ტესტ-მატჩები

13:41 | 30.10.2016 | ნანახია 3057 - ჯერ

„ბარბაროსები“ ევროპელების გარეშე

„ბარბაროსების“ სამწვრთნელო შტაბმა იმ მორაგბეების საბოლოო სია ჩამოწერა, რომელთა იმედიც ნოემბერში გასამართ შეხვედრებში ექნება.

უკანასკნელი შვიდი ვაკანტური ადგილი სამხრეთაფრიკელმა მორაგბეებმა შეავსეს: კლეიტონ ბლომეტიე (ჩითასი), რობერტ დიუ პრი (შარქსი), ვან დე მერვე (მონპელიე), აკერ ვან დერ მერვე, მარტინ მიულერი, რუან აკერმანი და კვაგა სმიტი (ყველა ლაიონსი).

აღსანიშნავია, რომ „ბარბაროსების“ შემადგენლობაში ვერცერთი ევროპელი მორაგბე ვერ მოხვდა, ხოლო ევროპული კლუბებიდან ერთადერთი მორაგბეა წარმოდგენილი და ისიც სამხრეთ აფრიკელია. გუნდი 5 ნოემბერს ლონდონში, „უემბლიზე“ სამხრეთ აფრიკის ეთამაშება, 8-ში პრაღაში, „მარკეტაზე“ ჩეხეთს, ხოლო 11-ში ბელფასტში, „კინგსპენ სთედიუმზე“ ფიჯის დაუპირისპირდება.

„ბარბაროსების“ სრული შემადგენლობა ასეთია:

მორკინალები: ტობი სმიტი (მელბურნ რებელსი), პედი რაიანი, უილ სკელტონი, უაიკლიფ პალუ (ყველა ვარათასი), ენდრიუ რედი (რედსი), სემა კარტერა (ბრამბიზი), ჯორდან ტაუფუა (კრუსეიდერსი), რეჯი გუდესი, ბრედ შილდსი, მაიკლ ფატიალოფა (ყველა ჰარიკეინსი), ლუკ უაითლოკი (ჰაილენდერსი), შალკ ვან დე მერვე (მონპელიე), აკერ ვან დერ მერვე, მარტინ მიულერი, რუან აკერმანი, კვაგა სმიტი (ყველა ლაიონსი);

ნახევარდაცვა: ნიკ სტირზეკი (მელბურნ რებელსი), ენდი ელისი (კობი სტილერსი, იაპონია), რიჩი მოანგა (კრუსეიდერსი), რობერტ დიუ პრი (შარქსი);

ხაზი: მალენი ნანაი (ბლუზი), სეტა ტამანივალუ (კრუსეიდერსი), ლუკ მორაჰანი (რედსი), მეთ ფედესი (ჰაილენდერსი), ტაკელე ნაიარავორო (ვარათასი), კლეიტონ ბლომეტიე (ჩითასი).

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.205931