ტესტ-მატჩები

16:32 | 21.10.2016 | ნანახია 2643 - ჯერ

„ოლ ბლექსი“ რეკორდს ოკლენდში შეუტევს [+სთრიმი]

შემოდგომის ტესტ-მატჩების სერია ხვალ დილით, თბილისის დროით 10:35 საათზე გაიხსნება და ევროპულ ტურნეზე გამგზავრებამდე ახალი ზელანდია და ავსტრალია ოკლენდში, „იდენ პარკზე“ შეიბმებიან.

ესაა წლევანდელი „ბლედისლოუ ქაფის“ ბოლო, მესამე შეხვედრა, რომელიც ტრადიციულად „ოლ ბლექსსა“ და „უოლაბებს“ შორის თამაშდება. რადგან ზელანდიელებს მეტოქე აქამდე ორჯერ ყავთ დამარცხებული, ამ თამაშის შედეგი თასის პატრონს ვეღარ შეცვლის და მოცულობით პლანეტის ყველაზე დიდი სარაგბო ჯილდო, „შავების“ საკუთრებაში დარჩება.

სამაგიეროდ, ამ თამაშის მოგებით „ოლ ბლექსს“ შეუძლია ისტორიაში შევიდეს. მან უკვე გაიმეორა წინა რეკორდი და ზედიზედ 17 თამაში მოიგო, ხვალ კი, აქვს შანსი გახდეს პირველი ტიერ 1-ის ნაკრებებს შორის, რომელიც ამ მაჩვენებელს 18-მდე გაზრდის. ზელანდიელთა თავკაცი სტივ ჰანსენი ამბობს, რომ ახალი რეკორდის დამყარების შანსმა მის ბანაკს ახალი ენერგია შთაბერა. თავის მხრივ, „უოლაბების“ მთავარი მწვრთნელი მაიკლ ჩეიკა ამბობს, რომ სურს ახალი კომბინაციების გამოცდა და შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებები ამის ბრალია.

New Zealand: 15 Ben Smith, 14 Israel Dagg, 13 Anton Lienert-Brown, 12 Ryan Crotty, 11 Julian Savea, 10 Beauden Barrett, 9 TJ Perenara, 8 Kieran Read (c), 7 Matt Todd, 6 Jerome Kaino, 5 Samuel Whitelock, 4 Brodie Retallick, 3 Owen Franks, 2 Dane Coles, 1 Joe Moody
Replacements: 16 Codie Taylor, 17 Wyatt Crockett, 18 Charlie Faumuina, 19 Liam Squire, 20 Ardie Savea, 21 Tawera Kerr-Barlow, 22 Aaron Cruden, 23 Malakai Fekitoa

Australia: 15 Israel Folau, 14 Dane Haylett-Petty, 13 Samu Kerevi, 12 Reece Hodge, 11 Henry Speight, 10 Bernard Foley, 9 Nick Phipps, 8 Lopeti Timani, 7 Michael Hooper, 6 Dean Mumm, 5 Adam Coleman, 4 Rory Arnold, 3 Sekope Kepu, 2 Stephen Moore (c), 1 Scott Sio
Replacements: 16 James Hanson, 17 Tom Robertson, 18 Allan Ala’alatoa, 19 Rob Simmons, 20 David Pocock, 21 Nick Frisby, 22 Quade Cooper, 23 Sefa Naivalu

http://www.vipleague.tv/rugby/427669/1/new-zealand-vs-australia-live-stream-online.html

http://www.vipleague.tv/rugby/427669/2/new-zealand-vs-australia-live-stream-online.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076062