ბორჯღალოსნები

16:47 | 16.11.2016 | ნანახია 4005 - ჯერ

“ბორჯღალოსნები“ სამოასთან მატჩს დანაკლისით ხვდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 19 ნოემბერს, სამოასთან ტესტ-მატჩში მგეზავი ლაშა ხმალაძე და შუამარბი დავით კაჭარავა ვერ დაეხმარებიან.

ორივე მორაგბე 12 ნოემბერს, იაპონიასთან შეხვედრაში დაშავდა. სამედიცინო გამოკვლევამ და დაკვირვებამ ცხადყო, რომ ხმალაძეს მუხლი აქვს დაზიანებული, მინიმუმ 6 კვირა მოედანზე ვერ გავა. კაჭარავა საზარდულმა შეაწუხა. მას ნაკრების ექიმები კვირის ბოლომდე დააკვირდებიან და თუ რეაბილიტაციის პროცესი სასურველი სცენარით წარიმართა, 26 ნოემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ბორჯღალოსნების მთავარი ექიმის, გიორგი ჭუმბურიძის განცხადებით, ლაშა ხმალაძეს და დავით კაჭარავას იაპონიასთან თამაშის დროს მიღებული ტრავმების შემდეგ კლინიკური და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგი დაზიანებები: ლაშა ხმალაძეს - მარჯვენა მუხლის სახსრის ლატერალური მენისკის დაზიანება და უკანა ჯვარედინი იოგის ძლიერი შეშუპება; დავით კაჭარავას - მარცხენა ბარძაყის მომზიდველი კუნთების დაზიანება. მიღებული ტრავმების მკურნალობა და რეაბილიტაცია მოიცავს ხანგრძლივ პერიოდს, შესაბამისად ორივე მორაგბე გამოტოვებს შაბათს, სამოას წინააღმდეგ გასამართ მატჩს.

"გულდასაწყვეტია, რომ ტრავმის გამო ერთბაშად ორი მოთამაშე მოვისაკლისეთ. ლაშა ხმალაძე და დავით კაჭარავა გუნდის ლიდერები არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც არიან და მათი ჩანაცვლება ადვილი არ არის. ორივე ტრავმირებული მორაგბე შეკრებაზე რჩება, რათა გაეწიოთ სათანადო სამედიცინო დახმარება და დროულად გაიარონ რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩართულნი იყვნენ გუნდის მზადების პროცესში.

"თუმცა ეს სხვა მოთამაშეებს აძლევს შანსს, რომ დაწინაურდნენ შემადგენლობაში და საუკეთესოდ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები მწვრთნელებისა და დანარჩენი გუნდის წინაშე“- განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

გაფართოებულ რაზმში ერთი სიახლეა. ბორჯღალოსნებს ოფიციალურ შეკრებაზე ქუთაისის ბაგრატის მგეზავი რეზი ჯინჭველაშვილი დაემატა. გუნდთან ერთად ვარჯიშობენ არმაზის გარემარბი მურაზ გიორგაძე და ჯიქის ფულბეკი ირაკლი სვანიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სამოას მატჩი მიხელ მესხზე 19 ნოემბერს, 15 საათზე დაიწყება. მატჩის ბილეთები იყიდება მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე და ონლაინ ბმულზე: TKT.GE/Rugby

ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი ტრადიციულად დასახელდება მატჩამდე 48 საათით ადრე. ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართება ხუთშაბათს, 17 ნოემბერს 16 საათზე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:04 | 17.11.2016
maxo_65 (458)

მჭედლიძე უფრო შუამარბია ვიდრე გარემარბი, მის გუნდშიც 12-ზე თამაშობს..ჯინჭველაშვილის დაყენება ჯობია 10-ზე ჩემი აზრით..მალაღურაძეც მის კლუბში ძირითადად შუამარბს თამაშობს...აი სიჭინავა, მიუხედავად პირველი თამაშის ჩავარდნისა, ვფიქრობ საუკეთესო გარემარბი იქნება ჩვენი რაგბის ისტორიაში..შეკინებაზე არ მაქვს ლაპარაკი, ვინც უნდათ ის დააყენონ, მაგრამ ჟვანია უნდა იყოს ჩემი აზრით..

12:33 | 17.11.2016
meleksa (132)

აბა ვნახოთ დღეს რა შემადგენლობას დაასახელებს მელიტონა.

10:30 | 17.11.2016
krasni (587)

შეიძლებოდა მოდებაძისთვისაც შანსის მიცემა.

09:46 | 17.11.2016
zurageorgevich (45)

15. წიკლაური (მეკოსადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად) 14.თაზო (შეუცვლელი) 13. მალაღურა (კაჭის მაგივრად შუამარბი სხვას ვერ ვხედავ) 12.ბუკა 11. სიჭინავა აუცილებლად (თავის მაქსიმუმს იზავს შეცდომის გამოსასწორებლად და მჯერა, სხვას მირჩევნია ახალი გამოვცადოთ და კიდე ერთი შანსი მივცეთ) 10. ჯინჭველაშვილი (სხვა არ ვიცი) 9.ლობჟიკა... მორკინალებს რაც შეეხება მანდ კონკურენცია დიდია

00:40 | 17.11.2016
meleksa (132)

ისე სვანიძე საკმაოდ კარგად თამაშობდა 20წლამდელებში. სიჭინავასაც უნდა მიეცეს შანსი. რაც იქნება იქნება, თავს არ დაზოგავს არცერთი და უმაგრესი გამოცდა იქნება.

00:36 | 17.11.2016
meleksa (132)

ისე თხილაიშვილის უნივერსალობას თუ გავითვალისწინებთ არ გამიკვირდება ცენტრად ითამაშოს ან ბიწაძემ

00:29 | 17.11.2016
meleksa (132)

აუ რა ცუდი ამბავია, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ორივეს!
მოკლედ ცენტრში გვიჭირს, ფრთაზეც გვჭირდება თაზო თორე აგვიკლებენ. არის კიდევ ერთი ვარიანტი მეკო 10 ნომერზე და ცენტრში ბუკა-მალაღურა. ასეთ შემთხვევაში ან შეცვლაზე ვინ შემოვა ან ფრთებზე რა გვეშველება არვიცი. მოკლედ ხაზში იმდენად ცუდად გვაქვს საქმე რომ 2-2 მოთამაშეც არ გვყავს თითო პოზიციაზე. ისევ ჯობია გიორგაძემ ითამაშოს, გამოცდილება აქვს ნაკრებში თამაშის. თუ თოდუა ან ფრუიძე მომჯობინდა ხო უკეთესი.
ისე ძალიან ცუდია, ნოემბერშიც ვერ ვახერხებთ ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებას. არადა სამოასთან მოგება თითქმის აუცილებელიც კი არის, თორე განიავდება რეიტინგი

18:47 | 16.11.2016
ogafa (407)

სამოასთან მაინც მოიგებენ

18:31 | 16.11.2016
buratino (480)

ხმალაძეს ნაცვლად 10-ანზე გასაგებია რომ მალაღურა დადგება მაგრამ კაჭის შეცვლას როგორ აპირებს ჰეიგი?! ვითომ თაზო მის ნაცვლად ცენტრში? მაშIნ ფლანგები ძაან დასუსტდება რადგან როგორც ჩანს, ფრუიძე და თოდუა ვერ ასწრებენ გამოჯანმრთელებას. და თუ თაზო ისევ ფლანგზე დარჩა, მაშინ ვისზე გარისკავს მელიტონა ცენტრში და ბუკასთან ვის შეაწყვილებს?

18:03 | 16.11.2016
krasni (587)

თოდუა, ფრუიძე, ახლა ხმალაძე, კაჭარავა, მოკლედ დანაკლისი მაგრადაა, მაგრამ მელიტონასი არ იყოს შემცვლელებს აქვთ კარგი შანსი თავის გამოჩენის.

18:25 | 16.11.2016
buratino (480)

დავიჯერო თოდუა ჯერაც არ მომჯობინდა? აბა მაშინ უგულავია სამოას აფციაურის ფლანგზე...

09:28 | 17.11.2016
zurageorgevich (45)

აფციაურის ფლანგე ჩემი აზრით მიუხედავათ იაპონიასთან ყვითელი ბარათისა მაინც სიჭინავა უნდა დააყენოს... ერთი თამაშით ნუ განვსჯით, თან თავის მაქსიმუმს იზავს შეცდომის გამოსასწორებლად... სხვა კანდიდატი არ გვყავს სამწუხაროდ

17:47 | 16.11.2016
beeq777 (35)

რა უიღბლო ბიჭია ხმალაძე, ჯერიყო და მსოფლიოს წინ დაიმტვრა და მთელი მსოფლიო გამოტოვა და ეხლა ეს ტესტებიც. არადა რამხელა ძალაა ჩვენი ნაკრებისთვის... ხოარჯობია რეზის მოსინჯვა მიუხედავად იმისა რომ ფიზიკაში მოიკოჭლებს. შემოქმედი 10 ნომერი გვინდა და გამოჩნდა ეს იაპონიასთანაც

17:32 | 16.11.2016
geogoli (367)

ალბათ თაზო დადგება ცენტრში და მალღურა 10-ზე. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბიჭებს

09:25 | 17.11.2016
zurageorgevich (45)

თაზოს ფრთაზე დააყენებს გარემარბი ისედაც გვიჭირს... მე მგონია 13 კაჭის მაგივრად შუამარბად მალაღურას დააყენებს, 10 ნომერზე მგეზავად ჯინჭველაშვილს სავარაუდოდ

17:44 | 16.11.2016
beeq777 (35)

თაზო 12 ნომერზე თამაშობს კლუბში და არამგონია 13 დააყენონ. მგონი გიორგი კოშაძეს დააყენებს. ვნახოთ თუ ენდო მილტონი.

17:48 | 16.11.2016
beeq777 (35)

ფრუიძეს მეგონდა დააყენებდნენ 13ზე მაგრამ ...

17:19 | 16.11.2016
dinamo222 (692)

ასეთი უიღბლო თამაში მე არ მახსოვს ჯერ რა დასანანად წავაგეთ და ამას პლიუს ორი ლიდერიც დაგვიშავდა @@@@

17:15 | 16.11.2016
პანტელეიმონი (1218)

დასანანია

17:04 | 16.11.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია ეს დანაკლისი არ შეგვიშლის ხელს სამოასთან გამარჯვებაში

18:27 | 16.11.2016
buratino (480)

იმედია კი არა, ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ უნდა მოვიგოთ თორემ აქამდე გაწეული მთელი შრომა (პლიუს რეიტინგიც) წყალშI ჩაგვეყრება

0.085571