იტალიის ეროვნული ნაკრებისა და „ძებრეს“ კვაჭი ოლივიერო ფაბიანი რაგბიდან წლის ბოლომდე მოკვეთეს და „აძურას“ ნოემბრის ტესტ-მატჩებში ვერ დაეხმარება.
23 ოქტომბერს, ჩემპიონთა თასის მეორე ტურში მისი გუნდი ირლანდიურ „კონახტს“ მასპინძლობდა და 7:52 დამარცხდა. ამაში დიდი წვლილი 26 წლის კვაჭს მიუძღვის, რომელიც მეტოქის მეორეხაზელის დაკბენაში ამხილეს და 30-ე წუთზე წითელი ბარათით დასაჯეს. ასეთ დანაშაულს გაგრძელება მოყვა და სადისციპლინო კომიტეტმა საქმე დეტალურად განიხილა, რის შემდეგაც ფაბიანის 9-კვირიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
შესაბამისად, ის „ძებრეს“ კელტების ლიგის 6 და ჩემპიონთა თასის ორ თამაშში დააკლდება. გამოტოვებს ნოემბრის ტესტ-მატჩებსაც, რომლის დროსაც იტალიის ნაკრები ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას და ტონგას უმასპინძლებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია