ბორჯღალოსნები

17:00 | 12.11.2016 | ნანახია 6606 - ჯერ

შეცდომებით წაგებული თამაში იაპონიასთან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტები წარუმატებლად დაიწყო – “ბორჯღალოსნებმა” დღეს, “მიხეილ მესხის” სტადიონზე იაპონიასთან მტკივნეული მარცხი განიცადეს ექვსი ქულის სხვაობით - 22:28.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება – პირველი ტაიმი მილტონ ჰეიგის შეგირდთა სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა, დასაწყისში აზიელთა კონტრშეტევა გამოეპარათ და ლელო მიიღეს. იაპონიის ნაკრებმა გარდასხვა ვერ გამოიყენა, მაგრამ ცოტა ხანში ზუსტი ჯარიმით ნაგარიში 0:8 გახდა. მიუხედავად ჩამორჩენისა, საქართველომ აქტიური თამაში გააგრძელა და ჯერ ვიქტორ კოლელიშვილმა დაამიწა ბურთი მეტოქის საჯარიმოში. გარდასხვა მერაბ კვირიკაშვილს გაუცუდდა. ზედ ტაიმის მიწურულს კი, დიდებულად ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ, ვინც 35 მეტრი მარტომ გაირბინა და ლელო დადო. მას ვიზავი ბოლოსკენ დაეწია და მსაჯს ვიდეო გამეორების შემდეგ მოუწია გადაწყვეტილების მიღება – ლელო ჩაითვალა. გარდასხვა კი, ამჯერად კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და გუნდები გასახდელშიც გავიდნენ – 12:8.

სხვა სცენარი ჰქონდა თამაშის მეორე ტაიმს – ძნელად გასახსენებელია ბოლოს როდის გაუშვა საქართველოს ნაკრებმა ერთ მატჩში 4 ლელო, თუმცა ფაქტია, რომ იაპონიის ნაკრებმა ეს შესძლო. აქედან პირველი ორი ლელო კონტრშეტევაზე დაგვიდეს – თითქოს ჩვენ უნდა მიგვეთვალა ხუთი ქულა, როდესაც ბავშვური შეცდომის გამო აქეთ მივიღეთ. მომდევნო ორი ლელოს დროს კი ფლანგებზე დავუშვით სერიოზული შეცდომა. არადა, მეორე ტაიმში იყო მონაკვეთი, როცა 9 ქულის სხვაობით, 22-13 ვიგებდით და იქიდან მოყოლებული ვერაფერი გავახერხეთ. ერთი ეგ იყო თამაშის ბოლო წუთზე რამდენიმეფაზიანი შეტევის დროს შეეძლოთ ქართველ მორაგბეებს ლელოს დადება, მაგრამ სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და თბილისიდან გამარჯვებულები წავიდნენ.

საქართველოს ნაკრები მომდევნო სპარინგს ერთი კვირის თავზე, 19 ნოემბერს, თბილისში, სამოას ნაკრებთან გამართავს.

საქართველო - იაპონია 22:28 (12:8)

ქულები: კოლელიშვილი (ლ), ლობჟანიძე (ლ), ბიწაძე (ლ), კვირკაშვილი (2გ, 1ჯ),


კომენტარები (30)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:32 | 16.11.2016
orioni (88)

ხმალაძე და კაჭარავა ვერ ითამაშებს სამოასთან. ასე რომ არ არის საქმე მარტივად, გაგვიჭირდება სამოასთან..იმედია გაგვახარებენ ბიჭები.

22:08 | 14.11.2016
krasni (587)

სამოასთვის ხმალაძე და თოდუა თუ გვეყოლება?

16:52 | 14.11.2016
orioni (88)

რეალურად ეგ არის ჩვენი ადგილი ათეულისთვის ჯერ არვართ კიდევ მზად

16:51 | 14.11.2016
orioni (88)

ამ წაგებამ დაგვსვა მე 12 ადგილზე არა და 20 წუთი გვეთამაშა მეტი ყურადღებით მეტი შემართებით და ახლა ათეულში ვიქნებოდით

14:45 | 14.11.2016
BEERTRANCE (1073)

მთავარია ეგ შეცდომები სამოასთან აღმოიფხვრას.

13:24 | 14.11.2016
buratino (480)

ამ უიკენდზე მიღებული იმედგაცრუების ფონზე, აქამდე არაფერი დამიწერია. ჰოდა, ახლა ვაკეთებ წაგებული თამაშის ჩემებურ შეფასებებს:
მატჩი - მთლიანობაში შემიძლია ვთქვა რომ იყო რამდენიმე ფაქტორი, რამაც ჩვენი წაგება განაპირობა. ესენია: 1) იაპონიისგან განსხვავებით, მოსამზადებლად შედარებით ნაკლები დრო და პირველი მატჩის მომენტი. ფაქტია რომ გვიჭირს სტარტის აღება, თუკი სერიოზული და ხანგრძლივი მომზადება არ გვაქვს გავლილი (როგორც ეს იყო მსოფლიო თასის წინ). 2) დაცვის და, განსაკუთრებით, უკანა ხაზის სუსტი თამაში და დაშვებული შეცდომები. დიდი ხანია, ჩვენს დაცვას ასე ცუდად არ უთამაშია. თანაც, 1-2 გამონაკლისის გარდა, ჩვენი უკანახაზელები უჩვეულოდ სუსტად გამოიყურებოდნენ და ჩვენი შეცდომებით ლელოებიც მივიღეთ. 3) უიღბლობა მატჩის მთელ რიგ ეპიზოდებში და იღბალი მეტოქის სასარგებლოდ.რამდენჯერმე არ გაგვიმართლა, როცა ლელოს დადებასთან ახლოს ვიყავით. პირიქით, იაპონელებს ბედი უღიმოდათ, თუნდაც 1 ლელოს დადების მომენტში ბურთი ისე ახტა მიწიდან რომ ზუსტად იმათ მოთამაშეს ჩაუვარდა ხელებში და მანაც სისწრაფის ხარჯზე დაგვალელოვა. ოდნაც გვერდით მაინც რომ ამხტარიყო ეს ბურთი, ან ოდნავ დაყოვნებით რომ დაეჭირა ბურთი იაპონელს, ეს ლელო არ გავიდოდა (შევბოჭავდით). 4) იაპონელთა შესაშური კონცენტრაცია მთელი თამაშის მანძილზე. აი აქ მართლა ქება ეკუთვნით იაპონელებს. ვერ ვიტყვი რომ ჩვენი შერკინება გააჩერეს მაგრამ ჩვენები მაქსიმალურად შეზღუდეს და პლიუსები გაუნეიტრალეს. 5) ჰეიგის შეცდომები. მელიტონამ შეცვლები ვერ გამოიცნო, განსაკუთრებით გამოუცდელი სიჭინავას შემოშვებამ გვაზარალა როცა 13 წუთით დამთავრებამდე გააგდეს და ბოლო წუთების შტურმის შანსები მოგვესპო. საპირისპიროდ, იაპონელმა შემცვლელებმა ტემპი მაქსიმალურად აწიეს და ბოლო 20 წუთის ფაქტორი რაგბში სათავისოდ გამოიყენეს

12:00 | 14.11.2016
zurageorgevich (45)

კომენტარებს გადავხედე 90 პროცენტს ვეთანხმები ცოტა ზედმეტებიც დაიწერა... ბიჭებს თავი არასოდეს დაუზოგიავთ... თამაშს რაც შეეხება რისიც ყველაზე ძაან მეშინოდა ის მოხდა, 1 კვირიანი მოსამზადებელი პერიოდი ძაან ცოტაა თანაც იაპონია ბევრად ადრე მომზადებული იყო ერთი თამაშიც ნათამაშები ქონდათ ერთი სიტყვით კაი გაწვრთნილი გუნდი იყო კაი შესრულებით, იაპონიამ რაც ითამაშას მაგას ველოდებოდი ზუსტად... ჩვენ ბიჭებს ერთმანეთისთვის გამარჯობა არ ქონდათ დამთავრებული რო უკვე სათამაშოდ გავიდნენ მოედანზე, ფიზიკურად ნაკრების ძირითადი ბირთვი იდეალურ ფორმაშია მორკინალები უძლიერესები როგორც ყოველთვის, ხაზმა ბევრად უფრო სუსტად ითამაშა ვიდრე უთამაშიათ, გამოვარჩევდი ლობჟიკას და თაზოს კაჭისგან მეტს ველით როგორც ყოველთვის, გარემარბების პრობლემა გვაქ სერიოზული (თაზოს გარდა)... ჩემი აზრით გუნდს კაი ფსიქოლოგიური მომზადებაც აკლდა... ისე არ დაგვავიწყდეს მილტონ ჰეიგს რამხელა წარმატება მოუტანია ჩვენი ნაკრებისთვის, მისით მადლიერები უნდა ვიყოთ... და ყოველივე ამის გათვალისწინებით ეს თამაში მაინც უნდა მოგვეგო... ეხლა ისღა დაგვრჩენია სამოასთან და შოტლანდიასთან შეხვედრების ფონზე ეს თამაში დავივიწყოთ ... ბიჭებო მაგრები ხართ ... შაბათამდე

10:42 | 13.11.2016
geogoli (367)

მიუხედავად წაგებული თამაშისა მაინც შეიძლება დავინახოთ დადებითი მომენტები. მახსოვს ტონგასთანაც წავაგეთ ნოემბერში პირველი თამაში და მერე გაცილებით გავაუმჯობესეთ ხარისხიც და შემართებაც. პირველი თამაში ჩვენებს სულ უჭირთ. დარწმუნებული ვარ სამოას მოვუგებთ და შოტლანდიაშიც ღირსეულად გამოვალთ. მილტონი ის კაცი არ არის სეცდომები ვერ დაინახოს და გამოსწორებაზე არ იზრუნოს

10:28 | 13.11.2016
orioni (88)

ჩაგდებული თამაში ქვია ამას, უკანა ხაზი ასე უსუსური ბოლოს როდის იყო ვერ ვიხსენებ, დაცვა ჩააგდეს და შეტევაში რამის გაკეთების მაგივრად იქით ისეთი პასი მიცეს მოწინააღმდეგეს რომ 2 ლელო მივიღეთ. 22-13 იგებ რა, 15 ქულა რატომ უნდა მიიღო 20 წუთში, აქ უკვე ქართული ფსიქოლოგიის ფაქტორია, ეგონათ განაღდებული ქონდათ მოგება და მოეშვნენ. ვერც მანდამაინც ბრძოლა და მონდომება შევატყვე ბიჭებს, რაღაც მოტივაცია და განწყობაც არ იყო, არა და რა კარგი შანსი იყო..უნდა დავივიწყოთ ეს წაგება, ანალიზი გავაკეთოთ დაშვებული შეცდომების და სამოასთან გამარჯვებაზე უნდა ვიზრუნოთ...

02:32 | 13.11.2016
orbola (1)

ჩემი აზრით, მოგება ღირსეულად ეკუთვნოდა იაპონიას..ბურთაობით გვაჯობეს. მოულოდნელი იყო ჩვენი ცენტრების (12/13) სუსტი თამაში. არადა ამ პოზიციაზე საკონკურენციოც არავინ ჩანს. იმედია, შემდეგ თAმაშზე ცოტა დავლაგდებით და დაცვას მივხედავთ.. ძნელი თამაში იქნება სამოასთან.
ერთი მაინტერესებს, ეს რადიო კომუნიკაცია რომ არ ოყო და ტელერეპორტაჟის დროსაც მსაჯის დირექტივები არ ისმოდა რაღAც ძალიან ბანძად ჩAნდა ეს ყველაფერი და მაინტერესებს ეს ფაქტი ჩვენი უთავბოლობის და სუსტი ორგანიზაციის ბრალია, თუ რაიმე სხვა ობიექტური მიზეზები არსებობს. ყველა წესიერ რაგბზე მსაჯის ყოველ სიტყვას ისმენ და ასწორებს ეს დინამიკაში და აქ ისევ მუნჯური კინოს ეპოქაში ვიყავით.

00:50 | 13.11.2016
BEERTRANCE (1073)

აშკარად გვაკლდა განწყობა ასე მგონია. იაპონელები კი სათანადოდ შემართებულები და მომზადებულები ჩამოვიდენ

00:38 | 13.11.2016
Kala94 (151)

ვერ ვითამაშეთ ისე როგორც საჭირო იყო.. მაგრამ ბიჭებს მადლობა ! ვერავინ იტყვის, რომ არ მოინდომეს და არ იბრძოლეს.. რას ვიზამთ ესეთებიც ხდება.. მთელი ყურადღება სამოაზე !

20:45 | 12.11.2016
DataN24 (215)

წაგება ყოველთვის სამწუხაროა მაგრამ არაუშავს კიდევ გვექნება 10 ეულში შესვლის შანსი აგერ ახალმა ზელანდიამაც კი ვერ ჩაამთვარა წელი წაუგებლად
1. მეკოზე ბევრი რამ დაიწერა მის თამაშთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მეკოს შემცვლელი არ გვყავს ასეთ ფორმაშიც კი არმგონია რომელიმე ქართველმა აჯობოს 15 ნომრის პოზიციაზე თანაც დამრტყმელიც არ გვყავს მის გარდა ფაქტიურად მალაღურაძეს 10 ზე და 12 ნომრებზე შეუძლია თამაში.
2. მეკოზე ტყდება უმეტესად ჯოხი გავეცანი კომენტარებს და ვასკას გარდა არცერთ უკანახაზელს არ გაუკეთებია არაფერი ღირებული ამ თამაშში ვერც რამე კომბინაცია დავინახე, ახლი მოსული შეტევის მწვრთნელის იმედი მაქვს სამოასთან უკვე რაღაც უნდა შემოგვთავაზონ
3.აფციაურს და სიჭინავას რაც შეეხებათ ფრუიძე და თოდუს ტრამვირებულები არიან და სხვა გარემარბის დიდი არჩევანი არ გვაქვს ისევე როგორც სხვა უკანახაზელების
4.ჯარიმების კარში დაურტყმელობა შეილება იმის ბრალიცაა რომ დამრტყმელი ვერ გვყავდა კარგ ფორმაში და ამიტომ გაკეთდა ალბათ უფრო მეტად აქცენტი ლეოზე თორემ იაპონიასთან კიარა ერთათასის მაჩანჩალა გუნდებთან დაგვირტყამს ესეთი ჯარიმები პირველ წუთებში

21:33 | 12.11.2016
meleksa (132)

მოლითაც რომ ვერ გავაკეთეთ ვერაფერი ტეხავ, იაპონიასთან რომ 5 მეტს ვერ გაივლი მოლით სირცხვილია ჩვენნაირი შერკინების მქონე გუნდისთვის.

18:38 | 12.11.2016
krasni (587)

მიუხედავად ბევრი შეცდომებისა, მაინც მოსაგები თამაში იყო. ერთში ვერ დავეთანხმები მელიტონას, შემადგენლობაში პრობლემას ვერ ვხედავო.

18:27 | 12.11.2016
მოვიდა ბიძააა (10)

ასე მძიმედ ჩვენებმა როდის ითამაშეს კიდე აღარ მახსოვს... ერთის მხრივ იქნებ კაიც იყოს, ოკეანიის მეტრე ეტყობა ეიფორიაში იყვენ და შემოლაწუნებასავით თუ წაადგებათ ხო კაი თუ არა და კი ვიქნებით მაშინ ღირსები რო გვაძახონ იმ პიტალოებმა რა გინდათ 6 ერში ჯეროოო

18:25 | 12.11.2016
მოვიდა ბიძააა (10)

კაი რააა ამის დადა ვატირე, ეს თამაში იაპონიას არ მოუგია, ეს თამაში წააგეს ჩვენებმა!!!

2 ლელოს რასაც ქვია რო აჩუქებ გუნდს წააგებ აპა რა იქნება გავსკდი გულზე რააა

18:14 | 12.11.2016
maxo_65 (458)

აფციაური არაა ცუდი მოთამაშე, ახალგაზრდაცაა, მაგრამ ამ ეტაპზე ალბათ არ ღირს მისი შემადგენლობაში დაყენება..

18:13 | 12.11.2016
ოვალური კორბენი (276)

სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო...
პირველი ტაიმის მერე არანაირაд არ ველოдი წაგებას. ჩამორჩენა გავაბათილეთ, წინაც გავეдით, ვაწვებოдით როგორც გვჩვევია.
თუმცა дაგვავიწყдა, რომ იაპონელები ცუნამებთან გამკლავების მთავარი სპეციალისტები არიან. ისიც უნдა ითქვას, რომ მეორე ნახევარში აღარც ჩვენ ვიყავით ცუნამი DDDD
მოკლეд, ძალიან მოუმზაдებელი გუნдის შთაბეჩдილება дავტოვეთ, რაც ძალიან გამიკვირдა იმის ფონზე, რომ უдანაკარგო შემაдგენლობა გვყავдა дა შეხვეдრის მნიშვნელობაც ისტორიული იყო.
რას ვიზამთ, ვერ გავუძელით წნეხს. წარმატებები შემдეგ ჯახებში !!!

18:12 | 12.11.2016
maxo_65 (458)

პირველ შეტევაში ჯარიმა რომ დაგვერტყა, იმ სულელურ ლელოს არ მივიღებდით

19:31 | 12.11.2016
ogafa (407)

ნამდვილად ჯობდა

18:11 | 12.11.2016
fereidneli (24)

კვირიკაშვილის თამაში საერთოდ არ შეიძლებოდა, სასტარტოში მითუმეტეს, ფსიქოლოგიურად მოშალა გუნდი პირველ ტაიმში. ჯერ სალელოვე პასი არ მისცა, მერე მისი შეცდომით ლელო დაგვიდეს. 2–ჯერ აუტში ვერ გადაიტანა ბურთი და იდეალური ჯარიმა ააცილა, ამაზე მეტი მინუსი იშვიათი სანახავია სადმე... აფციაური ნაკრებს კი არა სოფლის გუნდს არ უნდა გააკარო, ძალიან დაბალი დონეა. ასევე სიჭინავაც არაა სანაკრებო დონის. სხვებმა რაც შეეძლოთ ისე ითამაშეს. ეს წაგება მელიტონას სინდისზეა, თუმცა მაგ კაცს ისევე როგორც მთელ გუნდს დიდ პატივს ვცემ და ველოდები სამოასთან მოგებას.

00:34 | 13.11.2016
temuchin (431)

გეტყობა რომ ეხლა დაიწყე რაგბის ყურება თორემ კაჭარავაზე მაგას არ უნდა იძახდე, თითო თამაშს ყველა აგდებს

17:17 | 13.11.2016
fereidneli (24)

მოდი ჯერ სიჭინავა და კაჭარავა გაარჩიე ერთმანეთისგან და შენიშვნა მერე მიეცი სხვას

18:03 | 12.11.2016
ragby777 (20)

კი ვაღიარებ რომ კვირიკაშვილმა პირველ ტაიმში ორი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. მაგრამ საერთო ჯამში მიკერძოებულად არ ჩამითვალოდ მაგრამ მაინც კარგი შდაბეჭდილება დატოვა ჩემზე .ბოლომდე თავგანწირული თამაშით. და რაც ყველაზე მთავარია ერთ ერთი ყველაზე მეტად მოძრავი და სწრაფი იყო მთელ თამაშში!

რაც შეეხება აფციაურს ძალიან უსახური თამაში ჩაატარა.

ასევე არ მომეწონა და გავკირვებული დავრჩი კაჭარავას ცუდი თამაშით .

სიჭინავა საერთოდ არ უნდა შემოეყვანა ჩემი აზრით ძალიან აზარალა ნაკრები გამოუცდელობითა და ხისტი თამაშით .

გორგოძე შეუდარებელი იყო. ასევე მომეწონა ლობჟანიძე ძალიან მომატებული აქვს.

ჩილაჩავაც გამორჩეული იყო.

და ბოლოს საუკეთესო მორაგბედ ამ თამაშში კოლელიშვილს მივიჩნევდი.

17:57 | 12.11.2016
→ LELOS← (98)

და კიდე, გრანდები ურტყავენ პირველ წუთებში ჯარიმას ვისაც არ უნდა ეთამაშებოდნენ და ჩვენ მაგაშიც მაგრად მივქარეთ რო არ დაარტყეს.ცოტა მეტი მოუვიდათ.

17:57 | 12.11.2016
meleksa (132)

დღეს ვასკა იყო საუკეთესო ! ნეტა ვასკას დონის 2 მორაგბე კიდევ მოგვცა ხაზში

17:58 | 12.11.2016
→ LELOS← (98)

აბაა რა ჯანზეა მომატებული აქვს მაგრად

17:50 | 12.11.2016
meleksa (132)

აფციაური ფორმალურად იყო 15 კაცში მგონი. კაჭარავას ასეთი თამაში კი ნამდვილად გასაკვირია. მალაღურაძე კარგი იყო ფეხით თამაშში. შარიქაძემ აშკარად მოუკლო და ცუდია ძალიან.

ზოგადად ძალიან მძიმედ მოძრაობდა ჩვენი გუნდი და ამის ბრალია ყველაფერი. იმედია ახალი ხაზის მწვრთნელი უკეთესობას მოგვიტანს.

18:03 | 12.11.2016
bachana1987 (27)

მე ყველაზე მეტად შარიქაძის მიკვირს ნუ აფციაური ვიცით რაც არი კაჭი მიუტევოთ ერთი თამაშის ჩაგდება აი შარიქაძეს ამომავალ ვარსკვლავად თვლიდნენ ას როგორ გაკრა და დაიკარგა ბოლო წელია რაც თამაშებს ვუყურებ საერტოდ არ ჩანს მინდორზე

17:48 | 12.11.2016
→ LELOS← (98)

ეხლა ცოტა გულს გადავაყოლოთ და იტალიის განადგურებას უყუროთ.

17:45 | 12.11.2016
→ LELOS← (98)

მთავარია გაანალიზონ რა შეცდომებიც დაუშვეს მართლა სერიოზული შEცდომები იყო ყურადგება უნდა მაიქციონ და დაივიწყონ რაც შეიძლება მალე ეს წაგება და მოემზადნონ სამოასთან თამაშისთვის. 4 ლელო მართლა ძალიან ბევრია საკუთარ მოედანზე იაპონიასთან.

წარმატებები ჩვენ ბიჭებს მომდევნო თამაშებში!!!

17:42 | 12.11.2016
bachana1987 (27)

რას დაგვხატავდა კორდეროს ტუკულეტის ხუან იმჰოფის და სანჩესისნაირი უკანახაზელები

17:39 | 12.11.2016
bachana1987 (27)

ეხლა 6 ერის მამები გამოვლენ და იტყვიან საკუთარ მოედანზე მეცხრე სასტავით ჩამოსულ იაპონიას ვერ უგებთ და რისი პრეტენზია გაკვთო რაც კუნძულებძე გაკეთებული საკმე დღეს წყალში გადაიყარა

17:36 | 12.11.2016
bachana1987 (27)

და კიდევ კაჭის ასეთი კოშმარული თამაში ჯერ არ მახსენდება საერთოდ მინუს უსასრულობა იყო მაგრად გამიკვირდა უკანა ხაზელებიდან უდავოდ კარგი ვასკა და ასევე თაზოც აფციაური ნული მალაღურაძე ნული მეკოსგან გასაკვირი არ იყო შარიქაძე ამომავლი ვარსკვლავია და სამოასთან თამაში ჩარჩა და დღესაც იკააა

17:51 | 12.11.2016
meleksa (132)

ფაქტიურად თავიდანვე 14 კაცი ვიყავით

17:51 | 12.11.2016
meleksa (132)

აფციაური მინუსი

19:32 | 12.11.2016
ogafa (407)

დასანანია

18:01 | 12.11.2016
bachana1987 (27)

მაგას რამდენი ხანი ვიძახი არაა ეგ კაცი სანაკრებო მეკო აზგვევდა ლელოს დროს სად თვითონ წამოწოლილი იყო და ეძინა უეჭველი

17:30 | 12.11.2016
bachana1987 (27)

სანამ მსოფლიო დაიწყებოდა მანამდე ვიძახდი და აკაც ბევრჯერ დავწერე ეს აფციაური რეზერვის დონეც არააა თკო და ძირითადში საერთოდ რა უნდა თკო მაინცდამაინც სანდრო ეხლა მიიღო ტრავმა აფციაური კიდევ ძალიან ბევრჯერ გვაზარალებს სანამ არ მოვაშორებთ ნაკრებს

1.040893