ედინბურგში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის 20-წლამდელთა ნაკრები 21:17 დაამარცხეს. პირველი ტაიმი ქართველებმა ერთი ჯარიმითა (გელა აფრასიძე) და ლელოთი (აკაკი ტაბუცაძე) 8:0 მოიგეს, შეხვედრის მეორე ნახევარში კი კიდევ ორი ლელო და ჯარიმა მიითვალეს, რასაც მასპინძლებმა სამი ლელოთი გვიპასუხეს. თუმცა, მატჩი მაინც ჩვენი 20-წლამდელების გამარჯვებით დასრულდა. ჯერჯერობით მხოლოდ ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ. დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარეათ ბიჭებო ! ! !
სქოთები U19 იყოო. საინტერესო იქნება დეტალური შეფასება მწვრთნელის, რატომ გვქონდა პატარა ჩავარდნა ბოლოში. ტექსტიდან ასე მგონია რო გაძევების გამო.
რაგბის კავშირი არ მოიყყუებოდა,თქვენ აგერიათ რაღაც,19 წლამდელებს მოუგეს და არა თანატოლებს . ისე ანგარიში რეალობას არ ასახავს 25ით 10მაინც უნდა მოგვეგო მინიმუმ
კი შოტლანდიელების U19 ვეთამაშეთ ჩვენი U20, მაგრამ დამიჯერეთ ჩვენი ბიჭების მეოთხედიც "თუ მეტი არა კიდევ" 19 წლისები არიან ჯერჯერობით. U20-ი 19-20 წლის ბიჭებით არის დაკომპლექტებული ძირითადად. შოტლანდიელების U19 ის ნაკრებია რომლში გამორჩეულებსაც U20 დაამატებენ და თბილისში გვეწვევიან მსოფლიო თასის გათამაშებაზე. პლიუს ჩვენც ლეგიონერების გარეშე ვართ ჩასულები და ამით იმის თქმა მინდა რომ რახან U19 მოუგეთ ეს არანაერად არ აკნინებს ჩვენს გამარჯვებას. წარმატებები უფროს ბორჯღალოსნებს... მოუთმენლად ველი შაბათს და უფრო დიდი გამარჯვების ზეიმს...
გასახარია, ვულოცავ ბიჭებს. რატომ ვწერთ თანატოლებს სკოტებზე, თუ კი U19-ს ვეთამაშებოდით.
თუ არ ვცდები ჩვენებიც 19 წლამდელები არიან(მომავალ მსოფლიოზე ამ სასტავით უნდა გავიდეთ)