ჩელენჯ კაპი

10:52 | 22.10.2016 | ნანახია 2497 - ჯერ

ესპანელებს სამი ქართველი შეუტევს [+სთრიმი]

დღეს, თბილისის დროით 14 საათზე რუსეთის ვიცე-ჩემპიონი „კრასნი იარი“ ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში ესპანურ „ელ სალვადორს“ მასპინძლობს.

„იარის“ სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაშია - შუამარბის პოზიციაზე ლაშა მალაღურაძე, მარჯვენა ბურჯი მიხეილ წიკლაური და კვაჭი ვალერი ცნობილაძე.

პირველ ტურში „კრასნი იარმა“ იტალიური „მოლიანო“ 48:24 დაამარცხა და მალაღურაძე, რომელსაც კარში დარტყმების 100%-იანი მაჩვენებელი ქონდა, გუნდს 18 ქულით შეეწია, ხოლო რუსეთის ნაკრების ყოფილმა კვაჭმა ცნობილაძემ ლელო დადო. „ელ სალვადორმა“ ბელგიური „დერდემონდი“ 57:8 გაანადგურა.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შემდეგ მისამართზე იქნება შესაძლებელი:

http://rugger.info/news/10155


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085364