ბორჯღალოსნები

16:28 | 17.11.2016 | ნანახია 5645 - ჯერ

ჰეიგმა სამოასთან მატჩისთვის ბორჯღალოსანთა შემადგენლობა დაასახელა

ნოემბრის ტესტ-სერიის მეორე, წლის ბოლო საშინაო მატჩამდე 2 დღე რჩება და ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ნაკრების ის 23 მორაგბე დაასახელა, რომლებიც 19 ნოემბერს სამოას ნაკრებს მიხეილ მესხზე დაუხვდებიან.

სასტარტო რაზმში სამი ცვლილებაა და მათგან ორი ტრავმებითაა გამოწვეული.

შერკინება

მორკინალებმა იაპონელებს შავი დღე აყარეს და ჰეიგმა ფორვარდები უცვლელად დატოვა. თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძეც, ხოლო მგეზავად ლაშა მალაღურაძე დადგება, რომელმაც გასულ შაბათს ტრავმირებული ლაშა ხმალაძე მე-11 წუთზე შეცვალა.

დებიუტანტი ხაზში იწყებს

ასევე ტრავმირებული შუამარბის, დავით კაჭარავას ნაცვლად, მერაბ შარიქაძეს გიორგი კოშაძე შეუწყვილდება. რუსთავის ხარების მორაგბისთვის, რომელიც პირველ ლიგაში თამაშობს, ეს პირველი სანაკრებო კეპია. მან თავი უმცროს ბორჯღალოსნებში 2015 წლის მსოფლიო ალაფაშ გამარჯვებითა და 2016 ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუცხოო თამაშით გამოიჩინა.

ფრთაზე გიორგი აფციაურის ნაცვლად თამაშს გამოცდილი ალექსანდრე თოდუა იწყებს, რომელიც იაპონიასთან განაცხადში არ იყო. მეორე ფლანგზე კვლავ თამაზ მჭედლიძეს, ხოლო ფულბეკად მერაბ კვირიკაშვილს ვიხილავთ.

მარქაფა

მარქაფაში სამი ისეთი მორაგბეა, რომლებიც ერთი კვირის წინ განაცხადში არ იყვნენ. კვლავ შეცვლაზეა და სადებიუტო შანსს ელოდება ბადრი ალხაზაშვილი, რომელსაც 12 ნოემბერს მოედანზე შესვლა არ მოუწია, ხოლო ბურჯები დავით ქუბრიაშვილი და კარლენ ასიეშვილი არიან. ეს უკანასკნელი ვასილ კაკოვინს ჩაანაცვლებს. თადარიგში არც ამჯერადაა მეორე ხაზის მოთამაში. კვლავინდებურად სკამზეა გიორგი თხილაიშვილი, ხოლო ლაშა ლომიძის ნაცვლად მოედანზე შალვა სუთიაშვილს უნდა ველოდოთ.

მარქაფაში გადაინაცვლა აფციაურმა, სკამიდან იწყებს თამაშს გიორგი ბეგაძე და იქვეა ქუთაისის ‘ბაგრატის’ მგეზავი რევაზ ჯინჭველაშვილი, რომელსაც ჰეიგმა ხმალაძის ტრავმის შემდეგ უხმო. მას ბორჯღალოსნების კვართით ორჯერ აქვს ნათამაშები - 2013 წელს თბილისის თასზე, სამხრეთ აფრიკა ‘ა’-ს და 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელია მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად 11:00-დან 19:00-მდე და ონლაინ ვებგვერდზე TKT.GE/Rugby

საქართველოს ბორჯღალოსნები

შემოდგომის ტესტები 2016 * მეორე შაბათი
სამოა * შაბ 19/11 თბილისი, ვაკე, მესხი @ 15.00

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

96

14ლ 130გ 137ჯ 3ა [750 ქ] 4სბ

14

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ პრო დ2]

1993

43

6ლ სბ

13

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ Iლ]

1996 0

:

12

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

45

8ლ [1 კაპ]

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

57

7ლ 2სბ

10

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

71

4ლ 38გ 25ჯ 3ა [180 ქ] 2სბ

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

16

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

37

2ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

38

ლ 2სბ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

29

3ლ

4

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

43

2ლ 2სბ

5

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ პრემ]

1984

63

12ლ 4სბ

6

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989 37

4ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ

7

მამუკა გორგოძე^კაპ

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1984

67

26ლ [9 კაპ] 5სბ

8

ბექა ბიწაძე

შონბრი [სფრ ფედ1]

1991

18

4ლ

მარქაფა [სათადარიგოები]

23

გიორგი აფციაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1994

20

22

რევაზ ჯინჭველაშვილი

ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10]

1995

2

:

21

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

49

2სბ

16

ბადრი ალხაზაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995 0

:

17

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

24

2ლ

18

დუდუ ქუბრიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1986

43

2ლ წბ 2სბ

19

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

60

2ლ [15 კაპ] 3სბ

20

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

31

6ლ სბ

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:55 | 18.11.2016
ragby777 (20)

ძალიან მიკვრის რა მოსწონს ბიწაძეში ჰეიგს>? როდესაც სუთიაშვილი გყავს კაცს . ვერ გამიგია ნამდვილად იმედია რაიმე ჯოკერის სახით ინახავს შოტლანდიისთვის. ბიწაძემ კი დადო ლელო იაპონიასთან გასაგებია იბრძოლა ბევრი მაგრამ მაინც სხვა დონე მგონია სუთიაშვილი. ასევე არ მესმის რატომ არ არის უკვე მეორე თამაშია ჟვანია ასეთი მოქნილი და სწარფი მორკინალი ნუთუ ბევრი გყვავს>?

თუ იცით ვინმემ ჩვენი ამჟამინდელი ნაკრების მორაგბეებიდან ყველაზე სწრაფად ვინა ფარავს დისტანციას? ხმალაძე ან კვირიკაშვილი მგონია მე..

14:52 | 18.11.2016
metrostar333 (23)

Sutiashvili me piradad ar mesaxeba ziritadis motamashed, samagierod gorgadzes rom arbezleva shansi zalian mikvirs! Bitsadze naxevrad profesiul doneze tamashobs da gorgadze gacilebit zlier pro d2 shi tan chemi azrit eseti "supta" 8 nomeri arc gvkavs. rac sheexeba jvanias, memgoni sakamatobar aris rom dges kvela gamozaxebuli marcxena burji jobia! Marto siscrafe ar aris mtavari, mitumetes burjistvis.

14:04 | 18.11.2016
zurageorgevich (45)

სუთიაშვილი 6 ან 7 ნომერზე თამაშობს ბიწაძე 8 ნომერზე შერკინების შემკვრელია მაინცდამაინც რაგბში დეტალურად ვერ ვერკვევი მარა 6-7 და 8 -ს შორის განსხვავებას ვხედავ... ისე მორკინალებში კონკურენცია დიდია ვერ იტყვი გადაჭრით რომელი უკეთესია მილტონ ჰეიგი თუ არ ხარ... შალვასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად რომელიც მართლა უძლიერესი მორაგბეა და შალვას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული რაგბის განვითარებაში ბოლოს და ბოლოს ჩვენი ნაკრების კაპიტანია მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ ახალგაზრდა მორაგბეების განვითარებას ... 8 ნომერზე მინიმუმ 3 ახალგაზრდა მორაგბე უწევს კონკურენციას ბექა ბიწაძე ბექა გორგაძე და ლაშა ლომიძე... ამ ბიჭებით მართლა ვამაყობ უძლიერესები არიან... მათი გამორჩევა, თუ რომელი ჯობია მხოლოდ მილტონ ჰეიგს შეუძლია (მოქმედ მწვრთნელს)... ასე რომ წარმატებები ჩვენ ყველა მორაგბეს...

14:11 | 18.11.2016
zurageorgevich (45)

ხმალაძეზე სწრაფი მჭედლიძე მგონია მეკოც ძაან სწრაფია საერთოდ ხაზის მოთამაშეებიდან სისწრაფეში ზემოთხსენებულების გარდა ფრუიძე და თოდუა მგონია ერთ ერთ უსწრაფეს მორაგბეებად... არ დაგვავიწყდეს ჩვენი ცხრიანი ლობჟიკა რომელიც სისწრაეფსთან ერთად ძაან ჯანზე მოვიდა ძაან სწრაფად ვითარდება ეს ბიჭი... პირველხაზელების სისწრაფეს რაც შეეხება უდაოდ ჟვანია ყველაზე სწრაფია

21:44 | 17.11.2016
maxo_65 (458)

მზარდი საქართველოც ხშირად უნდა იკრიბებოდეს და იქნებ დაგეგმონ რამე შეხვედრები, თუნდაც უფრო დალი რანგის გუნდებთან..ისე მაინც ვერ გავიგე გაისად თუ აპირენ ევროტურნირებზე მონაწილეობის მიღებას..

16:33 | 18.11.2016
krasni (587)

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, 2016-ში ვერაო, და 2017-ში კი ჩემპიონისთვის გათვალისწინებული იქნებაო ევროპაზე მონაწილეობისთვის ფინანსებიო. ვნახოთ.

20:08 | 17.11.2016
meleksa (132)

მომდევნო წლიდან 2 გუნდი უნდა გავიყვანოთ ევროთასებზე, თორე 2019 ში 2 თამაშის მოგება გაგვიჭირდება და დაგვეწყება სტაგნაცია!

21:34 | 17.11.2016
temuchin (431)

ეჰ, სუპერ რაგბი ხომ საერთოდ დაგვხატავდა, ერთი კარგი ქართული ფრენჩიზით სადაც ნაკრების ძირითადი ბირთვი იქნებოდა თავმოყრილი. ძალიან მაგარ პრაქტიკას პლუს შეთამაშებას მოიტანდა ეს ყველაფერი. წარმოდგენაც კი მიჭირს რა სიმაღლეებზე აგვიყვანდა ეს ყველაფერი. და რა უნდა ამ ყველაფერს? რამდენიმე პატრიოტი ბიზნესმენი, ან რომელიმე ჯიგრიან ბიზნესმენს პლუს სახელმწიფო. სუპერ რაგბის არა მგონია უარი ეთქვა.

22:50 | 17.11.2016
meleksa (132)

მასეთი გუნდით რაგბის ჩემპიონთა თასზე გვათამაშონ უკეთესი იქნება მგონი. ფინანსურადაც იაფი და სპონსორებისთვისაც მიმზიდველი.

10:55 | 18.11.2016
chxaidze (1)

ყველაზე რეალურია Pრო 12 ში ჩართვა, საკმაოდ კარგი დონეა

12:13 | 18.11.2016
პანტელეიმონი (1218)

აქ რამდენიმე ვარიანტი გაჟღერდა, გადაწყვეტილება კი რაგბის ფედერაციამ უნდა მიიღოს.
ამისათვის საჭიროა ტვინი აამუშაონ და ერთი ადგილი გაანძრიონ.

14:12 | 18.11.2016
meleksa (132)

ტვინის ამუშავება სჯობია თორე რა იცი რა ადგილს გაანძრევენ

14:48 | 18.11.2016
zurageorgevich (45)

ევრო ტურნირები ევრო ტურნირები და ევრო ტურნირები... რაგბის კავშირმა აუცილებლად უეჭველად უდა შეასრულოს ეს ჩვენი მოთხოვნა, ნუ გასაგებია ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან და შრომასთან... ზუსტად ეგ არის მაგათი საქმე და მაგასში იღებენ ჯამაგირს, უნდა მოიძიონ ფინანსები და მინიმუმ 2 გუნდი ევროტურნირებზე ... ეს თხოვნდა და რჩევა არაა ეს მოთხოვნაა !!! წინააღმდეგ შემთხვევაში დამნაშავეები იქნებიან ჩვენს წინაშე და არანაირი ახსნა განმარტება არ მიიღება... პატივისცემით ქომაგები და დიდი მადლობა აქამდე რაც გააკეთეთ ... მარა ნაბიჯები გადავდგათ წინ ... მსოფლიო რაგბი ძააან ვითარდება უნდა დავეწიოთ

18:58 | 17.11.2016
maxo_65 (458)

კარგი მგეზავი გვინდა..ჯინჭვალაშვილი მაგარი ბიჭია, კოშაძეს თამაში მომეწონა ძალიან მსოფლიოზე...მოკლედ რაც არ უნდა დაგვიჯდეს უკანახაზელები უნდა გამოვზარდოთ..

18:55 | 17.11.2016
maxo_65 (458)

რაგბის ახალი პრეზიდენტი არც ღვინოა, არც წყალი, ზის მისთვის ბუტაფორიასავით...

17:56 | 17.11.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით. გაიხარეთ და გაგვახარეთ.

17:32 | 17.11.2016
meleksa (132)

წარმატებები ბიჭებო! სიჭინავას ეკუთვნის შანსი, სავარაუდოდ ერთა თასზე მიიღებს კიდეც. ისე მგონი უკეთესი იქნებოდა გორგოძეს მეორე ხაზში ეთამაშა ნემსაძესთან ერთად და მიქაუტაძე შემოსულიყო შეცვლაზე. მესამე ხაზში არ გვიჭირს, ისე რომ გორგოძეს თამაშის აუცილებლობა იყოს ფლანკერად. მოკლედ უკანა ხაზსაც არაუშავს, კარგია თოდუას დაბრუნება. კოშაძეს კიდევ ნურაფრის შეეშინდება, ითამაშოს ისე როგორც 20 წლამდელებში თამაშობდა და ყველაფერი რიგზე იქნება.

17:11 | 17.11.2016
buratino (480)

აბა ბიჭებო, თქვენ იცით! ხელების ფშვნეტით და სულმოუთქმელად ველოდებით იმის დამტკიცებას რომ იაპონური იმედგაცრუება იშვიათი გამონაკლისი იყო. ძალიან გამიხარდა თოდუას დროულად დაბრუნება. ეგ და ხმალაძე (ალბათ მალაღურა და მეკოც) ის იშვიათი მოთამაშეები არიან ჩვენს გუნდში, ვისაც ფეხით თამაში კარგად გამოსდის. საჭიროა მეტი კრეატიულობა უკანახაზელების მხრიდან. იმედი მაქვს, კოშაძე კარგ თამაშს ჩაატარებს. მთავარია წინასამატჩო ნერვიულობა დაძლიოს და თანაგუნდელების რიტმს აჰყვეს. შეცვლებიც ამ ჯერზე უკეთესი სჩანს.
ასე მგონია რომ ამ თამაშში ახალი რეზერვი (ასიეშვილი-სუთიაშვილი) უფრო ეფექტურად გაირჯებიან ვიდრე ძველი (კაკოვინი-ლომიძე) და სხვებიც მხარს აუბამენ. ძალიან მაინტერესებს ბადრის (ალხაზიშვილი) და რეზის (ჯინჭველაშვილი) თამაში

16:56 | 17.11.2016
Torres9 (48)

დარწმუნებული ვარ მოვიგებთ და იაპონიის გაკვეთილი ათვისებული იქნება...

16:55 | 17.11.2016
zurageorgevich (45)

კოშაძეს იმედი მაქ... სასწაულის მოხდენას არავინ თხოვს, უბრალოდ ელემენტალური შეცდომა არ დაუშვას და იქნებ გაიზარდოს კონკურენცია ხაზის მოთამაშეებშიც... თოდუა კარგია, სუთიაშვილი კარგია, ასიეშვილი კარგია, ჯინჭველაშვილი მაინტერესებს და ბადრი ალხაზაშვილი... დავაი ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ

16:47 | 17.11.2016
beeq777 (35)

წარმატებები ბიჭებს, განსაკუთრებით დებიუტანტ გიორგი კოშაძეს. ძალიან მინდა რომ თავი კარგად გაართვას ესოდენ რთულ მატჩში მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და სტრესს. რთული თამაში იქნება მაგრამ მჯერა რომ ყველაფერი საჩვენოდ დასრულდება, ჩვენი გამარჯვებით. მალაღურასგან ველი მეტად შემოქმედებით თამაშს, ხაზის გაშლას, კომბინაციებს და ხაძის სიღრმიდან თამაშს რაც იაპონიასთან არგავაკეთეთ, თუ ვერ და ძვირად დაგვიჯდა.

16:44 | 17.11.2016
→ LELOS← (98)

მშვენიერია თოდუას დაბრუნება,კოშაძეს კიდე წარმატებული დებიუტი ქონოდეს.

16:41 | 17.11.2016
krasni (587)

თოდუა დაბრუნებულა, კარგია.

16:38 | 17.11.2016
geogoli (367)

ძალიან გამეხარდა თოდუას დაბრუნება და შალვა სუთიაშვილიც. იმედია კოშაძეს წარმატებული დებიუტი ექნება.
დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ.

0.111648