საქართველოსა და იაპონიის ნაკრებებმა, მესხზე ტრადიციული, წინასამატჩო კაპიტნის ვარჯიშები და პრესკონფერენციები გამართეს.
პრესკონფერენციაზე პირველად სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯეიმი ჯოზეფი და კაპიტანი ჰარუმიჩი ტატეკავა წარსდგნენ. შეგახსენებთ, რომ აზიელებმა თბილისში გამომგზავრებამდე არგენტინას ტოკიოში უმასპინძლეს და 20:54 დათმეს შეხვედრა.
ჯეიმი ჯოზეფი: ჩვენი გუნდი გამოცდილი და ახალბედა მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს. გვყავს ისეთები, რომლებმაც გასულ მსოფლიო თასზე ითამაშეს და ახალბედებიც. ეს ჩვეულებრივი ამბავია და დებიუტანტები მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდიან. ჯამში 17 ახალბედა გვყავს და ველით ფიზიკურად მძიმე, საინტერესო შეხვედრას.
არგენტინასთან მატჩისთვის ახალი შეკრებილები ვიყავით და ასეთი შედეგი ამან განაპირობა. ეს იყო დიდი გამოწვევა და მიუხედავად შედეგისა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, გარკვეული ეპიზოდებით კმაყოფილი ვარ. იმ შემთხვევაში ჩვენი პრობლემა ფიზიკური მზადყოფნა, ან მოტივაციის ნაკლებობა არ ყოფილა, მხოლოდ ორგანიზება გვაკლდა.
ახლა თითქმის ორი კვირაა ერთად ვართ და უკეთ ვართ მომზადებულები. გავითვალისწინეთ ჩვენი შეცდომები, საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარეები და განსაკუთრებულად მოვემზადეთ. ჩვენი გუნდები განსხვავებული სტილის მიმდევრები არიან. საქართველო შედარებით მეტს ფიქრობს, ჩვენ აქცენტს სწრაფ რაგბიზე ვაკეთებთ და სწორედ სისწრაფის ხარჯზე ვეცდებით წარმატების მიღწევას.
ჰარუმიჩი ტატეკავა: საქართველოში ადრეც მითამაშია და ვიცი, რომ ქართველებსს ხმაურიანი ქომაგი ყავს. ისინი შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნიან და ეს ატმოსფერო ჩვენც დაგვეხმარება. სწორი და სწრაფი თამაშით, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, უპირატესობა უნდა შევქმნათ და ისინი გამოვიყენოთ. მეტოქე კარგად ორგანიზებული, ძლიერი გუნდია საუცხოო შერკინებით, თუმცა ჩვენც გვაქვს პლიუსები და მათ გამოყენებას ვეცდებით.
პრესკონფერენციის მეორე ნაწილი ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს და კაპიტან მამუკა გორგოძეს დაეთმო.
მილტონ ჰეიგი: ნებისმიერი ტესტ-მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით და ეს თამაში გამონაკლისი არაა. ჩვენ ორი ახალი, გამოცდილი სპეციალისტი დაგვემატა და ვფიქრობ, ხვალ ეს გამოცდილება მოედანზე უნდა გადავიტანოთ და ყველაფერი ზუსტად შევასრულოთ. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოს ნაკრების ძლიერი მხარე შერკინებაა და ამის გამოყენებას ბოლომდე ვაპირებთ. მომავალი მსოფლიო თასისთვის შემადგენლობა მეტნაკლებად შერჩეულია, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და შანსი ყველას აქვს.
ჰეიგს კლერმონის ქართველ ლეგიონერ ოთარ გიორგაძეზეც დაუსვეს კითხვა:
ოთარ გიორგაძეს უკვე უთამაშია ბორჯღალოსნების მაისურით და რა თქმა უნდა ის ჩვენს თვალთახედვის არეშია. მანამდე კი, წინ ხვალინდელი თამაშია და მთელი ყურადღება სწორედ აქეთ გვაქვს მიბყრობილი.
მამუკა გორგოძე: ნოემბრის ტესტებზე ძლიერ მეტოქეებთან ურთულესი თამაშები გველის. იაპონიის ნაკრებმა მსოფლიო თასზე უმაღლესი დონის თამაში აჩვენა, არადა, ხშირად მესმის გულშემატკივრებისგან, რომ თითქოს იაპონიას და სამოას აუცილებლად ვუგებთ და შოტლანდიაზე უნდა ვიფიქროთ. პირადად ჩემი აზრით, ამ თამაშებში ფავორიტი იაპონია და სამოა იქნებიან, თუმცა საქართველოში არავისთან არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. გუნდი მომავალი თამაშისთვის კარგადაა მომზადებული, ჯერ ტულუზში გავიარეთ სამდღიანი, ნაყოფიერი შეკრება და თბილისშიც კარგი შეკრება გამოგვივიდა. მოკლედ, რთული თამაში გველის და დანარჩენი ხვალ გამოჩნდება.
საქართველოსა და იაპონიის ნაკრებთა ტესტ-მატჩი 12 ნოემბერს, 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძაან საწყენია. დღეს ადგილი ათეულში ადრეა საქართველოს ნაკრებისათვის.
დავეშვით მიწაზე. ძალიან საწყენია.
უხ თქვენ გენაცვალეთ! წარმატებები ბიჭებო, წუთებს ვითვლი უკვე!
აბა, ჩვენო უძლიერესო ლომკაცებო, გამოდით ასპარეზზე და გაგვახარეთ სრულიად საქართველო!
ლელო, ლელო, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!
წინ გამარჯვევებისაკენ!
მთლად 1,3 ზე ჩამოვიდა ჩვენი კოეფიციენტი
საქართველო,რუმინეთი,იაპონია და კუნძულებიდან კიდე გუნდები
იაპონიასთან ერთად რამე ლიგა რომ შევქნათ არ იქნება ცუდი, 6 ერში მაინც არ გვიღებენ და მოვშორდეთ ერთა თასს
იაპონიას მეც დიდ პატივს ვცემ და შესაბამისად უფრო მეტი პატივი იქნება ჩემთვის პირადად თუ დავამარცხებთ
ხვალ ათეულის კარი უნდა შევანგრიოთ ! ! !
მიუხედავად დიდი პატივისცემისა იაპონლების მიმართ, ხვალ დაზოგვა არ იქნება.
ხვალ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება
მოკლედ მამუკა მუდამ თავმდაბალია სიტყვებით მაგრამ მოედანზე მეტოქეესბ ამდაბლებს
იაპონიააო ფავორიტი არადა ევროპის ტოტალიზატორები 1,4 კუშს აზლევენ ჩვენმოგებას და 3,0 იაპონიას