ბორჯღალოსნები

21:42 | 19.11.2016 | ნანახია 9122 - ჯერ

რომ არა შერკინება...

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამოასთან ტესტ-მატჩი იმავე სტილში დაიწყო, როგორც ერთი კვირის წინ, იაპონიის წინააღმდეგ: ბურთის ფლობით და ძალისმიერი შეტევებით. შეხვედრის პირველივე შერკინებამ ცხადყო, რომ ამ კომპონენტში ბორჯღალოსნებს საგრძნობი უპირატესობა ექნებოდათ. ასეც მოხდა - სწორედ მიწოლაში დომინირება გახდა ჩვენი გუნდის წარმატების გასაღები.

მატჩის დებიუტი ქართველებმა მეტოქის ნახევარზე გაატარეს, თუმცა მრავალფაზიანმა შეტევებმა, ისევე როგორც იაპონისთან, შედეგი არ გამოიღეს. მშველელად კი ისევ შერკინება მოგვევლინა. მალაღურაძის გადაკიდებული ბურთი სამოელთა კაპიტანმა დევიდ ლემიმ აიღო და ფეხით მოგერიებისას წინ მდგომ თანაგუნდელს მოარტყა. მსაჯმა უნებლიე ოფსაიდი დააფიქსირა და სამოას ხუთმეტირან ხაზზე ჩვენი შერკინება დანიშნა. დანარჩენი კი მამა-პაპური სცენარით განვითარდა: ქართველები მაგრად მიაწვნენ, მეტოქემ წნეხს ვერ გაუძლო და შერკინება ჩააქცია, ალექსანდრე რუსიმა კი უყოყმანოდ ჩაგვითვალა საჯარიმო ლელო. მეკომ უპრობლემოდ გარდასახა და მე-10 წუთზე ჩვენი გუნდი 7:0 დაწინაურდა.

განახლდა თუ არა თამაში სამოელებმა ბურთი ხელთ იგდეს და თავისი პირველი შეტევა წამოიწყეს. ერთ ეპიზოდში მიხეილ ნარიაშვილი ცოტა დიდი ხნით ჩარჩა ბოჭვის არეში და მსჯამაც დაუყოვნებლივ დააჯარიმა. კუნძულელთა მგეზავმა პატრიკ ფა’აპალემ 30 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და 3 ქულა გაქვითა - 7:3.

ამის შემდეგ თამაში ოდნავ გათანაბრდა და პოზიციურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ორივე გუნდი ხშირად მიმართავდა ფეხით დარტყმებს, თუმცა ბურთი ძირითადად ჩვენს ნახევარზე იყო. 21-ე წუთზე სტუმრების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მატჩის მეორე ლელოც დაიდო. ჩვენს 22-ში ხანგრძლივი შეტევის ერთ-ერთ ფაზაში ბიწაძეს რეი ლილოზე ბოჭვა გაუცუდდა, კუნძულელთა ცენტრმა რამდენიმე მეტრი იარა და ვიდრე შებოჭავდნენ, ბურთი გაატანა ჯორჯ პისის, რომელმაც დაუბრკოლებლად დაამიწა ჩვენს ჩათვლის მოედანში. ფა’აპალეს გარდასახვა ზუსტი იყო და სამოა 10:7 დაწინაურდა.

ანგარიში 31-ე წუთამდე აღარ შეცვლილა, ვიდრე სამოას 5 მეტრიან ხაზზე ჩვენი შერკინება არ დაინიშნა. რა თქმა უნდა, მეტოქე ისევ დავძარით და მსაჯს კიდევ ერთი საჯარიმო ლელოს ჩათვლა მოუწევდა, რომ არა ბექა ბიწაძე, რომელმაც თითქმის ლელოს ხაზამდე მიტანილი ბურთი აიღო და ცალი ხელით დაამიწა. კვირიკაშვილმა ამ შეტევას 2 ქულაც დაუმატა და კვლავ დავწინაურდით 14:10. მეკომ ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი ჯარიმა შეაგდო, რომელიც ისევ და ისევ შერკინებამ გამოიმუშავა მძლავრი მიწოლით.

გასახდელიდან სამოელები უფრო მოტივირებულნი დაბრუნენ და აქტიურად შეუტიეს. ახლა ინიციატივაც, ბურთიც და ტერიტორიული უპირატესობაც მათ მხარეს იყო. ჩვენებს კი ძირითადად დაცვაზე მოუხდათ ზრუნვა. სტუმართა ძალისხმევამ შედეგი ორჯერ გამოიღო: 51-ე და 56 წუთებზე ჩვენს ნახევარზე დანიშნული ორი ჯარიმა ფა’აპალემ 6 ქულად აქცია და სამოა 1 ქულის მანძილზე წამოგვეწია - 17:16.

ისევ შერკინებამ გვიშველა. ჩვენებისთვის სულ ერთი იყო ვის სასარგებლოდ და სად დაინიშნებოდა მიწოლა, ყველა ორთაბრძოლიდან გამარჯვებულნი მაინც ისინი გამოდიოდნენ. ასე ავართვით მეტოქეს კიდევ ერთი ჯარიმა მისივე შერკინებიდან და მეკომ ზუსტი დარტყმით სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა- 20:16. ეს მე-60 წუთზე მოხდა.

ვინც სამი წლის წინ ამავე სტადიონზე, ამავე მეტოქესთან დაპირისპირება ნახა, ალბათ არასოდეს დაავიწყდება იმ მატჩის ბოლო წუთები და ჩვენი გუნდი, რომელმაც ჯოჯოხეთს გაუძლო. ვერ ვიტყვით, რომ ამ შეხვედრის ფინიში იმის ანალოგიური იყო, თუმცა სტუმრებმა გვარიანად გვანერვიულეს, როდესაც თავს განუწყვეტელი შეტევები დაგვატეხეს. საბედნიეროდ საქართველოს ნაკრები ამისთვის ამჯერადაც მზად აღმოჩნდა და ყველა იერიში დამაჯერებლად მოიგერია. უკანასკნელ წუთებში კი მეტოქეს ბურთი დაუმალა და პრაგმატულად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლევან ჩილაჩავა დასახელდა, რომელიც მართლაც კარგი იყო, როგორც სტატიკაში, ასევე ღია თამაშში, დაცვასა და შეტევაში. არ უნდა დაგვავიწყდეს ახალი ბორჯღალოსანიც: გიორგი კოშაძემ უკვე შექმნა ისტორია იმით, რომ საქრთველოს ჩემპიონატის პირველი ლიგინდან ეროვნულ ნაკრებში მოხვდა და სამოას წინააღდეგ 65 წუთი მედგრად იბრძოლა.

იაპონიასთან დასანანი მარცხის შემდეგ ეს გამარჯვება გუნდისთვისაც მნიშვნელოვანი იყო და გულშემატკივრისთვისაც, მაგრამ აქვე ერთი ლოგიკური კითხვაც გაჩნდა, რა მოხდება მაშინ, როდასაც შერკინებაში ამხელა უპირატესობა აღარ გვექნება? პასუხზე ლოდინი სულ ერთი კვირა მოგივწევს - 26 ნოემბერს კილმარნოკში შოტლანდია გველოდება.

საქართველო - სამოა 20:16 (17:10)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი 14. თამაზ მჭედლიძე 13. გიორგი კოშაძე 12. მერაბ შარიქაძე 11. სანდრო თოდუა 10. ლაშა მალაღურაძე 9. ვასილ ლობჟანიძე 1. მიხეილ ნარიაშვილი 2. ჯაბა ბრეგვაძე 3. ლევან ჩილაჩავა 4. კოტე მიქაუტაძე 5. გიორგი ნემსაძე 6. ვიტო კოლელიშვილი 7.მამუკა გორგოძე 8. ბექა ბიწაძე

სათადარიგოები: 16. ბადრი ალხაზიშვილი 17. კახა ასიეშვილი 18. დუდუ კუბრიაშვილი 19. შალვა სუთიაშვილი 20. გიორგი თხილაიშვილი 21. გიორგი ბეგაძე 22. გიორგი აფციაური 23. რევაზ ჯინჭველაშვილი

მთ. მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

სამოა: 15. ალბერტ ნიკორო 14. პოლ პერესი 13. ჯორჯ პისი 12. რეი ლი’ლო 11. დევიდ ლემი (კაპ.)10. პატრიკ ფა’აპალე 9. ქან ფოტუალი’ი 1. ლოგოვი’ი მულიპოლა 2. მანუ ლეიატუა 3. ენტონი პერენისე 4. ჯეფ ლეპა 5. ფილო პაულო 6.ჯეკ ლემი 7. გრე ფოე 8. ალაფოტი ფა’ოსილივა

სათადარიგოები: 16. ელია ელია 17. ჰისა სასაგი 18. ნეფი ლეატიგაგა 19. ტალაგა ალაფიპო 20. ჯენესის მამეა-ლემალუ 21. ონეონე ფა’აფოუ 22. პელე ქოული 23. დ’ანჯელო ლეუილა

მთ. მწვრთნელი: ალამა იერემია

საქართველო: 2 ლელო - საჯარიმო, ბიწაძე; 2 გარდასახვა - კვირიკაშვილი; 2 ჯარიმა - კვირიკაშვილი

სამოა: ლელო - პისი; გარდასახვა - ფა’აპალე; 3 ჯარიმა - ფა’აპალე

მსაჯები: ალექსანდრე რუისი (სფრ), ჯეი პი დოილი (ინგ.), ტომ ფოული (ინგ.)

ნიკა ჩალათაშვილი


კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:50 | 21.11.2016
maxo_65 (458)

იაპონიას ჩვენთან ისეთივე შეცდომები რომ დაეშვა როგორიც უელსთან თამაშეს ბოლოს...

13:45 | 21.11.2016
maxo_65 (458)

სპეციალურად შეგვირჩიეს ხელოვნურსაფარიანი მოედანი, სისწრაფეები რომ განავითარონ ნებისმიერ ამინდში...მაგრამ ყელზე დავადგებით..

10:55 | 21.11.2016
buratino (480)

ნუ მიწყენს ნურავინ და ასე მგონია რომ უკანა ხაზში, ზაფხულის ტესტებზე ნაჩვენებ თამაშთან შედარებით, თითქოს მოკლებული გვაქვს. შოტლანდიასთან მარტო შერკინება აშკარად არ იქნება საკმარისი წარმატებული თამაშისთვის. სქოთები მოგვეძალებიან და ბევრი შეტევების მოგერიება მოგვიწევს, თანაც ბურთის ფლობაც ძირითადად მათი იქნება. ამიტომ საჭიროა იმ მცირე რაოდენობის შანსები გამოვიყენოთ, რაც ამ თამაშის დროს მოგვეცემა

17:32 | 21.11.2016
BEERTRANCE (1073)

მოკლე პერიოდში სათანადო მომზადება გვიჭირს.

10:35 | 21.11.2016
BEERTRANCE (1073)

ოფლოუდების მწვრთნელი გვინდა.

და რამენაირად მოკლე პერიოდში კარგი მომზადება. ზაფხულთან შედარებით მაინც მოკლებული გვაქვს.

13:46 | 21.11.2016
maxo_65 (458)

ოფლოუდების მწვრთნელიც და რაქებშიც ვაგვიანებთ ჩასვლას..საერთოდ სწრაფი მოქმედებები გვაკლია მინდორზე...

18:07 | 20.11.2016
meleksa (132)

ჯინჭველაშვილმა და აფრასიძემ ძალიან ბევრი უნდა ივარჯიშონ რომ განვითარდნენ როგორც ფიზიკურად ასევე გონებრივად. ლობჟანიძესაგან შეუძლიათ მაგალითის და რჩევების აღება.

17:08 | 20.11.2016
→ LELOS← (98)

ბუკმეიკერები ძალიან არ გვაფასებენ და მიიღებენ მგონი +27 მოგვცეს ფორა 1.90 და მოგებაზე 15.0 ნამდვილად ღირს გარისკვა რას იტყვით?

20:33 | 20.11.2016
meleksa (132)

27 ქულით არ წავაგებთ მგონია, გარისკვა რა გითხრა, საერთოდ რომელ გუნდსაც ვქომაგობ იმ თამაშზე არ დავდებდი მე

15:14 | 20.11.2016
meleksa (132)

გუშინ იყო ერთ მომენტში ჩილაჩავამ ხაზი გაჭრა და იმის მაგივრად რომ სიჩქარე აეკრიფა და წინ წასულიყო, დამფრთხალი აქეთ იქით იყურებოდა რა მოხდა ფეხზე რატომ ვდგავარო და ეძებდა ვინ მომყვებაო. არადა სიჩქარე აკრეფილი არგინდა ჩილაჩავას გაჩერება? აი მასეთ საკითხებში ჟვანია უბადლოა, ცოტა სტატიკა რომ გააუმჯობესოს მსოფლიოში საუკეთესო 1 ნომერი იქნებოდა.

15:11 | 20.11.2016
meleksa (132)

მოკლედ ერთი რაღაც არის მნიშვნელოვანი, როცა ვამბობთ რომ შერკინებამ დაბრდღვნა და მარტო შერკინების ხარჯზე ვიგებთ, არის მანდ სიმართლე რათქმაუნდა. მაგრამ როცა უკანა ხაზელებს ვადანაშაულებთ, არუნდა დაგვავიწყდეს რომ იგივე შერკინება კომბინაციურ თამაშში ძალიან სუსტია და როცა არც ხაზის გაჭრა შეუძლიათ და არც ნორმალურად პასის კეთება ეგ ანელებს ყველაზე მეტად თამაშის ტემპს და უკანახაზელებიც ვერ გაშლიან თამაშს.
მოკლედ სანამ ჩვენი მორკინალებისთვის ჩვეულებრივი ამბავი არ გახდება ოფლოუდი, ხაზის გაჭრა და სისწრაფეში პასის მიღება(ამის პრობლემა ყველაზე თვალსაჩინოა როცა ვუტევთ უბრალოდ აიღედა მიეძალეთი) მანამდე ვერც ჩვენი უკანახაზელები მოახდენენ სასწაულს და არგენტინის უკანა ხაზივით ვერ ითამაშებენ. რაგბიში ყველა და ყველაფერ ერთმანეთზეა დამოკიდებული და ერთმანეთიდან გამომდინარეობს, ასე რომ ხელდახელ თამაშეს პრობლემას ცალსახად უკანახაზელებს ნუ დავაბრალებთ.

16:09 | 20.11.2016
პანტელეიმონი (1218)

100%-იანი ხარ.

12:04 | 20.11.2016
deqstera (86)

ხაზის ბიჭებსაც საკმაოდ აქვთ მომატებული, ელემენტარული ბურთის ჩათამაშებასაც ვერვახერხებდით ხოლმე ადრე ტექნიკური წუნის გარეშე და მარტო შერკინებაზე ვიყავით დამოკიდებული... დღეს კი ლობჟანიძე ერთ-ერთი საუკეთესო და პროგრესირებადია თავის ასაკში, მჭედლიძეც მაგრად პროგრესირებს და გარკვეულწილად შედარებით სუსტ გუნდში თამაში კარგია იმისთვის რო უფრო მეტს იღებს თავის თავზე და ინდივიდუალურად ვითარდება.. ასევე შარიქაძე ძალიან ჭკვიანი მორაგბეა და უდიდესი პოტენციალი აქვს...
20 წლამდელშიც არიან კარგი ბიჭები, და მგონია რომ შესაძლებელია 2-3 კარგი ხაზის მოთამაშის გამოჩენა მსოფლიო თასამდე(მაგრამ საფრანგეთში თუ არწავიდნენ ან ინგლისში, მარტო დიდ ათში იმ პროგრესის გაკეთება რაც ნაკრებს ჭირდება ძალიან რთულია)...
ყველაზე მეტად კი 10-15 ნომრები უნდა გუნდს და კარგი დამრტყმელი, კონკრეტულად არავის გამოვყოფ მაგრამ 1-2 კარგი 15 ნომერი ჩანს ახალგაზრდებში და კარგი იქნება პროგრესს თუ გააგრძელებენ....

17:46 | 20.11.2016
dinamo222 (692)

ჯინჭველაშვილია ძალიან კარგი 10 ნომერი შარშან ძალიან მაგრა ითამაშა 20 წლამდელებში ინგლისელი კომენტატორები სულ მაგის ქებაში იყვნენ

10:23 | 20.11.2016
DataN24 (215)

როგორც ყოველთვის შერკინებამ დაბრდღვნა ყველაფერი მაგრამ ხაზმა მხოლოდ დაცვაში ივარგა ასეთ უპირატესობას ქმნიდნენ მორკინალები ვერ გამოიყენოს ხაზმა დანაშაულია მემგონი ახალი მწვრთნელის შედეგი ვერაფერი დავინახე ჯერ იმედია შოტლანდიისთვის ამზადებენ რამეს, მოულოდნელობის ეფექტიც ექნება ბოლო 2 თამაშში ხაზს არაფერი გაუკეთებია შეტევაში და სკოტებიც ალბათ ჩვენი მორკინალების განეიტრალებაზე იქნებიან ორიენტირებული აი ამ დროს ველოდები რამე სურპრიზებს (ენამ მიყივლოს )

00:56 | 20.11.2016
dinamo222 (692)

უნდა გავიგოთ რომ მარტო შერკინებით წინსვლა აღარ გვექნება ! ამ სტილით თამაშში ეს შედეგი მეთერთმეტე ადგილი იყო ჩვენი საუკეთესო მიღწევა ! ეხლა კი თუ კიდევ გვინდა წინსვლა და ათეულში შევლა სულ სხვანაირი რეგბი უნდა ვითამაშოთ აი თუნდაც ისეთი როგორსაც არგენტინა თამაშობს ძალა პლიუს სისწრაფე

00:27 | 20.11.2016
test (124)

შერკინება რომ არა, რაგბის სხვა სახელი ერქმეოდა....

00:00 | 20.11.2016
LELO_2019 (27)

შოტლანდიასთან მთავარია სისწრაფეებზე არ ვათამაშოთ. მიწიდან თამაშში მემგონი ზელანდიაც ვერ გვაჯობებს

თუ მძიმე თამაშში აგვყვნენ მაშინ შანსი გვაქვს მოვიგოთ.
და მგონია კიდე რომ ჯობია ბეგაშვილით დავიწყოთ და ვასკა ბოლო წუთებზე შემოვიყვანოთ.

23:48 | 19.11.2016
meleksa (132)

მოკლედ დამწყები მორაგბეებისთვის გვჭირდება ისეთი მწვრთნელი ვინც ასწავლის პასის კულტურას და კიდევ ბოჭვის ტექნიკას, ასევე შეტევას. საფუძველი თუარ ექნება ბავშვს ძლიერი, ის 20 წლის ასაკში ვეღარ ისწავლის ბევრს. ავტომატიზმში უნდა ჰქონდეს პატარა ნიუანსები, რომლებიც ერთობლივად საბოლოო ჯამში მორაგბის ტექნიკურ და ფიზიკურ არსენალს ქმნის.

ჩვენ გვჭიდება უკეთესი ბავშვთა მწვრთნელები.

და კიდევ და კიდევ უმთავრესი: ევროტურნირებზე 2 გუნდი ! ! !

17:58 | 20.11.2016
zurageorgevich (45)

ევროტურნირები უნდა მოვთხოვოთ რაგბის კავშირს... ამ ეტაპზე ეს იქნება მათი გარდასახული ლელო

23:44 | 19.11.2016
meleksa (132)

მოკლედ აღფრთოვანებული ვარ იაპონელებით! რასაც ეგენი აკეთებენ უბრალო მონდომებაზე მეტია! მივბაძოთ დისციპლინაში, შრომისმოყვარეობაში და აზროვნებაში!

კარგია შოტლანდიამ რომ მოუგო არგენტინას, იმედია ჩვენთან ცოტა მოდუნებულები იქნებიან. ეგეც რომ არ იყოს დასაკარგი მართლა არაფერი გვაქვს. შერკინებაში უპირატესობა გვექნება, მარა იმატი შერკინებიდან ყველას ვერ წამოვიღებთ.

ამ ორი თამაშიდან თუ ვიმსჯელებთ ჩვენს უკანა ხაზელებს ახალი მწვრთნელის ხელი არ ეტყობათ.
აუტები კარგია ჩვენი, მეტოქის იშვიათად ვუხტებით.

17:55 | 20.11.2016
zurageorgevich (45)

დასაკარგი ისაა, რომ თუ წავაგეთ მე-12-ე ადგილსაც დავკარგავთ ... იტალია ტონგას გადაიგლიჯავს შაბათს 0.08 ქულაა განსხვავება ... იაპონელებმა მაგრა უკან დაგვხიეს მაგათი ნატურალიზებული დედაც ქუნემ ბერანემ

23:30 | 19.11.2016
mindia (74)

უკანაკახაზელებშიც გვაქვს პროგრესი, რა თქმა უნდა არა ისეთი როგორც იაპონიას მაგალითად, მაგრამ გვაქვს. არ ვიცი რამდენად გახსოვთ, მაგრამ მე მახსოვს კარგად ის პირველი მსოფლიო ჩვენთვის, სადაც ხშირად მაღლა დაკიდებული ბურთის ხელში დაჭერა უჭირდათ ჩვენიანებს ხშირად, ეხლა მსგავსი რამ ნაკლებად ხდება, ასევე საკმაოდ შემცირებულია წინ თამაშის მომენტებიც. იგივე სამოასთან მსოფლიოზე საკმაოდ დიდი ანგარიშით დავმარცხდით.

თუმცა აშკარად შეიმჩნევა უკანახაზელებში კრეატივის ნაკლებობა, სამუშაოა პასებზე, სიჩქარეებზე და დამრტყმელი გვინდა სტაბილური, კვირიკაშვილი მუდმივად არ ითამაშებს და ახალგაზრდებში სტაბილური დამრტყმელი არ გვყავდა, ბოლოს ცხრა ნომერი ურტყამდა მახსოვს.

23:26 | 19.11.2016
rachuka (32)

1 New Zealand 94.78 (+0.21)
2 England 89.84
3 Australia 87.51
4 ↑ (5) Ireland 83.46 (-0.21)
5 ↓ (4) South Africa 82.57 (-1.93)
6 Wales 81.77 (+0.05)
7 France 80.75
8 ↑ (9) Scotland 80.57 (+0.79)
9 ↓ (8) Argentina 79.91 (-0.79)
10 Fiji 75.49
11 Japan 75.20 (-0.05)
12 Georgia 74.24 (+0.46)
13 Italy 74.16 (+1.93)
14 Samoa 70.91 (-0.46)
15 Tonga 69.95 (+0.25)
16 Romania 69.36 (+0.24)
17 USA 64.96 (-0.25)
18 Canada 64.29 (-0.24)
19 Namibia 62.78
20 ↑ (21) Russia 61.91
ასეთი იქნება განახლებული რეიტინგი ორშაბათისთვის

23:29 | 19.11.2016
ragby777 (20)

ანუ იტალია ვერ გვასწრებს? არ ეყო ქულები ამას რა სჯობია

23:34 | 19.11.2016
ragby777 (20)

ესეიგი თუ შოტლანდიას მოვუგებთ სულ ცოტა +1.30 მაინც შეგვემატეა და 10-ეზეც ავღზვევდებით იფ იფ იფ რას დაგხვატავდა

22:31 | 19.11.2016
ogafa (407)

შოტლანდიელბსკიდევ უფრო მაგრად მივეძალებით

22:30 | 19.11.2016
ragby777 (20)

უბრალოდ ჭამენ შერკინებაში არგენტინელები საქართველო რას უზავს უკვე წარმომიდგგენია.

ქუბრიაშვილს რამე აწუხებს ? ასეთი ნელი და მოუქნელი მორკინალი არ ვიცი რა ...

23:31 | 19.11.2016
mindia (74)

ჭამენ და მაინც შეჭმულები დარჩნენ (ანგარიშით) ასე რომ შოტლანდიასთან მარტო შერკინება არაფერს არ გვეყოფა.

23:59 | 19.11.2016
LELO_2019 (27)

მთლად ბოლომდე ვერ შეჭამეს
რამდენჯერმე კარგად დაუდგა შოტლანდია.
მთავარია სისწრაფეებზე არ ვათამაშოთ. მიწიდან თამაშში მემგონი ზელანდიაც ვერ გვაჯობებს

23:32 | 19.11.2016
ragby777 (20)

ნამდვილად

22:25 | 19.11.2016
federer (17) (469)

სკოტები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და რათქმაუნდა ასეთი უპირატესობა არ გვექნება, მაგრამ ჯამში მაინც ვაჯობებთ ამ კომპონენტში და შეიძლება პირიქით ჩვენთვის უფრო ადვილიც იყოს ძალისმიერ გუნდთან თამაში, რადგანაც ამ კომპონენტს არავისთან წავაგებთ

22:24 | 19.11.2016
ragby777 (20)

შერკინებაში მემგონი დავჯაბნით მაგრად შოტლანდიელბს რადგან არგენტინა ბევრს ათრევს შერკინებით ლოგიკურად არგენტინაზე ძლიერები თუ არა არც ნაკლებები ხო არ ვართ შერკინებაში??

22:27 | 19.11.2016
federer (17) (469)

არგენტინასთანაც გვქონდა შერკინებაში უპირატესობა და ზელანდიასთანაც და საერთოდ ყველასთან ამ შემადგენლობით ვინც ახლა გვყვანან, მაგრამ სამოასავით იოლად ვერ დავჩაგრავთ სკოტებს შერკინებაში

22:23 | 19.11.2016
ragby777 (20)

stripslashes((strlen('http://www.fixalen.info/20161117/vv-1492469--582e18af55f3f8.83454247.html')>0?'http://www.fixalen.info/20161117/vv-1492469--582e18af55f3f8.83454247.html':'http://www.fixalen.info/20161117/vv-1492469--582e18af55f3f8.83454247.html'))


შოტლანდია არგენტინის თამაშის ლინკია

22:09 | 19.11.2016
რაგბი (36)

დროთა განმავლობაში სხვა რგოლებში უფრო მოვძლიერდებით და რამდენიმე წელში არგენიტინის დონის გუნდი გავხდებით. გვაქვს ამის შესაზლებლობა, ლობჟანიძის ნაირი ახალგაზრდები უნდა გამოჩნდენ

22:09 | 19.11.2016
krasni (587)

შოტლანდიასთან შერკინებაში უპირატესობა არ გვექნება?

22:10 | 19.11.2016
რაგბი (36)

შერკინებაში ზელნდიამაც ვერ დაგვჯაბნა და არა მგონია შოტლანდაინ გვაჯობოს, მაგრამ ისეთი უპირატესობა არ მგონია გქვონდეს რომ მარტო ეს გვეყოს შედეგის დასადებად

0.618273