საფრანგეთი პრო დ2

12:23 | 28.10.2016 | ნანახია 4207 - ჯერ

მჭედლიძის მეოთხე ლელო! [+ვიდეო]

როგორც ჩანს, საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე, ამ სეზონში გატანილი ლელოებით პირად რეკორდს დაამყრებს.

მისი „აჟენი“ მე-9 ტურის გახსნით მატჩში სტუმრად „უიონასთან“ 16:21 დამარცხდა, 23 წლის თაზომ კი, 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ლელო მეოთხედ დაამიწა. გასულ სეზონში მან 6-ჯერ შეძლო ლელო გატანა, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში, რაც ნებისმიერ შემთხვევაში უფრო ფასეულია, ახლა კი, მისი გუნდი პრო დ2-ში თამაშობს.

მთლიანობაში, მჭედლიძის შემთხვევა უნიკალურია ქართული რაგბის უკანა ხაზის მოთამაშეებს შორის. ისაა მაგალითი, რომ უმაღლეს დონეზე თამაში ქართველ უკანახაზელებსაც შეუძლიათ და მეტი განვითარებისთვის შანსი ჭირდებათ. მან ეროვნულ ნაკრებში და პრო დ2-ში თამაშით, უდიდესი გამოცდილება შეიძინა, მერე „ბორჯღალოსნებთან“ ერთად მსოფლიო თასის წინ საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპი გაიარა და გამოცდილება ინგლისში გაიმდიდრა, რის შემდეგაც ტოპ 14-ში კიდევ უფრო დაიხვეწა და უმაღლესი დონის მორაგბის შედეგიანობაც თავისთავად მოვიდა.

„უიონასთან“ გუშინდელ მატჩში ანგარიში მე-4 წუთზე სწორედ თაზო მჭედლიძის ლელოთი გაიხსნა. რამდენიმე დარტყმის შემდეგ, მან კარის წინ 6 მეტრში მიიღო ბურთი, მეტოქის მორაგბეთა შეჯგუფებას გვერდი აუარა და ისე მოხდა, პირდაპირ ირაკლი მირცხულავაზე მივიდა. ორი ქართველის დაპირისპირებაში გამარჯვება უკანახაზელს დარჩა, რომელიც ღონით ბურჯებს სულაც არ ჩამოუვარდება. თაზო ფეხზე დარჩა, ირაკლისთან ჭიდილში 3-4 მეტრით წინ წაიწია და წაქცეულმა ბურთი ლელოს მიაწვდინა.

მიუხედავად ამ ეპიზოდისა, მთლიანობაში მირცხულავამ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. ის სხვა ეპიზოდებში კარგი იყო ბოჭვებში, მყარად იდგა შერკინებაში და აქტიურად იმუშავა რაქებში. მან შეუცვლელად ითამაშა, ოღონდ 65-ე წუთზე მეტოქის ბურჯთან კინკლაობის გამო მასთან ერთად ყვითელი ბარათით დაისაჯა. 65-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა “უიონას“ კიდევ ერთმა ბურჯმა გიორგი ვეფხვაძემ.

„აჟენმა“ ტაიმი 10:6 მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლების შეჩერება ვეღარ მოახერხა. „უიონამ“ 54-ე და 56-ე წუთებზე ორი ლელო დადო, მაგრამ გარდასახვები ვერ გაიტანა და 72-ეზე „აჟენმა“ ჯარიმით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა - 16:13. სამიოდე წუთში „უიონამ“ თავისი მესამე ლელო დადო, მაგრამ გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო და ამან ბოლოსწინა წუთზე „აჟენს“ პრემიალური ქულის აღების შესაძლებლობა მისცა. სტუმრებმა ჯარიმა გაიტანეს, 16:21 დამარცხდნენ და სწორედ იმ ერთი ქულის წყალობით, მდევრებისთვის ჯერაც მიუწვდომელი არიან. „უიონა“ მეორე ადგილამდე აღზევდა, თუმცა პრო დ2-ის მე-9 ტურის თამაშების უმეტესობა დღეს ღამეა ჩანიშნული და დიდია ალბათობა იმისა, 12 საათამდე რამე შეიცვალოს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:52 | 29.10.2016
BEERTRANCE (1073)

აწყვეტილი აქვს თაზოს, იმედია სანაკრებო თამაშებშიც გაგვახარებს ლელოებით

16:15 | 28.10.2016
buratino (480)

მოკლედ, თაზო მართლა აღარ ხუმრობს! მასე გააგრძელოს და მჯერა, უკეთეს გუნდში გადავა. რაც მთავარია, უკვე შეიძლება იმის თქმა რომ მისი სახით ნაკრებს საიმედო, მაღალი დონის უკანახაზელი ჰყავს. აი ბუკა შარიქაძეს რაც შეეხება, ადრე ვთქვი და გავიმეორებ: თუ უახლოეს მომავალში არ მოუმატებს, მის პოზიციაზე სხვებიც უნდა გამოვცადოთ

16:47 | 28.10.2016
geogoli (367)

ბუკა ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, პრო დ2-ში თამაშიც არ არის სახუმარო, თან ორიაკის ძირითადის მოთამაშეა. ორიაკის თამაშები ნამდვილად არ მინახავს და ვერ ვიტყვი როგორ ფორმაშია და მშრალი სტატისტიკით მსჯელობა რთულია. არა მგონია უახლოეს მომავალში მას ნაკრების ძირითადში მოხვედრაზე პრობლემა შეექმნას. უბრალოდ ვერ ვღებულობთ მისგან იმას რასაც ველოდით, თუ არ ვცდები 2014 (ან 2013) წელს საქართველოს საუკეთესო მორაგბედ დასახელდა და როცა ამხელა მიღწევა გაქვს, თანაც ასე ნიჭიერი ბიჭია, მერე პრო დ2 და იქაც მშრალი სერია გვეხამუშება.

15:28 | 28.10.2016
DataN24 (215)

უკანახაზელი გორგოძე ხდება ნელნელა ასე გააგრძელე თაზო აი შაეიქაძისგან მეტს მოველოდი

14:33 | 28.10.2016
პანტელეიმონი (1218)

საღოლ თაზო ! ! !

14:10 | 28.10.2016
krasni (587)

თაზო ყალიბდება მაგარ მორაგბეთ. არა მგონია აჟენში დიდხანს გააჩერონ.

13:33 | 28.10.2016
geogoli (367)

ყოჩაღ თაზო, მაგარი ბიჭია და მისი იმედი გვაქვს ნოემბრის ტესტებზე, ძალიან მაგარ ფორმაშია

0.096991