ბორჯღალოსნები

17:59 | 12.11.2016 | ნანახია 4949 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: “ეს თამაში მალე უნდა დავივიწყოთ, თუმცა მანამდე ანალიზია საჭირო”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იაპონიასთან მატჩის (22:28) შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდმა ეს თამაში მალე უნდა დაივიწყოს, თუმცა მანამდე შეცდომების გაანალიზებაა საჭირო და გუნდთან ერთად ყველაფერს დეტალურად გაივლის. მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფეროს შექმნისათვის.

“შემადგენლობასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, ამას ხაზგასმით ვამბობ. მომწონს ჩემი გუნდის მოთამაშეები. შეცდომებს იმ დროს უშვებს გუნდი, როდესაც მოწინააღმდეგე წნეხში აქცევს. საერთოდ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ამას ანალიზის დროს აუცილებლად განვიხილავთ.

რა თქმა უნდა, რთულია, როცა რამდენჯერმე ლელოსთან ახლოს ხარ და რამდენიმე წამში შენ მოგიწევს საკუთარ ძელებთან დადგომა. ეს თამაში მალე უნდა დავივიწყოთ, თუმცა აუცილებლად უნდა განვიხილოთ და შევაფასოთ თამაში, თუ რას მოჰყვა დღევანდელი მარცხი.

პირველ ოც წუთს რაც შეეხება, მაგ დროს ლელოც მივიღეთ, თუმცა ასევე ვუტევდით. მიმაჩნია, რომ ბოლო წუთზე შეტევის დროს შეგვეძლო ქულების აღება – ყოველი თამაშიდან გამოცდილებას ვიღებთ. მნიშვნელობა არ აქვს, მოიგებ თუ წააგებ, გამოცდილება მოდის და მთავარია ახლაც ასე იყოს. კიდევ გავიმეორებ, რომ ვიდეო ანალიზი უნდა ჩავატაროთ – ბურთი უფრო მეტად უნდა გვეჭიროს, დაცვაშიც ხარვეზებია, მაგრამ არმგონია, რომ ბევრი რამ იყოს შესაცვლელი სამოასთან მატჩის წინ. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ ვიზრდებოდით და ამ თამაშსაც პროგრესისთვის გამოვიყენებთ. მინდა აღვნიშნო, რომ სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. მათი თანადგომა სამოასთან მატჩის დროსაც ძალიან დაგვჭირდება”, - განაცხადა ჰეიგმა.

სოფო ერქვანია


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:43 | 13.11.2016
პანტელეიმონი (1218)

შეიძლებოდა მოგება, მაგრამ შეცდომების ხარჯზე წავაგეთ.

23:54 | 12.11.2016
hannibal_barca (9)

მართლაც მოსაგები თამაში წავაგეთ, მაგრამ არაუშავს ყველაფერი ხდება. მაინც ჩვენი საამაყო ნაკრებია, სამოასთანაც მოვალთ საგულშემატკივროდ!

0.099798