საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ, საფრანგეთის ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში მეორე ლელო დადო.
მისი, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონმა“ „გრენობლი“ 42:12 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ამაში ქართველი ლეგიონერების წვლილი უდიდესია. გორგოძემ შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა და ლელო 36-ე წუთზე დადო. მან ფლანგზე მიიღო ბურთი და აბა ერთი მცველი რაღას შეაჩერებდა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო ჩილაჩავა, მოედანზე 58-ე წუთამდე იყო და ამ დროში „ტულონმა“ ორჯერ გამოიმუშავა საჯარიმო ლელო, რაშიც მისი წვლილი დიდია. სულ „ტულონმა“ მეტოქეს 6 ლელო დაუდო და ორი მიიღო. ქართველების გუნდს ტოპ 14-ში ოთხი წაუგებელი თამაში მოუგროვდათ, აქედან სამში გამარჯვება მოიპოვეს, ერთი ფრედ დაასრულეს და სატურნირო ცხრილში მინიმუმ ხვალამდე პირველ ადგილზეა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუარვცდები ამ სეზონში ეს გორგოძის მესამე ლელოა... კლერმონი მონპელიე და მესამე გრენობლი
მამუკას მონპელიესთვის არ დაუდია ლელო
ხო ეგ ის ლელოა მეც მამუკამ მეგონა რო დადო მაგან შეიტანა ეგრე ჩანდა მაგრამ გირადოს ჩაუთვალეს.
კარგ ფორმაში ხვდებიან ჩვენები ტესტებს
ყოჩაღ წარმატებები
გაიხარე მამუკა ! ! !
ცოტაც ცოტას და აუცილებლად გაგვახარებენ ბიჭებიstripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=Ygg0rvbtGG8')>0?' https://www.youtube.com/watch?v=Ygg0rvbtGG8':' https://www.youtube.com/watch?v=Ygg0rvbtGG8'))
კარგია ბიჭებო, კარგი, ოღონდ ფრთხილად; ტრამვა ყოველთვის არასასურველია, განსაკუთრებით კი ახლა. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ტესტები.
მაგარ ფორმაში არიან ბიჭები, იმედია ნოემბერს წაუგებლად დავხურავთ