სიახლეები

19:03 | 9.11.2016 | ნანახია 2431 - ჯერ

"ჩაერთე რაგბიში" - სასკოლო რაგბის ახალი პროექტი იწყება

9 ნოემბერს, შევარდენის რაგბის აკადემიის სტადიონზე სასკოლო რაგბის პროექტის - "ჩაერთე რაგბიში" ("Get Into Rugby") პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირი კომპანია "ნატახტარის" მხარდაჭერით ახორციელებს.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას პროექტის დეტალები გააცნეს და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, რაგბის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაჭარავამ, კომპანია "ნატახტარის" კორპორაციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა. პრეზენტაციას მორაგბეთა ნაკრების წევრები, გუშემატკივრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

ოფიციალური სიტყვით გამოსვლების შემდეგ, მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კომპანია ნატხატარის, რაგბის კავშირისა და ასევე ასოციაციის ხელმძღვანელებმა მოაწერეს, ასევე გაიმართა საჩვენებელი თამაში პროექტში ჩართულ ბავშვებს შორის.

პროექტის „ჩაერთე რაგბიში" მიზანია რაგბის, როგორც სპორტის სახეობისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტში ჩართულნი არიან სკოლის მოწაფეები, წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა.

პროექტში 2017 წელს ჩაერთვება მთლიანობაში 169 სკოლა და გადამზადდება 300 სპორტის მასწავლებელი, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ 3500-ზე მეტ ბავშვთან. ამ ეტაპზე 150 სკოლა უკვე მონაწილეობს „ჩაერთე რაგბიში"-ის აქტვიობებში და 86 პედაგოგმა გაიარა გადამზადების სრული კურსი. ამასთან, 20-მა ინსტრუქტორმა გაიარა სპეციალური ტრენინგი სპორტის მასწავლებლებთან სამუშაოდ.

პროექტის „ჩაერთე რაგბიში" ფარგლებში 2017 წელს თბილისის ყველა სკოლის მასშტაბით გაიმართება ფესტივალი „ნატახტარის ლიმონათის თასი".

პროექტი „ჩაერთე რაგბიში" (Get into Rugby) „ევროპა რაგბის" რეკომენდაციითა და სტანდარტებით ხორციელდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:56 | 09.11.2016
shalvinio (19)

ძალიან კარგია.

19:33 | 09.11.2016
პანტელეიმონი (1218)

+1

19:32 | 09.11.2016
buratino (480)

კარგია!

0.134657