ბორჯღალოსნები

18:25 | 7.11.2016 | ნანახია 7648 - ჯერ

მილტონ ჰეიგმა ნოემბრის მატჩებისთვის 30 ბორჯღალოსანი შეარჩია

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ის 30 მორაგბე შეარჩია, რომელთა იმედიც ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ექნება. ამ სიას ემატება 5 სარეზერვო მოთამაშე, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში იქნებიან და საჭიროების შემთხვევაში თანაგუნდელების ჩანაცვლებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 12 და 19 ნოემბერს, თბილისში, შესაბამისად იაპონიასა და სამოას ვმასპინძლობთ, ხოლო 26-ში შოტლანდიას ქილმარნოქში ვეწვევით. ორივე საშინაო თამაში მესხის სტადიონზე გაიმართება და 15 საათზე დაიწყება.

დღეიდან ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია სტადიონის სალაროებში და მათი ფასი 3, 5 და 10 ლარია. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე TKT.GE/Rugby

2016 წელს „ბორჯღალოსნებმა“ რვა თამაში ჩაატარეს, აქედან 7 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. შედეგად, გუნდი მსოფლიო რეიტინგში აღზევდა სარეკორდო მე-11 ადგილზე. გუნდი მიზნად წლის დაუმარცხებლად ჩამთავრებას და მოწინავე 10-ეულში დამკვიდრებას ისახავს, რისთვისაც სტადიონზე ქომაგის მაქსიმალური რაოდენობა ჭირდება.

უშუალოდ მზადებას რაც შეეხება, სამწვრთნელო შტაბი ორი მაღალი დონის სპეციალისტით გაძლიერდა, ხოლო 38-კაციანმა გაფართოებულმა რაზმმა გასულ კვირაში ტულუზში სამდღიანი შეკრება გაიარა. შეკრების დასრულების შემდეგ, მწვრთნელმა ამ ეტაპზე სამი მოთამაშე დაითხოვა - კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მესამე ხაზელი გიორგი მჭედლიშვილი და მგეზავი რევაზ ჯინჭველაშვილი, ხოლო ხუთი თადარიგში გადაიყვანა - ვეტერანი მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე, მესამეხაზელები ბექა გორგაძე და საბა შუბითიძე, ჰავბექი ვაჟა ხუციშვილი და გარემარბი გიორგი ფრუიძე.

ამრიგად, 30-კაციან რაზმში სამი უკეპო მოთამაშე დარჩა - უკანახაზელები ანზორ სიჭინავა, გიორგი კოშაძე და კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი.

2015 წლის შემდეგ, გუნდს უბრუნდება ვასილ კაკოვინი, რომელმაც მსოფლიო თასი გამოტოვა. ივნისის ოკეანეთის ტურნეზე დაგვაკლდნენ და ამჯერად შეკრებაზე არიან მამუკა გორგოძე, ვიქტორ კოლელიშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, დუდუ ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და მიხეილ ნარიაშვილი.

რაზმის დასახელებისას ჰეიგმა განაცხადა: „მაქვს პატივი ნოემბრის ტესტებზე უაღრესად გამოცდილი რაზმის იმედი მქონდეს. შემადგენლობაში სამი ადგილი ახალგაზრდა მორაგბეებისთვისაც გამოინახა. მათ ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშიათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ვარჯიშებს დამატებით ენერგიას შემატებენ.

“წინ სამი ურთულესი თამაში გველის და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურად, რადგან იაპონიამ, სამოამ და შოტლანდიამ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მაღალი დონის გუნდები არიან. მათი შესრულებით არაერთი სენსაციის მომსწრენი გავმხდარვართ და გულშემატკივრებთან ერთად, ძალთა სრული მობილიზება უნდა მოვახდინოთ.

“გასულ კვირაში, ტულუზში, სამდღიანი ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. მოთამაშეებმა უმოკლეს დროში მოახერხეს სისტემების გათავისება და ჩვენი, როგორც მწვრთნელების იმედები გაამართლეს. ფიზიკურად ყველა მორაგბე იდეალურ ფორმაშია და ეს წარმატებული კამპანიის დასაწყებად მშვენიერი წინაპირობაა“.

ბორჯღალოსნების რაზმი 2016 წლის შემოდგომის ტესტებზე

ყველა ბორჯღალოსანი და ტესტი 1989-2016

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

95

14ლ 128გ 136ჯ 3ა [743 ქ] 4სბ

15

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

24

4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

57

7ლ 2სბ

გიორგი აფციაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1994

19

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

0

:

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

95

20ლ [4 კაპ] 2სბ

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

44

8ლ [1 კაპ]

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ პრო დ2]

1993

42

6ლ სბ

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ დ 10]

1996 0

:

10

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

70

4ლ 38გ 25ჯ 3ა [180 ქ] 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

47

7ლ 4გ [43 ქ]

9

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

48

2სბ

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

15

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

36

2ლ სბ

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

26

8ლ 2სბ

1

ვასილ კაკოვინი

ტულუზ [სფრ ტოპ 14]

1989 24

ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

37

ლ 2სბ

2

ბადრი ალხაზიშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995 0

:

3

დუდუ ქუბრიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1986

42

2ლ წბ 2სბ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

28

3ლ

3

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

24

2ლ

2ხ

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ პრემ]

1984

62

12ლ 4სბ

2ხ

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

42

2ლ 2სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1990

4

:

3ხ

მამუკა გორგოძე

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1984

66

26ლ [8 კაპ] 5სბ

3ხ

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

60

2ლ [15 კაპ] 3სბ

3ხ

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989 36

3ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ

3ხ

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

30

6ლ სბ

3ხ

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

23

5ლ სბ

3ხ

ბექა ბიწაძე

შონბრი [სფრ ფედ1]

1991

17

3ლ

რეზერვი

გიორგი ფრუიძე

ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10]

1994

11

9

ვაჟა ხუციშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1993

22

:

2ხ

გიორგი ჩხაიძე

დომონ [სფრ ფედ2]

1981

94

10ლ [1 კაპ] 6სბ

3ხ

საბა შუბითიძე

აკადემია [საქ დ 10]

1994

7

:

3ხ

ბექა გორგაძე

მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2]

1996

7

ლ სბ

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:15 | 09.11.2016
otia-83 (13)

GiorgiG83
"სურათი ფოტოშოპია? ანდერარმორის ემბლემა ერთგან წითელია, მეორეგან თეთრი... "

კი აშკარად თბს-ს რეკლამაც მიტყეპებულია ფოტოშოპით ნახე არც ერთი ნაოჭი არ აქვს.

12:54 | 09.11.2016
meleksa (132)

იაპონიას სიჩქარეები კიდევ მეტად აქვს გაზრდილი, არცერთი წამით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ აგრესიულად ვეთამაშოთ.

01:54 | 09.11.2016
→ LELOS← (98)

ბუკმეიკერები როგორ აფასებენ იაპონიასთან ჩვნების შანსებს ხომ არ იცით ვინმემ? ვერ ვიოოვე ვერსად .

11:29 | 09.11.2016
buratino (480)

ჩვენების თამაშის კუშები ჯერ არ დაუწერია არცერთ საბუკმეიკერო კანტორას. სავარაუდოდ ხვალიდან გამოიტანენ

15:13 | 08.11.2016
meleksa (132)

თითქმის მთელი კვირა კიდე რა მოიცდის

16:47 | 08.11.2016
BEERTRANCE (1073)

აბა, ჩემი ცოლის უკრაინელი ბიძა აპირებს გამომყვეს, რახან ქუდზე კაცია საჭიროო, ვერ გავარკვიე რაგბში და მოკლედო შენ რო დაიღრიალებ მეც აგყვებიო DDDDDDDDDDDDDDDDDD

23:19 | 08.11.2016
meleksa (132)

ეგ ყოფილა ბიძა თუ ყოფილა

20:55 | 08.11.2016
temuchin (431)

საღოლ ბიძას

11:39 | 08.11.2016
meleksa (132)

იცით რა მაინტერესებს? მეკო ძირითადში იქნება? არის მოტივაციაზე და ფორმაში?

13:32 | 08.11.2016
LELO_2019 (27)

მეკოს 1 000 ქულამდე და 100 თამაშამდე ძალიან ცოტა უკლია. იქნება გადააბიჯოს ამ ზღვარს.

13:09 | 08.11.2016
BEERTRANCE (1073)

ხუთშაბათს იტყვის ალბათ მელიტონა შემადგენლობას.

12:50 | 08.11.2016
buratino (480)

მოდი შევეშვათ მტკივნეულ თემებზე აქცენტების კეთებას! ისა სჯობია, ყველა ჩვენს მორაგბეს (მათ შორის მეკოს) ვუსურვოთ სრული კონცენტრაცია მოახლოებულ თამაშებზე და ქომაგთა გახარება. დარწმუნებული ვარ, ვარჯიშებზე ბიჭები უფრო მეტად შეიკვრებიან და შედუღაბდებიან

14:21 | 08.11.2016
meleksa (132)

არანაირი აქცენტი მტკივნეულ თემაზე! მე მაინტერესებს თუ მეკო ვერ იქნება ძირითადში მაშინ დამრტყმელი ვინ იქნება? მალაღურაძე იქნება 15 თუ შუამარბი? ან საერთოდ 10

11:54 | 08.11.2016
პანტელეიმონი (1218)

ეს ძალიან საინტერესოა.

მე ვისურვებდი, რომ მეკომ თავის თავში გამონახოს ძალები და აჯობოს ბედის უკუღმართობას, ეს კარგი იქნება პირველ რიგში თავისი, დაზარალებული ოჯახებისთვის და მთლიანათ ქართული რაგბისთვის.

ჩემი ჩათვლით ქართველი რაგბის გულშემატკივარი ყველაფერში დაგეხმარებით მეკო ! ! !

11:23 | 08.11.2016
GiorgiG83 (525)

სურათი ფოტოშოპია? ანდერარმორის ემბლემა ერთგან წითელია, მეორეგან თეთრი...

10:51 | 08.11.2016
BEERTRANCE (1073)

მოახლოვდა მოახლოვდა, ჩემმა ძმამ დამინიშნა ნიშნობა 19-ში და ვერ ვესწრები, სამაგიეროდ სიდედრმა გადაწია გაფრენის თარიღი რო 12-ში წავიდე თამაშზე და მისი გაცილების გამო არ გამეცდინა

11:37 | 08.11.2016
meleksa (132)

10:38 | 08.11.2016
DataN24 (215)

ძალიან მაგარი თამაში უნდა ვაჩვენოთ თანაც ასეთი ოპტიმალური შემადგენლობა მსოფლიოზეც კი არ გვყოლია

23:03 | 07.11.2016
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

21:22 | 07.11.2016
aiarugby (20)

აბა ბიჭებო ყველამ ერთად მივაწვეთ და ერთად შევიდეთ ათეულში
რაგბი ჩვენი თამაშია
ლელო ლელო საქართველო

20:51 | 07.11.2016
dede (87)

ოთია გიორგაძე რატომ არ არის? კარგ ფორმაშია , გუნდში ლელოც გაიტანა

13:39 | 08.11.2016
LELO_2019 (27)

გიორგაძე ახლა შევიდან კლუბის ძირითადში, ის რომ ძლიერია და ნაკრებსაც გააძლიერებდა ეს უეჭველია, მაგრამ ჩვენთვის ვფიქრობ უფრო კრიტიკულია ახლა ოთიამ კლუბში დაიმკვიდროს ძირითადში ადგილი და მომავალში როგორც ტოპ 14 ის ძირითადში მოთამაშე დაგვემატოს.

22:50 | 07.11.2016
meleksa (132)

ახლა კლუბში მოუწევს თამაშები და რომ დაიმკვიდროს თავი უმჯობესია კლუბში დარჩეს.

20:47 | 07.11.2016
zurageorgevich (45)

უძლიერესი ნაკრებია... ცოტა გამიკვირდა ბექა გორგაძის რეზერვში დატოვება... ფრუიძეს თუარვცდები ტვინისშერყევა ქონდა და მაგიტომ ყავს რეზერვში და კიდე ერთი რეზერვში კვაჭი არ გვყავს თუმცა ჟვანიას შეუძლია 2 ნომერზე თამაში... ისე მელიტონას პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება მართლაც უძლიერესი მწვრთნელია... კაია 2 ახალი მწვრთნელი რო დაგვემატა რიჩარდ გრემი და ბრედ ჰარისი. თბილისის ორივე თამაში მოსაგებია, თუმცა შოტლანდიაში უნდა შევძრად მიწა და ერთი სარაგბო რევოლუცია ჩვენც უნდა მოვახდინოთ... წარმატებები ბიჭებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

20:12 | 07.11.2016
buratino (480)

მოდიან, მოდიან, მოდიან ჩვენი ლომკაცები!
სულმოუთქმელად ველოდებით ჯერ თქვენს ჩამოსვლას, მერე შეკრება-ვარჯიშებს და ბოლოს ....
რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გვირგვინი თამაშები და გამარჯვებები იქნება

20:14 | 07.11.2016
buratino (480)

წლის დაუმარცხებლად დასრულება მართლაც ფანტასტიური იქნება, მაგრამ ჯერ მაინც მთავარია თბილისური მატჩები მოვიგოთ

19:41 | 07.11.2016
beeq777 (35)

საინტერესოა ვინ უკაპიტნებს გუნდს

19:33 | 07.11.2016
beeq777 (35)

წარმატებები ნაკრებს. მსოფლიოს მერე ესეთი შემადგენლობაა არგვყოლია. მოგების და წარმატების მოლოდინში ვარ და დიდი სანახაობის

19:29 | 07.11.2016
meleksa (132)

მთავარია იაპონიას და სამოას მოვუგოთ, მერე რაც იქნება იქნება. წარმატებები ყველფერში ჩვენს ბიჭებს!

22:34 | 07.11.2016
temuchin (431)

დარწმუნებული ვარ თუ მაგ ორს მოვუგვარებთ მერე მეტიც მოგვინდება

22:57 | 07.11.2016
meleksa (132)

აუცილებლად

19:17 | 07.11.2016
tengocie (60)

მიდით ლომებო. თამაში თქველი გულშემატკივრობა ჩვენი.

19:15 | 07.11.2016
shalvinio (19)

2 ახალი მწვრთნელი რომ დაგვემატა ნუ დაწერთ, არაა საჭირო.
0?'>http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5710&callerModID=17364&Title=%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20|%20%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90':'>http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5710&callerModID=17364&Title=%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20|%20%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90'))

18:51 | 07.11.2016
geogoli (367)

ოოოოოოო, მოახლოვდა სარაგაბო ნოემბერი, ერთი სული მაქვს როდის მოვა შაბათი. მშვენიერი რაზმია და წარმატების ძალიან დიდი იმედი მაქვს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს.

0.101071