დიდი 10

19:04 | 23.10.2016 | ნანახია 2316 - ჯერ

ქუთაისელები შინაც დამარცხდნენ და გარეთაც

დიდი 10-ის მე-7 ტურის დასკვნით ორ მატჩში თბილისური და ქუთაისური გუნდების დაპირისპირება შედგა ის ორივეგან დედაქალაქელების გამარჯვებით დასრულდა.

თბილისში „აკადემიამ“ ქუთაისის „ბაგრატს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 11:6 დაამარცხა. პირველ ტაიმში მასპინძლები დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ შეცდომებსაც მრავლად უშვებდნენ. ამ ფონზე „ბაგრატი“ თავს კარგად იცავდა და „აკადემიამ“ რომ ნახა ლელოზე თამაში შედეგის მომტანი ვერ იყო, მე-17 წუთზე ანგარიშის გახსნა არეკნით სცადა, თუმცა უშედეგოდ. მე-20 წუთზე სოსო მათიაშვილმა გასატანი პოზიციიდან ჯარიმა ააცილა, 4 წუთში კი, მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და თამაშში პირველი 3 ქულა მოიპოვა. ამას ქუთაისელთა გააქტიურება მოყვა და რეზი ჯინჭველაშვილს კარის წინ 39 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. მერე დარტყმის უფლება ზვიად ოდიშარიამ გადაიბარა და 33-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა - 3:3.

მეორე ტაიმი კვლავ „აკადემიას“ შეტევებით დაიწყო და მათიაშვილს კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდა. სამაგიერიდ, მალევე ანზორ სიჭინავამ გაჭარა ხაზი და სისწრაფე აკრიფა, მათიაშვილს ხელუკუღმა დროული პასი გაუკეთა და მანაც კიდეზე გადაყვანამდე ბურთი ფეხით სახიფათოდ შეაცურა, სერგო კვერნაძემ მისი დამორჩილება ვერ მოახერხა და სიჭინავამ თავისი დაწყებული შეტევა ლელოთი დაასრულა, რაც ვიდეო-რეფერიმ დაადასტურა. გარდასახვა არაზუსტი იყო და 8:3.

ამის შემდეგ ინიციატივა ქუთაისელთა ხელში გადავიდა, მაგრამ ლელოს სიახლოვეს ჯარიმდებოდნენ. ამან თბილისელები დააბნია, შეცდნენ და ოდიშარიას ჩამორჩენა 2 ქულამდე უნდა დაეყვანა, მაგრამ 20 მეტრიდან ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო ჯინჭველაშვილს არეკნი გაუცუდდა. „ბაგრატმა“ წნეხი კიდევ უფრო გააძლიერა და ლელო ვერ დაამიწა, თუმცა 75-ე წუთზე ჯინჭველაშვილმა ჯარიმით სხვაობა შეამცირა და ახლა სტუმრებს მოსაგებად კიდევ ერთი ჯარიმა ჭირდებოდათ. მაგრამ „აკადემიამ“ ძალები მოიკრიბა, ლელოს დადებასთან ძალიან ახლოს იყო, „ბაგრატი“ დაჯარიმდა და „აკადემიამ“ საბოლოო წერტილი დასვა - 11:6.

ქუთაისში „აია“ თბილისის „არმიას“ დაუხვდა და სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. მე-10 წუთზე შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და ბექა ურჯუკაშვილმა საშუალო დისტანციიდან ანგარიში გახსნა, ხოლო მე-15 წუთზე „არმიას“ უპირატესობას უკვე ლელო მოყვა. ჭინჭარაულმა ხაზი გაჭრა, ის ლელოდან 3 მეტრში შეაჩერეს, მახარაშვილმა მოკლე ფრთაზე ჩაათამაშა და მესხმა ალამთან დაამიწა, ხოლო ურჯუკაშვილმა გარდასახვა კიდიდან ააცილა - 0:8.

„აიამ“ სახიფათო შეტევით უპასუხა, კვაჭმა ჟორჟ სალდაძემ ხაზი გაჭრა და კარგად ირბინა, მაგრამ იერიში უქულოდ დასრულდა. მერე ურჯუკაშვილმა კალანდაძეს გააჭრევინა ხაზი სუფთად, რასაც ჯარიმა მოყვა და ურჯუკაშვილმა 25-ე წუთზე უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა - 0:11. მეორე ტაიმში „არმიამ“ თავი კარგად დაიცვა, აზალაძის სინბინის შემდეგ, კაცნაკლულმა თავადვე შეძლო ჯარიმის გამომუშავება, თუმცა ურჯუკაშვილს მიზანმა უმტყუნა. მერე ყვითელი ბარათი მეკოკიშვილმა იხილა, თუმცა „არმიამ“ კვლავ თავად შეძლო ჯარიმის გამომუშავება და ამჯერად ბექას დარტყმული ზუსტი იყო 14:0.

შეხვედრის მიწურულს „არმიამ“ კარგი კონტრშეტევა წამოიწყო და ფეხით მოგერიებულ ბურთს დიმიტრი კალანდაძე მიყვა, სისწრაფეში ყველას აჯობა და თითქოს ლელო დაამიწა, მაგრამ მსაჯმა დამიწებამდე ოვალი ხელიდან წინ წავიდაო და ის გააუქმა. ქუთაისელი მორაგბეების ინდივიდუალური თამაშის წყალობით, „აიამ“ ერთი ლელოს გაქვითვა შეძლო, სისწრაფეში კი, გარდასახვა ძელმა აისხლიტა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. გაწითლებულ დროზე მასპინძლებს ლელომდე სულ ცოტა დააკლდათ, თუმცა დრო აღარ რჩებოდა, ჩამორჩენა 9 ქულა იყო, ლელოზე თამაშს აზრი არ ჰქონდა და ჭინჭარაულმა კარის წინიდან ჯარიმა გაიტანა, რითაც „აიას“ 1 პრემიალური ქულა მოუტანა - 8:14.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

VII ტური. 23 ოქტომბერი

თბილისი. „ავჭალა“

აკადემია (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი) 11:6 (3:3)

ქუთაისი. „აია არენა“

აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი) 0:14 (0:11)

23/10

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლოკომოტივი თბილისი

7

6

0

1

0

1

0

127:076

+51

12/07

25

2

აია ქუთაისი ^

7

5

0

2

1

2

0

139:099

+40

15/09

23

3

ლელო სარასენს თბილისი

7

5

0

2

2

1

0

137:114

+23

17/09

23

4

ჯიქი გორი

7

4

0

3

4

1

0

136:084

+52

20/07

21

5

ბათუმი ბათუმი

7

4

0

3

0

2

0

115:104

+11

09/06

18

6

არმია თბილისი

7

4

0

3

0

1

0

109:108

+1

10/13

17

7

აკადემია თბილისი

7

3

0

4

1

1

0

108:114

-6

10/13

14

8

ბაგრატქუთაისი

7

2

0

5

0

4

0

120:135

-15

10/16

12

9

ყოჩები ბოლნისი

7

1

0

6

0

3

0

102:164

-62

13/19

7

10

არმაზი თბილისი

7

1

0

6

0

1

0

085:180

-95

07/24

5

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

23/10 @ 18.25

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

VIII ტური. 29-30 ოქტომბერი

ბაგრატი - ლოკომოტივი, ლელო-სარასენსი - ჯიქი, არმაზი - ყოჩები, არმია - ბათუმი, აკადემია - აია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:45 | 23.10.2016
DataN24 (215)

სიჭინავა კარგად გამოიყურება იმედი მაქვს კიდევ მოუმატებს შემოდგომის ტესტებზეც ითამაშებს ალბათ

0.239349