პრო დ2-ის გათამაშებაში ოქტომბრის თვეში ოთხი ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც 14-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა.
მათ შორის ყველაზე მეტი სათამაშო დრო „უიონას“ ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ გამოიმუშავა. მან ოთხივე თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ჯამში 281 წუთი გაატარა მოედანზე.
„აჟენის“ მეორე მგეზავმა თამაზ მჭედლიძემ, წინა თვის სტატისტიკის გაუარესება „იუკადრისა“ და ოქტომბერშიც ორჯერ უწია მეტოქის ლელოს. ერთ შეხვედრაში სამწვრთნელო შტაბმა მას დასვენების საშუალება მისცა, ხოლო დანარჩენი სამი მატჩი ძირითადში დაიწყო და სრულად ითამაშა.
„ბორჯღალოსნების“ კაპიტანი შალვა სუთიაშვილი „ანგულემის“ შემადგენლობაში ოთხივე ტურში იყო, სამჯერ ძირითადში დაიწყო შეხვედრა, ერთხელ კი, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში. ჯამში მას 239 წუთი მოუგროვდა და „აჟენთან“ მატჩში მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა. აღსანიშნავია, რომ შალვა ნაკრების მსგავსად კლუბშიც კაპიტნად დაწინაურდა.
თავისი „უიონელი“ კოლეგის მსგავსად, ოთხივე შეხვედრა ძირითადში დაიწყო „ალბის“ ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა, რომელმაც ჯამში 213 წუთი ითამაშა.
„ბეზიეს“ მესამე ხაზელმა ლაშა ლომიძემ სამ შეხვედრაში ითამაშა (2 ძირითდში, 1 მარქაფაში), მოედანზე კი 150 წუთი გაატარა.
9 ოქტომბერს „აჟენთან“ შეხვედრაში მცირე ტრამვა მიიღო „ორიაკის“ მეორე მგეზავმა მერაბ შარიქაძემ, რის გამოც მომდევნო ორი ტური გამოტოვა. შედეგად, ოქტომბერში ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 127 წუთი ითამაშა.
„დაქსის“ ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე თავისი გუნდის განაცხადში ორჯერ მოხვდა, ორივე შეხვედრა ძირთადში ჩაატარა და 116 წუთი მოაგროვა.
ასევე ორი შეხვედრა (ერთი ძირითადში, ერთი მარქაფში) ჩაატარა „მონ დე მარსანის“ შემკვრელმა ბექა გორგაძემ. ამ ორ შეხვედრაში ბექამ 107 წუთი დაჰყო მოედანზე.
„კარკასონის“ ბურჯმა გიორგი ნაცარაშვილმა 3 შეხვედრაში (1 ძირთადში, 2 მარქაფში) 102 წუთი ითამაშა, „ანგულემთან“ შეხვედრაში კი, სინბინით დაისაჯა.
ასევე სამი შეხვედრა ჩაატარა „ორიაკის“ ბურჯმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, რომელიც მოედანზე 99 წუთის განმავლობაში იყო.
მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა „ორიაკის“ მეორე ხაზელმა ლევან დათუნაშვილმა - 52 წუთი.
მის მსგავსად თითო შეხვედრა ჩაატარეს „ანგულემის“ მესამე ხაზელმა ლაშა თავბერიძემ (40 წუთი) და „ვანის“ ბურჯმა არჩილ ბეჟიაშვილმა (35 წუთი).
ორ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში „უიონას“ ბურჯი გიორგი ვეფხვაძე, რომელმაც 28 წუთი დაჰყო მოედანზე.
პრო დ2-ის ლეგიონერების სტატისტიკა სეზონის სტარტიდან:
სახელი გვარი - თამაში (ძირითადი/მარქაფი), წუთი
თამაზ მჭედლიძე - 8 (7/1), 594, 4 ლელო;
შალვა სუთიაშვილი - 9 (7/2), 593, 1 სინბინი;
ირაკლი მირცხულავა - 7 (7/0), 442, 1 ლელო;
ბექა შეყლაშვილი - 7 (7/0), 399, 1 სინბინი;
ლევან დათუნაშვილი - 6 (6/0), 396, 1 სინბინი;
მერაბ შარიქაძე - 5 (5/0), 352;
ლაშა ლომიძე - 7(4/3), 346, 1 ლელო;
ელიზბარ ყუფარაძე - 6 (5/1), 291;
ბექა გორგაძე - 6 (3/3), 259, 1 სინბინი;
ნიკოლოზ ხატიაშვილი - 6 (3/3), 213 წუთი;
გიორგი ნაცარაშვილი - 4 (2/2), 165, 1 სინბინი;
ვახტანგ მაისურაძე -3 (1/2), 152;
გიორგი თეთრაშვილი - 3 (1/2), 103;
ლაშა თავბერიძე - 2 (1/1), 98;
არჩილ ბეჟიაშვილი - 2 (1/1), 82;
გიორგი ვეფხვაძე - 3 (0/3), 39;
ტარიელ რატიანიძე - 1 (1/0), 13;
გახტანგ ახობაძე - 1 (0/1), 11, 1 სინბინი.
პრო დ2-ის ლეგიონი სრულად (ძირითადი გუნდი+ესპუარები):
ალბი: ბექა შეყლაშვილი (ბურჯი);
ანგულემი: შალვა სუთიაშვილი (მარბიელი/მღლეტელი), ლაშა თავბერიძე (მღლეტელი);
აჟენი: თამაზ მჭედლიძე (მეორე მგეზავი/გარემარბი), გიორგი თეთრაშვილი (ბურჯი), ვახტანგ ახობაძე (ბურჯი), გიორგი მარველიანი (ბურჯი);
ბეზიე: ლაშა ლომიძე (შემკვრელი), ბესო გოგოლაძე* (მხტომელი);
დაქსი: ელიზბარ ყუფარაძე (ბურჯი);
ვანი: ვახტან მაისურაძე (მხტომელი), არჩილ ბეჟიაშვილი(ბურჯი);
კარკასონი: გიორგი ნაცარაშვილი (ბურჯი);
მონ დე მარსანი: ბექა გორგაძე (შემკვრელი); გიორგი ნეფარიძე* (ბურჯი);
ნარბონი: ტარიელ რატიანიძე (ბურჯი), შაკო ოდიშარია (ბურჯი);
უიონა: ირაკლი მირცულავა (ბურჯი), გიორგი ვეფხვაძე (ბურჯი);
ორიაკი: ლევან დათუნაშვილი (მხტომელი), მერაბ შარიქაძე (მეორე მგეზავი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ბურჯი), გიორგი შარაშიძე (ბურჯი);
შენიშვნა: მოთამშის გვარის ბოლოს * მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოთამაშე ესპუარების გუნდშია
გიორგი ბეჭვაია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოჰოო ოთიამაც შესანიშნავად აღნიშნა დებიუტი გული მიგრძნობდა რაღაც რო ლელო უნდა დაედო დღეს
+1
მართლაც კარგ ფორმაში არიან ჩვენი ლომები! ახლა მთავარია, მშვიდად და უტრავმებოდ მოვიდნენ ტესტებამდე. ისე, წინა ხაზში რომ "ულმობელი" კონკურენციაა, ნეტავ მასე იყოს სამომავლოდ ყველა სხვა რგოლშიც
საკმაოდ კარგ ფორმაში არიან ჩვენი ბიჭები და იმედია ტესტებზე გამოამჟგავნებენ თავიანთ მაქსიმუმს და ღირსეულად ჩავამთავრებთ ამ წელს
3-4 თანოსნაირი ხაზის მოთამაშე რომ გვყავდეს კიდევ, მაშინ ძალიან ძლიერი იქნებოდა ჩვენი ნაკრები
ფაქტი ისაა, რომ დღესდღეობით არ გვყავს 3-4 თაზოსნაირი ამიტომ ჩემი აზრით, უკანა ხაზში კონკურენცია უნდა გავზარდოთ რათა არავინ არ იგრძნოს თავი შეუცვლელად. ვგულისხმობ იმას რომ თვით ისეთი მოთამაშეები როგორიცაა შარიქაძე, თოდუა და აფციაური, პერიოდულად უნდა ჩანაცვლდნენ ახალგაზრდებით (ფრუიძე და სხვ.) რათა კონკურენცია უკანა ხაზში გაიზარდოს
ხელოვნური კონკურენცია დიდ შედეგს ვერ მოიტანენ, ფაქტია ის, რომ უკანა ხაზში პირველ ნომრებთან მათი კონკურენტები ახლოსაც ვერ მიდიან.
მოუხდა ბუკას ჩემგან შეფუცხუნება! ლელოც დადო და ძალიან აქტიურიც იყო. თუ მასე იზამს, სასარგებლო კრიტიკა ჩემზე იყოს