ბორჯღალოსნები

18:36 | 22.11.2016 | ნანახია 4519 - ჯერ

უმცროსი ბორჯღალოსნების ბრიტანული ტურნე

ხვალ საღამოს, თბილისის დროით 19 საათზე უმცროსი ბორჯღალოსნები ედინბურგში, ბრიტანული ტურნეს მეორე მატჩში მეგეთლენდის სპორტული კომპლექსის მოედანზე შოტლანდიელ თანატოლებს შეხვდებიან.

მატჩის სტრიმი ან რაიმე სახის ტრანსლაცია არ გაიმართება. ანგარიშის განხლებების სანახავად ესტუნრეთ შოტლანდიის რაგბის კავშირის თვითერის გვერდს @ScottishRugby

ორივე გუნდი 2017 წელს საქართველოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ტურნეზე ბორჯღალოსნებმა რამდენიმე ლეგიონერი და ორი ტრავმირებული მორაგბე მოისაკლისეს, თუმცა ამით შანსი მიიღეს დანარჩენებმა. 19 ნოემბერს ჩვენმა 20-წლამდელებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ალსთერის თანატოლთა გუნდის წინააღმდეგ ითამაშეს და ტაიმის 5-7 დათმობის შემდეგ, თამაში 27-12 მოიგეს. მაშინ მწვრთნელებმა საქმეში ტურნეზე მყოფი 30-ივე მორაგბე იხილეს, შოტლანდიასთან მატჩი კი, ტესტ-მატჩის ხასიათისაა და გუნდებიც 23-კაციანი განაცხადებით იქნებიან წარმოდგენილი.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ, მატჩებს შორის დროის სიმცირის გამო, მომავალი თამაშის წინ აქცენტი ვიდეო-ანალიზსა და შეცდომების გამოსწორებაზე გააკეთა:

“ალსთერთან გამარჯვების შემდეგ, შოტლანდიასთან მატჩამდე ძალიან ცოტა დრო გვქონდა და ერთდროულად აღდგენას და შეცდომების გამოსწორებას ვერ მივხედავდით. რეალურად, სისუსტეების აღმოსაფხვრელად და ძლიერი მხარეების გასაუმჯობესებლად მხოლოდ ერთი დღე გვქონდა. სამწუხაროდ, ვარჯიშში ხელი ამინდმაც შეგვიშალა. მიუხედავად ამისა, ბიჭებს სუსტი წერტილები და შეცდომები ვიდეო-ანალიზისას დავანახეთ, ჩავატარეთ შესაბამისი ვარჯიში და დანარჩენი უშუალოდ თამაშისას გამოჩნდება.

“ალსთერთან მატჩში გუნდის ორგანიზაციული მხარე ნორმალური იყო და მომდევნო ვარჯიშები ისე დავგეგმეთ, რომ ხვალინდელ თამაშს მაქსიმალური ენერგიით შევხვდეთ. მატჩის წინა დღე უმეტესად ინდივიდუალურ ანალიზს დაეთმობა და იმედია, შოტლანდიას ოპტიმალურ ფორმაში დავუპირისპირდებით. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ამ თამაშში თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ.”

უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ლადო კილასონია მიიჩნევს, რომ იმ ბიჭებმა, რომლებიც 20-წლამდელთა ასაკში წელს დაწინაურდნენ, დავალებებს თავი კარგად გაართვეს და ვარაუდობს, რომ 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს კარგად შეკრული გუნდი ეყოლება:

“ამ ტურნეს მიზანია, რომ დავინახოთ ჩვენი სუსტი მხარეები, მოხდეს მორაგბეების შეთამაშება და საფუძველი ჩაეყაროს იმ გუნდის მშენებლობას, რომელიც საქართველოს სახელს 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიცავს. ალსთერთან მატჩის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვითარების სწორ გზაზე ვდგავართ.

“ალსთერის 20-წლამდელთა გუნდი სწრაფი რაგბის მიმდევარია და ჩვენთანაც სცადეს თამაშის გაშლა. ეს აღმოჩენა არ ყოფილა, რადგან საქართველოსთან ყველა ერიდება ახლოდან თამაშს. სასიამოვნოა, რომ ამ პირობებში მეტოქეს ძალიან კარგად დავუხვდით, იგრძნობოდა ორგანიზაცია.

“ამ ფორმაციის 20-წლამდელების დადებითი მხარე ისაა, რომ სწრაფად მოხერხდა გუნდური სულისკვეთების გათავისება. იდეალურ შეთამაშებამდე ჯერ კიდევ შორს ვართ, თუმცა უკვე იგრძნობა, რომ ეს შესაძლებელია. ბრიტანულ ტურნეზე მთლიანი შემადგენლობის მხოლოდ 20 პროცენტია ისეთი, რომლებმაც წელს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს. მათ უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს და ეს გამოცდილება უმნიშვნელოვანესი იქნება. დანარჩენების, ასე ვთქვათ „ახლების“ ნაწილმა მარტივად მოახერხა დავალებების ათვისება და უკვე გამოჩნდა რამდენიმე ისეთი მორაგბე, რომლებიც გამოცდილებს ტოლს არ დაუდებენ და მომავალ თავად იქნებიან ლიდერები.”

უმცროსი ბორჯღალოსნები შოტლანდიის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშებენ:

15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ბექა გავაშელიშვილი, 12. გიორგი წიკლაური, 11. დავით მესხი, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. გურამ გოგიჩაიშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. გურამ პაპიძე, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. გიორგი ნუცუბიძე, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.

მარქაფა:

16. გიორგი ზამთარაძე, 17. პეტრე ჯინჭარაძე, 18. რევაზ დუგლაძე, 19. კობა ჯიმშელეიშვილი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი, 21. სანდრო ნახუცრიშვილი, 22. ბექა მამუკაშვილი, 23. სანდრო სვანიძე.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:08 | 23.11.2016
temuchin (431)

გილოცავთ, მოვიგეთ!!! უბრალოდ რაც არ მომეწონა ისაა, რომ მეორე ტაიმის შუაში 18-0 ვიგებდით და მერე ისე გავანიავეთ ჰანდიკაპი რომ 21-17 დამთავრდა. სერიოზული გუნდები ამას არ გვაპატიებენ, ეს სკოტების ექსპერიმენტული U19 იყო.

21:33 | 23.11.2016
არჩილ სოხუმელი (484)

გილოცავთ!

21:30 | 23.11.2016
არჩილ სოხუმელი (484)

ვნახე ანგარიშიstripslashes((strlen('http://site.rugby.ge/ka-GE/home/')>0?' http://site.rugby.ge/ka-GE/home/':' http://site.rugby.ge/ka-GE/home/')) (FT დასრულდა მატჩი ედინგბურგში სადაც მეორე ტაიმში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კიდევ ორი ლელო და ჯარიმა მიითვალეს, მასპინძლებმა კი სამი ლელოთი გვიპასუხეს და საბოლოოდ მატჩი ჩვენი 20-წლამდელების გამარჯვებით ანგარიშით 21-17 დასრულდა
მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ)
აქედან გაიხსნაstripslashes((strlen('https://www.facebook.com/GeorgianRugby/?fref=nf')>0?' https://www.facebook.com/GeorgianRugby/?fref=nf':' https://www.facebook.com/GeorgianRugby/?fref=nf'))

21:26 | 23.11.2016
ukleba (77)

გილოცავთ... მოვიგეთ 21:17stripslashes((strlen('https://www.facebook.com/GeorgianRugby/?hc_ref=NEWSFEED&fref=nf')>0?' https://www.facebook.com/GeorgianRugby/?hc_ref=NEWSFEED&fref=nf':' https://www.facebook.com/GeorgianRugby/?hc_ref=NEWSFEED&fref=nf'))

21:22 | 23.11.2016
გზავნილი (81)

რამდენად სარწმუნოა არ ვიცი, მაგრამ ერტი შოტლანდიელი წერს 17-21! Georgia defeated scotland!
ანუ ჩვენ გავიმარჯვეთ

21:07 | 23.11.2016
არჩილ სოხუმელი (484)

სადმე არ წერია ანგარიში?

21:07 | 23.11.2016
არჩილ სოხუმელი (484)

ნუთუ მოვიგეთ?

20:26 | 23.11.2016
Svani (4)

იმათი U19 რატო წერია?

20:11 | 23.11.2016
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('https://twitter.com/Scotlandteam')>0?'https://twitter.com/Scotlandteam':'https://twitter.com/Scotlandteam'))

20:10 | 23.11.2016
არჩილ სოხუმელი (484)

მგონი 8 - 0 ვიგებთ

20:02 | 23.11.2016
Svani (4)

Georgia U20s lead Scotland U19 development squad 8-0

20:01 | 23.11.2016
Svani (4)

...ანგარიში?!

19:42 | 23.11.2016
krasni (587)

რა გახდა ერთი სტრიმი

19:25 | 23.11.2016
არჩილ სოხუმელი (484)

ვინც უყურებთ, გთხოვთ ანგარიში დაწეროთ

19:18 | 23.11.2016
არჩილ სოხუმელი (484)

ხომ არ იცით სადმე ვნახავ თამაშის მიმდინავრეობას?

23:17 | 22.11.2016
giogobi (68)

ღმერთმა ქნას

21:15 | 22.11.2016
krasni (587)

ამინ, გისმინოს ღმერთმა ძმაო.

22:09 | 23.11.2016
temuchin (431)

ეს უკვე ერთი მოგება

20:31 | 22.11.2016
temuchin (431)

გული მიგრძნობს რომ სკოტების დამწუხრება ხვალიდან დაიწყება!

20:05 | 22.11.2016
პანტელეიმონი (1218)

გამარჯვება ბიჭებო ! ! !

0.089759