საქართველოს მორაბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ იაპონიასთან თამაში (22:28) შეაფასებისას აღნიშნა, რომ მეტოქე ბევრად სუსტი იყო, ვიდრე აქამდე. ასევე დასძინა, რომ მის გუნდს მოგება მართებდა, თუმცა არ გაუმართლა და ყველაფერს გამოასწორებენ.
“პირველ ყოვლისა მინდა მივულოცო იაპონიას გამარჯვება. თუმცა, რაც მე იაპონიასთან მითამაშია, ეს ყველაზე სუსტი გუნდია. მათ დიდი ხანია არ შევხედრილვარY და არ მესმის როგორ წავაგეთ. ძალიან გულდასაწყვეტია. როცა ასე ჯაბნი გუნდს და აგებ... არ ვიცი... ვერ ვიტყოდი, რომ ბევრჯერ დავჯარიმიდით, არ ვიცი ვის დავაბრალო წაგება. ვფიქრობ, იაპონია არაა ისეთი გუნდი, რომ უჯარიმოდ ითამაშო. მართალია, ექვსი ერის წევრი არაა, მაგრამ მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფურორი მოახდინეს” – განაცხადა გორგოძემ.
სოფო ერქვანია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე ამ ბოლო დროს აღარც მურაზ გიორგაძე ჩანს და არც ალექსანდრე ხუციშვილი მგონი, რამდენიმე თამაში იყო ნაკრებში, ყოჩებში თამაშობდა მგონი ის ბიჭი და არც ნაკრებში იყო ცუდი.
ზოგადად ჩვენი პირველხაზელების რაც არ მომწონს ბურთს რომ მიიღებენ ეგრევე თავდახრილები მიდიან კონტაკტში მიწისკენ, არც ცდილობენ რომ სირბილის მიმართულება შეცვალონ ან რამე მსგავსი. შესაბამისად მანძილს თითქმის ვერ იგებენ. თავდახრილ კაცს რომ ზემოდან დაგაწვება მოწინააღმდეგე ძნელია წინ წაიწიო, ასეთ შემთხვევაში მეტოქისთვისაც ადვილია ბოჭვა და გადაწყობასაც ასწრებენ და რაქში ბურთის შეყოვნებასაც. ასეთ შემთხვევაში ოფლოუდის შანსი ფაქტიურად არ არსებობს.
გორგოძეს თუ დავაკვირდებით ის ფაქტიურად არასდროს არ მიდის მოწინააღმდეგეზე თავდახრილი პირდაპირ ფეხებისკენ, იმიტომაც ახერხებს ოფლოუდებს და დროის მოგებასაც სანამ დამხმარე მოვა. იგივე შეუძლია თამამად ჩვენს მეორე ხაზელებსაც, მაგრამ არც ცდილობენ ფაქტიურად.
მიქაუტაძემ ზელანდიასთან ერთ მომენტში ითამაშა მასე, ბურთი რომ აიღო და ნახევარი ზელანდია რომ ჩამოეკიდა გასაჩერებლად. სანამ თვითონ დგანან ფეხსე ძნელია მორკინალი გააჩერო, მაგრამ თუ თვითონ მიდის მიწისკენ, მაშინ უადვილესია მისი შებოჭვა.
დიახ დიახ ზუსტად ჩამოაყალიბე მორკინალებზე. არადა წესით არ უნდა გაუჭირდედ რამდენიმე მეტრით სირბილით ცადონ იგივე. ააი ამიტომ ჟვანიასნაირები გვინდა მასეთ დროს რამხელა წონის კაცია რა კარგი სისწრაფე აქვს.
გორგოძეს ის წვრილთვალება მორაგბეები თუ დააკვირდით როგორც კი ბურთს მიიღებდა ეგრევე კოჭებში უვარდებონენ კამიკაძეებივით აბა ისე პირისპირ მაგის შნო ნაკლებათ ექნებოდათ რომ გაეჩერად.
მართალი ხარ, ჟვანიას სტილის პირველ ხაზელები გვინდა. კოჭებში რომ შედიან გაქცეულ გორგოძესთან შანსი არ აქვს ორს ერთად, ახლა წარმოიდგინე იგივეს აკეთებდეს კიდევ 2 მორკინალი რა იქნებოდა.
ოხოხოხოხო უკვე შოტლანდისთან თამაშზე ვფიქრობ
სულ ძვლების ჭახა ჭუხი უნდა ისმოდეს
ნეტავი სქოთებს მოვუგებდეთ ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს
buratino დაგეთანხმები მეც .
ვიტომ ამ შეხვედრაში მართლა გამორჩეული იყო. არ მომეწონა ქუბრიაშვილი. ამხელა ძალის და გაბარიტების კაცია და კონტაქტში დიდი ვერაფერი წინსვლა ვერ დავინახე. ამასთან ძალიან ნელი მგონია...
კვირიკაშვილს კი უამრავი შეცდომა ჰქონდა მართლაც. მაგრამ დაუშვად არ ათამაშა შემდეგ თამაშებში ვინ გინდა შეცვალოს? მე ვფირობ დღეს დღეობით არ მეგულება სხვა ვინმე ისეთი ვინც მას შეცვლის.
და ბოლოს. სამოასთან ძნელად თუ შედარებით იოლად მაინც მგონია გავიმარჯვებთ. ბევრი მიზეზი მგონია რატომაც... და სულ ბოლოს კი იაპონოა შოტლანდიის თამაში 16-21 ვუყურე და ვფიქრობ ძალიან დიდი შანსია რომ მოვიგოთ. არ იფიქროდ სადმე ასტრალში ვიყო გასული... უბრალოდ იმ თამაშში რაც ვნახე ვფიქრობ რომ გავიმარჯვებთ!!
წარმატებები ჩვენ მორაგბეებს და მუდამ გამარჯVებულები გასმოლიყვნენ მწვანე მინდვრიდან./
მოგების შანსი არის მაგრამ დიდი არა მგონია, შოტალნდიელებმა ავსტრალიას მაგრად ეთამაშნენ პირველ ტესტში და ერთი ქულის სხვაობით დათმეს მარტო. ვნახოთ ჩვენი სამოასთან თამაშში და შოტლანდიელების არგენტინასთან თამაშში გაირკვევა რმდენად რეალურია ჩვენი შანსები. მგონია რომ შოტლანდიასტან ყველაზე კარგ ფორმაში უნდა იყვნენ ბიჭები სამი კვირა ექნებათ ერთად გატარებული თუმცა შოტალნდიელებიც მოტივირებულები იქნებიან არამგონია არგენტინას მოუგონ და ჩვენთან მოგება აუცილებლად დასჭირდებათ სერიაში ერთი გამარჯვების მოსაპოვებლად. დიდი ჯახი იქნება და ღირსეული მეტოქეობა უნდა გაუწიოთ და გაუწევთ კიდევაც მგონია
მეტი ყურადღებით ბიჭებო 19-ში უნდა გამვასწოროთ ყველა შეცდომა ერთად
იმედია, ჩვენს კომენტარებს რაგბის კავშირის წევრები ან ნაკრებთან დაახლოებული ადამიანები კითხულობენ. ჰოდა, ახლა ჩვენს მოთამაშეებზე ჩემეულ შეფასებებსაც ჩამოვაყალიბებ (თამაშის ანალიზი წინა სტატიაში უკვე დავწერე). ჯერ დავიწყოთ უკანახაზელებით.
1. ვასკა-თაზო. უკანა ხაზის სუსტი თამაშის ფონზე მაინც პოზიტივით დავიწყებ. მაგარი ბიჭი გვეზრდება ვასკას სახით, ფიზიკაშიც ეტყობა მომატება. ჰოდა, თუ მან ზრდა-განვითარება განაგრძო და "ბრივი"-ს ძირითადშიც დაიმკვიდრა ადგილი, მომავალ მსოფლიო თასზე უძლიერესი 9-ე ნომერი გვეყოლება. უკანახაზელებიდან ის ამ მატჩში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. დაახლოებით იგივეს თქმა შეიძლება თაზო მჭედლიძეზე (თაზო რომ მაგარია, ეს მან ბოლო ხანს არაერთხელ გვანახა საფრანგეთიდან).
2. კაჭი-ბუკა-მეკო. ძალიან გული მეტკინა კაჭარავას მიერ ჩაგდებული თამაშის გამო. უჩვეულოდ პასიური იყო და ერთი ლელო მის შეცდომას (ცუდ პასს) მოჰყვა. იმედს ვიტოვებ, რომ იშვიათ გამონაკლისს ჰქონდა ადგილი და ეს უბრალოდ მისი დღე არ იყო. შარიქაძეზე ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მას ამჟამად დაღმასვლის პერიოდი აქვს. ამ თამაშშიც გამოჩნდა ეს, იმის მიუხედავად რომ ერთი-ორჯერ კარგი გარღვევა გააკეთა. მოკლედ, თუ უნდა რომ ძირითადის მოთამაშედ დარჩეს, აუცილებლად მეტი უნდა ივარჯიშოს და მანევრირებას მოუმატოს. მეკოზე რა ენა მომიბრუნდება მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, ეს ის მეკო აღარაა (2-ჯერ ბურთი აუტში ვერ გადაიტანა/სალელოვე შეტევები მოგვისპო, იაპონელთა ლელოს დროს მეტოქეს ვერაფრით დაეწია იმის მიუხედავად რომ უფრო უკან იყო 3-დე მეტრით). თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ მერე შედარებით გამოასწორა (გარდასახვები და ჯარიმა გაიტანა და უმცირესობაში ყოფნისას 100%-იან ლელოს გადაგვარჩინა). მთლიანობაში კი, სიმართლეს თვალებში შევხედოთ: მისი კარიერა ნაკრებში დასასრულისკენ მიდის. ამიტომაც, მომავალ მსოფლიო თასამდე სასწრაფოდ საპოვნელი და გასაზრდელია მეკოს შემცვლელი (რომელიც ჯერჯერობით არ გვყავს).
3. ქოქოსა-მალაღურა-ბეგაძე. ძალიან ცუდი რამ მოხდა როცა დასაწყისშივე ხმალაძე დაიმტვრა. სულ ვამბობდი რომ ის ერთ-ერთი იშვიათი მოთამაშეა ნაკრებში რომელსაც ფეხით თამაში კარგად შეუძლია (გადაკიდებაც და ბურთის შეცურებაც) და ხაზის გაჭრაც ეხერხება. ჩემი აზრით, ამ ფაქტმაც იქონია გავლენა შედეგზე. მალაღურაძე კი იყო მონდომებული, მაგრამ, ნუ მიწყენს და, მაინც რუსეთის ჩემპიონატის დონე ეტყობა (თუმცა მის მიმართ პრეტენზია ნაკლები მაქვს). ბეგაძეს რაც შეეხება, არაფერი გაუფუჭებია მაგრამ, როგორც შეცვლაზე შემოსულების უმეტესობამ, ვერაფერი სარგებელი ვერ მოუტანა გუნდს.
4. აფციაური-სიჭინავა. ნურავის ეწყინება მაგრამ ანტიგმირები ბოლოს შემოვინახე. რამდენი ხანია ვიძახი - ა ფ ც ი ა უ რ ი ა რ ა რ ი ს ს ა ნ ა კ რ ე ბ ო დ ო ნ ი ს მ ო თ ა მ ა შ ე!
თამაშამდეც დავპოსტე რომ იგი როგორც ფიზიკურად ისე ტაქტიკურად სუსტია-მეთქი და თუ არ მიეხმარა ვინმე და ერთი-ერთზე დატოვეს იაპონელ შემტევთან, 100% ლელო იქნება-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ასრულდა ჩემი ნათქვამი (თუმცა მე ეს ნაღდად არ მინდოდა). მას გაცილებით სჯობიან თოდუა და ფრუიძე. ამიტომ, ამიერიდან ამ თემაზე კითხვები უნდა მოიხსნას და ნაკრების ხელმძღვანელობამ ზომები უნდა მიიღოს. რაც შეეხება სიჭინავას, მისი გამოყვანით ჰეიგმა გაუაზრებელი რისკი გაწია, როცა ამ დონის მატჩში ასეთი გამოუცდელი მოთამაშე შემოიყვანა, რამაც არასასურველი შედეგიო მალე გამოიღო. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ მელიტონამ ასეთი ახალგაზრდები ჯობია ჯერ ერთა თასზე ათამაშოს და იქ მიარებინოს გამოცდილება, ვიდრე იაპონიისნაირ მაღალი კლასის გუნდებთან
ობიექტური ხარ როგორც ყოველთვის. ერთადერთი ნემსაძე-მიქაუტაძეზე ვერ დაგეთანხმები, განმეორებით ვნახე და საკმაოდ ბევრი სამUშაო გასწიეს, ნუ უფრო მეტი რო შეუძლიათ ორი აზრი არ არის.
რაც შეეხება სიჭინავას, დიდი 10-დან გამომდინარე მან ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ამ დონის თამშში დებიუტი ცოტა გადაჭარბებულად მომეჩვენა. ერთა თასზე კი აუცილებლად დიდი დრო უნდა დაეთმოს.
წინა ხაზი დამავიწყდა და შედარებით მოკლედ დავწერ:
როგორც ყოველთვის, ლომივით იყო ჩვენი მამუკა და მასზე სიტყვების დახარჯვა არაა საჭირო. სასიამოვნოდ გამაოცეს ვიტომ და ბიწაძემ, არა მხოლოდ ლელოების დადების გამო (პირველმა არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკიდან გამომდინარე შიშები გააბათილა, 2-მ ჭკვიანურად ითამაშა).
ჩვეულ სტილში ითამაშეს ნარიაშვილმა-ჩილაჩავამ-ბრეგვაძემ (კარგია რომ ჯაბა არ შეცვალეს რადგან აუტებს საუცხოოდ აწვდიდა) თუმცა მათი შემცვლელები (კაკოვინი-ქუბრიაშვილი) არცთუ წარმატებით შემოვიდნენ. მეტ აქტიურობას ველოდი მიქაუტაძისა და ნემსაძისგან, ასევე თადარიგიდან შემოსული ლომიძე-თხილაიშვილისგან.
დაბოლოს, შეცვლების თვალსაზრისით, ჰეიგს აჯობა მისმა იაპონელმა ვიზავიმ. ამიტომაც დროა,
მელიტონამ გადააწყოს და ნაწილობრივ გადაახალისოს გუნდი, ვინაიდან სამოასთან
უ ლ ა პ ა რ ა კ ო დ უ ნ დ ა მ ო ვ ი გ ო თ!
იმედია ამნაირ ლაფსუსებს აღარ ვიხილავთ.
სხვა თამაშებზე თუ დაწერენ ნეტა რამეს?
დასანანი მარცხი იყო დიდი უპირატესობა გვქონდა და სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ დაცვაში კი ასეთი სუსტი თამაში ცვენი ნაკრების მიერ ბოლო წლებში მე არ მახსოვს. ის მაიმედებს რომ ჩვენ ბიჭები რაც უფრო დიდხანს არიან ერთად მით უფრო კარგად თამაშობენ და ნაკლებ შეცდომებს უშვებენ. ამ წაგებით მე-12 პოზიციაზე ჩამოვედით თუ გვინდა ეს პოზიცია შევინარჩუნოთ და იტალია ჩვენს უკან დარჩეს სამოას აუცილებლად უნდა მოუგოთ და თუ 15 ქულაზე მეტით მოუგებთ მით უკეთესი ასეთ შემთხვევაში მე-11 პოზიციის დაბრუნების შანსი გვექნება სხვა ტამაშების შედეგების გათვალისწინებით. სამოას თამაშს რაც უყურე საფრანგეთთან არც ისე ძლიერად უთამაშიათ შერკინებაში დაიჩაგრნენ საჯარიმო ლელოც კი მიიღეს. ჩვენი უპირატესობები უნდა გამოვიყენოთ და შეტევისას გაუაზრებლად არ უნდა ვიჩქაროთ როგორც იაპონიასთან ეს გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სხვა არ ვიცი მარა ერთი რამ ნაღდათ უნდა ვისწავლოთ იაპონელებისგან, როგორ ბოლომდე უნდა იბრძოლო და ჩაუწვე ისე მეტოქეს, რომ თითქმის შეტანილი ლელო არ დაადებინო, რამდენი ასეთ ლელი გამოგვღლიტეს პირველ ტაიმში.
შეიძლებოდა მოგება, მაგრამ შეცდომების ხარჯზე წავაგეთ.
სამ დღიანი მომზადება არ გვყოფნის ასეთი გუნდების დასამარცხებლად.
ალბათ პირველი თამაშის სინდრომია მიზეზი. მამუკა მართალია, ასეთ იაპონიასთან არ უნდა წაგვეგო.
სათანადოდ იყვნენ მზად ჩვენი ძლიერი მხარეების გასანეიტრალებლად. ჩვენ კი ეგ სათანადო მომზადება დაგვაკლდა.
მორაგბეებს სინდისი მაინც აწუხებთ წაგების შემდეგ და გამოსწორებაზე ფიქრობენ, მაგიტომ ვაფასებთ და გვიყვარს გულშემატკივარს ჩვენი ლომები!
წაგების მთავარი მიზეზი რა თქმა უნდა იყო იაპონელთა სისწრაფე, ისინი სწრაფები იყვნენ როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში
ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის რომ ვითამაშეთ მხოლოდ თავდასხმითი თამაში, ზოგს გამოუვიდა ესეთი თამაში ზოგ არა. კარგი იქნებოდა ამ თავდასხმას თავდაცვასაც თუ (ისევე როგორც ტონგასთან მსოფლიოზე) შევაშველებდით და კონტრშეტევებს მოვიგერიებდით
ნუ ბევრი ტექნიკური წუნი იყო, რასვიზავთ წავაგეთ მაგრამ ეს ბიჭები ყოველ|თვის იბრძვიან რასაც ფეღბურთზე ვერ ვიტყვი არიყო დგეს ჩვენიდღე ასე გამოდის მსაჯები ხაბსედა უნუკალურები იყვნენ.
მოლით რომ ვერაფერი გავაკეთეთ ეგ არაფერი? არადა ერთდროს მოლი ჩვენი ძლიერი მხარე იყო, ბოლო პერიოდში კი გვიჭირს მაგ კომპონენტში. ერთი ერთზე ბოჭვებშიც არ ჰქონდათ დიდი უპირატესობა ჩვენს მორკინალებს. საკმაოდ კარგ ბოჭვებს აკეთებდნენ იაპონელები და ხშირად უკანაც გვახევინებდნენ.
უნდავაღიაროთ რომ მეტოქის სწრაფ შეტევებში ძალიან ცუდად ვთამაშობთ გამახსენდა მსოფლიოზე არგენტინამ რომ დაგვარბია მეორე ტაიმში ზუსტად იგივე სიტუაცია გამეორდა ! როგორც კი სისწრაფეს მოუმატა იაპონიამ ეგრევე მოიშალა ჩვენი დაცვა და მეორე და ალბათ მთავარი მიზეზი წაგების ისაა რომ ჩვენი სტილით არ ვითამაშეთ შტევებში რამოდენიმეჯერ აიღე და მიეძალეს მაგივრად მარაოს გაშლა მოვინდომრთ თანაც უსწრაფესი იაპონელების წინააღმდეგ !! ამის გამო ორი ლელო ჩვენ უნდა დაგვედო და პირიქით აქეთ მივიღეთ !@@
არ გამართლების მომენტი მართლა იყო, ბურთი მიწიდან ფაქტიურად ყოველ ჯერზე მეტოქის სასარგებლოდ ისხლიტავდა გეგონება შეკვეთილი ყოფილიყო, მაგრამ მარტო ეგეც არააა, იაპონია ძალიან სუსტია ძალისხმიერ ბრძოლაში, წინა ხაზი ჩვენს წინა ხაზთან შედარებით ფარჩაკია.
უკანა ხაზში კი პირიკით, ძალიან ჩამოვრჩებით, სულ სხვა სიჩქარეებზე თამაშობენ. იაპონიას აქტიურად პატიჟებდნენ შვიდკაცას მსოფლიოს სერიაში, სადაც საუკეთესო ნაკრებებთან ალაგ-ალაგ თანაბარ თამაშს აჩვენებდნენ, მსგავსი ასპარეზი ჩვენს უკანახაზელებს არც დასიზმრებია, სამწუხაროდ.
მართლა არ გაგვიმართლა უნდა მოგვეგო ეს თამაში
კაჭარავამ და სიჭინავამ კაი პატივი გვცეს რა , რა დროს დებიუტი იყო, სხვა დროს გამოეცადა....
ევროტურნირები, ევროტურნირები და კიდევ ერთხელ ევროტუენირები...რა უფრო დავკარგავთ დროს მით უარესი ჩვენთვის..უკანახაზელები უნდა გავზარდოთ