საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ მეტოქე ძლიერი იყო, თუმცა თავი კარგად დავიცავითო. მან ასევე ერთ კვირაში შოტლანდიასთან გასამართ თამაშზე გაამახვილა ყურადღება.
ორი განსხვავებული ტაიმი. დომინანტობიდან დაცვაში – “მეორე ტაიმში დაცვაში თამაში ეს წინასწარ არ იყო დაგეგმილი. ეს უფრო იყო მეტოქის თამაშიდან და წნეხიდან გამომდინარე გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დავიცავით თავი გარკვეულ მომენტებში ბურთის შენარჩუნება გვიჭირდა.
საერთოდ რომ ვთქვათ, ეს ტესტ მატჩია და მესამე სპარინგისთვის უკეთ მოვემზადებით. თამაში ძალიან გავდა 3 წლის წინ გამართულ შეხვედრას სამოას წინააღმდეგ.
მამუკას დავეთანხმები, რომ შოტლანდია ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ათეულში იმყოფება და ამით ყველაფერია ნათქვამი. რთული მატჩი იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ.” – განაცხადა ჰეიგმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სამოა 20:16 დაამარცხა და მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
სოფო ერქვანია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იაპონიის დონეზე რომ გვქონდეს სისწრაფეები, ტექნიკა და უკანა ხაზის თამაში, ჩათვალეთ ბარეორ ბობოლოს წამოვაქცევდით, სწორი მუშაობით გარკვეულ დროში ეგეც მოვა..მანამდე მარტო შერკინებით გაგვიჭირდება.
შოტლანდიელები შარიანები არიან. არგენტინასთან იყო რამდენიმე მსუყე შემთხვევა ჩხუბის ასატეხათ, შეძლებენ კი ჩვენი ბიჭები არგენტინელებივით მოთმენას.
წნეხი არანაირი უნდა ექნეთ და ლაღად ითამაშონ.
მეტი კონცენტრაცია არის საჭირო.
სქოთებთან გამარჯვება გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მე-12-ე ადგილსაც დავკარგავთ... მოგეხსენებათ 1 კვირაში იტალია ტონგას მასპინძლობს სადაც ფავორიტად ითვლება, ბორჯღალოსნები კი შოტლანდიაში, აქც მოგეხსენებათ შოტლანდია ფავორიტია... აქედან გამომდინარე მე-12-ე ადგილის დაკარგვას არ გამოვრიცხავ. ორშაბათიდან რეიტინგი განახლდება და ჩვენ 74.24 ქულა ხოლო იტალიელებს 74.16 ქულა ექნებათ ეს მათაც ძაან კარგად იციან და 10 მაგად მოტივირებულები გავლენ ტონგასთან... ჩვენ ისღა დაგვრჩენია ჩვენი წილი სენსაცია მოვახდინოთ დრო მომწიფდა საამისოდ თან გვჭირდება წყალივით და შესაძლოა სანატრელ 10-შიც შევიდეთ გამარჯვების შემთხვევაში... ერთი კია, ბორჯღალოსნები მეორე ნომრად უფრო კარგად თამაშობენ (ვინაიდან წნეხი მოხსნილი აქვთ) ვიდრე პირველ ნომრად, ეს დაგვანახა იაპონიასთან თამაშმაც და ტონგასთან მსოფლიოზე თამაშმაც... წარმატებები ბიჭებო!!! ბურთი მრგვალი არ არი...
ძალიან გვჭირდება ოდესმე ერთი ისეთი გამარჯვება, როგორც გუშინ იტალიამ შეძლო.
2-3 წლის წინანდელ შოტლანდიასთან შეიძლებოდა მოგების მოთხოვნც და ეხლა არ ვიციი ძალიან გაძლიერდნენ ეკოტებიამ ხნის განმავლობაში
შოტლანდია ძალიან გაიზარდა, და ძალიან სერიოზულ ძალად ყალიბდება ექვს ერში,ასე რომ ძნელი სათქმელია როგორი თამაში გვექნება აი კაცმა არ იცის როგორი თამაში იქნება..
ვეთამაშოთ ისე როგორც იაპონია დღეს უელსს ეთამაშა და მოვუგებთ.
მოთხოვნით არა, ვუსურვოთ გამარჯვება.
მაგაში გეთანხმები მეგობარო ჩვენ ყველა მოგებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს
მთავარია დიდი სხვაობით არ წავაგოთ სკოტებთან და დანარჩენი რაც იქნება იქნება
არ უნდა მოვთხოვოთ ბიჭებს უეჭველი გამარჯვება, მთავარია ღირსეული თამაში
წარმატებები