საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი ტესტ-მატჩის გასამართად რამდენიმე საათის წინ შოტლანდიას ეწვია.
გუნდი ედინბურგში დაბინავდა და დღევანდელი დღე სრულად დაეთმობა აღდგენას, ხვალ და ზეგ კი, ორჯერადი ვარჯიშები გაიმართება. სანამ ნაკრების შემდგომ გეგმებს გაგაცნობთ შეგახსენებთ, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები სწორედ ედინბურგში არიან და 23 ნოემბერს შოტლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან. ილია მაისურაძის შეგირდები 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან და რამდენიმე დღის წინ ალსთერის თანატოლთა გუნდი 27-12 დაამარცხეს.
24 ნოემბერს უმცროსი ბორჯღალოსნები სამშობლოში ბრუნდებიან, ხოლო უფროსები გლაზგოში მიემგზავრებიან და 26 ნოემბრის ჯახისთვის იქ განაგრძობენ მზადებას. მატჩი გლაზგოს მახლობლად მდებარე ქალაქ ქილმარნოქში გაიმართება და თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ტრავმების შემდეგ რეაბილიტაციას განაგრძობენ და შოტლანდიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ ლაშა ხმალაძე და დავით კაჭარავა. შოტლანდიაში გამგზავრებამდე ბორჯღალოსნებმა თბილისში ორი შეხვედრა გამართეს და იაპონიასთან 22-28 დამარცხდნენ, ხოლო 19 ნოემბერს სამოა 20-16 დასცეს. სქოთებმა 12-ში ავსტრალიას უმასპინძლეს და 22-23 დამარცხდნენ, ხოლო ორი დღის წინ არგენტინას 19-16 აჯობეს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
BEERTRANCE
სქოთებს საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვთ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ძალიან დიდი არჩევანი აქვთ და მათთვის მოთამაშის შეცვლა არცერთ პოზიციაზე არწარმოადგენს ისეთ სირთულეს, როგორც ჩვენთვის...
ხმალაძე-კაჭარავას ტრავმა ძალიან დიდი დარტყმაა, რადგან მალაღურაძეა მხოლოდ ვისაც უმტკივნეულოდ მათი შეცვლა შეუძლია ნაკრებში ამ ეტაპზე, ამიტომ ერთ-ერთი პოზიცია უკვე სუსტდება, ფრუიძის არყოფნა თავიდანვე არმომეწონა და ეხლა უფრო გამოჩნდა მისი საჭიროება ამ ტრავმების ფონზე!
იმედია კოშაძე დადგება და შეძლებს ამ ურთულესი ამოცანისთვის თავის გართმევას...
სქოთებს შეიძლება დანაკლისი ჰქონდეთ და ნეტა რამდენად სერიოზული?
სქოთებს დიდი ბრძოლა უნდა გავუჩაღოთ, იქნებ ომის ღმერთმა ჩვენც გაგვიღიმოს, გამორიცხული არაფერია. თუმცა სქოთები სერიოზულ ფორმაში არიან, არგენტინა კი დადეს ბეჭებზე და ავსტრალიასთან სულ ცოტა დააკლდათ. სხვათაშორის, მიუხედავად მარცხისა, ჩვენს მიერ დაჯაბნილი იაპონლები, 80 წუთი ფრეზე ედგნენე უელსს. სეზონის ბოლო ბრძოლაა, ბიჭები შეთამაშდნენ, თან როგორც წესი ძლიერ მეტოქესთან უფრო მედგრად იბრძვიან, აი ეს ყველაფერი იმედს იძლევა... წარმატებები ჩვენს ბორჯღალოსნებს!
ღმერთმა გისმინოს
თან უფრო და უფრო უმატებენ, პირველ თამაშებში გვიჭირს ხოლმე.
ცეკვა უნდა ისწავლონ ჩვენმა უკანახაზელებმა, წარმატების გასაღები ამაშია...მაა ნონუ, ფოფანა როგორ ცეკვავენ როცა ბურთს მიიღებენ აი ამ ტექნიკის ათვისება გვინდა და მერე ნებისმიერ ნაკრებს დავუდგებით
წარმატებები, კაჭარავა დაგვაკლდა ცუდია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მაგ ამპლუაზე ბიჭები არ გვყავს, ღმერთმა ორმოც წლამდე მინიმუმ ასე კარგათ ათამაშოს, მაგრამ მაგ პოზიციაზე უნდა მოიძებნოს ვინმე, იგივე თუ არ ვცდები თაზოს შეუძლია ცენტრში თამაში,აფციაურსაც და შიდა ჩემპიონატშიც არიან კარგი ბიჭები..და ხმალაძეც არაა პატარა დანაკლისი, და მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს ნაკრები აღარაა ის გუნდი რომელსაც ერთი ან ორი მორაგბის მოსაკლისება, რაიმე სერიოზულ დანაკლისს წარმოადგენს (გაიხსენეთ ივნისის ტესტები)
კაჭის ტრავმა სამწუხაროდ სერიოზული აღმოჩნდა და მაგრად გამიტყდა ეგ ამბავიი
ისედაც ცოტა გვყავს მაღალი დონის უკანახაზელებიი
წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !
წარმატებები
აი ბიწაძე კი კარგი დამატებაა, ძლიერი შევსება მივიღეთ მისით
ლომიძეს დროებით ამპლუა რომ შეუცვალონ და კაჭის ადგილას ითამაშოს მგონი სხვაზე უკეთ გაართმევდა თავს
კაჭარავა უდიდესი დანაკლისია
აბა თქვენ იცით