ჭაბუკთა „ა“ ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში, ქუთაისის „აია1“-მა სეზონის პირველი მარცხი იწვნია, თუმცა ლიდერობა არ დაუკარგავს და ნახევარფინალში პირველი ადგილით გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.
ნახევარფინალში გამსვლელი გუნდები აქ დიდი ხანია ცნობილია და მხოლოდ ისღა იყო გასარკვევი, როგორ დაწყვილდებოდნენ ისინი ნახევარფინალში. ქუთაისის „აია1“ აქ ერთპიროვნული ლიდერია. მას ათივე თამაში მოგებული ქონდა, აქედან 9 პრემიალური ქულით და მე-13 ტურში „ლოკომოტივს“ თბილისში ეწვია. ნახევარფინალი რკინიგზელ ჭაბუკებსაც განაღდებული ჰქონდათ, თუმცა თამაში პრინციპულ ხასიათს ატარებდა.
„ლოკომოტივი“ წინა ტურში „ლელოსთან“ 0:42 დამარცხდა და სურდა დაემტკიცებინა, რომ ლიდერებთან ტოლსწორად თამაში შეუძლია. „შევარდენზე“ გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა, რომელიც თბილისელებმა შეასრულეს და 3:0 მოიგეს. ქუთაისელებმა პრემია აიღეს, დასკვნით ტურში მდევარ „ლელოს“ მასპინძლობენ, რომელსაც 4 ქულით უსწრებენ და მცირედი მარცხის შემთხვევაშიც კი, ნახევარფინალში პირველი ადგილით გავლენ.
პირველი წრის მიწურულს, თბილისში „აიასთან“ მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო „ლელომ“. გორის „ჯიქმა“ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და პრემია არ ააღებინა. თბილისელებმა 20:9 მოიგეს და ეს დაკარგული ქულა, შესაძლოა, პირველი ადგილის დაკავებისთვის დააკლდეთ, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის.
მიუხედავად ზედიზედ ოთხი მარცხისა, ნახევარფინალში თამაში განაღდებული აქვს რუსთავის „ხარებს“ და ის ლიდერს შეხვდება. ბოლოსწინა ტურში რუსთაველებმა ქუთაისის „ბაგრატს“ უმასპინძლეს და მოულოდნელად 12:15 დამარცხდნენ. ამრიგად, უკვე გარკვეულია, რომ „ხარები“ და „ლოკომოტივი“ ერთმატჩიან ნახევარფინალში სტუმრის სტატუსით ითამაშებენ, „აია“ და „ლელო“ კი, 2 ნოემბერს ქუთაისში გაარკვევენ ზემოთნახსენები გუნდებიდან ვინ ვის შეხვდება.
26/10 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ქ |
1 | აია 1 ქუთაისი (ა1) | 11 | 10 | 0 | 1 | 9 | 1 | 0 | 599:074 | +525 | 50 |
2 | ლელო თბილისი (ბ1) | 11 | 10 | 0 | 1 | 6 | 0 | 0 | 319:124 | +195 | 46 |
3 | ლოკომოტივი თბილისი (გ1) | 11 | 8 | 0 | 3 | 3 | 0 | 0 | 239:208 | +31 | 35 |
4 | ხარები რუსთავი (დ1) | 12 | 5 | 0 | 7 | 2 | 3 | 0 | 227:277 | -50 | 25 |
5 | ბაგრატი ქუთაისი (ბ2) | 11 | 2 | 0 | 9 | 0 | 5 | 0 | 098:344 | -246 | 13 |
6 | ჯიქი თბილისი (ა2) | 11 | 2 | 0 | 9 | 0 | 4 | 0 | 123:257 | -134 | 12 |
7 | იუნკერები ჩოხოსნები (დ2) | 11 | 2 | 0 | 8 | 0 | 1 | 0 | 126:447 | -321 | 9 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4) | 26/10 @ 21.20 | ||||||||||
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია