ბორჯღალოსნები

11:35 | 17.11.2016 | ნანახია 3875 - ჯერ

რაგბის კავშირის მოწოდება გულშემატკივრებს

საქართველოს რაგბის კავშირმა სამოასთან 19 ნოემბერს გასამართი ტესტ-მატჩის წინ გულშემატკივრებისთვის სარეკომენდაციო განცხადება გამოაქვეყნა:

ძვირფასო გულშემატკივარო! თუ შენ გინდა დაესწრო სამოელების მიერ შესრულებულ საბრძოლო რიტუალ ‘სივი ტაუს’ და აჰყვე საქართველოს ჰიმნს ბორჯღალოსნებთან ერთად - მაშინ დაიჭირე თადარიგი და სტადიონზე მოდი 2 საათით ადრე #მოდიადრე

აგრეთვე მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველო - სამოას მატჩზე დასასწრები ბილეთების დიდი უმრავლესობა უკვე გაყიდულია.

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ მ. მესხის სტადიონზე ჩატარებული საერთაშორისო მატჩების ორგანიზების გამოცდილებიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან სტადიონის შესასვლელში დამონტაჟებული 30 გამშვები კარის გამტარობა მთლიანობაში წუთში 180 ადამიანს შეადგენს, - შესაბამისად 25000 ადამიანის შეშვებას დაახლოებით 2,5 საათი სჭირდება. აუცილებლად მიგვაჩნია რომ გაცნობოთ:

  • ბილეთების სკანირებისათვის საჭირო ხელსაწყოების ინტერნეტთან წვდომასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემებისა და გამშვები კარებების გაუმართაობის გამო, ვაკის პარკის მხრიდან სტადიონზე გულშემატკივრების შედინება არ მოხდება;
  • მატჩის დასრულების შემდეგ ვაკის პარკის მიმართულებით ხალხის გადაადგილებაზე ყველა შეზღუდვა მოხსნილი იქნება;
  • პრობლემური იქნება მანქანების გაჩერება ვაკის პარკისა და კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე;

P.S. გთხოვთ პატივი სცეთ სტადიონის პერსონალის მიერ გაწეულ გულისხმევას და სათუთად მოეპყროთ სპორტული არენის ინფრასტრუქტურას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სამოას მატჩი მიხელ მესხზე 19 ნოემბერს, 15 საათზე დაიწყება. მატჩის ბილეთები იყიდება მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე და ონლაინ ვებგვერდზე: TKT.GE/Rugby


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:42 | 17.11.2016
meleksa (132)

მოკლედ ზოგადად რაიმეს ორგანიზებაში ვართ 0, მთელი ქვეყანა! ვერასდროს ვერაფერს ვერ ვაბამთ ნორმალურად თავს და სხვებზე გადაბრალება ვიცით მარტო. უთავბოლო ერი ვართ სამწუხაროდ. სტადიონზე 1 შესასვლელი მოქმედებდეს არის სირცხვილი!
მტვრიანი და ტალახიანი სკამი არის სირცხვილი!
მსაჯებისთვის რომ გადამცემი და მიკროფონი არ მუშაობს არის სირცხვილი!
კიდევ ამ ყველაფრის მოუგვარებლობის მერე გულშემატკივარს ასწავლიდე ჭკუას არის სირცხვილი!
და თუ ამ ყველაფერს ხედავ და ხმას არ იღებ ეგ უფრო დიდი სირცხვილი!

16:35 | 17.11.2016
buratino (480)

ზოგადად, ორი აზრი არ არის, თადარიგი უნდა დაიჭირო რათა ადრე მიხვიდე. თუმცა, ადრე მისვლასაც ხომ გააჩნია, თანაც როცა ვერ ხარ კარგად. მე, მაგალითად, ჯერაც გაციებული ვარ (გამომჯობინების პროცესში ვარ) მაგრამ თამაშზე მისვლას ვაპირებ. ოღონდ ახლა იმას რომ მეტყვიან 2 და 3 საათით ადრე მოდიო, ეს უკვე მეტისმეტია და დაუფასებლობაში გადადის

15:58 | 17.11.2016
orioni (88)

ადრე მოდითო - ხალხს რო ავალებენ, სხვა მხრიდანაც გახსნან შესასვლელი და დააყენონ კონტროლიორი, რომ მეტი სწრაფად მოხდეს ნაკადის გატარება, არ შეიძლება? ამის გამო მთელი ნახევარი დღე უნდა იყო სტადიონზე? ამ სიცივეში.

15:06 | 17.11.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია ტესტების მერე სვანიძე მოაწყობვს ქომაგებთან შეხვედრას.

15:06 | 17.11.2016
BEERTRANCE (1073)

სამწუხაროდ თამაშის ყურება ტელევიზორიდან მომიწევს თუმცა 3 თანამშრომელი ისე "დაიწვა ჩემი დანაღვლიანებით თამაშზე რო ვერ მივდივარ" რო ჩემს მაგივრად წავლენ

აბა თქვენ იცით ბორჯღალოსნებო.

15:04 | 17.11.2016
BEERTRANCE (1073)

გადამყიდველებზე ნიჟარაძემ გვითხრა რო ვიღაც მფარველობს ნამეტანი ზემოთო, 1-2ჯერ გავყარეთო მერე ვცემეთ კიდეცო მარა (დინამოზე ტარდებოდა რაღაც თამაში) გადავიდენ გადამყიდველები დეზერტირების ბაზარზე და ქალები მოუშვენ ბილეთების საყიდლადო. პოლიცია სრულიად უმოქმედობს. თვითონ რაგბის კავშირის ბრალი არ მგონია. 1ად1 გამოსავალი იქნება ბილეთების პირადობით ყიდვა, მოუხერხებელია მარა გადამყიდველებს ჯობია. მიგყავს 3 ძმაკაცი ან ოჯახის წევრი? იმათი პირადობის ნომრებიც უნდა მიგატანინონ ბილეთის ყიდვისას და სხვა აღარ შეუშვან იმ ბილეთით.

დასუფთავება მართლა საშინელი პრობლემაა, თან ტუალეტიც დაკეტილი იყო. ოღონდ ეგ ზუსტად არ ვიცი, რაგბის კავშირს ევალებოდა სისუფთავის დაცვა თუ სტადიონის ადმინისტრაციას. 1ად1 პოზიტივი რაც დავინახე იყო ის რომ მზესუმზირას ჭიქებთან ერთად ყიდდენ (იმედია ხალხი მიხვდა იმ ჭიქის დანიშნულებას)

რაგბის კავშირს მაინც მოვუწოდებ ამ პრობლემებზე ღიად ილაპარაკოს, თუ მათ არ ეხება ვის ეხება ვის უნდა მოეთხოვოს.

16:26 | 17.11.2016
geogoli (367)

შემოკლებების ფუძემდებელი ხარ. 1ად1 მაგარი იყო

13:26 | 17.11.2016
buratino (480)

ვატყობ, ნიჟარაძის წასვლის მერე ამ რაგბის კავშირშიც აურ-დაურიეს გვარიანად. რას გეტყვით, თუ იცით?! წლობით დაგროვებულ ავტორიტეტს მოუფრთხილდით და ჩვენ, რაგბის ჭეშმარიტი ქომაგები სათანადოდ დაგვაფასეთ! დაფასებაში მეც სწორედ მინიმალურად საჭირო პირობების შექმნას ვგულისხმობ. ჯერ ერთი, როდესაც ასეთი მოუმზადებელია სტადიონი და უსუფთაობაა, ამ დროს კი თქვენ ნოემბრის ტესტებზე 3 და 5 ლარს აწესებთ ბილეთზე, ეს ხომ სასაცილოა! არ მითხრათ ეხლა ხალხს უჭირსო. რაგბი და ჩვენი მორაგბეები ისე უყვარს ხალხს რომ 7 და 10 ლარსაც გადაიხდის მოსვლა-ქომაგობაში (ნუ ახლა, ფეხბურთის ფედერაციასავით 15 და 25 ლარს იმედია არ დააწესებთ). სამაგიეროდ, მაგ ფულიდან იმ დამლაგებლებსაც მისცემთ კუთვნილ წილს და სხვა წვრილ-წვრილ პრობლემებსაც მოევლება! რაც შეეხება გადამყიდველებს, იგივე 10 ლარიან ბილეთებზე მათი რაოდენობა ავტომატურად შემცირდება

13:27 | 17.11.2016
buratino (480)

ჩემი მკაცრი ტონი არანაირად არ ეხება ჩვენს ვაჟკაც მორაგბეებს სამწვრთნელო შტაბთან ერთად, რომელთაც წარმატებებს ვუსურვებ!

13:05 | 17.11.2016
jimshvante (1)

აბსოლიტურად ვეთანხმები ragby777 -ს სანამ გულშემატკივარს ასწავლით ჭკუას მანამდე
ელემენტარული პირობები მაინც უზრუნველჰყავით. რაგბის გულშემატკივარმა ზედმიწევნით იცის
სად, როდის, როგორ უნდა მივიდეს და როგორ უნდა მოიქცეს კიდე.

12:13 | 17.11.2016
ragby777 (20)

ძალიან გთხოვთ რა ... არ მინდა მე ასეთი მოწოდებები და დარიგებები. როდესაც თქვენ ელემენტალური ხალხის სისუფთავეზე არ ზრუნავთ . რა იყო ეს იაპონიასთან თამაშზე არცერთი სკამი არ იყო ჩემს სექტორში და მთლიანად სტადიონზე დასუფთავებული არცერთი!!!!! ნაგავი ეყარა ზედ ზოგიც გატალახებული. არადა როგორც მახსოვს თამაშამდე 4-ი დღე მაინც მზე იყო კარგად მახსოვს . იცი რა არის არ გინდათ თქვენ ზედმეტი ხარჯი გაწიოთ იქ დამლაგებლები რამდენემე რომ აიყვანოთ მაგათ ფული უნდა მისცეთ ეს კიდევ ზედმეტი ხარჯია ხომ ასეა??

ან რომ იძახით არ მუშაობს გამართულად სტადიონის შესასვლელები და 2-3 საათიდ ადრე მოდითო. როგორ არის ჩვენი საქმე მთელი დღე სტადიონზე უნდა ვიყო მაშინ?? არა ბატონო არა კეთილი ინებეთ და მოაგვარეთ ეგ ხარვეზები. და არა ხალხს შეუქმნათ საწვალებელი.

ან რა გახდა ასეთი ხალხნო რაგბის ფედარაციიდან ასეთი მოუგვარებელი რომ ლამის დილიდან არ დავიწყოთ თამაშები რა უბედურებაა ეს რა ჭირი გვჭირს რა>?? ხომ შეილძება საღამოს საათებში დაიგეგმოს თამაშები ?? ნებისმიერ ცხრილს მსოფლიო თამაშების წყვილებიდან რომ შევხდოთ საიტებზე ყველაზე ადრე საქართველოს წყვილი არის გამოჭიმული ხოლმე რატომ?? რატომ?? ახლა დაიწყებბთ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ისო და ესო... თავის მართლებას .. მსოფლიო რაგბის ფედერაცია აწესებს ასეთ დროსო. რა მსოფლიო ფედერაცია ხალხნო რის მსოფლიო?> არ გავარტყი მაგ მსოფლიო ფედარაციას თუ ჩემი ქვეყნის ნაკრები და ხალხის დაზარალდება??


და ბოლოს აუცილებლად მინდა დავამატო. დიდი ეჭვი მაქვს რომ რაგბის რამდენიმე მოხელე ჩინოვნიკი თუ რაც ჰქვიათ ამ გადამყიდველ გარეწარ საზოგადოებსთან გარიგებულია!!!! ამის საფუძველს მაძლევს ერთი ფაქტი იაპონიასთან ბილეთის საყიდლას სალაროსთან მომიწია მისვლა და ყიდვა. რა დროსაც იქ მჯდომმა გოგონამ უარით გამომისტუმრა ბილეთები აღარ არისო. სხვათა შორის ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე მყიდველი იდგა. რამდენიმე მეტრით დავშორდი იმ სალაროს და მიდის პიროვნება და ერთბაშად რამდენიმე ათეულ ან შეიძლება ასეულ ბილეთსაც იღებს ზუსტად მაგ გოგონასგან. რას ნიშნავს ეს?? ის პიროვნება კი 3-ლარიან ბილეთებს 10ლარს უფასებდა საინტერესოა ხომ>?? მისნაირი რამდენიმე დათარეშობდა სტადიონის გარშემო. უბრალო მოქალაქემ დაუჩეჩქვოს თავ პირი მასეთს სახელმწიოფო და კანონი შენ დაგიჭერს თან რაგბის კავშირიდან რომ ყავს ვიღაცაც ან ვიღაცეებიც ესეც ხომ ფაქტია .


ამიტომ დიდი პატივსიცემის და მიუხედავად ჩვენი ქართველი რაგბისტების მიმარათ. მე რომ მაჩუქო ბილეთი აწი მანდ მომსვლელი არ ვარ. უბრალოდ საწყენია რაგბიშიც რომ დაიწყეს აყროლ;ება სქმის ..

წარმატებები.

13:03 | 17.11.2016
geogoli (367)

გეთანხმები, ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეიძლება და თავს არავინ იწუხებს. მადლობა იმის გამო რომ ბილეთი მართლაც სიმბოლური ფასი ღირს, მაგრამ თუ სტადიონის დასუფთავება ძვირი ჯდება, დაამატონ ბილეთის ფასს 1 ლარი და 20,000 ლარი ეყოფა დასუფთავებას. თუ განათება ძვირი ჯდება კიდევ 50 თეთრი დაამატონ. გადამყიდველებთან ბრძოლაც მარტივად შეიძლება, 1-2 კაცს რომ დააჯარიმებენ სერიოზულად, მერე ისწავლიან ჭკუას და სხვებისთვისაც მაგალითი იქნება. ტელეეკრანიდან რასაც ვხედავ ევროპაში სტადიონები ძალიან მალე ივსება და იცლება, გადმოიღონ მათი გამოცდილება და მოაწესრიგონ შესაბამისად შესასველელბი (ეს უკვე ფეხბურთის ფედერაციას ეხება).
და ბოლოს, მე მაინც ადრე მივალ..

12:45 | 17.11.2016
პანტელეიმონი (1218)

რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობას ! ! !

ძალიან საგანგაშოა ერთი რიგითი გულშემატკივარის ეს გულისტკივილები. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სტადიონის დირექციასთან ერთად გადაწყვიტეტ ეს პრობლემები, სანამ ჯერ კიდევ კრიტიკული მასა არ დაგროვილა გულშემატკივარის თქვენს წინააღმდეგ.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს სამოასთან შეხვედრაში ! ! !

0.089674