ჭაბუკთა "ბ"

21:05 | 28.10.2016 | ნანახია 5218 - ჯერ

ჭაბუკთა „ბ“ ლიგა „ლელო 1“-მა მოიგო

თბილისის „ლელომ“ ჭაბუკთა „ბ“ ლიგის ფინალში ქუთაისის „ბაგრატს“ დიდი უპირატესობით, 44:9 მოუგო და ოქროს მედლების მფლობელი გახდა.

„ლელო“ გათამაშებაში ორი გუნდით ჩაერთო და პირველმა ტურნირი დაუმარცხებლად დაასრულა. პირველ ეტაპზე, ჯგუფური ეტაპის ოთხ მატჩში დიდ დიღმელებმა ოთხივე შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგეს, 226 ქულა აიღეს და თავად ერთიც [სამიც] არ მიუღიათ.

მეორე ჯგუფური ეტაპი „ლელო 1“-მა კვლავ დაუმარცხებლად დაასრულა და ამჯერად ექვსი თამაშიდან 5-ში აიღო პრემიალური ქულა, ოღონდ საკუთარი ლელო და კარი ხელშეუხებლად ვეღარ შეინახა და 205-ის წილ 25 ქულა მიიღო.

დასკვნით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანებული ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე „ლელო 1“-მა ისევ 6 თამაში მოიგო და ამჯერადაც 5-ჯერ აიღო პრემიალური ქულა, გაიტანა 233 ქულა და თავად მხოლოდ 22 მიიღო.

ფინალამდე „ბაგრატიც“ დაუმარცხებლად მივიდა, თანაც პირველ და მეორე ეტაპზე 9-ვე თამაში პრემიით მოიგო, ხოლო დასკვნით ჯგუფურ ეტაპზე 6-იდან 4-ჯერ აიღო დამატებითი ქულა. მაგრამ „ლელო 1“ მისთვისაც ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა, რაც ანგარიშშიც სათანადოდ აისახა.

მესამე ადგილისთვის მატჩში „იუნკერები ჩოხოსნებმა“ ქუთაისის კიდევ ერთ გუნდს, „აია 1“-ს დაძაბულ ბრძოლაში 20:16 მოუგო და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084758