ამბები

11:58 | 27.10.2016 | ნანახია 3071 - ჯერ

100 მილიონი ჩინეთის რაგბისთვის

ცოტა ხნის წინ „მსოფლიო რაგბიმ“ ჩინეთში რაგბის განვითარების მრავალმილიონიან პროგრამაზე ისაუბრა და სიტყვას საქმე მოყვა. უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები, რომელმაც უახლოეს ათწლეულში ქვეყანაში რაგბი ახალ დონეზე უნდა გაიყვანოს.

უფრო კონკრეტულად, საუბარია ჩინეთის რაგბის კავშირისა და ინტერნეტ-კომერციის მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, Alibaba Group-ის თანამშრომლობაზე, რომელიც თანახმაა უახლოეს 10 წელიწადში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

ამ თანხით ჩინეთში უნდა შეიქმნას კაცთა და ქალთა პროფესიული ლიგები, ამუშავდეს 7-კაცა რაგბის განვითარების პროგრამა და რაგბი დაინერგოს 10-ათას სასწავლებელში. Alibaba Group-ის პროგრამის თანახმად, 2020 წლიდან სრული მასშტაბით ამუშავდება მარკეტინგული პროგრამა და რაგბის ტელეტრანსლიაციები დაიწყება.

„რაგბი ოლიმპიური სახეობაა საინტერესო ღირებულებებით და მის პოტენციალში ეჭვი არ გვეპარება. „მსოფლიო რაგბისთან“ ერთად, ჩვენი კომპანია მაქსიმუმს გაიღებს ჩინეთში რაგბის განვითარებისთვის. შემუშავებული სტრატეგიული გეგმის თანახმად, რაგბიში უამრავი ადამიანი ჩაერთვება და ის ქვეყანაში მასიური სპორტის სახეობა გახდება“ - განაცხადა Alibaba Group-ის გენერალურმა დირექტორმა იანგ დაიონგმა.

მოცემული მომენტისთვის ჩინეთში რეგისტრირებულ მორაგბეთა რაოდენობა 76 ათასი ადამიანია. გეგმავენ, რომ 2020 წლისთვის ეს რაოდენობა 1,5-მილიონამდე გაიზარდოს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:40 | 23.06.2017
პანტელეიმონი (1218)

არ არის ცუდი, თუ ჩინეთში რაგბი განვითარდება ეს გლობალურად რაგბს უფრო პოპულარულს გახდის.

00:02 | 28.10.2016
test (124)

ჩამოვიდნენ ჩადონ ფული დიდ 10 ში
რა ჯანდაბად უნდათ მაგათ რაგბი ))))

23:40 | 27.10.2016
BEERTRANCE (1073)

მაგარი ამბიციური გეგმაა

18:13 | 27.10.2016
LA.paata (38)

2020 წ. ნახევარი საქართველოს მოსახლეობა ითამაშებს რაგბს ჩინეთში...))DDDDDDDDDDD

0.091808