ბორჯღალოსნები

18:52 | 18.11.2016 | ნანახია 3717 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: "წინა შეხვედრის მსგავსი შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ"

ნოემბრის ტესტ სერიის მეორე მატჩამდე, მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს და სამოას მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტანებმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს. ტრადიციულად, პირველად პრესკონფერენციაზე სსტუმართა გუნდის წარმომადგენლები გამოცხადდნენ.

ალამა იერემია (სამოას მთავარი მწვრთნელი): მოგესალმებით დიდი სიყვარულით. ივნისის ტესტ-მატჩისგან განსხვავებით, ხვალ ჩვენ უკეთესი შემადგენლობა გვეყოლება. მაშინ ევროპელი ლეგიონერები მოვისაკლისეთ, ახლა კი, უფრო გამოცდილი გუნდით ჩამოვედით. სამწუხაროდ, უძლიერესი შემადგენლობა ვერც ამჯერად შევკრიბეთ, თუმცა ვინც არიან მათი იმედი გვაქვს და ვეცდებით ქართველთა ძლიერი შერკინება შევაჩეროთ.

წლების წინ სამოას უკეთესი ნაკრები ყავდა, ვიდრე ახლა. გუნდი რამდენიმე გამოცდილმა მორაგბემ დატოვა და ახლა ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ. ეს შორეული პერსპექტივაა, უახლოეს მიზანს კი, რაგბში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი საქართველოს დამარცხება წარმოადგენს“.

რთული თამაშის მოლოდინშია სამოას ნაკრების კაპიტანი დევიდ ლემი: საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ივნისშიც ვითამაშე და ვიცი, რომ ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელსაც კონტაქტური რაგბი უყვარს. ისიც ცნობილია, რომ ჩვენს მსგავსად, ივნისში ლიდერები საქართველომაც მოისაკლისა. ახლა მასპინძლები საუკეთესო შემადგენლობით გვხვდებიან და უფრო რთული მატჩის მოლოდინში ვარ.

ამის შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი გამოცხადდნენ. მილტონ ჰეიგის თქმით, იაპონიის შემდეგ გუნდის სათამაშო სტილი დიდად არ შეიცვლება:

ჩვენს თამაშში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება. მთელი ერთი კვირის განმავლობაში, ყურადღება შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაზე გვქონდა გამახვილებული. მნიშვნელოვანია, რომ წინა შეხვედრის მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ.

გუნდის შემადგენლობაში ტრავმების გამო ორი ცვლილებაა. გიორგი კოშაძე იმ მორაგბეთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც დიდი ხანია ვაკვირდები. ის ღონიერი, სწრაფი და გონიერი ბიჭია, რომელსაც სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. დაცვის მხრივ მისგან პრობლემებს არ ველოდებით. ბოჭვებში ის ძალიან კარგია და თუ შეცდომა დაუშვა, ეს მხოლოდ ტექნიკური წუნის ბრალი იქნება და სხვა არაფრის. მას დებიუტი დიდ თამაშში, ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ექნება და იმედიანად ვართ განწყობილი.

რაც შეეხება შეცვლაზე მყოფ მორაგბეებს. რეზი ჯინჭველაშვილი თადარიგში არა ფიზიკური, არამედ გონებრივი შესაძლებლობების გამო მოხვდა. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც სხვებს, მასაც მოუწევს ბოჭვების შესრულება, თუმცა სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე, მისი მთავარი დანიშნულება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა. დარწმუნებული ვარ, იმ პერიოდში, რა პერიოდითაც მოედანზე იქნება, ამას ძალიან კარგად მოახერხებს“.

ბორჯღალოსნების კაპიტანი მამუკა გორგოძე ამბობს, რომ იაპონიასთან მარცხის შემდეგ, გუნდის წაგების უფლება აღარ აქვს:

ორივე გუნდი დაახლოებით ერთი სტილით ვთამაშობთ. ორივეს კოზირი ფიზიკური სიძლიერეა და რთული თამაშის მოლოდინში ვარ. ვფიქრობ, შანსები თანაბარია. იაპონიასთან მატჩის სტატისტიკას თუ გადავხედავთ და თამაშსაც გავიხსენებთ, სრულად ვდომინირებდით. როგორც ჩანს, ამ დომინირების ფონზე ყურადღება მოვადუნეთ და ამის გამო დავისაჯეთ. ასეთ თამაშს ათასიდან ერთს თუ წააგებ და ის ერთი მაინცდამაინც ჩვენ დაგვემართა. ხვალ წაგების უფლება აღარ გვაქვს და მაქსიმუმს გავიღებთ სასურველი შედეგის მისაღებად“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:41 | 19.11.2016
maxo_65 (458)

იაპონელებმა 3 ქულით წააგეს..

16:56 | 19.11.2016
meleksa (132)

გილოცავთ ყველას! კარგი იყო, გვინდოდა ეს გამარჯვება აუცილებლად! ყოჩაღ ბიჭებს!

16:52 | 19.11.2016
federer (17) (469)

გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს გამარჯვება

16:52 | 19.11.2016
krasni (587)

გილოცავთ ყველას, თქვენ გენაცვალეთ.

16:47 | 19.11.2016
federer (17) (469)

ბოლოსკენ კი მოვახერხე ყურებაა

16:42 | 19.11.2016
federer (17) (469)

ვერ მოვახერხე ბიჭებო სტადიონზე წასვლა და რა ხდება როდის იწყება თამაშიი

15:39 | 19.11.2016
grinchi (18)

Stadionze vaaaaarrrrr

15:38 | 19.11.2016
krasni (587)

მიაწექით თქვენ გენაცვალეთ.

02:25 | 19.11.2016
პანტელეიმონი (1218)

უნდა გავიმარჯვოთ, ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო ! ! !

20:54 | 18.11.2016
krasni (587)

რაც ნაკლები დრო რჩება მატჩამდე, მით უფრო ნელა გადის. მოუთმენლად ველოდებით სამოასთან ჯახს. რა თქმა უნდა გვჯერა ჩვენი ბიჭების გამარჯვების, მერე კი შოტლანდია გადამალეთ, ბორჯღალოსნები მოდიან.

20:39 | 18.11.2016
meleksa (132)

წარმატებები! იმედია შოტლანდია მოუგებს არგენტინას და ჩვენთან გამარჯვებისაგან მოდუნებულები გამოვლენ

0.110866