ბორჯღალოსნები

19:31 | 19.11.2016 | ნანახია 5848 - ჯერ

მამუკა გორგოძე: “სანამ ასეთი გულშემატკივარი გვყავს, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ სამოასთან მატჩი ჟურნალისტებთან შეაფასა. ქართველი მორაგბე დღევანდელი მსაჯობით გაკვირვვებული იყო. მანვე გულშემატკივარს პირობა მისცა, რომ სანამ ისინი ასე მხურვალედ უქომაგებენ, ნაკრებიც შესაბამისად, მაგრად ითამაშებს. მამუკამ შოტლანდიასთან მოახლოებული ტესტის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

“მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ შერკინების დროს მინიმუმ ორჯერ ეკუთვნოდათ ყვითელი ბარათი. საფრანგეთში ამაზე აუცილებლად მისცემდნენ და გამიკვირდა მსაჯის საქციელი, რადგან ისიც ფრანგი იყო და საფრანგეთის ჩემპიონატს მსაჯობს. ალბათ, საჯარიმო ლელოს მერე სამოელების მიმართ უფრო ლმობიერი გახდა, არ ვიცი.

შოტლანდია ძლიერი გუნდია, ძლიერი მწვრთნელით. ყველამ ნახეთ ავსტრალიასთან როგორც ითამაშეს და უდაო ფავორიტები არიან. სამწუხაროა იაპონიასთან, რომ წავაგეთ. რადგან ორი მოგებით უფრო მეტად მოტივირებუი ვითამაშებდით. ამ შეხვედრაში რაშიც ვართ ძლიერები იმას გამოვიყენებთ – მოლს, შერკინებას და მეტოქეს არაფერს დავუთმობთ.

განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივარს. მიუხედავად იმისა, რომ წინა მატჩი წავაგეთ, სტადიონი მაინც გაივსო დღეს. ქუჩაში ვინც გვხვდებოდა ყველა გვამხნევებდა და გვეუბნებოდნენ, არაუშავს ბიჭებოო. სანამ ასეთი გულშემატკივარი იარსებებს, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ.” - თქვა გორგოძემ.

სოფო ერქვანია


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:57 | 20.11.2016
dinamo222 (692)

როცა დაიმსახურებს ვინც არ უნდა იყოს მაყურებელს და ხალხს ისე ეყვარება ჩაგდებულ თამაშზეც არ გალნძღავს და არც მიატოვებს ! (სხვა ზოგიერთების გასაგონადაც ვამბობ)

21:44 | 19.11.2016
federer (17) (469)

სხვანაირად არც უნდა იყოს
მერე რა რომ იაპონიასთან წავაგეთ ამის გამო ფარხმალის დაყრა და სტადიონზე არწასვლა არაფრით არ შეიძლებოდა, მე ვერ მოვახერხე წასვლა და ძალიან გულდაწყვეტილი ვარ

20:41 | 19.11.2016
პანტელეიმონი (1218)

ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ ბრწყინავალე გამარჯვებას ! ! !

20:29 | 19.11.2016
krasni (587)

ასეთი გულიანი ბიჭები ნაღდად იმსახურებენ სავსე სტადიონს და კარგ გულშემატკივრობას.

19:45 | 19.11.2016
ragby777 (20)

იტალია იმედია არ გადაგვაწრებს

22:41 | 19.11.2016
rachuka (32)

74.24 ქულა გვექნებ ჩვენ და მე-12 ადგილზე ვიქნებით, იტალიას 74.16 ქულა და მე-13 ადგილზე იქნება, რეიტინგი ორშაბათს განახლდება

17:22 | 20.11.2016
zurageorgevich (45)

კი, მარა შემდეგ უქმეებზე იტალია ტონგას მასპინძლობს და ჩვენ შოტლანდიაში მივდივართ დიდი შანსია იმ კვირაში იტალიამ გადაგვასწროს

19:45 | 19.11.2016
ragby777 (20)

გილოცავთ გამარჯვებას. იტალიამ მოუგო აფრიკას ეს გვინდოდა ახლა მემგონი ბლომად მოემატებათ ქულები ხომ? თუ დაგვაქვეითებენ საკითხავია რეიტინგები სად ვნახო საიი არ იცით

0.088552