ჩემპიონთა თასი

16:40 | 24.10.2016 | ნანახია 4518 - ჯერ

საუკეთესო მამუკა გორგოძე ჩემპიონთა თასის მეორე ტურში

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონმა“, „სეილ შარქსი“ ინგლისში 15:5 დაამარცხა და ჩემპიონთა თასის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ამ წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის მამუკა გორგოძეს, რომელიც საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და შესაბამისი პრიზი გადასცეს. მან ბურთით ხელში 9-ჯერ შეუტია და ჯამში 18 მეტრი იარა, ერთხელ მბოჭავი ჩამოიცილა, თითო-თითო პასი და ოფლოუდი გააკეთა და ერთხელ თერნოვერი შეემთხვა. მეორე ხაზში მოთამაშე ქართველმა, ერთხელ თერნოვერი თავადაც გაახერხა და 9 ბოჭვა შეასრულა, 3-ჯერ კი, დერეფანი მოიგო. გარდა ამისა, ის რაქების მეფე იყო და უზარმაზარი შავი სამუშაო შეასრულა.

თამაშს 9 400 მაყურებელი დაესწრო და ანგარიში სტუმრებმა ჯარიმით გახსნეს, მე-9 წუთზე კი, ლელო დადეს. მამუკამ ამ შეტევისას ორჯერ შეუტია, მეორე ჯერზე ოლივონს საკმარისი სივრცე გამოუთავისუფლდა და ბურთი დაამიწა. კიდევ 3 წუთში ფეხით გადაკიდებულ ბურთზე თამაშისას მცველი შეცდა, ბრაიან ჰაბანამ ლეიგ ჰალფპენის ოფლოუდი ამოუგდო და ანგარიში 0:15 გახდა. 32-ე წუთზე „სეილმა“ ერთი ლელო გაქვითა, მერე მთელი საათი ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი 15:5 დასრულდა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59 წუთი ითამაშა ბურჯმა ჩილაჩავამ, რომელმაც ერთხელ შეუტია წინსვლის გარეშე, 2 პასი და 1 ოფლოუდი შეასრულა და 2-ჯერ თერნოვერი შეემთხვა. დაცვაში მის ანგარიშზე 5 ბოჭვაა და ერთხელ დაჯარიმდა.

საუკეთესოდ აღიარებულმა გორგოძემ, ნამატჩევს ჩვეული თავმდაბლობით განაცხადა: „არ ვფიქრობ, რომ დღეს საუკეთესო ვიყავი, პირიქით, ცუდი თამაში მქონდა“. ინტერვიუს დროს გორგოძეს თარჯიმნობას ჰალფპენი უწევდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და კურიოზული სიტუაცია შეიქმნა, თუმცა ამას მთავარი არ შეუცვლია - დაცვის შედუღაბებისთვის და რამდენიმე განსაკუთრებულად ძლიერი ბოჭვისთვის, ქართველი გიგანტი კიდევ ერთხელ აღიარეს საუკეთესოდ.

მესამე ჯგუფის მეორე მატჩში, ჩემპიონთა თასის მფლობელმა „სარასენსმა“ და უელსურმა „სკარლეტსმა“ 9 ათას ინგლისელ მაყურებელს ლამაზი სანახაობა შესთავაზა. სტუმრები იბრძოდნენ, მაგრამ ინგლისელი მორაგბეები უბრალოდ შეუჩერებლები არიან, პირველ ტაიმში ორი შესანიშნავი ლელო დადეს და 20:12 დაწინაურდნენ, ხოლო 54-ე წუთისთვის კიდევ ორი ლელოთი პრემია მიითვალეს და ანგარიში 34:12 გახდა. „სკარლეტსმა“ შეძლო ორი საპასუხო ლელოს დამიწება, თუმცა ბოლოს მეხუთეც მიიღო და „სარასენსმა“ 44:26 იმარჯვა.

„ტულონი“ მომდევნო ტურში, 10 დეკემბერს სწორედ „სკარლეტს“ მასპინძლობს და მეორე ადგილზე გამაგრების შანსი ექნება.

ჩემპიონთა თასის პირველ ჯგუფში ქართველი ლეგიონერების გუნდები არ თამაშობენ. ირლანდიურმა „მანსტერმა“, რომელიც მწვრთნელს გლოვობს და პირველ ტურში ამის გამო არ უთამაშია, შოტლანდიური „გლაზგო“ 38:17 დაამარცხა. თამაშს ტურში ყველაზე მეტი, 25 600 მაყურებელი დაესწრო და მათ მასპინძელთა 5 და სტუმართა 2 ლელო იხილეს. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელებმა მე-19 წუთზე გარემარბი წითელი ბარათით დაკარგეს და მთელი საათი კაცნაკლულად ითამაშეს, ტაიმი 24:3 მოიგეს და და მეორეს დასაწყისში პრემიაც აიღეს. „მეომრებმა“ გაიბრძოლეს, თუმცა „მანსტერს“ გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დაუყენებია.

ამავე ჯგუფში „ლესტერ თაიგერსმა“ 19 ათასი მაყურებელი „რასინგის“ 27:17 ძლევით გაახარა. მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და ტაიმი 11:3 მოიგეს. 49-ე წუთზე დენ კარტერმა მცველები ცრუმოძრაობაზე გამოიჭირა და ლელო-გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა 63-ედან 68-ე წუთამდე, „ვეფხვებმა“ ორი ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით, ანგარიში 24:10 გახადეს. აღსანიშნავია, რომ პარიზელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ფრედი ბარნსმა გადაცემა საკუთარ 22-ში ჩაჭრა და ლელომდე ირბინა. მერე ხუან იმჰოფის ლელოს და კარტერის გარდასახვას, ბარნსმა ჯარიმით უპასუხა და სტუმრებს პრემიაც არ გაატანა.

მეორე ჯგუფში, ვასილ კაკოვინის „ტულუზი“ ინგლისურ „უოსპს“ ქართველი ბურჯის გარეშე დაუხვდა და 20:20 დაუზავდა. ტაიმის 6:6 დასრულების შემდეგ, ფრანგები ლელო-გარდასახვით ორჯერ დაწინაურდნენ, თუმცა ორივეჯერ 7 საპასუხო ქულა მიიღეს. აქედან მეორე 78-ე წუთზე, როდესაც მცველს ერთი-ერთზე ბოჭვა გაუცუდდა, ხოლო გოფერთიმ გარდასახვა რთული პოზიციიდან გაიტანა.

იტალიაში „ძებრე“ „კონახტს“ დაუხვდა და 3 ათასი გულშემატკივრის წინაშე 7:52 შერცხვა. ირლანდიელებმა 8 ლელო დადეს და აქედან 3 ზელანდიელმა გარემარბმა სტეისი ილიმ, ხოლო კელეჰერმა დუბლი შეასრულა. პირველ ტაიმში იტალიელებმა მხოლოდ ორი ლელო მიიღეს, მაგრამ შესვენების შემდეგ სტუმრების შეკავება ვეღარ მოახერხეს.

მე-4 ჯგუფში მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძის, გაგი ბაზაძისა და შალვა მამუკაშვილის „მონპელიემ“ ირლანდიური „ლენსტერი“ 22:16 დაამარცხა, ხოლო „კასტრმა“ „ნორთჰემპტონს“ პრემიით, 41:7 მოუგო. შედეგად, ამ ჯგუფში ყველა გუნდს თითო მოგება აქვს და ყველაზე დაძაბული სიტუაციაა.

„მონპელიეს“ მატჩს 10 679 მაყურებელი დაესწრო. „ლენსტერის“ ჯარიმას მასპინძლებმა მარტინისა და ნადოლოს ლელოებით უპასუხეს. განსაკუთრებით კარგი სანახავი ამ უკანასკნელის ლელო აღმოჩნდა, რომელსაც ორმა მბოჭავმა ძვრა ვერ უყო - 14:3. 59-ე წუთზე ნადოლომ გადაცემა ჩაჭრა და დუბლი შეასრულა, რითაც ანგარიში 22:6 გახადა. ფრანგებს პრემიის აღების შანსი ჰქონდათ, თუმცა მათ ჯერ ჯარიმა გაუშვეს, ბოლო წუთზე ლელო და გარდასახვა მიიღეს და პრემია ირლანდიელებმა წაიღეს.

ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ კვაჭი მამუკაშვილი იყო, რომელმაც მოედანზე 74 წუთი გაატარა, ბურთით 9-ჯერ მიეძალა და ჯამში 10 მეტრი მოიგო, დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა, ერთი გაუცუდდა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა. შალვას მოწოდებულ ყველა, 11-ივე დერეფანში ბურთი „მონპელიეს“ ნადავლი გახდა. 50-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშეს ნარიაშვილმა და ქუბრიაშვილმა. მათ ანგარიშზე, შესაბამისად, 4 და 3 ბოჭვაა.

მე-5 ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის „ალსტერმა“ ინგლისურ „ექსეტერს“ 16 843 მაყურებლის წინაშე უმასპინძლა და 19:18 დაამარცხა. ქართველი ბურჯი განაცხადში კვლავ არ ჩანს. შეხვედრის ერთადერთი ლელო ირლანდიელებმა 31-ე წუთზე დადეს და 10:6 დაწინაურდნენ. კულმინაცია დასკვნითი წუთებში მოხდა, როდესაც „ექსეტერი“ 77-ე წუთზე გატანილი არეკნით დაწინაურდა, თუმცა ერთ წუთში პედი ჯექსონმა არეკნითვე უპასუხა, ხოლო სტეენსონის კიდევ ერთი მცდელობის შემდეგ, ბურთმა ძელს სანტიმეტრებში ჩაუარა.

დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონმა“ მეორე თამაშიც პრემიალური ქულით მოიგო და ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს. ამჯერად „ვულკანებმა“ ფრანგულ დერბიში „ბორდოს“ 49:33 სძლიეს და 17 500 მაყურებელი გაახარეს. ზირაქაშვილმა პირველიდან 65-ე წუთამდე ითამაშა, ბურთი 3-ჯერ მიიღო, ერთხელ მბოჭავი ჩამოიცილა, ერთი პასი და ოფლოუდი შეასრულა, დაცვაში 2 ბოჭვა შეასრულა და 3 გაუცუდდა.

შეხვედრის პირველი ორი ლელო „ბორდომ“ დადო, თუმცა შესვენებამდე ერთი თავადაც მიიღო და 14:16 ჩამორჩა. „კლერმონმა“ მეორე ტაიმის დებიუტში ორი ლელო გაიტანა და დაწინაურდა, ხოლო დასკვნით მეოთხედში გუნდებმა მორიგეობით კიდევ სამ-სამი ლელო დაამიწეს და პრემია ორივე გუნდს ერგო.

2016/2017 წლები. ჩემპიონთა თასი. II ტური

I ჯგუფი

მანსტერი (ირლანდია) - გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) 38:17

ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) - რასინგი (საფრანგეთი) 27:17

1.

მანსტერი

1

1

0

0

38:17

5

1

2.

გლაზგო უორიორსი

2

1

0

1

59:51

5

1

3.

ლესტერ თაიგერსი

2

1

0

1

40:59

4

0

4.

რასინგი

1

0

0

1

17:27

0

0

10 დეკემბერი: მანსტერი - ლესტერ თაიგერსი; რასინგი - გლაზგო უორიორსი

II ჯგუფი

ტულუზი (საფრანგეთი) - უოსპსი (ინგლისი) 20:20

ძებრე (იტალია) - კონახტი (ირლანდია) 7:52

1.

კონახტი

2

2

0

0

75:28

9

1

2.

უოსპსი

2

1

1

0

102:34

7

1

3.

ტულუზი

2

0

1

1

41:43

3

1

4.

ძებრე

2

0

0

2

21:134

0

0

10-11 დეკემბერი: ძებრე - ტულუზი; უოსპსი - კონახტი

III ჯგუფი

სეილი (ინგლისი) - ტულონი (საფრანგეთი) 5:15

სარასენსი (ინგლისი) - სკარლეტსი (უელსი) 44:26

1.

სარასენსი

2

2

0

0

75:49

9

1

2.

ტულონი

2

1

0

1

38:36

4

0

3.

სკარლეტსი

2

1

0

1

54:55

4

0

4.

სეილ შარქსი

2

0

0

2

16:43

0

0

10-11 დეკემბერი: სარასენსი - სეილ შარქსი; ტულონი - სკარლეტსი

IV ჯგუფი

კასტრი (საფრანგეთი) - ნორთჰემპტონი (ინგლისი) 41:7

მონპელიე (საფრანგეთი) - ლენსტერი (ირლანდია) 22:16

1.

ლენსტერი

2

1

0

1

49:37

6

2

2.

კასტრი

2

1

0

1

56:40

5

1

3.

მონპელიე

2

1

0

1

36:32

5

1

4.

ნორთჰემპტონი

2

1

0

1

23:55

4

0

9-11 დეკემბერი: ნორთჰემპტონი - ლენსტერი; მონპელიე - კასტრი

V ჯგუფი

კლერმონი (საფრანგეთი) - ბორდო (საფრანგეთი) 49:33

ალსტერი (ირლანდია) - ექსეტერი (ინგლისი)19:18

1.

კლერმონი

2

2

0

0

84:41

10

2

2.

ბორდო

2

1

0

1

61:62

5

1

3.

ალსტერი

2

1

0

1

32:46

4

0

4.

ექსეტერი

2

0

0

2

26:54

1

1

10-11 დეკემბერი: ალსტერი - კლერმონი; ექსეტერი - ბორდო

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:09 | 26.10.2016
buratino (480)

ეეე, მსოფლიო სპორტი, რაგბის ტესტების ბილეთების გაყიდვა რომ დაიწყო უკვე, ამაზე რატომ არაფერს წერთ?

21:50 | 25.10.2016
krasni (587)

იქნებ მოხერხდეს რაც შეიძლება ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება. სამოა და იაპონია ბეჭებზე, შემდეგ კი იქნებ სკოტებიც ბიჭებო. მელიტონ ბატონო, გვითხარი ბოლობოლო ვისი იმედით ვართ ნოემბრისთვის.

08:44 | 25.10.2016
→ LELOS← (98)

ჰა მოგვადგნენ იაპონელები სადაცაა,მელიტონა რას ზარმაცობს როდის ასახელებს გაფართოებულ შემადგენლობას? ან როდის იკრიბება გუნდი?

0.111955