წლევანდელ ნოემბრის ტესტებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 12 ნოემბერს ბორჯღალოსნები იაპონიას ერკინებიან, ხოლო 19 ნოემბერს სამოას. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და 15 საათზე დაიწყება.
26 ნოემბერს კი ჩენი ნაკრები წლის ბოლო საშემოდგომო ტესტის გასამართად ქილმარნოქში, 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად შოტლანდიას ერკინება.
ორივე საშინაო მატჩის, საქართველო - იაპოანია (12/11) და საქართველო - სამოა (19/11) მიმდინარეობს! ბილეთების ყიდვა ქომაგებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ TKT.GE/Rugby
“როდესაც თამაში რთულდება, როდესაც წნეხის ქვეშ ვართ, სწორედ მაშინ გვჭირდება ქომაგების ღრიალი და გვერდში დგომა…” მილტონ ჰეიგი
როგორც ადრე გაცნობეთ სამწვრთნელო შტაბი და ბორჯღალოსნები წლევანდელი ნოემბრის ტესტებისთვის ოკეანეთის წარმატებული ტურნეს შემდეგ ემზადებიან, როგორც მაშინ მილტონ ჰეიგმა განაცხადა, მიხებული შედეგებისა და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მსოფლიო რეიტინგში დაკავებული მე-11 ადგილის შემდეგ, აღებული ტემპი არის შესანარჩუნებელი და სწორე დაგეგმარებისა და მუშაობის შემთხვევაში 10-ეულში შესვლა რეალურია.
ვიდრე 7 ნოემბერს ოფიციალური სანაკრებო ფანჯარა გაიხსნება მსოფლიოში და საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებისთვის შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბება, ლეგიონერი და საქართველოში მოასპარეზე ბორჯღალოსნები სამ დღიან შეკრებას ტულუზაში გამართავენ. ტულუზაში ჰეიგის განკარგულებაშუ 37 მორაგბე იქნება, საიდანაც 30 უკვე თილისურ შეკრებას შეუდგება.
გთავაზობთ მილტონ ჰეიგის ინტერვიუს მომავალი ტესტების, რაზმისა და შეკრების შესახებ:
10-ეულში შესვლის პერსპექტივა...
ახლა შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული ინვისი გვქონდა. მივაღწიეთ დასახულ მიზანს და ორი ტესტი მოვიგეთ, რაც თავიდანვე ჩვენ გეგმას წარმოადგენდა. რაღათქმაუნდა სამოასთან ფრეც კარგ შედეგად ითვლება. ამ შედეგებმა კარგ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. თუ არ ვცდები 0,25 ან 0,32 ქულით გვისწრებს ფიჯი, რომელიც მე-10 ადგილზეა. რეალობა კი ისაა, რომ ფიჯისთვის კიდევ 5 ქულის სხვაობით, რომ მოგვეგო, ახლა უკვე მეათეზე ვიქნებოდით. მიუხედავად ამისა, მიღწეული ნამდვილად გვაკმაყოფილებს და ახლა, იმ შემთხვევაში თუ ნოემბრის ტესტებს წარმატებით ჩავამთავრებთ, უკვე ათეულში შესვლის ისტორიული შესაძლებლობა გვეძლევა. ლოგიკურად წელს უნდა გადავინაცვლოთ ტოპ 10-ში.
რათქმაუნდა ეს ჩვენ მოტივაციას გვმატებს და ამ შესაძლებლობას გუნდი და სამწვრთნელო შტაბი ვიაზრებთ. ამის შესახებ „ფრანგ“ ბორჯღალოსნებსაც ვესაუბრე, როდესაც წინა კვირას ლეგიონერების სანახავად საფრანგეთში ვიყავი და მერწმუნეთ, ყველა მოტივირებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველამ ჩვენი საქმე უნდა შევასრულოთ და კარგად მოვემზადოთ. ყოველ მიზესგარეშე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შინ პირველ ორ ტესტში იაპონიისა და სამაოს წინააღმდეგ ჩვენი საუკეთესო თამაში ვითამაშოთ.
ლეგიონერების მონახულება
წინა თვეს საფრანგეთსა და ინგლისში ლეგიონერებს ვესტუმრეთ. მათი უმეტესობა მარტის შემდეგ არ გვინახავს. მე ბიჭებს გავუზიარე ჩემი მოსაზრებები იმაზე თუ როგორ თამაშობენ თავიანთ კლუბებში და მივუთითე იმ კომპონენტებზე რაზეც სამუშაო აქვთ. ასევე ხაზი გავუსვი მათი თამაშის კარგ მხარეებს, რომლებსაც ისინი კლუბებში ავლენენ. ზოგიერთი საფრანგეთში მართლაც საუკეთესოდ ირჯება. თუმცა სტუმრობის მიზანს ჩემი მხრიდან იმ მონახაზის მიცემა წარმოადგენდა, თუ რის ნახვას მოველით მწვრთნელები მათგან როდესაც მომდევნო კვირას ტულუზაში, ხოლო 7 ნოემბრიდან თბილისში, შევიკრიბებით. ჩვენ მიზანს ვუსახავთ ბიჭებს, რომ იაპონიას, სამოას და შოტლანდიას მაგრა ეთამაშონ და იმისათვის, რომ სამივე ტესტი მოვიგოთ ისინი საუკეთესო ფორმაში უნდა იყვნენ. ამიტომ შეხვედრებზე ბიჭებს ვუთხარი გაეაზრებინათ თუ რა მსურს მე მათგან შეკრებაზე, რომ ვნახო. მსგავსი ვიზიტები ძალიან კარგია. ლეგიონერებისთვისაც სასიამოვნოა, როდესაც მთავარი მწვრთნელი მათი თამაშის სანახავად დიდი გზას გადის და დროს არ იშურებს.
შინაურ შეკრებამდე 3 დღე ტულუზაში
მსოფლიო რაგბის მე-9 დებულების თანახმად, იფიციალურ სანაკრებო ფანჯარამდე სამ დღიანი შეკრების ჩატარების უფლება გვეძლევა. ეს სამწვრთნელო შტაბისა და მორაგბეებისთვის თავმოყრის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმაოდგენს, რათა ერთად დიდი შეკრებისთვის მოვემზადოთ და ჩვენი დაცვისა და შეტევის სისტემები გავიაროთ. ამ დროს მწვრთნელები გამოვხატავთ ჩვენს მოლოდინს და როგორც ჯგუფი, მოთამაშეებთან ერთად დავსახავთ მიზნებს და მოვემზადებით მთავარი შეკრებისთვის, რომელიც 7 ნოემბერს უკვე თბილისში დაიწყება. ტულუზაში ბიჭებს ასევე სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებთ და ვნახავთ, თუ როგორ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან. ამ შეკრებაზე წავიყვანთ 38 მორაგბეს, ხოლო თბილისურ შეკრებაზე ამ რიცხვს 30-მდე დავიყვანთ.
ერთობლივი ვარჯიში ფიჯთან
ფიჯისთან ერთობლივ ვარჯიშებს ალბათ უკვე სამი თუ ოთხიწ ელია რაც ვატარებთ, ძირითადად იმიტომ, რომ ამ დროს ისინიც ტულუზაში იმყოფებიან, რაც კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს. წელსაც ასე მოვიქცევით და ერთ დილას რამდენიმე საათით ჩვენი მორკინალები იმათ მორკინალებთან, ხოლო უკანა ხაზელები მათ ბეკებთან ერთად ივარჯიშებენ. მსგავსი ვარჯიში შრშან მსოფლიო თასის წინაც გვქონდა. გარდა ამისა, ეს კიდევ ერთ შესაძლებლობას გვაძლევს მეტად დავუახლოვდეთ ფიჯელებს, მეც მათ მენეჯმენტთან კარგი და ახლო ურთიერთობა მაქვს. ფიჯელებს უკვე კარგი მორკინალები ყავთ და რათქმაუნდა ბრწყინვალე უკანა ხაზელები, რაც კიდევ ერთხელ ჩვენი სისტემების მსოფლიოს მე-10 გუნდის წინააღმდეგ შემოწმების შესაძლებლობას გვაძლევს.
რაზმი...
რაზმი შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებულია, რომლის 90 პროცენტს სანაკრებო შეკრებები გაუვლია. მორკინალებს, რომ გადავხედოთ, ყველა ჩვენი ლიდერი და ყველაზე გამოცდილი მორაგბეები დაგვიბრუნდნენ. ნოემბრის სანაკრებო ფანჯარა ყოველთვის რთული და დატვირთულია. ამ მხრივ არც ივნისი იყო წელს გამონაკლისი, მაგრამ ნოემბერში ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ საუკეთესო რაზმის შეკრებას - გვეყოლება ისეთი სუპერ გამოცდილი მორკინალები საფრანგეთიდან, როგორებიც მამუკა გორგოძე, მიშა ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და დავით ქუბრიაშვილი არიან. ისინი რეგულარულად ხვდებიან თავინთი კლუბების სასტარტო შემადგენლობაში და ნამდვილად გავიმართა, რომ მათი გამოძახება შეგვიძლია. ასევე რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეც გვეყოლება, რომლებსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებით და ნაკრებთან ერთად უვარჯიშიათ. რამდენიმე ბორჯღალოსანი ტრავმის მოშუშების შემდეგ დაგვიბრუნდნენ, მაგალითად ვიტო კოლელიშვილი, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში არ უთამაშია და ჩვენ დავაკვირდებით თუ როგორ პროგრესირებს.
მგეზავებს, ჰავბექებსა და შუამარბებს რაც შეეხებათ… თამაზ მჭედლიძე უდაოდ გამორჩეულ სეზონს ატარებს აჟენში, ვასო ლობჟანიძემ ჩელენჯ ქაფზე უკვე ორჯერ ითამაშა ბრივის სასტარტოში. განვმეორდები და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ვნახოთ თუ როგორ პროგრესირებენ ბიჭები. რათქმაუნდა გვყავს 23-25 გამოკვეთილი მორაგბე, მაგრამ ჩვენ დრო და დრო ახალი ბიჭებიც უნდა მოვიყვანოთ გუნდში, რადგან ახლა 2019 წლის მსოფლიოსთვის სამზადისი ოთხ წლიანი ციკლი ფაქტიურად მიმდინარეობს და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
სამედიცინო ჯოკერი
როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენი, როგორც ეროვნული ნაკრების როლს ასევე ბიჭებისთვის თავიანთ კლუბებში ადგილის გამტკიცება წარმოადგენს. როდესაც ვინმე სამედიცინო ჯოკერის სტატუსით იმყოფება, მას თავის გამოსაჩენად და დასამკვიდრებლად სულ რაღაც სამი თე ეძლევათ და თუ ამ პერიოდში ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებ, თავის გამოსაჩენად და გრძელ ვადიანი კონტრაქტის მოსაპოვებლად საქმე ბევრად ურთულდებათ.
ანტონ ფეიქრიშვილსაც იმიტომ არ ვიძახებთ, რომ ალსთერში სამედიცინო ჯოკერის სტატუსით იმყოფება. ასევე მას ტრავმის შემდეგ გარკვეული სათამაშო დრო გაუცდა. მიმაჩნია, რომ თუ ასლთერში ვაცლით ყოფნას ეს მასაც და ჩვენ ნამდვილად წაგავდგება. შალვა მამუკაშვილს რაც შეეხება, აქაც იგივე მდგომარეობაა. მე ამის შესახებ საფრანგეთში ყოფნისას ვესაუბრე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მუდმივი კონტრაქტი მოიპოვოს მონპელიეში. შალვას ვუთხარი, რომ განსაკუთრებით პირველი ორი ტესტის დროს მე მოხარული ვიქნები თუ იგი კლუბში ითამაშებს.
დებიუტანტები
შეკრებაზე ხუთ უკეპო მორაგბეს ვუხმეთ. დავიწყებ ბადრი ალხაზიშვილითა და გიორგი ჭყოიძეთი - ორივე კვაჭია. რატომ ბადრი, იმიტომ რომ ტულონის პირველ გუნდში უკვე რამდენჯერმე ითამაშა. იგი ბევრს მუშაობს და დიდად მოტივირებულია. სიმართლე, რომ გითხრათ ბადრი ყოველთვის მიმაჩნდა მორაგბედ ვინ როდესმე აუცილებლად მოხვდებოდა ეროვნულ ნაკრებში. ბოლო სამი წლის განმავლობაში მას ყურადღებით ვაკვირდებოდით და ამ კამპანიისას ნამდვილად მიეცემა სათამაშო დრო - ვნახოთ როგორ გამოიყენებს ამ შანსს.
გიორგი ჭყოიძე ძალიან საინტერესო მორაგბეა, რომელმაც ფლანკერობიდან კვაჭად გადმოინაცვლა. იგი ნაკრები ადგილობრივ მორაგბეებთან ერთად ვარჯიშობს და მწვრთნელებზე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს მისი სწრაფი ადაპტირების უნარი და მენტალური სიმტკიცე. იგი საკმაოდ გონებამახვილი და ჭკვიანია და მასთან მუშაობა ძალიან კარგია. ვარჯიშებზე საუცხოოდ და ბევრს შრომობს, ეს უდაოა, მაგრამ ჩვენ გვინდა ვნახოთ მზადაა ის თუ არა საერთაშორისო, სანაკრებო დონეზე ითამაშოს, ან თუნდაც ამ დონეზე ივარჯიშოს. ვინაიდან იგი ფლანკერია, რომელმაც ჰუკერად გადმოინაცვლა და ახლა სულ სხვა დონეზე უნდა შეისწავლოს სროლისა და შერკინების ტექნიკა. მას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ გვინდა ახლოდან დავაკვირდეთ „დიდი ბიჭების“ გარემოცვაში.
გიორგი კოშაძე (20წ)
გიორგი კოშაძე ჩვენთვის უცნობი არაა, ისევე როგორც სხვებს მასსაც ორიოდ წელი ვაკვირდებოდი. მიმაჩნია, რომ მანჩესტერში გამორჩეულად კარგად ითამაშა ახალგაზრდულ მსოფლიოზე. ბევრს შრომობს, ფიზიკურად დიდია, ძლიერი და სწრაფია. მსოფლიოზე ყველაში თუ არა, თითქმის ყველა მატჩში შეუდარებელი იყო. და რა გასაკვირია, რომ კოშაძეს თვალი დავადგით. იგი შუამარბია, მაგრამ ფრთაზე თამაშსაც შეძლებს რახან სწაფი და თანაც დიდია. მას ეძლევა შესაძლებლობა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე „დიდ ბიჭებთან“ ერთად ივარჯიშოს. ვნახოთ როგორ გაართმევს თავს. მან ეს შესაძლებლობა დიდი შრომის ფასად დაიმსახურა.
გიორგი მჭედლიშვილი და ანზორ სიჭინავა
ორივემ ოკეანეთის ტურნეში მიიღო მონაწილეობა და ვარჯიშებზე კარგადაც გაისარჯა. გიორგი მჭედლიშვილი ალბათ ცოტაოდენი წნეხის ქვეშ გრძნობს თავს და ტავის შანსს ელის. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ორივე შინ საუცხოოდ მუშაობს. ფრანგული შეკრება მათ კიდევ ერთხელ მისცემთ შესაძლებლობას მწვრთნელებს ანახონ, რომ ფომაში არიან და თუ შანსს მიიღებენ, მზად იქნებიან მის გამოსაყენებლად. სიჭინავა და მჭედლიშვილი შეკრებაზე თავს ნამდვილად კარგად იგრძნობენ და თავისუფლად იქნებიან, ვინაიდან ნაკრებთან ერთად გრძელ ტურნეში უკვე იყვნენ და მე მათგან ტულუზაში უფრო მეტს მოველი
სავსე ტრიბუნები...
სწორედ სავსე ტრიბუნებზეა დამოკიდებული ჩვენ თამაშს წავაგებთ თუ მოვიგებთ. ვიცით მხარდაჭერას რამხელა მნიშვნელობა აქვს ბიჭებისთვის. როდესაც თამაში რთულდება, როდესაც წნეხის ქვეშ ვართ, სწორედ მაშინ გვჭირდება ქომაგების ღრიალი და გვერდში დგომა და ეს ბიჭებს ძალას მატებს.
ეს უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან როცა ქომაგები ზურგს გვიმაგრებენ სწორედ მაშინ გვემატება ის დამატებითი ხუთი პროცენტი, რომელიც თამაშს გვაგებინებს...
ამ მხარდაჭერით მორაგბე დამატებით ხუთ მეტრს გაირბენს და იმ ბოჭვას შეასრულებს, რომელიც ლელოს აგვარიდებს...
ეს მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენი შერკინების ტოტალურ დომინირებას მოედანზე...
როდესაც ქომაგებით სავსე ტრიბუნები გვამხნევებენ ჩვენი დაცვა ათასმაგან უმჯობესდება და ბურთიც გვარიანად მოგვაქვს...
სწორედ ამიტომ ორივე მატჩზე ტრიბუნების გავსება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან - ამაზეა დამოკიდებული შინ ორ უმნიშვნელოვანეს რკენას წავაგებთ თუ მოვიგებთ. სტადიონზე ყველა გვჭირდება!
ბორჯღალოსნების რაზმი ტულუზის შეკრებაზე 31/10 - 02/11/2016
ყველა ბორჯღალოსანი და ტესტი 1989-2016
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
| |||||
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 95 | 14ლ 128გ 136ჯ 3ა [743 ქ] 4სბ |
15 | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1989 | 24 | 4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ] |
გ | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 57 | 7ლ 2სბ |
გ | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 42 | 6ლ სბ |
გ | გიორგი აფციაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1994 | 19 | ლ |
გ | ანზორ სიჭინავა | აკადემია [საქ დ 10] | 1995 | 0 | : |
შ | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 95 | 20ლ [4 კაპ] 2სბ |
შ | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 44 | 8ლ [1 კაპ] |
შ | გიორგი კოშაძე | რუსთავის ხარები [საქ დ 10] | 1996 | 0 | : |
10 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 70 | 4ლ 38გ 25ჯ 3ა [180 ქ] 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 47 | 7ლ 4გ [43 ქ] |
10 | რევაზ ჯინჭველაშვილი | ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10] | 1995 | 2 | : |
9 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 48 | 2სბ |
9 | ვაჟა ხუციშვილი | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1993 | 22 | : |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 15 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 36 | 2ლ სბ |
1 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 26 | 8ლ 2სბ |
1 | ვასილ კაკოვინი | ტულუზ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 24 | ლ სბ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | ვუსთერ [ინგ პრემ] | 1987 | 37 | ლ 2სბ |
2 | გიორგი ჭყოიძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1991 | 0 | : |
2 | ბადრი ალხაზიშვილი | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1995 | 0 | : |
3 | დუდუ ქუბრიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1986 | 42 | 2ლ წბ 2სბ |
3 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ14] | 1991 | 28 | 3ლ |
3 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 24 | 2ლ |
2ხ | გიორგი ჩხაიძე | დომონ [სფრ ფედ2] | 1981 | 94 | 10ლ [1 კაპ] 6სბ |
2ხ | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ პრემ] | 1984 | 62 | 12ლ 4სბ |
2ხ | კოტე მიქაუტაძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 42 | 2ლ 2სბ |
2ხ | ნოდარ ჭეიშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1990 | 4 | : |
3ხ | მამუკა გორგოძე | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1984 | 66 | 26ლ [8 კაპ] 5სბ |
3ხ | შალვა სუთიაშვილი | ანგულემ [სფრ პრო დ2] | 1984 | 60 | 2ლ [15 კაპ] 3სბ |
3ხ | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 36 | 3ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ |
3ხ | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ დ 10] | 1991 | 30 | 6ლ სბ |
3ხ | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 23 | 5ლ სბ |
3ხ | ბექა ბიწაძე | შონბრი [სფრ ფედ1] | 1991 | 17 | 3ლ |
3ხ | საბა შუბითიძე | აკადემია [საქ დ 10] | 1994 | 7 | : |
3ხ | ბექა გორგაძე | მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2] | 1996 | 7 | ლ სბ |
3ხ | გიორგი მჭედლიშვილი | გორის ჯიქი [საქ დ 10] | 1993 | 0 | : |
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფაქტიურად ოპტიმალური შემადგენლობაა, სულ რამოდენიმე გვარი დამაკლდა... თბილისის ტესტები ორივე მოსაგებია. არავისთან თავი არ დაგვიხრია თავი და არც შოტლანდიელებს უნდა დაუხაროთ ... მემგონი კარგი ფსიქოლოგიური მომზადების შემდეგ შესაძლებელია მესამე თამაშის მოგებაც და საერთოდ არ იქნება სენსაცია იმიტომ, რომ განვითარების სულ სხვა ეტაპზე ვართ და მსოფლიო რეიტინგში ჩვენი პირდაპირი კონკურენტები უკვე იაპონია ფიჯი და სქოთები არიან... უძლიერეს ფორმაშია თაზო მჭედლიძე ბრწყინავს უბრალოდ, ტულონის რიგებში გორგოძის საუკეთესო მოთამაშედ აღიარება უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა... კაჭი როგორც ყოველთვის ამ სეზონშიც გამორჩეულია ასევე მალაღურა... ინგლისში ვითარდება და ინგლისური რაგბის გამოცდილებას იღებს ნემსო... ჩვენ პირველხაზელებზე და მორკინალებზე საერთოდ საუბარი ზედმეტია საუკეთესოები ვართ მსოფლიოში... მწვრთნელიც საუკეთესო გვყავს (შეგახსენებთ სულ რაღაც 1 თვის წინ მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელებში საპატიო მეათე ადგილი დაიკავა) მოკლედ, რომ ვთქვა ათეულში მოხვედრის დიდი იმედი მაქვს ... წარმატებები ბიჭებო ... ბილეთები ნაყიდი მაქ სამივე თამაშის მე ვარ მე-16-ე ))))
მართლაც უჭკვიანესი მწვრთნელი გვყავს, ძალიან ძლიერი სტრატეგი, აგრეთვე გუნდისა და ქომაგის მოტივატორი. ჰოდა, ჩვენ ყველამ უნდა შევასრულოთ ჩვენი გასაკეთებელი - ქომაგებმა ხმის ჩახლეჩვამდე ვიღრიალოთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ლომკაცებს, ხოლო ბიჭებმა მოედანზე თავი დადონ და გაგვახარონ. თუ ადრე გეგმის დასახვაში მოზომილი ვიყავი, ახლა ამ მომატებული მადისა თუ წარმატებების ფონზე მეც ჯამში მინიმუმ 2 მოგებას ველი (თბილისში), ხოლო შოტლანდიაში უნდა ვეცადოთ სენსაცია მოვახდინოთ ან მცირე სხვაობით დავთმოთ
აბა თქვენ იცით ბიჭებო, სტადიონზე გიგულშემატკივრებთ თქვენც და ფეხბურთელებსაც, ვახერხებ თბილისში ჩამოსვლას
ძალიან კარგიშემადგენლობაა, საკმარისადაა დაბიუტანტებიც. დარწმუნებული ვარ რაგბი ევროპის ჩემპიონატზეკიდევ მეტი დებიუტანტის გამოცდას შეძლებს. ეს ტესტები ნაღდად არაა დიდი ექსპერიმენტების ადგილი!
პროგრამა მინიმუმი, უფრო სწორედ აბსოლუტური ვალდებულებაა თბილისის ორივე თამაშის მოგება, სასურველია ტრავმების მაქსიმალურად თავიდან აცილება. შოტლანდიასთან კიდევ ფორმაში ვიქნებით შესული და ლაღად უნდა ვითამაშოთ ყოველგვარი წნეხის გარეშე. ისე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენამდე სკოტებს ავსტრალია და არგენტინა ფიზიკურად მაგრად მირეგვავენ!
P.s. ძალიან ცუდად მენიშნა შოტლანდიასთან ინგლისელი მსაჯის დანიშვნა, ესენი ხომ ჩვენს ექვს ერში შესვლის ფაქტიურად მთავარი მოწინააღმდეგეები არიან. დარწმუნებული ვარ მთელი შეხვედრა 16-15-ის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში.
მომწონს მელიტონა.
19-შI შეიძLება ვერ მოვიდე ამიტომ 12-ში ვიღრიალებ ორმაგს.
შეასრულონ ჯერ პროგრამა მინიმუმი სახლში ორივე თამაშის მოგება და მერე დაუმიზნოთ შოტლანდიას.
4 პირველი ნომერი ბევრია,ალბათ ასიეშვილს 3 ზეც შეუძლია დადგეს თუ გაჭირდა.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ მაგარი მწრთვნელი გვყავს. არც უაზროთ ყოყლოჩინობს სხვებივით და ამავდროულად ამბიციურიც არის. როგორ კარგად ხსნის მაყურებლის როლს,წარმომიდგენია ბიჭებს როგორ მოტივაციას მისცემს თამაშის წინ. როგორ აწონილად გამოიძახა დებიუტანტები,უკვე ფიქრობს 2019წელზე. ტულუზაში შეკრებაც ძალიან კარგია, სერიოზულ ამბიციებზე მიანიშნებს. პლუს ინდივიდუალურ მოსამზადებელ გეგმებს უდებს ყველას . მოკლედ მაგარი პროფესიონალი და მაგარი ადამიანია. გაგვიმართლა მწრთვნელში მაგრად
მაგარია. შოტლანდიას უმიზნებენ და არც არის შეუძლებელი!!!
ამ რაზმს შოტლანდიაშიც ექნება პრეტენზიები. წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ლომებს.
წარმატებები ჩვენს ბიჭებს. იმედი მაქვს რომ სახლში ორივე თამაშს მოვიგებთ.
ბურჯებზე იმხელა არჩევანი გვაქვს რომ გვიჭირს უკვე არჩევა.
მშვენიერი რაზმია, წარმატებები ჩვენს ლომებს!!!
p.s. შეიძლება თემას ვუხვევ, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ სტატია სამარცხვინო, უმდაბლესი დონის ქართულით არის დაწერილი და მიაქციეთ ამას ყურადღება, სად პოულობთ ამ ჟურნალისტებს, საიდან მოგყავთ ასეთი კადრი
მშვენიერია ოპტიმალური შემადგენლობა შეიკრიბა ერთადერთი ფრუიძე დამაკლდა თვალში როგორც ჩანს არარის ფორმაში წელს
2 თამაშის მოგება იქნება პროგრამა მინიმუმი
ფრუიძეს ტვინის შერყევა აქვს და მაგიტომ არ არის გამოძახებული
ცუდია სად გვყავს დასაკარგი უკანახაზელები იმედია მალე გამოჯანმრთელდება
მამუკაშვილი დაგვაკლდება მაგრად
შეცდომაა აშკარად. ასეიშვილი პრიველი ნომერია და არა სამი. სავარაუდოდ ერთი მესამე ნომერი კიდევ დაემატება იმიტომ რომ ორი სამი ნომრით წაასვლას არ გარისკავს
მშვენიერი რაზმია, გამეხარდა კაკოვინის დაბრუნება ნაკრებში
გაიხარეთ ლომებო. დღეს შევიძინე ბილეთები. მიუხედავად სიცივისა მაინც გაივსება მესხის სტადიონი. ისე დინამოსაც გავაკეთებდით
ასეიშვილი როდის გახდა 3 ნომერი?
იმედი მქონდა თავბერიძეს გამოიძახებდნენ, პრო დ2 -ში ხშირად თამაშობს წელს და ამდენი მესამეხაზელია დიდი 10 დან და ფედერალიდან, ენახათ შეკრებაზე? სხვა მხრივ გადასარევი რაზმია!!!