სამოას მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალემა იერემიამ საქართველოსთან სატესტო მატჩის შემდეგ ისაუბრა. მისი განცხადებით, მილტონ ჰეიგის გუნდი პროგრესის გზას ადგას და სჯერა, რომ “ბორჯღალოსნები” უშანსოდ არც შოტლანდიასთან შეხვედრაში იქნებიან. მანვე საქართველოს რაგბის კავშირს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“უპირველეს ყოვლისა საქართველოს ნაკრებს გამაჯვებას ვულოცავ. მილტონ ჰეიგის გუნდმა ძალიან კარგად დაიცვა თავი, განსაკუთრებით მატჩის ბოლო ნაწილში. მიუხედავად ამისა, ჩემი ბიჭებით ვამაყობ, მათ ყველაფერი გაიღეს გასამარჯვებლად. ეს ტესტი ჩვენს ახალგაზრდა მორაგბეებს დიდ გამოცდილებას შესძენს. ძალიან კარგი თამაში იყო.
საქართველოს ნაკრები სწორ გზაზე დგას, კარგად პროგრესირებს. ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით მიდის და კარგი მშენებლობა მიმდინარეობს გუნდში.
დღევანდელი თამაშით რომ ვიმსჯელოთ, საქართველომ ძალიან კარგად ითამაშა და მიმაჩნია, რომ შოტლანდიასთან თქვენი გუნდი უშანსოდ სულაც არაა. წარმატებებს ვუსურვებ ამ მატჩში და ზოგადად, მომავალში საქართველოს ნაკრებს”, - განაცხადა იერემიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოას 20:16 მოუგო, მომდევნო თამაშს კი, ერთ კვირაში შოტლანდიის ნაკრებთან გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაინც უკმაყოფილების გრძნობა მაქვს.
რაც მთავარია მოვიგეთ, ეგ იყო ყველაზე მნIშვნელოვანი. იტალია ახლა ვერ გადაგვისწრებს.
სქოთებთან მეტი მონდომება კონცენტრაცია გვინდა.
სამოამაც კარგი თამაში აჩვენა და ძალიან მანერვიულა თამაშის ბოლოს.
თავიდან ვერ მოვახერხე ყურება და ბოლო წუთების ყურება მოვახერხე სადაც მაგრად გვიტევდნენ მაგრამ თავს კიდევ უკეთ ვიცავდით
მეორე ნახევარს მივუსწარი მეც და მანერვიულეს რომელია...
მე სრული მეორე ტაიმიც არ მიყურებია და ძირითადად იმათი შეტევების ყურება მომიწია ლაივში და მაგრად ვინერვიულე, მერე რა მექნა გადავახვიე და მშვიდად ვუყურე მთელს თამაშს
ძალიან კარგი თამაში იყო