ტესტ-მატჩები

17:51 | 21.11.2016 | ნანახია 4992 - ჯერ

შოტლანდიურ-იტალიური კორექტივები
საქართველო პოზიციებს ჯერჯერობით ინარჩუნებს

უამრავმა ტესტ-მატჩმა მსოფლიო რაგბის რეიტინგ-სიაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. მართალია, „ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრების 20:16 ძლევით თითქმის ნახევარი ქულა გამოიმუშავეს და მე-12 ადგილზე დარჩნენ, მაგრამ მომავალ შაბათს ამ პოზიციის შენარჩუნება ძალზე გაუჭირდებათ.

მოკლედ, მნიშვნელოვანი გადაადგილებები მოხდა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა იტალიელების მიერ სამხრეთ აფრიკის ძლევა იყო, რის შედეგადაც „ქურციკებმა“ რეიტინგის მე-4 საფეხური ირლანდიელებს დაუთმეს, ხოლო იტალია საქართველოს ფაქტობრივად დაეწია - 0,01 ქულითღა ჩამორჩება.

შოტლანდიამ დრამატულ მატჩში არგენტინა დაამარცხა და ერთბაშად ორი საფეხურით ავიდა ზევით, არგენტინელები მათთვის უჩვეულო მე-9 ადგილზე ჩამოაქვეითა, ხოლო საფრანგეთი - მერვეზე.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი. 21 ოქტომბრი

1 (1). ახალი ზელანდია 94,78

2 (2). ინგლისი 89,84

3 (3). ავსტრალია 88,14

4 (5). ირლანდია 83,46

5 (4). სამხრეთ აფრიკა 82,49

6 (6). უელსი 81,77

7 (9). შოტლანდია 80,57

8 (7). საფრანგეთი 80,13

9 (8). არგენტინა 79,91

10 (10). ფიჯი 75,49

11 (11). იაპონია 75,20

12 (12). საქართველო 74,24

13 (13). იტალია 74,23

14 (14). სამოა 70,91

15 (15). ტონგა 70,25

16 (16). რუმინეთი 69,36

17 (17). აშშ 64,66

18 (18). კანადა 64,29

19 (21). რუსეთი 63,25

20 (19). ნამიბია 62,78

21 (20). ურუგვაი 62,66

22 (24). ესპანეთი 60,17

23 (22). კენია 59,28

24 (23). გერმანია 58,99

25 (28). პორტუგალია 56,88

26 (26). ბელგია 56,87

27 (25). ჰონკონგი 56,50

28 (30). სამხრეთ კორეა 55,50

29 (27). ჩილე 55,08

30 (29). ჰოლანდია 54,93


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:43 | 22.11.2016
giogobi (68)

არა მგონია ინგლისელმა მსაჯმა რამე გააფუჭოს, მაინდამაინც არ ეხატებატ მაგათ გულზე შოტლანდიელები

11:44 | 22.11.2016
zangura (109)

როგორ მივაღებინებთ ყვითელს, როცა ინგლისელი მსაჯი დანიშნეს თამაშზე?!
ყვითელი კი არა მე იმაზე ვნერვიულობ მსაჯმა ჩვენი შერკინების უპირატესობა საერთოდ არ მოგვისპოსს.
შერკინების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსაჯის ხედვას და გადაწყვეტილებას.

ასე რომ ეგ ფაქტი ძაან ცუდად მენიშნა.

წარმატებები ბიჭებს.

19:47 | 22.11.2016
zurageorgevich (45)

არაფერს გამოვრიცხავ, მარა არაკორეკტული მსაჯობა მათ რეიტინგსაც ურტყავს, მსოფლიო რაგბის კავშირი მათთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ამ მიზეზის გამო არამგონია აშკარა უპირატესობა მიანიჭოს შოტლანდიელებს, არც უნდათ მსგავსი "პაძერშკა" მსაჯებისგან ისედაც ფავორიტები არიან... ასე, რომ მე მაქვს იმედი შოტლანდიელებთან შერკინების უპირატესობით 10 წუთით დავასვენოთ მათი ბურჯი, ამას კარგად ორგანიზებული თამაში უნდა... მოკლედ წარმატებები ჩვენ ბორჯღალოსნებს

10:41 | 22.11.2016
krasni (587)

რა თქმა უნდა უშანსოდ არა ვართ. შესთავაზებს მელიტონა თავის ვიზავის სიურპრიზებს. აი, შერკინებაში ყვითელი იქნებ მივაღებინოთო, მშვენიერი და არც ისე შეუსრულებელი საქმეა ჩვენი ბიჭებისთვის. კიდევ ერთი პრობლემაა, გაუძლებენ თუ არა პროვოკატორ სკოტებს ჩვენები, არგენტინელებს პატარპატარას უტყაპუნებდნენ.

11:15 | 22.11.2016
zurageorgevich (45)

კრასნი ტყაპუნი ჩვენი მოგონილია და ამ შემთხვევაში მათ ძლიერ მოთამაშეს თუ ერთი ყვითელიც მაგის გამო მივაღებინეთ ეგეც ჩვენ სასარგებლოდ... მსხვერპლად ვანდამას შევწირავდი ხუმრობით რათქმაუნდა

09:54 | 22.11.2016
zurageorgevich (45)

დრო მოვიდა ერთი გრანდი ჩვენც დავაგდოთ... ფავორიტი შოტლანდიაა უდაოდ, სტატისტიკაც მათ სასარგებლოდ იქნება დარწმუნებული ვარ, ჩვენ როგორც მსოფლიოზე ტონგას (დაახლოებით 250 ბოჭვა შესრულდა მაგ თამაშში ჩვენი მხრიდან) ისეთივე დაცვა თუ დავახვედრეთ და მათი შეცდომები ჩვენ სასარგებლოდ შემოვატრიალეთ, შესაძლებელია შოტლანდიელების დამარცხებაც... მე დარწმუნებული ვარ ბიჭების წინააღმდეგობის მოულოდნელობას ექნება ჩვენთვის სასარგებლო ეფექტი და ეს უნდა უნდა გამოვიყენოთ. ბიჭები გადიან მეორე ნომრად მინდორზე და ესეც ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ... მოკლედ გვაქ რაღაც კოზირები და ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოდ... ჩვენ ხშირად ფსიქოლოგიური მდგრადობა თამაშის მეორე ნახევარში გვიტყდება (რაც დაგვემართა არგენტინასთან მსოფლიოზე) ამიტომ კაი ფსიქოლოგიური მუხტი დადებითად იმოქმედებს ბიჭებზე... უნდა ვითამაშოთ ბოლომდე ... გამარჯვების იმედი მაქ ... წარმატებები

16:55 | 22.11.2016
პანტელეიმონი (1218)

მეც მაქვს გამარჯვების იმედი

10:18 | 22.11.2016
zurageorgevich (45)

შერკინებაში ერთი ყვითელიც რომ მივაღებინოთ ძააან კარგი იქნება

23:14 | 21.11.2016
პანტელეიმონი (1218)

მილტონ, შენი და ბიჭების გონიერების და შემართების მჯერა ! ! !

22:29 | 21.11.2016
ogafa (407)

მოხდა და დავამარცხეთ .შოტლანდია

21:39 | 21.11.2016
მებრძოლი ლაზი (124)

ჩვენ კი 5 ლელოდან 4 მიწოლით დავდეთ, ერთი დადო ვასკამ ხაზის გაჭრით...შოტლანდიასთან ცოტა მეტი ფანტაზია თუ არ ჩართეს ბიჭებმა არ ვიცი როგორ იქნება საქმე

21:38 | 21.11.2016
მებრძოლი ლაზი (124)

აი შოტლანდია კი უკვე ტოპ გუნდია, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა ნახევარფინალში გასასავლელად

21:37 | 21.11.2016
მებრძოლი ლაზი (124)

tongam sheizleba shemogvtavazos siurprizi, gamoricxuli ar aris

21:36 | 21.11.2016
მებრძოლი ლაზი (124)

პირიქით იაპონელები აჯობებენ დიდი ანგარიშით ფიჯის

18:39 | 21.11.2016
არსენალი (2)

ჩემთვის პრიორიტეტულია ჩვენი ნაკრების თამაშში პროგრესი დავინახო, ვიდრე რეიტინგში მე-10 ზე ვიყოთ ან იტალიაზე წინ.ეს პროგრესი ეხება ხელით თამაშს. თამაშს რომ გავაუმჯობესებთ რეიტინგიც მოვა. სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ. მივხედოთ ჩვენს ახალგაზრდებს.გამოვიდეთ ევრო ტურნირებზე.რეიტინგი ამ საკითხებთან შედარებით არის მე 10 ხარისხოვანი. ხაზში თამაში გვიჭირს და გამოსასწორებელია როგორც შეტევის ისე დაცვის კუთხით.მილტონმა ეს პრობლემები კარგად იცის და მე დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი გაუმჯობესდება. იაპონიამ ასეთ დონეზე მოსვლისთვის უამრავი ფინანსები და 30 წელზე მეტი დრო დახარჯა.87 წლის მსოფლიო თასის შემდეგ იაპონელები ხელით თამაშს ამუღამებდნენ. ერთ თამაშს თუ იგებდნენ მსოფლიო თასზე. 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი რაც გააკეთეს ყველამ ვნახეთ. ჩვენ თავზე გვაქვს სამუშაო.არ ვიზარმაცოთ,იმუშაონ მორაგბეებმა ტექნიკის გაუმჯობესებაზე. სიზარმაცე დამღუპველი იქნება

18:29 | 21.11.2016
BEERTRANCE (1073)

იტალიელები ტონგას მოუგებენ, იმედი უნდა ვიქონიოთ რო ფიჯი დიდი ანგარიშით აჯობებს იაპონიას.

0.128333