ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩამდე 48 საათზე ნაკლები რჩება და მილტონ ჰეიგმა ის 23 ბორჯღალოსანი შეარჩია, რომელთა მეშვეობითაც იაპონიასთან ისტორიული გამარჯვების მოპოვებას ეცდება.
ამ თამაშს ჩვენი გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. რაზმიდან ჰეიგმა მცირე ტრავმების გამო გარემარბი ალექსანდრე თოდუა და მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე მოისაკლისა, რომელთა დაზიანებაც მსუბუქთა კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა მწვრთნელმა არ გარისკა და მათ დასვენების საშუალება მისცა.
შერკინება
შერკინების პირველ ხაზში, ივნისის ტესტების გამოტოვების შემდეგ ბურჯები - მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა ბრუნდებიან, ხოლო კვაჭი, ტრადიციულად, ჯაბა ბრეგვაძეა. ივნისში არ უთამაშია და ახლა შერკინების მეორე ხაზში გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება კონსტანტინე მიქაუტაძე. მატებაა მესამე ხაზში, სადაც ვიტო კოლელიშვილი და მამუკა გორგოძე ბრუნდებიან, ხოლო შერკინების შემკვრელად ბექა ბიწაძე დადგება.
ხაზი
ხაზში სიურპრიზები არაა. წყნარი ოკეანის ტურნეს შემდეგ, აქ გუნდს 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე უბრუნდება, რომელიც ივნისში უმცროს ბორჯღალოსნებთან ერთად ინგლისში, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა. მგეზავი ლაშა ხმალაძე იქნება, შუაში მერაბ შარიქაძისა და დავით კაჭარავას წყვილს ვიხილავთ, ფლანგებზე გიორგი აფციაური და თამაზ მჭედლიძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილია.
ორი დებიუტანტი მარქაფაში
მარქაფაში სიახლეებია. ბორჯღალოსნების კვართს პირველად მოირგებს ტულონის კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელიც შარშან 20-წლამდელთა კაპიტანი იყო, თუმცა ამ დონეზე არასდროს უთამაშია. სამწლიანი შესვენების შემდეგ, მოედანზე ნაკრების კვართით გავა ბურჯი ვასილ კაკოვინი, რომელმაც ახლახანს საფრანგეთის ჩემპიონ რასინგთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მარჯვენა ბურჯი დუდუ ქუბრიაშვილი იქნება.
შეცვლაზე მეორე ხაზის მოთამაშეთაგან არავინაა და თუ რომელიმე მათგანის შეცვლა გახდება საჭირო, სავარაუდოდ, იქ გორგოძე გადაინაცვლებს. მესამე ხაზში შეცვლაზე ლაშა ლომიძეს და გიორგი თხილაიშვილს ვიხილავთ, ხოლო ხაზის მოთამაშეთაგან გიორგი ბეგაძეს, ლაშა მალაღურაძეს და ანზორ სიჭინავას. აკადემიას გარემარბისთვის ეს სანაკრებო დებიუტი იქნება.
სტატისტიკა
12 ნოემბერს 100-იანთა კლუბს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან 743 ქულით ბორჯღალოსანთა საუკეთესო მექულე კვირიკაშვილი და შუამარბი კაჭარავა, რომელთა ანგარიშზე დღესდღეისობით 95-95 კეპია. ნაკრებს მამუკა გორგოძე უკაპიტნებს, რომელსაც აქამდე ეს პატივი 8-ჯერ ერგო. 2013 წელს, ჩვენმა გუნდმა იმ დროისთვის მოწინავე 10-ეულში მყოფი სამოა სწორედ მამუკას კაპიტნობით დაამარცხა. ის გუნდს ისტორიულ მსოფლიო თასზეც კაპიტნობდა, სადაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ორი გამარჯვება ვიზეიმეთ და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მოვიპოვეთ.
რაც შეეხება მომავალი თამაშის ისტორიულ მნიშვნელობას. გამარჯვების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში ფიჯის ნაკრებს ჩააჩოჩებენ და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მოწინავე ათეულში შევლენ, რაც უდიდესი მიღწევა იქნება. ჩვენს გუნდს 9-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს და სიმბოლური იქნება, თუ მეათე წარმატებით მსოფლიოს მოწინავე ათეულში შევა.
საქართველოს ბორჯღალოსნები
შემოდგომის ტესტები 2016 * პირველი შაბათი
იაპონია * შაბ 12/11 თბილისი, ვაკე, მესხი @ 15.00
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 95 | 14ლ 128გ 136ჯ 3ა [743 ქ] 4სბ |
14 | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 42 | 6ლ სბ |
13 | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 95 | 20ლ [4 კაპ] 2სბ |
12 | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 44 | 8ლ [1 კაპ] |
11 | გიორგი აფციაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1994 | 19 | ლ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 47 | 7ლ 4გ [43 ქ] |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 15 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 36 | 2ლ სბ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | ვუსთერ [ინგ პრემ] | 1987 | 37 | ლ 2სბ |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ14] | 1991 | 28 | 3ლ |
4 | კოტე მიქაუტაძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 42 | 2ლ 2სბ |
5 | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ პრემ] | 1984 | 62 | 12ლ 4სბ |
6 | მამუკა გორგოძე^კაპ | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1984 | 66 | 26ლ [8 კაპ] 5სბ |
7 | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 36 | 3ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ |
8 | ბექა ბიწაძე | შონბრი [სფრ ფედ1] | 1991 | 17 | 3ლ |
მარქაფა [სათადარიგოები] | |||||
23 | ანზორ სიჭინავა | აკადემია [საქ დ 10] | 1995 | 0 | : |
22 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 70 | 4ლ 38გ 25ჯ 3ა [180 ქ] 2სბ |
21 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 48 | 2სბ |
16 | ბადრი ალხაზაშვილი | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1995 | 0 | : |
17 | ვასილ კაკოვინი | ტულუზ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 24 | ლ სბ |
18 | დუდუ ქუბრიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1986 | 42 | 2ლ წბ 2სბ |
19 | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 23 | 5ლ სბ |
20 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 30 | 6ლ სბ |
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთი კვირის წინ ბრისტოლში თამაში,რომ იყო და ნემსაძე მატჩის მოთამაშედ რომ დაასახელეს ეწერა ამაზე რამე?
ერთი ეს საიტი გაიღვიძებდეს
ხვალ ათეულის კარი უნდა შევანგრიოთ ! ! !
ყველა დროულად სტადიონზე ხალხო, ასეთ შემთხვევებში როგორმე ვუღალატოთ ქართულ ტრადიციულ "პუნქტუალურობას"
ბიჭებო ეს რა არხია? ახალია რამე? ქარტული არხია ეხლა ვნახე პირველად ან პირდაპირებს აჩვენებენთ თუ იცით ვინმემ stripslashes((strlen('http://www.myvideo.ge/tv/rtv')>0?' http://www.myvideo.ge/tv/rtv':' http://www.myvideo.ge/tv/rtv'))
მაგარია! დიდი მადლობა
იმედია აღარ მომიწევს აწი სტრიმების ძიებაში წანწალი
მორკინალებში რამხელა კონკურენციაა ხედავთ როგორი ბიჭები არ არიან განაცხადში, რომლებსაც სავარაუდოდ სამოათვის ამზადებს... ხაზს რაც შეეხება ფრუიძე დამაკლდა რომელსაც თუარვცდები ტრამვააქ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეკოს ფსიქოლოგიური სიმტკიცე რაშიც ეჭვი არასდროს არ შემიტანია და ღმერთმა გააძლიეროს... საბრძოლო განწყობა გუნდში როგორც ყოველთვის იგრძნობა, ბილეთები ყველა გაყიდულია ის ღა დაგვჩენია გავიმარჯვოთ და დიდი სიხარული ვიზეიმოთ ... წარმატებები ბიჭებო
ანშლაგი ნამდვილად არ არი გასაკვირი, მაგრამ ხალხი რომ აგვიანებს მისვლას ეს ყველაფერს წყალში ყრის. სტადიონზე გამოსვლის დროს უნდა დავახვედროთ ბიჭებს სავსე ტრიბუნები!!! და ნუ 5 წუთი რო რჩება დამთავრებამდე და ხალხი დაშლას რო იწყებს რო თავისუფლად გავიდნენ- მაგაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს წესით. ჩემი მთავარი მუღამი პირიქით ეგ არი- რო დამთავრდება თამაში, მაგრად დაჰკარი რო ჩაირთვება და ტაშის კვრისგან რო ხელები მტკივდება. ხვალ ამომავალ მზეს ვაბნელებთ!!!
რა კარგია ყველა ბილეთი რომ გაიყიდა...
თოდუას მცირე ტრამვა აქვს და არ გარისკეს..სიჭინავას ნაკრებში ყოფნა მახარებს, მაგარი ბიჭია
იწყება ჩვენი რაგბის წინსვლის ახალი ეტაპი.
თოდუას არყოფნა გამიკვირდა მუდმივად იყო ხოლმე ამ ბოლო დროს ფრთაზე როგორც ჩანს არარის ფორმაში სხვა მხრივ ოპტიმალური შემადგენლობაა მსოფლიოზე რაც გვყავდა უკეთესიც კი, მთავარია მეკოიყოს ფორმაში და...
აღარაა ბილეთები. დავრჩი სტადიონს გარეთ ზატო უკვე ვიყიდე სამოას ბილეტები
ხო არიცით ბილეთები საერთოდ აღარაა დარჩენილი??
ძალიან მაგარი შემადგენლობაა მაგრამ ასეთ თამაშზე ცოტა სარისკო ხომ არა 2 ნომერზე დებიუტანტის დაყენება ?
სხვა კვაჭი არ არის გამოძახებული და ვინ დაეყენებინა?
მე პირადად ძალიან გამიკვირდა შალვა სუთიაშვილის განაცხადს მიღმა დატოვება, იმის ფონზე რომ ძალიან კარგ ფორმაშია. ბიწაძემ კარგად წარმოაჩინა თავი ტესტებზე და ალბათ თავიც მოაწონა მილტონს. ცოტა არ იყოს უცნაურად მოჩანს ნარიაშვილი-ქუბრიაშვილის ტანდემის დაშლა, ცოტას არ ნიშნავს რომ თანაკლუბელები არიან.
ნუ რა თქმაუნდა ჰეიგმა უკეთ იცის. წარმატებები ჩვენს ნაკრებს. უდუდესი ენთუზიაზმით ველი შაბათს
ჩილაჩავა დუდუზე მობილურია, ფეხმარდ იაპონელებთან სწორედ მობილური ბურჯებია სწორი გადაწყვეტილება
წარმატებები ბიჭებო!ძალიან მიყვარხართ!მთელი გულით და ხმით გიგულშემატკივრებთ სტადიონზე!
წარმატებები ბიჭებო!!! მაგრად დაჰკარით !
კარგი შემადგენლობაა , წარმატებები ბიჭებს !!! , ყველა ბილეთი გაყიდულია.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ჰეიგი უჭკვიანესი მწვრთნელია, ჩვენს ნაკრებზე საუკეთესოდ მორგებული. შემადგენლობასაც ზედმიწევნით სწორად არჩევს, საუკეთესო სათამაშო ფორმის მიხედვით. ძირითადს გარეთ დარჩენილებს კი მოტივაციას ჰმატებს და მეორე თამაშში (სამოასთან) უეჭველი დააყენებს მათ დიდი ნაწილს. რაც შეეხება იაპონიასთან შერჩეულ შემადგენლობას, 100%-ით ვეთანხმები. მხოლოდ ორი რჩევა მექნება: 1. ვინაიდან თამაშის მსვლელობისას ბადრი ალხაზაშვილმა ჰუქერზე ბრეგვაძე უნდა შეცვალოს, ბიჭები მას დაეხმარონ და ვარჯიშებზე მაქსიმალურად დაამუშავებინონ აუტის მოწოდების "თავიანთი საიდუმლოებები". 2. აფციაურს ფლანგზე დროდადრო დაცვაში წაეშველონ-ხოლმე, რათა რომელიმე ზორბა იაპონელი მასთან ერთი ერთზე არ დარჩეს თორემ შეიძლება დაჩაგროს ფიზიკურად (თაზოს, ბუკას და კაჭის შემთხვევაში ასეთი რამ არ მაშინებს)
შერკინებაა, ზელანდიელებსაც რომ შეშურდებათ ისეთი..
არაამქვეყნიური შერკინებააა ..
საინტერესო და ჭკვიანური გადაწყვეტილებაა მარქაფაში 2 მესამე ხაზელი. არვიცი იაპონია რასმოუხერხებს და რას დაუპირისპირებს ჩვენ შერკინებას. ხაზის ბიჭებიც კაი ფორმაში არიან საინტერესო თამაში გველის. წარმატებები ბიჭებს