საფრანგეთი პრო დ2

13:32 | 27.10.2016 | ნანახია 4653 - ჯერ

პრო დ2: ორი ერთის წინააღმდეგ [+სთრიმი]

საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის მე-9 ტური დღეს საინტერესო შეხვედრით იხსნება. ერთმანეთის პირისპირ ის გუნდები წარსდგებიან, რომლებიც გასულ ჩემპიონატში ტოპ 14-ში თამაშობდნენ.

გასულ სეზონში ელიტა 1-ში ადგილის შენარჩუნება ვერცერთმა შეძლო, თუმცა ურთიერთშეხვედრებში დიდი ბრძოლები ჰქონდათ. ამა წლის მარტში „უიონამ“ საკუთარ მოედანზე 2 ქულის სხვაობით, 30:28 მოიგო, ხოლო ივნისში „აჟენმა“ რევანში აიღო - 23:19.

ამ სეზონში ორივეს სურვილია, რომ ტოპ 14-ში დაბრუნდეს და „აჟენმა“ პირველ ტურში მარცხის შემდეგ, 7-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო, აქედან ბოლო ხუთში ზედიზედ მოიგო და 27 ქულით პირველ ადგილზეა. „უიონამ“ სტარტზე ოთხი თამაშიდან სამი წააგო, შემდეგ ოთხში სამი მოიგო და ჯამში 4 მოგებით და 22 ქულით, რომელთაგან 6 პრემიალურია, მე-5 ადგილზეა.

ამრიგად, თბილისის დროით 22:45 საათიდან, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონა“ თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი მარგველანის „აჟენს“ მასპინძლობს. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაშია საქართველოს ნაკრების კანდიდატი, ბურჯი მირცხულავა, ხოლო ვეფხვაძე თადარიგშია. სტუმართა შორის ტრადიციულად შუამარბის პოზიციაზეა მჭედლიძე.

ამ თამაშის ხილვა შემდეგ მისამართზე უნდა იყოს შესაძლებელი:

https://1xacji.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

http://www.stream2watch.cc/live-sports/rugby/us-oyonnax-vs-su-agen-live-stream


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084656