ეროვნული ნაკრები

14:22 | 26.10.2016 | ნანახია 3984 - ჯერ

ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

ორ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება 2016 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებში საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ შეხვედრამდე და საქართველოს რაგბის კავშირმა ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო.

12 ნოემბერს „ბორჯღალოსნები“ თბილისში იაპონიას, ხოლო 19-ში სამოას უმასპინძლებენ. თამაშები „მიხეილ მესხზე“ 15 საათზე დაიწყება და ბილეთების ფასი 3, 5 და 10 ლარი იქნება. მათი შეძენა ამ მისამართზეა შესაძლებელი: https://tkt.ge/ka/shows/ragbi-noembris-testebi-206

„მიხეილ მესხის“ სალაროებში ბილეთების გაყიდვა 7 ნოემბერს დაიწყება.

დღეისათვის საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა და მხოლოდ 0,26 ქულით ჩამორჩება ფიჯის, ხოლო იაპონიას 0,28 ქულით უსწრებს. შედეგად, თუ იაპონიამ 5 ნოემბერს არგენტინას ვერ მოუგო, ხოლო ერთ კვირაში „ბორჯღალოსნებმა“ აზიელები დაამარცხეს, საქართველო კიდევ ერთ სარეკორდო ნაბიჯს გადადგამს და მსოფლიოს მოწინავე ათეულში შევა.

ერთად ვუქომაგოთ „ბორჯღალოსნებს“ და ერთად ვიზეიმოთ ქართული რაგბის ეს უდიდესი წარმატება!


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:55 | 26.10.2016
aiarugby (20)

გამოდის რომ ერთქარქაშში ორი ხმალი არ ჩაეტევა
მაშინ რომელიც კარგია ის ჩავსვათ
გროზნი არა ტერეკი

16:38 | 26.10.2016
პანტელეიმონი (1218)

აჩქარდა გულისცემა

16:36 | 26.10.2016
BEERTRANCE (1073)

ნამეტანი უყვართ ჩვენებს ჩვენი დაინტრიგება სანამ შემადგენლობას იტყვიან.

12-ში ორმაგად უნდა გიქომაგოთ, თუ 19-ში ვერ მოვახერხე მოსვლა.

16:35 | 26.10.2016
aiarugby (20)

ბოლობოლო საქართველო ღვინის ქვეყანაა
რაგბი ჩვენი თამაშია
ლელო ლელო საქართველო

15:25 | 26.10.2016
deqstera (86)

იმედია ყველა ლიდერი იქნება და ახალგაზრდებსაც მივცემთ შანსს...

14:53 | 26.10.2016
aiarugby (20)

რატომ მესხზე და რატომ არა დინამოზე? რა დამსახურებით
და მეორე ადრეც დავწერე რამდენჯერმე და ახლაც ვიმეორებ ბოლოსდაბოლოს ვაღიაროთ ოფიციალურად მაღალ დონეზე 23 ნოემბერი ქართული რაგბის დღედ ხოლო წმინდა გიორგი ქართული რაგბის მფარველ ანგელოზად
კარგი იქნება ეს ყველაფერი თუ გაკეთდება პატრიარქის ლოცვა კურთხვევით
გმადლობთ ყურადღებისთვის

14:55 | 26.10.2016
buratino (480)

პირველი კომენტარზე ვიტყვი რომ ეგეც დავპოსტე რაგბის კავშირის ფეისბუქზე და მიპასუხეს რომ 12-შიც (ეგ ვიცოდი) და 19-შიც ფეხბურთია დინამო არენაზეო

16:28 | 26.10.2016
aiarugby (20)

რა ფეხბურთი რი ფეხბურთი თუკაცი ხარ წითელი ჯგუფისაა თუ შეშინებული თაგვისფერის ჯგუფის თამაშებია

17:46 | 26.10.2016
buratino (480)

12-ში ეროვნული ნაკრები თამაშობს, ხოლო 19-ში "გროზნი" დინამო

14:37 | 26.10.2016
zangura (109)

მელიტონ მართლადა მართლა რა გაატრაკე საქმე, დადე რა შემადგენლობა. ეგრე მოგწონს ჩვენი წვალება?
ყველა ნაკრებმა რამდენი ხანია გამოაქვეყნა შემადგენლობები.

ბარემ თამაშის წინა დღეს დადე ძირითადი შემადგენლობა და ეგააა...
რაღა დარჩა.

14:53 | 26.10.2016
buratino (480)

მეც ეგ დავპოსტე რაგბის კავშირის ფეისბუქზე და მიპასუხეს რომ ამ თვის/კვირის ბოლოს იქნებაო

0.092673