დიდი 10

17:37 | 28.10.2016 | ნანახია 2242 - ჯერ

დიდი შესვენების წინ

დიდი 10-ის მერვე ტურის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატში ერთთვიანი შესვენებაა. გუნდებს მომავალ უქმეებზე, 5-6 ნოემბერს 7-კაცა რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი ელით, რის შემდეგაც ნოემბრის სანაკრებო ტესტ-მატჩების სერია იწყება და დიდი 10 26 ნოემბერს განახლდება.

მანამდე ხვალ ოთხი თამაშია და ორს „ავჭალის“ სტადიონი უმასპინძლებს, ხოლო თითო-თითოს „შევარდენი“ და ქუთაისი. ყველაზე ადრე, 14 საათზე, „ავჭალის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თბილისის „აკადემია“ ქუთაისის „აიას“ შეხვდება. მასპინძლებს აქვთ შანსი, რომ მოგებით ექვსეულში შევიდნენ, ხოლო ქუთაისელებს მინიმუმ ერთი საათით გალიდერება შეუძლიათ. აქამდე აკადემიელებს ლიდერების დამარცხება არ გამოსდიოდათ და სამივეჯერ სატურნირო ცხრილში მათ ქვევით მყოფი გუნდები დაამარცხეს. „აიამ“ სულ ორი თამაში წააგო, მეორე ერთი კვირის წინ და ამ მომენტისთვის მეორე ადგილზეა.

გარდა გამარჯვებისა, „აიას“ გალიდერებისთვის თანაქალაქელი „ბაგრატის“ დახმარება ჭირდება, რომელიც 15 საათიდან ლიდერ „ლოკომოტივს“ მასპინძლობს. რკინიგზელები ამ სეზონში სულ ერთხელ დამარცხდნენ, მას შემდეგ ზედიზედ ხუთი თამაში მოიგეს და ამ სერიის გაგრძელებით ლიდერობას შეინარჩუნებენ. „ბაგრატს“ სულ ორი მოგება აქვს და ორივეჯერ თბილისში გაიხარა, ქუთაისში კი, ჯერ დიდი 10-ის შეხვედრა არ მოუგია.

15 საათზე „შევარდენზე“ იწყება აუტსაიდერების დაპირისპირება. თბილისის „არმაზმა“ ექვსმატჩიანი მარცხიანი სერია ერთი კვირის წინ ბათუმში შეწყვიტა და მასპინძლებს 18:14 აჯობა. ახლა მათ აქვთ შანსი, სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწიონ. „ყოჩებმა“ სეზონის ერთადერთი გამარჯვება ერთი თვის წინ ქუთაისში, „ბაგრატთან“ იზეიმა, მას შემდეგ სამჯერ დამარცხდა და აუტსაიდერს მხოლოდ 2 ქულას უგებს, იმავე „ბაგრატს“ კი, 5 ქულით ჩამორჩება. შედეგად, ამ თამაშს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და „შევარდენზე“ დიდი ბრძოლა გაჩაღდება.

დღის ბოლო თამაში „ავჭალაზე“ 16:30 საათზე დაიწყება და ჩემპიონი „ლელო-სარასენსი“ გორის „ჯიქს“ დაუხვდება. გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან და შესაბამისად, ეს ტურის ცენტრალური ჯახია. გამარჯვებული ერთთვიან შესვენებაზე მინიმუმ მესამე ადგილით გავა. „ლელო-სარასენსმა“ ორმატჩიანი მარცხიანი სერია „ყოჩებთან“ შეწყვიტა, თუმცა ეს გამარჯვება დამაჯერებელი არ იყო. გასულ ტურში „ლოკომოტივთან“ დამარცხდა „ჯიქი“, ოღონდ ის ლიდერთა შორის რჩება.

ზეგ „ავჭალაზე“ ტურის ბოლო მატჩია და ერთმანეთს კვლავ სატურნირო ცხრილის მეზობლები, „არმია“ და „ბათუმი“ შეხვდებიან. დღეისათვის ორივე გუნდი ექვსეულშია, თუმცა „აკადემიის“ გამარჯვების შემთხვევაში, დაქვეითების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. გასულ ტურში გუნდებმა განსხვავებული შედეგი აჩვენეს - „არმიამ“ „აიას“ ქუთაისში მოუგო და ლიდერობა დააკარგვინა, ხოლო „ბათუმი“ აუტსაიდერ „არმაზთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

VIII ტური. 29 ოქტომბერი

თბილისი. „ავჭალა“. 14:00 საათი

აკადემია (თბილისი) - აია (ქუთაისი)

თბილისი. „შევარდენი“.15:00 საათი

არმაზი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)

ქუთაისი. „აია არენა“. 15:00 საათი

ბაგრატი (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

თბილისი. „ავჭალა“.16:30 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - ჯიქი (გორი)

30 ოქტომბერი

თბილისი. „ავჭალა“.14:00 საათი

არმია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)

23/10

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლოკომოტივი თბილისი

7

6

0

1

0

1

0

127:076

+51

12/07

25

2

აია ქუთაისი ^

7

5

0

2

1

2

0

139:099

+40

15/09

23

3

ლელო სარასენს თბილისი

7

5

0

2

2

1

0

137:114

+23

17/09

23

4

ჯიქი გორი

7

4

0

3

4

1

0

136:084

+52

20/07

21

5

ბათუმი ბათუმი

7

4

0

3

0

2

0

115:104

+11

09/06

18

6

არმია თბილისი

7

4

0

3

0

1

0

109:108

+1

10/13

17

7

აკადემია თბილისი

7

3

0

4

1

1

0

108:114

-6

10/13

14

8

ბაგრატ ქუთაისი

7

2

0

5

0

4

0

120:135

-15

10/16

12

9

ყოჩები ბოლნისი

7

1

0

6

0

3

0

102:164

-62

13/19

7

10

არმაზი თბილისი

7

1

0

6

0

1

0

085:180

-95

07/24

5

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

23/10 @ 18.25

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:12 | 28.10.2016
GO_GO_LELOS (81)

ლელო დიდი დიღომში რატომ არ თამაშობს?

0.083602