაშობენ ტოპ უკანახაზელები რა მოხდება

21:47 | 24.11.2016
Kala94 (151)

შერკინებაში კლუბებს რომ ვუყურებ თვალს უხარია

20:21 | 24.11.2016
fereidneli (24)

ეს აფციაური ფეხბურთის ლობჟანიძესავით ხო ვერ მოვიშორეთ...

20:55 | 24.11.2016
temuchin (431)

არ გვყავს სათანადო შეცვლა ალბათ ჯერჯერობით

0.137256